იოგა მხოლოდ ვარჯიშია?
იოგა მხოლოდ ვარჯიშია?
მოხდენილი და ჯანმრთელი სხეულის ქონას დღეს ადამიანები დიდ ყურადღებას უთმობენ. ამის გამო მრავალი სპორტდარბაზებსა და გამაჯანსაღებელ კომპლექსებში დადის. ამავე მიზეზით მიმართავს დასავლეთის ქვეყნებში ათასობით ადამიანი აღმოსავლური იოგას ხელოვნებას.
შვებისა და გამოსავლის საპოვნელად იოგას მიმართავენ ის ადამიანებიც, რომლებიც სტრესითა თუ დეპრესიით იტანჯებიან და იმედგაცრუებულნი არიან. განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან — «ჰიპებისა და „ბავშვები-ყვავილების“» ათწლეულიდან — დაწყებული, დასავლეთის ქვეყნებში აღმოსავლური რელიგიებისა და მათთან დაკავშირებული მისტიკური ჩვეულებებისადმი ინტერესი გაიზარდა. ტრანსცენდენტალურ მედიტაციას, რომელიც იოგასთან ძალიან ახლოს მდგომი ცნებაა, კინოსა და ესტრადის ვარსკვლავებმა გაუწიეს პოპულარიზაცია. თუ მხედველობაში მივიღებთ იოგასადმი გამოვლენილ მზარდ ინტერესს, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: უბრალოდ, ვარჯიშების სისტემაა იოგა, რომელიც მისით გატაცებულ ადამიანს ჯანმრთელობას, მოხდენილ სხეულსა და სულის სიმშვიდეს ჰპირდება? შეიძლება იოგით ისე გატაცება, რომ ამას რელიგიური დატვირთვა არ მიეცეს? მისაღებია იოგა ქრისტიანებისთვის?
იოგას წარმოშობა
იოგას აღმნიშვნელი თავდაპირველი სანსკრიტული სიტყვა შეიძლება კავშირს, ერთ უღელქვეშ გაერთიანებას, ალაგმვას ან დამორჩილებას ნიშნავდეს. ინდუსებისთვის იოგა მოძღვრება და მეთოდია, რომლითაც ზებუნებრივ ძალასთან ანუ სულთან შეერთება მიიღწევა. მას აღწერენ, როგორც „მთელი ფიზიკური ძალების, გონებისა და სულის ღმერთისთვის დაქვემდებარებას“.
რამდენი ხანია, რაც იოგა არსებობს? ინდის ხეობაში, დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს დასალუქი ბეჭდები, რომლებზეც იოგას სხვადასხვა პოზაში მჯდომ ადამიანთა ფიგურები იყო გამოსახული. არქეოლოგთა ვარაუდით, ინდის ხეობის ცივილიზაცია ძვ. წ. მეორე-მესამე ათასწლეულში არსებობდა, რაც ახლოს არის მესოპოტამიური კულტურის პერიოდთან. ინდის ველსა დაბადება 10:8, 9). ინდუსები ამტკიცებენ, რომ იოგას პოზაში მჯდომი ფიგურები ღმერთ შივას, ცხოველთა და იოგთა მეუფეს, განასახიერებენ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ლინგას ანუ ფალოსის სიმბოლური გამოსახულების მეშვეობით ეთაყვანებიან. ამიტომ წიგნი „ინდუიზმის სამყარო“ იოგას უწოდებს „ასკეტური პრაქტიკის კანონთა სისტემას, რომელიც, ძირითადად, არიელობამდელი წარმოშობისაა და მრავალი უძველესი შეხედულებისა და წეს-ჩვეულების ნაშთებს აერთიანებს“.
და მესოპოტამიაში ნაპოვნი ხელოვნების ნიმუშები ასახავენ მამაკაცს, ღვთაებას, რომელსაც რქები აქვს და ცხოველებით არის გარშემორტყმული და რომელიც ნებროთს, „ძლიერ მონადირეს“, მოგვაგონებს (იოგას სისტემა თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, რაც წერილობითი სახით დეტალურად აღწერა იოგამ, ინდოელმა ბრძენმა, პატანჯალმა „იოგა სუტრაში“, რომელიც დღემდე იოგთა ძირითად სახელმძღვანელოდ ითვლება. პატანჯალი თვლიდა, რომ იოგა, „ადამიანური ბუნების სხვადასხვა ელემენტების — ფიზიკურის თუ ფსიქიკურის — გაკონტროლებით, სრულყოფის მიღწევის საშუალება“ იყო. თავისი დასაბამიდან დღემდე იოგა აღმოსავლური რელიგიების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით კი ინდუიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის. იოგას ზოგიერთ მიმდევარს სწამს, რომ ეს ყოვლისმომცველ სულთან გაერთიანებით მოქშამდე ანუ გათავისუფლებამდე მიიყვანს მათ.
ამგვარად, კვლავ იბადება კითხვა: შეიძლება იოგას გამოყენება მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების სახით ჯანმრთელობისა და სულის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ისე, რომ ამას რელიგიური დატვირთვა არ მიეცეს? თუ მხედველობაში მივიღებთ მის წარმოშობას, პასუხი უარყოფითი იქნება.
სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ იოგამ?
იოგას დანიშნულება ის არის, რომ ადამიანი ზეადამიანურ სულთან გააერთიანოს. რა სულზეა აქ ლაპარაკი?
ბენჯამინ უოლკერი, ავტორი წიგნისა „ინდუიზმის სამყარო“, იოგას თაობაზე აღნიშნავს: „ის, შესაძლოა, მაგიური რიტუალების პირველი სისტემა იყო; ოკულტიზმისა და ჯადოქრობის ელემენტები დღესაც შეინიშნება იოგაში“. ინდუსი ფილოსოფოსები აღიარებენ, რომ იოგას სისტემის მიყოლამ შეიძლება ადამიანს ზებუნებრივი ძალა მისცეს, თუმცა, ამავე დროს, ისინი იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს არ არის იოგას უმთავრესი მიზანი. მაგალითად, წიგნში „ინდური ფილოსოფია“, ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი ს. რადჰაკრიშნანი იოგას შესახებ აღნიშნავდა, რომ „სხვადასხვა პოზაში ჯდომის საშუალებით ის სხეულს იმდენად მართავს, რომ არ გრძნობს უკიდურეს სიცხესა და სიცივეს... იოგას შორ მანძილზე დანახვა და შორეული ხმების გაგონებაც შეუძლია... მისთვის სავსებით შესაძლებელია კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენების გარეშე სხვა იოგთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა... იოგას შეუძლია გაუჩინარდეს კიდეც“.
ლურსმნებზე მძინარე ან გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე მოსიარულე იოგას დანახვისას, ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს მოხერხებული ფანდია ან უბრალო ხუმრობა. მაგრამ მსგავსი სურათი ჩვეულებრივია ინდოეთში; ასევე ჩვეულებრივია, მაგალითად, როდესაც ადამიანი საათობით ცალ ფეხზე დგას და დაჟინებით უცქერის მზეს ან ისე აკონტროლებს სუნთქვას, რომ შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში გაძლოს ქვიშაში ჩამარხულმა. 1995 წლის „ინდია ტაიმზის“ ივნისის ნომერი იუწყებოდა ტრანსში მყოფი სამწლინახევრის გოგონას შესახებ, რომელსაც 750 კილოგრამიანმა მანქანამ მუცელზე გადაუარა. გარშემომყოფთა გასაოცრად, როდესაც გოგონა გონს მოეგო, სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ცნობაში ნათქვამი იყო: „ეს აშკარად იოგას ძალის გამოვლენა იყო“.
უდავოა ის ფაქტი, რომ არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია მსგავსი რამეების გაკეთება. ამიტომ ქრისტიანს შეიძლება დაებადოს კითხვა: რაზე მეტყველებს ეს უჩვეულო მოქმედებები? მომდინარეობს ისინი იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც ‘უზენაესია მთელ ქვეყნიერებაზე’, თუ რაიმე სხვა წყაროდან? (ფსალმუნი 82:19). ბიბლია ნათელ პასუხს იძლევა ამ კითხვაზე. როდესაც ისრაელები ქანაანელებით დასახლებული აღთქმული მიწის საზღვართან იდგნენ, იეჰოვამ მათ მოსეს პირით უთხრა: „ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად“. რა „სისაძაგლეებზე“ იყო საუბარი? მოსე მათ აფრთხილებდა ‘ჯადოქრობისა და მომნუსხველობის, მარჩიელობისა მეორე რჯული 18:9, 10). ყოველივე ეს საძულველია ღვთისათვის, რადგან დემონთა და დაცემული ხორცის საქმეებს განეკუთვნება (გალატელთა 5:19—21).
და მსახვრალობის’ წინააღმდეგ (ქრისტიანებისთვის მიუღებელი
რასაც უნდა ამბობდნენ ექიმები და ინსტრუქტორები, ფაქტი ის არის, რომ იოგა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს როდი ნიშნავს. წიგნში „ინდუსთა მანერები, წეს-ჩვეულებები და ცერემონიები“, მოთხრობილია იოგას ორი დამწყები მიმდევრის შესახებ, რომლებსაც მეთვალყურეობას გურუ უწევდა. წიგნში მოყვანილი იყო ერთ-ერთი მათგანის სიტყვები: „ზეადამიანურ ძალისხმევას ვახმარდი, რომ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს შემეკავებინა და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავდი ხოლმე, როცა გაგუდვის პირას ვიყავი... ერთ შუადღესაც მომეჩვენა, რომ კაშკაშა მთვარეს ვხედავდი, რომელიც თითქოს აქეთ-იქით ქანაობდა. ერთხელაც, დღისით-მზისით უკუნ სიბნელეში აღმოვჩნდი. როდესაც ხილვების შესახებ... ჩემს მასწავლებელს... მოვუყევი, ის ძალიან კმაყოფილი დარჩა... და დამარწმუნა, რომ ასეთი წვრთნის შედეგად სულ მალე უკეთეს შედეგებს მივაღწევდი“. მეორე კი ასეთ რამეს ჰყვება: „მოძღვარმა დამავალა, ყოველდღე მიშტერებით, თვალის დაუხამხამებლად ცისთვის მეყურებინა და თანაც გაუნძრევლად ვმდგარიყავი... ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ჰაერში ცეცხლის ნაპერწკლები ელავდა; ერთხანს კი ცეცხლოვან სფეროებსა და მეტეორებს ვხედავდი. მასწავლებელი ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი წარმატებით“.
როგორც ჩანს, გურუ ამ უჩვეულო მოვლენებს იოგას ვარჯიშების მთავარი მიზნის მისაღწევ ჩვეულებრივ ეტაპებად თვლიდა. დიახ, იოგას მთავარი მიზანია, მიაღწიოს მოქშას, რაც უპიროვნო დიად სულთან შეერთებას ნიშნავს. მოქშას აღწერენ როგორც „სპონტანური აზროვნების პროცესის (განზრახ) შეჩერებას“. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რომლისკენაც ქრისტიანებს მოუწოდებენ, რომ ისწრაფონ, ‘შესწირონ თავიანთი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად — თავიანთი სულიერი მსახურება. და არ დაემსგავსონ ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალონ გონების განახლებით, რათა შეიცნონ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:1, 2).
თითოეული ადამიანი პირადად ირჩევს, თუ რომელ ფიზიკურ ვარჯიშებს გამოიყენებს. მაგრამ ქრისტიანებმა არაფერს — იქნება ეს ფიზიკური ვარჯიში, ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა, გართობა თუ სხვა რამ — არ უნდა მისცენ საშუალება, რომ იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა დააკარგვინოს (1 კორინთელთა 10:31). მათთვის, ვისაც მხოლოდ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სურს ვარჯიში, მრავალი საშუალება არსებობს, რომლებიც სპირიტიზმისა და ოკულტიზმის სულით არ არის გაჯერებული. რადგან თავს ვარიდებთ ისეთ ჩვეულებებსა და მრწამსს, რომლებსაც ცრუ რელიგიაში აქვთ ფესვები გადგმული, შეგვიძლია სიხარულით მოველოდეთ ღვთის კურთხევებს ახალ სამართლიან სისტემაში, სადაც მარადიულად ვისარგებლებთ სრულყოფილი ჯანმრთელობითა და გონებრივი შესაძლებლობებით (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).
[სურათები 22 გვერდზე]
მრავალი ინარჩუნებს ჯანმრთელობას ისეთი საშუალებებით, რომლებიც სპირიტიზმთან არ არის დაკავშირებული.