არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

რა არის სიბრალული და რატომ უნდა განივითაროს ის ქრისტიანმა?

ეს არის საკუთარი თავის სხვის ადგილზე წარმოდგენა; სხვისი ტკივილის გათავისება, გულთან ახლოს მიტანა. ქრისტიანებს ბიბლია ურჩევს, იყვნენ „გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი“ (1 პეტრე 3:8). იეჰოვამ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (ფსალმუნი 102:14; ზაქარია 2:8). ჩვენ შეგვიძლია მოსმენით, დაკვირვებულობითა და საკუთარი თავის სხვის ადგილზე წარმოდგენით უფრო გულისხმიერნი გავხდეთ (15.04, გვერდები 24—26).

რატომ არის აუცილებელი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის, რომ ფიზიკურ გამოჯანსაღებას წინ სულიერი უძღოდეს?

ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უბედური და პრობლემებით დათრგუნულია. ამის საპირისპიროდ, მრავალი ქრისტიანი, რომელიც დღეს ფიზიკურად დაინვალიდებულია, იეჰოვას ბედნიერი მსახურია. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სულიერად იკურნებიან, ექნებათ შესაძლებლობა, ახალ ქვეყნიერებაში საკუთარ თავზე გამოსცადონ ფიზიკური უძლურების მოსპობა (01.05, გვერდები 6—7).

რატომ არის ებრაელთა 12:16-ში ესავი გარყვნილთა კატეგორიაში მოხსენიებული?

ბიბლია გვიჩვენებს, რომ ესავისთვის მთავარი იყო სასურველის მაშინვე მიღება; მას უსულგულო დამოკიდებულება ჰქონდა იმის მიმართ, რაც წმინდა იყო. თუ დღეს ვინმე ასეთივე აზროვნებას ივითარებს, ამან შეიძლება სერიოზულ ცოდვამდე, მაგალითად მრუშობამდე, მიიყვანოს (01.05, გვერდები 10—11).

ვინ იყო ტერტულიანე და რით იყო ის ცნობილი?

ის იყო ძვ. წ. მეორე-მესამე საუკუნეში მცხოვრები მწერალი და თეოლოგი. ტერტულიანე ცნობილი გახდა მრავალი ლიტერატურული ნაშრომით, რომლებშიც ნომინალურ ქრისტიანობას იცავდა. ის თითქოს ჭეშმარიტების დამცველი იყო, სინამდვილეში კი შემოიტანა იდეები და ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებმაც ხელი შეუწყო ჭეშმარიტი სწავლებების გახრწნას; მაგალითად, მისი იდეების საფუძველზე ჩამოყალიბდა სამების დოგმატი (15.05, გვერდები 29—31).

რატომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ დაავადებებისა თუ სიკვდილის არსებობა, აგრეთვე ადამიანების ამა თუ იმ სახით მოქმედება, მხოლოდ გენებით არის განპირობებული?

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ, როგორც ჩანს, სხვადასხვა დაავადების განვითარება გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული და ზოგს სჯერა, რომ ადამიანთა ქმედებებსაც გენები მართავს. მაგრამ ბიბლია ღრმად გვახედებს იმ საკითხში, თუ როგორ წარმოიშვა კაცობრიობა და გვანახვებს, რა ზიანი მიაყენა ადამიანებს ცოდვამ და არასრულყოფილებამ. გენები მართლაც გარკვეულ როლს ასრულებს პიროვნების ფორმირებაში, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვან გავლენას არასრულყოფილებაც და გარემოც ახდენს (01.06, გვერდები 9—11).

როგორ ჰფენს ნათელს ღვთის სახელის გამოყენების საკითხს ოქსირინხში (ეგვიპტე) ნაპოვნი პაპირუსის ფრაგმენტი?

იობის 42:11, 12-ის ბერძნული „სეპტუაგინტის“ ამ ფრაგმენტზე აღბეჭდილია ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული ასო). ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ღვთის სახელი ებრაულად ჩაწერილი იყო „სეპტუაგინტაში“, რომლიდანაც ხშირად ციტირებდნენ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერნი (01.06, გვერდი 30).

რომელ თანამედროვე სპორტულ სანახაობებთან იყო შედარებული რომის იმპერიაში ძალადობით გამორჩეული სასიკვდილო გლადიატორული შერკინებები?

რომში, კოლიზეიში, არც ისე დიდი ხნის წინათ მოწყობილ გამოფენაზე მნახველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ თითქოს [გლადიატორთა შერკინების] თანამედროვე პარალელს ხედავდა; იქ წარმოადგინეს ხარების ორთაბრძოლის, პროფესიული კრივის, ავტო და მოტო-რბოლისა და სხვა თანამედროვე სპორტულ შეჯიბრებებზე დასწრებისას მაყურებელთა ბრძოლების ამსახველი ვიდეოკადრები. პირველი საუკუნის ქრისტიანები ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ იეჰოვას არ უყვარს ძალადობა და მოძალადეები; ასევე უნდა მოიქცნენ დღევანდელი ქრისტიანებიც (ფსალმუნი 10:5) (15.06, გვერდი 29).

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ეზრას მაგალითიდან, როდესაც ვცდილობთ, ეფექტურად ვასწავლოთ?

ეზრას 7:10 ყურადღებას ამახვილებს ამ ერთგული მსახურის ოთხ ქმედებაზე, რომელსაც ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ. იქ ნათქვამია: «[1] გულს იდვა [„მოამზადა თავისი გული“, აქ] ეზრამ [2] უფლის რჯულის ძიება, [3] მისი შესრულება, და [4] წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში» (01.07, გვერდი 20).

რომელ ორ სფეროში არის მართებული ქრისტიანი ქალისთვის თავსაბურავის ტარება?

ერთ-ერთი სფერო ოჯახურ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. ამ დროს ქალის მიერ თავსაბურავის ტარება იმის მაჩვენებელია, რომ ცნობს ქმრის პასუხისმგებლობას, ილოცოს თავისი სახლეულისთვის და ბიბლიურ საკითხებში დამოძღვროს ოჯახი. მეორე სფერო დაკავშირებულია კრებასთან, სადაც ქრისტიანი ქალი ცხადყოფს, რომ აღიარებს მონათლული ძმის ბიბლიურ უფლებას, ასწავლოს და უხელმძღვანელოს კრებას (1 კორინთელთა 11:3—10) (15.07, გვერდი 26—27).

რატომ აღიარებენ ქრისტიანები, რომ იოგა მხოლოდ ვარჯიში არ არის და საკმაოდ საშიშია?

იოგას, როგორც დისციპლინის, მიზანია ადამიანი ზეადამიანურ სულთან გააერთიანოს. მასში შედის სპონტანური აზროვნების პროცესის (განზრახ) შეჩერება, რაც ღვთის მითითებას ეწინააღმდეგება (რომაელთა 12:1, 2). იოგამ შეიძლება ადამიანი სპირიტიზმისა და ოკულტიზმის საფრთხეში ჩააგდოს (მეორე რჯული 18:10, 11) (01.08, გვერდი 20—22).