როგორ დაგიცავს განსჯის უნარი?
როგორ დაგიცავს განსჯის უნარი?
აზვირთებული ტალღები საოცრად ლამაზია, მაგრამ მეზღვაურებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამ აბობოქრებულმა ზღვამ შეიძლება მათი სიცოცხლე შეიწიროს.
ასევე შეიძლება ცხოვრების აბობოქრებულმა ტალღებმა საფრთხე შეუქმნას ღვთის მსახურებს. ალბათ იცი, რომ აზვირთებული ტალღებივით ერთიმეორის მიყოლებით თავს დატეხილი განსაცდელები თუ ცდუნებები ამძიმებს ქრისტიანის ცხოვრებას. უდავოა, გსურს, ყველანაირად წინ აღუდგე ყოველივე ამას, რადგან გადაწყვეტილი გაქვს, შენი რწმენის ხომალდი არ დაიმსხვრეს (1 ტიმოთე 1:19). ამისათვის კი განსჯის უნარია აუცილებელი. რა არის განსჯის უნარი და როგორ შეიძლება მისი განვითარება?
„განსჯის უნარად“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა, მეზიმმაჰ, წარმოშობილია იმ სიტყვის ფუძისგან, რომელიც ნიშნავს „დაგეგმვას ან შედგენას“ (იგავნი 1:4). ამიტომ ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში მეზიმმაჰ გადმოთარგმნილია, როგორც „გონიერება“ ან „გამჭრიახობა“. ბიბლიის მკვლევარებმა, ჯამისონმა, ფოსეთმა და ბრაუნმა, სიტყვა მეზიმმაჰ აღწერეს, როგორც „სიფრთხილე, რომლის მეშვეობითაც ბოროტებას განერიდები და სიკეთეს ჰპოვებ“. ეს როგორც მისი ხანგრძლივობის, ისე ჩვენი მოქმედების შედეგების გათვალისწინებას გულისხმობს. განსჯის უნარი იმაში დაგვეხმარება, რომ სანამ რამეს გავაკეთებდეთ, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები.
ადამიანი, რომელსაც განსჯის უნარი გააჩნია, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ან მაშინ, როდესაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას ცდილობს, კარგად აანალიზებს, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. როდესაც მოსალოდნელ საშიშროებებს ხედავს, გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ აარიდოს მათ თავი, და იმასაც კი ითვალისწინებს, როგორ იმოქმედებს ეს მის გარშემო მყოფ ხალხზე. ამიტომ იმის გაკეთებას გეგმავს, რასაც კარგი შედეგები და, შეიძლება, ღვთის კურთხევებიც კი, მოჰყვება. მოდი ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
მოერიდე სქესობრივი უზნეობის მახეს
ძლიერი ქარი აზვირთებულ ტალღებს მძლავრად ანარცხებს გემის ცხვირს. გემის გადაბრუნების საფრთხე თავიდან რომ აიცილონ, მეზღვაურები ოსტატურად უმკლავდებიან აბობოქრებულ სტიქიას.
რადგან სექსის მანიით შეპყრობილ წუთისოფელში ვცხოვრობთ, მეზღვაურების მსგავს ვითარებაში ჩვენც ვიმყოფებით. ყოველდღე წინ გვხვდება გარყვნილი აზროვნებისა და წარმოდგენების ბობოქარი ტალღები. ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ნორმალურ სექსუალურ სურვილებზე. იმის მაგივრად, რომ დინებას მივყვეთ, განსჯის უნარი უნდა გამოვიყენოთ და ცდუნებებს მტკიცედ დავხვდეთ.
მაგალითად, ქრისტიან მამაკაცებს ხშირად უხდებათ ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც თითქმის არ სცემენ პატივს ქალებს და მათ
მხოლოდ თავიანთი სექსუალური ჟინის მოკვლის საშუალებად მიიჩნევენ. ისინი შეიძლება უხამს ხუმრობებს და სექსზე გადაკვრით საუბარსაც არ ერიდებიან. დროთა განმავლობაში, ასეთი ატმოსფერო, ქრისტიანს გონებაში უზნეო აზრებს ჩაუნერგავს.ქრისტიანი ქალიც არ არის დაზღვეული სირთულეებისგან სამსახურში. შეიძლება მისი თანამშრომლები არ იზიარებენ მის ზნეობრივ ნორმებს ან რომელიმე მასთან მომუშავე მამაკაცი მის მიმართ ინტერესს ავლენს. თავდაპირველად შეიძლება ის თავაზიანად ექცევა და აფასებს კიდეც მას მისი რელიგიური შეხედულებების გამო. გამუდმებულმა ყურადღებამ ქალი შეიძლება აღძრას, რომ მასთან უფრო ახლო ურთიერთობა განავითაროს.
როგორ გვეხმარება ქრისტიანებს განსჯის უნარი ასეთ ვითარებებში? ის ჯერ გვაფრთხილებს, რომ ჩვენს სულიერობას საფრთხე ემუქრება, შემდეგ კი სწორად მოქმედებისკენ აღგვძრავს (იგავნი 3:21—23). ასეთ ვითარებებში თანამშრომლებისთვის შეიძლება იმის ნათლად ახსნაც კი დაგვჭირდეს, რომ საღვთო წერილზე დაფუძნებული რწმენიდან გამომდინარე ჩვენი ნორმები მათი ნორმებისგან განსხვავდება (1 კორინთელთა 6:18). ჩვენი ნათქვამი კი მეტყველებითა და საქციელით უნდა დავამტკიცოთ. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთ თანამშრომელთან ურთიერთობის შეზღუდვა.
მაგრამ უზნეობაში ჩათრევა მხოლოდ სამსახურში არ ხდება. ასეთი რამ შეიძლება ცოლ-ქმარსაც დაემართოს, თუ პრობლემების მოუგვარებლობის გამო ოჯახში ერთობას დაარღვევენ. ერთ-ერთი მიმომსვლელი მსახური აღნიშნავს: „ოჯახის დანგრევა უეცრად არ ხდება. ცოლ-ქმარს შეიძლება თანდათანობით გაუნელდეს ერთმანეთის მიმართ გრძნობები, იშვიათად ისაუბრონ და ნაკლებად გაატარონ დრო ერთად. მათ, შეიძლება, ოჯახში არსებული სიცარიელის შესავსებად ქონების დაგროვებას მიჰყონ ხელი. და რადგან კომპლიმენტებსაც ძალიან იშვიათად ეუბნებიან ერთმანეთს, შეიძლება ადვილად მიიზიდონ საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენლებმა“.
ეს გამოცდილი მსახური შემდეგ დასძენს: „ცოლ-ქმარი რეგულარულად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ იმაზე, თუ რა აყენებს ჩრდილს მათ ურთიერთობას. უნდა დაგეგმონ, როგორ ჩაატარონ ოჯახური შესწავლა, ილოცონ და იქადაგონ ერთად. ისინი ბევრად დიდ სარგებლობას მიიღებენ, თუ ყოველთვის ისაუბრებენ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7—9).
არაქრისტიანული ქცევისთვის თავის გართმევა
განსჯის უნარი ზნეობრივი ცდუნებების დაძლევის გარდა, თანაქრისტიანებთან პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმარება. როდესაც ქარისგან აზვირთებული ტალღები გემს უკნიდან ეხეთქება, ტალღებმა შეიძლება კიჩომდეც ააღწიონ და გემი გვერდზე გადახარონ. ასეთ შემთხვევაში გემს მხოლოდ ტალღების დინების მიმართულებით შეუძლია სვლა, რაც შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
შესაძლოა ჩვენც ადვილად აღმოვჩნდეთ ისეთ საშიშ სიტუაციაში, რომელიც იქიდან მოვა, საიდანაც არ ველოდებით. ჩვენ უამრავ ერთგულ და-ძმასთან ერთად «ერთსულოვნად [„მხარდამხარ“, აქ]» ვემსახურებით იეჰოვას (სოფონია 3:9). თუ რომელიმე მათგანი არაქრისტიანულად იქცევა, ამან შეიძლება მის მიმართ ნდობა დაგვაკარგვინოს და ძალიან დაგვამწუხროს. როგორ დაგვეხმარება განსჯის უნარი წონასწორობის შენარჩუნებასა და მეტისმეტი ტკივილის თავიდან არიდებაში?
გაიხსენე, რომ „არ არსებობს უცოდველი კაცი“ (მესამე მეფეთა 8:46). ამიტომ, ძალიან არ უნდა გავიკვირვოთ, თუ ზოგჯერ თანაქრისტიანები გაგვაღიზიანებენ ან გვაწყენინებენ. ამის ცოდნა დაგვეხმარება, მზად ვიყოთ ასეთი შემთხვევებისთვის და იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაქცია. როგორ იქცეოდა მოციქული პავლე, როდესაც რომელიმე ქრისტიანი ძმა მასზე ცუდად და უპატივცემულოდაც კი ლაპარაკობდა? ის არ კარგავდა სულიერ წონასწორობას და ამბობდა, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადამიანის (2 კორინთელთა 10:10—18). მსგავსი აზროვნება ჩვენც დაგვეხმარება, რომ ვინმეს მოქმედებაზე დაუფიქრებელი რეაგირება არ მოვახდინოთ.
მაგალითად, ვინმეს რომ ფეხი დაებიჯებინა ჩვენთვის, ალბათ, ერთი-ორი წუთი ვერ დავმშვიდდებოდით. შემდეგ კი, როდესაც ტკივილი გაგვივლიდა, საღად განსჯის უნარი დაგვიბრუნდებოდა. ასევე არ უნდა ვიმოქმედოთ ნაჩქარევად, როდესაც ვინმე უადგილო შენიშვნას მოგვცემს ან თავისი ქცევით
გაგვაღიზიანებს. პირიქით, შეჩერდი და დაფიქრდი, რა შეიძლება მოჰყვეს სამაგიეროს გადახდას.მალკოლმი, რომელიც მრავალი წელია მისიონერად მსახურობს, გვიყვება, თუ რას აკეთებს, როდესაც აწყენინებენ ხოლმე. „პირველი რასაც ამ დროს ვაკეთებ, ის არის, რომ უამრავ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს: გავნაწყენდი ამ ძმაზე იმის გამო, რომ უთანხმოება მოგვივიდა? სინამდვილეში ასე მნიშვნელოვანია ის, რაც მან თქვა? გადატანილი ავადმყოფობისგან ხომ არა მაქვს ნერვები დაძაბული? იქნებ რამდენიმე საათის შემდეგ სულ სხვაგვარად შევხედო მომხდარს?“. როგორც მალკოლმა აღმოაჩინა, ხშირად უთანხმოება უმნიშვნელო იყო და არ ღირდა ყურადღების მიქცევა *.
შემდეგ მალკოლმი დასძენს: „ზოგჯერ კი ვითარების განმუხტვის ყოველი ჩემი მცდელობა უშედეგოა, რადგან მწყენინებელი თავის დამოკიდებულებას არ იცვლის. ვცდილობ, რომ ამან არ გამაღიზიანოს. როდესაც ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ არაფერი გამოდის, ამ საქმის გადაწყვეტას დროს მივანდობ ხოლმე. არასდროს ვუშვებ, რომ ასეთმა შემთხვევებმა ჩემს სულიერობას ზიანი მიაყენოს ან იეჰოვასთან და ძმებთან ურთიერთობა გამიფუჭოს“.
მალკოლის მსგავსად, მეტისმეტად არც ჩვენ უნდა შეგვაწუხოს ვინმეს არასწორმა მოქმედებამ. ყოველ კრებაში უამრავი შესანიშნავი და ერთგული ძმა თუ და არის. სასიამოვნოა მათ გვერდით ქრისტიანული მსახურება (ფილიპელთა 1:27). ამა თუ იმ საკითხის ობიექტურად შეფასებაში ისიც დაგვეხმარება, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენი ზეციერი მამა გვერდში გვიდგა (ფსალმუნი 22:1—3; იგავნი 5:1, 2; 8:12).
ნუ შეიყვარებთ იმას, რაც წუთისოფელშია
განსჯის უნარი სხვა ძნელად შესამჩნევი ზეგავლენისგანაც დაგვიცავს. როდესაც ტალღები გემს გვერდებიდან ეხეთქება, კარგ ამინდშიც კი შეიძლება ასეთმა ტალღებმა გემს მიმართულება შეუცვალოს. შტორმის დროს კი შეიძლება გადააყირავოს კიდეც.
2 ტიმოთე 4:10). თავს თუ არ გავაკონტროლებთ, წუთისოფლის სიყვარული საბოლოოდ ქრისტიანული ცხოვრების კურსს მიგვატოვებინებს (1 იოანე 2:15). როგორ დაგვეხმარება განსჯის უნარს ამ საკითხში?
ასევე, თუ თავს უფლებას მივცემთ, რომ დავტკბეთ ყველაფრით, რასაც ეს ბოროტი წუთისოფელი გვთავაზობს, და თუ გამდიდრების მანიით ვიქნებით შეპყრობილი, სულიერობას დავკარგავთ (პირველი, ის საშიშროებების დანახვაში დაგვეხმარება. დღეს მსოფლიო უამრავ კომერციულ ხერხს მიმართავს, რომ როგორმე ყურადღება მისკენ მიგვაპყრობინოს. ის რეკლამას უკეთებს ბრწყინვალე მდიდრულ ცხოვრებას, თავბრუდამხვევ მიმზიდველობასა და ცხოვრებაში „წარმატების“ მიღწევას (1 იოანე 2:16). გვიქმნიან ილუზიებს, რომ აღტაცებაში მოვიყვანთ ხალხს და ყველას მოვეწონებით, განსაკუთრებით კი თანატოლებსა და მეზობლებს. განსჯის უნარი კი დაგვეხმარება, არ გავხდეთ ამ პროპაგანდის მსხვერპლი; შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არ შევიყვაროთ ფული, რადგან იეჰოვა დაგვპირდა, რომ ‘არ მიგვატოვებს და არ დაგვაგდებს’ (ებრაელთა 13:5).
მეორე, განსჯის უნარი დაგვეხმარება, თავიდან ავირიდოთ ისეთი ადამიანების მსგავსი საქციელი, რომლებიც „განუდგნენ ჭეშმარიტებას“ (2 ტიმოთე 2:18). ვინც გვიყვარდა და ვისაც ვენდობოდით, მათთან შეწინააღმდეგება ძალიან ძნელია (1 კორინთელთა 15:12, 32—34). ისიც კი, თუ მცირე დროს ვატარებთ მათთან, ვინც ქრისტიანული გზა მიატოვა, ჩვენს სულიერ ზრდას შეუშლის ხელს და საშიშროების წინაშეც კი დაგვაყენებს. შეიძლება იმ გემის მსგავსად დაგვემართოს, სულ მცირედით რომ უხვევს თავისი კურსიდან, მაგრამ ხანგრძლივი ცურვის შემდეგ თავის კურსს ძალიან შორდება და დანიშნულების ადგილს ვეღარ აღწევს (ებრაელთა 3:12).
განსჯის უნარი დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორია დღეს ჩვენი სულიერი მდგომარეობა და რა შეიძლება დაემართოს მას ხვალ. შეიძლება დავინახოთ, რომ უფრო უნდა ვიაქტიუროთ ქრისტიანულ მსახურებაში (ებრაელთა 6:11, 12). აი, როგორ დაეხმარა განსჯის უნარი ერთ ახალგაზრდას სულიერი მიზნების დასახვაში. ის იხსენებს: «შესაძლებლობა მქონდა, რომ ცნობილი ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ეს საქმე ძალიან მიზიდავდა, მაგრამ ბიბლიიდან ერთი მუხლი გამახსენდა, რომელიც ამბობს: „გადადის წუთისოფელი... ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17). ჩემთვის ვმსჯელობდი, რომ რწმენა ჩემს ცხოვრებაზე უნდა ასახულიყო. რადგან ჩემმა მშობლებმა ქრისტიანული რწმენა მიატოვეს, არ მინდოდა მათთვის მიმებაძა. ასე რომ, გადავწყვიტე, მიზანდასახულად მეცხოვრა და სრული დროით მემსახურა. ახლა, ოთხი წლის შემდეგ, სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს მსახურებას და ვხედავ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე».
სულიერი ქარიშხლის გამკლავება
რატომ არის დღეს ასე აუცილებელი განსჯის უნარის განვითარება? მეზღვაურებმა დიდი სიფხიზლე უნდა გამოავლინონ, რომ წინასწარ შეამჩნიონ მოსალოდნელი საფრთხე; განსაკუთრებით ქარიშხლის დროს მართებთ ასე მოქცევა. თუ ამინდი იცვლება, უეცრად ცივი ქარი ამოვარდება და თანდათან უფრო ძლიერდება, მეზღვაურები ლუკებს ხურავენ და ყველანაირი საშიშროებისთვის ემზადებიან. ასევე ჩვენც უნდა მოვემზადოთ, რომ გავუძლოთ დიდ დაწოლას, რადგან ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოვდება. ზნეობრივი ნორმები ფეხქვეშაა გათელილი და ‘ბოროტი ადამიანები კი წინ მიიწევენ უარესისკენ’ (2 ტიმოთე 3:13). ისევე, როგორც მეზღვაურები რეგულარულად უსმენენ ამინდის პროგნოზს, ჩვენც ყურადღება უნდა მივაქციოთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს (ფსალმუნი 18:8—12).
როდესაც განსჯის უნარს ვიყენებთ, იმ შემეცნებას ვიღებთ, რომელიც მარადიული სიცოცხლის საწინდარია (იოანე 17:3). წინასწარ განვჭვრეტთ, თუ რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას ამა თუ იმ შემთხვევაში და მათი გადაჭრის გზებსაც მოვიფიქრებთ. ეს დაგვეხმარება, რომ ქრისტიანული გზიდან არ გადავუხვიოთ. სულიერი მიზნების დასახვით და მათი შესრულებით კი, ‘მომავლისთვის მტკიცე საფუძვლის’ ჩაყრას შევძლებთ (1 ტიმოთე 6:19).
თუკი გონივრულად მოვიქცევით და არ დავკარგავთ განსჯის უნარს, ‘არ შეგვაკრთობს უეცარი შიში’ (იგავნი 3:21, 25, 26). პირიქით, ღვთის დაპირებებში ვპოვებთ ნუგეშს: «თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება [„განსჯის უნარი“, აქ] დაგიფარავს» (იგავნი 2:10, 11).
[სქოლიოები]
^ აბზ. 19 მათეს 5:23, 24 თანახმად, ქრისტიანებმა მშვიდობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ. თუ საქმე სერიოზულ ცოდვებს ეხება, უნდა ეცადონ, რომ შეიძინონ ძმა, როგორც ეს მათეს 18:15—17-შია მოცემული. იხილეთ 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—22.
[სურათი 23 გვერდზე]
მეუღლეებს შორის საუბარი განამტკიცებს ქორწინებას.