„არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“
„არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“
„ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით“ (ლუკა 4:22).
1, 2. ა) რატომ დაბრუნდნენ ხელცარიელი იესოს შესაპყრობად გაგზავნილი მსახურები? ბ) რა ცხადყოფს იმას, რომ იესოს სწავლებას მხოლოდ იმ მსახურებზე არ მოუხდენია შთაბეჭდილება?
მსახურებმა ვერ შეასრულეს თავიანთი დავალება. ისინი იესო ქრისტეს შესაპყრობად იყვნენ გაგზავნილი, მაგრამ უკან ხელცარიელი დაბრუნდნენ. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კი მათ ახსნა-განმარტება მოსთხოვეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“. მართლაც, რატომ ვერ შეიპყრეს მსახურებმა კაცი, რომელიც წინააღმდეგობასაც კი არ გაუწევდა? მიზეზი მათ ასე განმარტეს: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“. ისინი იმდენად მოიხიბლნენ იესოს სწავლებით, რომ ამ მშვიდობიანი კაცის დასაპატიმრებლად ხელი ვერ აღმართეს * (იოანე 7:32, 45, 46).
2 იესოს სწავლებას მხოლოდ ამ მსახურებზე არ მოუხდენია შთაბეჭდილება. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მის მოსასმენად უამრავი ხალხი მიდიოდა. იესოს მშობლიური ქალაქის მცხოვრებლები გაოცებული იყვნენ „მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით“ (ლუკა 4:22). ის არაერთხელ ესაუბრა ნავიდან გალილეის ზღვასთან შეკრებილ უამრავ ხალხს (მარკოზი 3:9; 4:1; ლუკა 5:1—3). ერთხელ „დიდძალი ხალხი“ რამდენიმე დღე დარჩა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში უჭმელ-უსმელნი იყვნენ (მარკოზი 8:1, 2).
3. ძირითადად რამ განაპირობა ის, რომ იესო ასეთი განსაკუთრებული მასწავლებელი იყო?
3 რამ გახადა იესო ასეთი განსაკუთრებული მასწავლებელი? პირველ რიგში, სიყვარულმა *. მას უყვარდა ჭეშმარიტება და ხალხი, რომელსაც ასწავლიდა ამ ჭეშმარიტებას. მაგრამ, იესოს სწავლების მეთოდების გამოყენების გასაოცარი უნარიც ჰქონდა. ამ ნომერში მოცემულ სასწავლო სტატიებში განვიხილავთ ზოგიერთ ეფექტურ მეთოდს, რომელსაც იესო იყენებდა; აგრეთვე იმასაც შევეხებით, თუ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
უბრალო და გასაგები ენა
4, 5. ა) რატომ ასწავლიდა იესო გასაგები ენით და რა არის ღირსშესანიშნავი ამაში? ბ) მარტივი ენით სწავლების როგორი მაგალითი მოგვცა იესომ სამთო ქადაგებისას?
4 განათლებული ადამიანები ხშირად მსმენელთათვის გაუგებარი, მაღალფარდოვანი ენით საუბრობენ. მაგრამ რა სარგებლობას მოვუტანთ სხვებს საკუთარი ცოდნით, თუ ისინი ჩვენს ნათქვამს ვერ გაიგებენ? იესო გაუგებარი ენით არასდროს ასწავლიდა. წარმოიდგინეთ, სიტყვების რა მდიდარი მარაგი ექნებოდა მას. მაგრამ უდიდესი ცოდნის მიუხედავად, ის საკუთარ თავზე კი არ ფიქრობდა, არამედ მსმენელებზე. მან იცოდა, რომ მრავალნი „უწიგნურნი და უბრალო ადამიანები“ იყვნენ (საქმეები 4:13, აფ). ასეთ ხალხს ის მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა. იესო მარტივი სიტყვებით ღრმა ჭეშმარიტებას გადმოსცემდა.
მათეს 5:3—7:27-შია ჩაწერილი. იესოს მის წარმოსათქმელად, შესაძლოა, მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა. ამის მიუხედავად, ეს სწავლებები ღრმად და საფუძვლიანად აშუქებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მრუშობა, განქორწინება და მომხვეჭელობა (მათე 5:27—32; 6:19—34). ამავე დროს, აქ ვერ შეხვდებით რთულ ან მაღალფარდოვან გამოთქმებს. ფაქტობრივად, მას თითქმის არ გამოუყენებია ისეთი სიტყვა, რომელსაც ბავშვიც კი ადვილად ვერ გაიგებდა! ამიტომ გასაკვირი არაა, რომ, როცა დაასრულა საუბარი, ხალხი, რომელთა შორის მრავალი მიწათმოქმედი, მწყემსი და მეთევზე იყო, „გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით“ (მათე 7:28).
5 მაგალითად, განვიხილოთ მთაზე ქადაგების შემთხვევა, რომელიც6. მოიყვანეთ იესოს ის გამონათქვამები, რომლებიც უბრალო ენით იყო ნათქვამი, მაგრამ მნიშვნელოვან აზრებს გადმოსცემდა.
6 ხშირად, ნათელი და მოკლე ფრაზების გამოყენებით იესო მნიშვნელოვან აზრებს გადასცემდა. რადგან იმ დროს წიგნები ჯერ კიდევ არ იბეჭდებოდა, იესოს იმგვარად მიჰქონდა თავისი ცნობა მსმენელებამდე, რომ მათ გულსა და გონებაში ჩაბეჭდილიყო. აი ამის ზოგიერთი მაგალითი: „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს... ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“, „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“, „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“, „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“, „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“, „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“, „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ * (მათე 6:24; 7:1, 20; 9:12; 26:52; მარკოზი 12:17; საქმეები 20:35). ეს სიტყვები იესომ დაახლოებით 2000 წლის წინათ წარმოთქვა, მაგრამ ისინი დღემდე დაუვიწყარია.
კითხვები
7. რატომ სვამდა იესო კითხვებს?
7 იესო ოსტატურად იყენებდა კითხვების დასმის მეთოდს. ის ხშირად ასე იქცეოდა, მაშინაც კი, თუ სათქმელის პირდაპირ თქმას დამატებითი კითხვების გარეშე უფრო ნაკლები დრო დასჭირდებოდა. მაგრამ, რატომ სვამდა ის კითხვებს? ზოგჯერ მოწინააღმდეგეთა მოტივების გამოსააშკარავებლად და მათ გასაჩუმებლად (მათე 12:24—30; 21:23—27; 22:41—46). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ამას აკეთებდა ჭეშმარიტების გადასაცემად, მსმენელთა გულის ზრახვების ამოსაცნობად და თავისი მოწაფეებისთვის სტიმულის მისაცემად თუ აზროვნების დასახვეწად. მოდი განვიხილოთ ორი მაგალითი, რომლებიც მოციქულ პეტრესთანაა დაკავშირებული.
8, 9. როგორ დაეხმარა იესო პეტრეს კითხვების გამოყენებით, რომ ტაძრის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით სწორ დასკვნამდე მისულიყო?
*. პეტრემ, რომელიც დროდადრო იმპულსური იყო, მაშინვე დადებითად უპასუხა. მაგრამ მოგვიანებით იესომ ჰკითხა: «„რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს — თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?“ როცა თქვა: უცხოთაგანო, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან“» (მათე 17:24—27). პეტრე ადვილად უნდა მიმხვდარიყო, რაზე მიუთითებდა იესოს მიერ დასმული კითხვები. როგორ?
8 თავდაპირველად გავიხსენოთ ის შემთხვევა, როდესაც გადასახადების ამკრეფებმა პეტრეს ჰკითხეს, გადაიხდიდა თუ არა იესო ტაძრის გადასახადს9 იესოს დღეებში ხელისუფალთა ძეებს გადასახადების გადახდა არ ევალებოდათ. ამგვარად, იესოს, როგორც მხოლოდშობილ ძეს ზეციერი მეფისა, რომელსაც ტაძარში ეთაყვანებოდნენ, ამ გადასახადის გადახდა არ მოეთხოვებოდა. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ იესომ პეტრეს პირდაპირ კი არ უთხრა სათქმელი, არამედ სწორ დასკვნამდე ეფექტური და, ამავე დროს, რბილად დასმული კითხვებით მიიყვანა. იესო იმის დანახვაშიც დაეხმარა პეტრეს, რომ პასუხის გაცემამდე დაფიქრება იყო საჭირო.
10, 11. როგორ მოიქცა იესო ახ. წ. 33 წლის პასექის ღამეს, როდესაც პეტრემ ყური ჩამოათალა ერთ მამაკაცს და როგორ ცხადყოფს ეს, რომ იესოს კარგად ესმოდა კითხვების ფასი?
10 მეორე მაგალითი ახ. წ. 33 წლის პასექის დროს მომხდარ იმ შემთხვევასთან არის დაკავშირებული, როდესაც ბრბო იესოს შესაპყრობად მივიდა. მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს, ებრძოლათ თუ არა მის დასაცავად (ლუკა 22:49). პეტრე პასუხს არ დალოდებია, მახვილი იშიშვლა და ერთ–ერთ მამაკაცს ყური ჩამოათალა (შეიძლება პეტრეს მისთვის უფრო სერიოზული ჭრილობის მიყენებაც ჰქონდა განზრახული). ამგვარად, პეტრემ თავისი უფლის ნების წინააღმდეგ იმოქმედა, რადგან იესო უკვე მომზადებული იყო დაპატიმრებისთვის. როგორ მოიქცა იესო? ის, როგორც ყოველთვის, მოთმინებიდან არ გამოსულა. ნაცვლად ამისა, მან სამი კითხვა დაუსვა პეტრეს: „ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“, „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც? აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ (იოანე 18:11; მათე 26:52—54).
11 დაფიქრდით ამ შემთხვევზე. გააფთრებული ბრბოს გარემოცვაში მყოფმა იესომ იცოდა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო; მამის სახელისთვის მოცხებული ჩირქის ჩამოწმენდისა და კაცობრიობის ხსნის პასუხისმგებლობის ტვირთიც მას ჰქონდა დაკისრებული. მიუხედავად ამისა მან მაშინვე გამოყო დრო იმისათვის, რომ კითხვების მეშვეობით პეტრესთვის მნიშვნელოვანი პრინციპი ესწავლებინა. განა თვალნათლივ არ ჩანს, რომ იესოს კარგად ესმოდა კითხვების ფასი?
შთამბეჭდავი ჰიპერბოლები
12, 13. ა) რა არის ჰიპერბოლა? ბ) როგორ გამოიყენა იესომ ჰიპერბოლა იმის ხაზგასასმელად, რომ არაგონივრულია ძმების კრიტიკა პატარა შეცდომების გამო?
12 მსახურების დროს იესო ხშირად მიმართავდა სწავლების კიდევ ერთ ეფექტურ მეთოდს — ჰიპერბოლას,
რაც შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით რაღაცის მეტისმეტად გაზვიადებას ნიშნავს. ჰიპერბოლების გამოყენებით იესო დაუვიწყარი სურათების წარმოდგენაში ეხმარებოდა ხალხს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.13 მთაზე ქადაგებისას, როდესაც იმის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ‘არ განგვესაჯა’ სხვები, იესომ თქვა: „რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ?“ (მათე 7:1—3). შეგიძლიათ თვალნათლივ წარმოიდგინოთ ეს სურათი? ის, ვინც სხვებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი, ძმას თვალიდან პატარა ბეწვის ამოღებას სთავაზობს. ამგვარად ეს კრიტიკოსი ამბობს, რომ მის ძმას არ შეუძლია სიტუაციის ნათლად შეფასება და გონივრული დასკვნების გამოტანა. მაგრამ, ამ დროს, თავად მისი განსჯის უნარია დასუსტებული ‘დირეთი’ — ხის ძელით, რომელსაც სახურავის საფუძვლად იყენებენ. რა დიდებულად არის ნაჩვენები, თუ რამდენად არაგონივრულია, ვაკრიტიკოთ ჩვენი ძმები პატარა შეცდომების გამო, მაშინ როდესაც, შესაძლოა, თავად უფრო დიდ შეცდომებს ჩავდივართ!
14. რატომ არის განსაკუთრებით ძლიერი ჰიპერბოლა ქინქლის წურვასა და აქლემის შთანთქმასთან დაკავშირებული იესოს სიტყვები?
14 სხვა შემთხვევის დროს იესომ ფარისეველებს „ბრმა წინამძღოლები, კოღოს [„ქინქლის“, აქ] მწურავები და აქლემების მშთანთქავები“ უწოდა (მათე 23:24). ეს მართლაც ძლიერი ჰიპერბოლა იყო. რატომ? პაწაწინა ქინქლისა და აქლემის დაპირისპირება, რომელსაც იესოს მსმენელები ყველაზე დიდ ცხოველად თვლიდნენ, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ერთი გამოთვლის თანახმად, 70 მილიონი ქინქლა თუ გაუტოლდება წონით საშუალო ზომის აქლემს! იესომ ისიც იცოდა, რომ ფარისევლები ქსოვილის საცრით ფილტრავდნენ ღვინოს. კანონების ეს მკაცრი დამცველნი ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ შემთხვევით ქინქლა არ გადაეყლაპათ და წესის თანახმად არ გაუწმინდურებულიყვნენ. მაგრამ ისინი, ასე ვთქვათ, აქლემის — ასევე უწმინდური ცხოველის — მშთანთქმელები იყვნენ (ლევიანნი 11:4, 21—24). ნათელი იყო, რას გულისხმობდა იესო. ფარისევლები ზედმიწევნით იცავდნენ რჯულის უმცირეს მოთხოვნებსაც კი, მაგრამ, ამავე დროს, არაფრად აგდებდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს — „სამართალს, გულმოწყალებას და ერთგულებას“ (მათე 23:23, აქ). რა კარგად გამოააშკარავა იესომ მათი ნამდვილი სახე!
15. რომელია ის ზოგიერთი გაკვეთილი, რომლებიც იესომ ჰიპერბოლების გამოყენებით ასწავლა ხალხს?
15 მსახურებისას იესო ჰიპერბოლებს ხშირად იყენებდა. განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მათგანი. „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა“, რომელსაც მთის გადადგმა შეუძლია — იესომ საუკეთესო მაგალითი მოიყვანა იმის ხაზგასასმელად, თუ მცირე რწმენითაც რამდენის მიღწევა შეიძლება (მათე 17:20). უშველებელი აქლემი, რომელიც ნემსის ყუნწში ლამობს გაძვრომას — რა კარგი თვალსაჩინო მაგალითია იმის დასანახვებლად, თუ რა სირთულეებს აწყდება მდიდარი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ღმერთსაც ემსახუროს და ამავე დროს, ქონებაც დააგროვოს (მათე 19:24). ნუთუ არ გაოცებთ იესოს მიერ მოყვანილი ეს სხარტი შედარებები და მისი უნარი — სიტყვების მინიმალური გამოყენებით მსმენელებზე მაქსიმალური ეფექტი მოეხდინა?
ლოგიკური მსჯელობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო
16. როგორ იყენებდა იესო ყოველთვის თავის გონებრივ შესაძლებლობებს?
16 იესო სრულყოფილი გონების პატრონი იყო; ამიტომ ლოგიკურ მსჯელობაში ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ მას ეს უნარი ბოროტად არასდროს გამოუყენებია. როდესაც სხვებს ასწავლიდა, თავის გონებრივ შესაძლებლობებს ყოველთვის ჭეშმარიტების მხარდასაჭერად იყენებდა. დროდადრო ის ლოგიკურ მსჯელობას რელიგიურ მოწინააღმდეგეთა მიერ წაყენებული ცრუ ბრალდებების გასაბათილებლად მიმართავდა. ხშირად ის ამ მეთოდით მნიშვნელოვან გაკვეთილებს ასწავლიდა მოწაფეებს. მოდი განვიხილოთ, რა ოსტატურად იყენებდა იესო ლოგიკურ მსჯელობას.
17, 18. რა ლოგიკური მსჯელობით გააბათილა იესომ ფარისევლთა მიერ წამოყენებული ცრუ ბრალდებები?
17 განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც იესომ დემონით შეპყრობილი ბრმა და მუნჯი კაცი განკურნა. ეს რომ ფარისევლებმა გაიგეს, თქვეს: „ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს“. ყურადღება მიაქციეთ: ფარისევლებმა მათე 12:22—26). იესომ, ფაქტობრივად, ასეთი რამ უთხრა მათ: თუ მე, როგორც თქვენ ამბობთ, სატანის მოციქული ვარ და, ამავე დროს, მის საქმეებს ვაუქმებ, გამოდის, რომ სატანა საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და ამგვარად მალე დაეცემა. რა ლოგიკურია, არა?
აღიარეს, რომ დემონის განსადევნად ზეადამიანური ძალა იყო საჭირო. მაგრამ, რადგან არ სურდათ, რომ ხალხს იესო ეწამა, ეს ძალა სატანას მიაწერეს. იმის დასანახვებლად, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტი არალოგიკური იყო, იესომ ფარისევლებს უთხრა: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. თუ სატანა სატანას სდევნის, თავისავე წინააღმდეგ გაიყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“ (18 შემდეგ იესომ განაგრძო ამ თემაზე მსჯელობა. მან იცოდა, რომ ფარისეველთაგან ზოგი დევნიდა დემონებს. ამიტომ ისეთი კითხვა დაუსვა, რომ ჩიხში მოაქცია ისინი: „თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი [ან მოწაფენი] ვიღათი დევნიან?“ (მათე 12:27). ფაქტობრივად, იესოს სიტყვები ამას ნიშნავდა: თუ მე სინამდვილეში სატანის ძალით ვდევნი დემონებს, გამოდის, რომ თქვენი მოწაფეებიც იმავე ძალით დევნიან მათ. რაღა უნდა ეპასუხათ ფარისევლებს? ისინი არასდროს იტყოდნენ, რომ მათი მოწაფეები სატანის ძალით მოქმედებდნენ. ისეთი ლოგიკური მსჯელობის საშუალებით, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო, იესომ მათი ბრალდებების აბსურდულობა გამოააშკარავა.
19, 20. ა) რა დადებითი კუთხით იყენებდა იესო ლოგიკურ მსჯელობას? ბ) მსჯელობისას როგორ გამოიყენა იესომ სიტყვა „მეტადრე“, როდესაც პასუხი გასცა მოწაფეების თხოვნას, ლოცვა ესწავლებინა მათთვის?
19 იესო ლოგიკურ და დამაჯერებელ არგუმენტებს არა მარტო მოწინააღმდეგეთა გასაჩუმებლად, არამედ იეჰოვას შესახებ გამამხნევებელი და სასიხარულო ჭეშმარიტების სასწავლებლადაც მიმართავდა. ხშირ შემთხვევაში, მსჯელობისას ის იყენებდა სიტყვებს „მეტადრე“ ან „მით უმეტეს“, რათა მსმენელები მათთვის ნაცნობი ჭეშმარიტების დახმარებით კიდევ რაღაცაში დაერწმუნებინა. მოდი განვიხილოთ ორი მაგალითი.
20 როდესაც მოწაფეებს შეუსრულა თხოვნა, რომ მათთვის ლოცვა ესწავლებინა, იესო მოჰყვა შემთხვევას მამაკაცზე, რომელსაც მეგობარი „მომაბეზრებელი თხოვნის გამო“ დასთანხმდა სათხოვრის შესრულებაზე. იესომ, აგრეთვე, აღწერა მშობლების მზადყოფნა ‘კეთილი მისაცემი მისცენ’ შვილებს. შემდეგ კი დაასკვნა: „თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:1—13). ამ მაგალითებში იესომ ძირითადი აქცენტი მსგავსებაზე კი არ გააკეთა, არამედ სხვაობაზე: მეგობარი, რომელსაც არ ეხალისება თავისი მოძმის დახმარება, საბოლოოდ მაინც ეხმარება მას; არასრულყოფილი მშობლებიც ზრუნავენ საკუთარი შვილების მოთხოვნილებებზე; მაშასადამე, განა ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა უფრო მეტად არ იზრუნებს თავის მსახურებზე და არ უბოძებს სულიწმიდას მათ, ვინც სთხოვს მას თავმდაბლად ლოცვაში?
21, 22. ა) როგორი მსჯელობის საფუძველზე მოგვცა იესომ რჩევა ცხოვრების საზრუნავთან დაკავშირებით? ბ) რა დასკვნამდე მივყავართ იესოს სწავლების რამდენიმე მეთოდის განხილვას?
21 იესომ ასეთივე მსჯელობა გამოიყენა, როდესაც ცხოვრების საზრუნავთან დაკავშირებით რჩევას იძლეოდა. მან თქვა: „დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი ლუკა 12:24, 27, 28). დიახ, თუ იეჰოვა ზრუნავს ფრინველებსა და ყვავილებზე, რაოდენ უფრო მეტად იზრუნებს თავის მსახურებზე! იესოს ასეთი თბილი, მაგრამ, ამავე დროს, გონივრული მსჯელობა, უდავოა, გულგრილს არ დატოვებდა მსმენელებს.
რამდენად სჯობიხართ ფრინველებს? .. შეხედეთ შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ... თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ (22 ახლა, მას შემდეგ, რაც იესოს სწავლების რამდენიმე მეთოდი განვიხილეთ, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსახურები, რომლებმაც ვერ შეიპყრეს იესო, არ აზვიადებდნენ, როდესაც თქვეს: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“. მაგრამ ყველაზე მეტად იესო მაგალითების ანუ იგავების გამოყენებით არის ცნობილი. რატომ მიმართავდა ის სწავლების ამ მეთოდს? რატომ იყო მის მიერ მოყვანილი მაგალითები ეფექტური? ეს კითხვები მომდევნო სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 ეს მსახურები, როგორც ჩანს, სინედრიონის წარმომადგენლები იყვნენ და მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ.
^ აბზ. 3 იხილეთ 2002 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიები „მე მაგალითი მოგეცით“ და ‘ყოველდღე მომყევით მე’.
^ აბზ. 6 ამ აბზაცში მოცემულ ბოლო გამონათქვამს, რომელიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი, მხოლოდ მოციქული პავლე ციტირებს, მაგრამ ამ სიტყვების აზრი სახარებებიდანაა აღებული. ეს სიტყვები პავლეს შეიძლება ზეპირად გადასცეს (ან იესოს მოწაფემ, რომელმაც უშუალოდ მოისმინა ისინი, ან თავად მკვდრეთით აღმდგარმა იესომ) ანდა მოციქულს, შეიძლება, იგი ღვთიური გამოცხადებით ემცნო (საქმეები 22:6—15; 1 კორინთელთა 15:6, 8).
^ აბზ. 8 იუდეველებს ორი დრაქმის (დაახლოებით ორი დღის შემოსავალი) ოდენობის ტაძრის ყოველწლიური გადასახადის გადახდა მოეთხოვებოდათ. ეს ფული ტაძრის შენახვას, იქ გაწეულ მსახურებასა და ერის სახელზე ყოველდღიურ შესაწირავს ხმარდებოდა.
გახსოვთ თუ არა?
• რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ იესო უბრალო და გასაგები ენით ასწავლიდა?
• რატომ სვამდა იესო სწავლების დროს კითხვებს?
• რა არის ჰიპერბოლა და როგორ იყენებდა იესო სწავლების ამ მეთოდს?
• როგორ იყენებდა იესო ლოგიკურ მსჯელობას იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის იეჰოვას შესახებ სასიხარულო ჭეშმარიტება ესწავლებინა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
იესო უბრალო, ხალხისთვის გასაგები ენით საუბრობდა.
[სურათი 10 გვერდზე]
ფარისეველები ‘ქინქლს წურავდნენ და აქლემებს შთანთქავდნენ’.