კარგ მეზობლებს რა ჯობია!
კარგ მეზობლებს რა ჯობია!
„ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს“ (იგავნი 27:10).
რჯულის ერთმა მცოდნემ ახ. წ. პირველ საუკუნეში იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესომ პირდაპირ კი არ უპასუხა, თუ ვინ იყო მისი მოყვასი, არამედ აუხსნა თუ როგორ შეიძლებოდა ამის განსაზღვრა. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ. მრავალთათვის ეს კეთილ სამარიელზე იგავის სახელითაა ცნობილი და ის ლუკას სახარებაშია ჩაწერილი. აი, ეს იგავი:
„ვინმე კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს, ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ (ლუკა 10:29—36).
როგორც ჩანს, რჯულის მცოდნე მიუხვდა იესოს სათქმელს. მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განსაზღვრა, ლუკა 10:37). რა შესანიშნავი თვალსაჩინო მაგალითია იმის დასანახვებლად, თუ რას ნიშნავს, იყო ნამდვილი მოყვასი! იესოს იგავმა შეიძლება ჩვენც დაგვაფიქროს: როგორი მოყვასი ვარ? ეროვნული წარმოშობის მიხედვით ხომ არ განვსაზღვრავ, ვინ არის ჩემი მოყვასი? ამ ფაქტორით ხომ არ ვწყვეტ, დავეხმარო თუ არა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს? მთელი შემართებით ვცდილობ, რომ კარგი მოყვასი ვიყო?
თუ ვინ იყო დაჭრილი კაცის მოყვასი. „რომელმაც წყალობა უყო მას“, — თქვა მან. მაშინ იესომ უთხრა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (რით დავიწყოთ?
თუ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხში გამოსწორება გვჭირდება, თავდაპირველად აზროვნება უნდა შევიცვალოთ. იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ნამდვილი მოყვასი ვიყოთ. ეს იმაშიც დაგვეხმარება, რომ კარგი მეზობლობა გავუწიოთ სხვებს. დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, თავისი ცნობილი მთაზე ქადაგებისას, იესომ ხაზი გაუსვა ადამიანთა ურთიერთობებთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან პრინციპს. მან თქვა: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). თუ სხვებს პატივისცემით, ღირსეულად და კეთილად ვექცევით, მათაც აღვძრავთ იმისკენ, რომ ასევე მოგვექცნენ.
ერთ-ერთი ჟურნალის სტატიაში (The Nation Since 1865), სათაურით „გიყვარდეს შენი მეზობლები“, ჟურნალისტმა ლიზე ფუნდერბურგმა კარგი მეზობლური ურთიერთობების ხელშემწყობი ფაქტორები მოიხსენია. ის წერდა: „მსურს... რომ მეზობლებს შორის ურთიერთობებში მრავალი პატარ-პატარა კეთილი საქმეც შედიოდეს. მაგალითად, ჟურნალ-გაზეთების სახლში შეტანა, ბავშვებისთვის თვალყურის დევნება, საყიდლებზე წასვლა. მსურს, რომ ასეთი ურთიერთობები არსებობდეს ამ გაუცხოებულ მსოფლიოში, სადაც შიშმა და დამნაშავეობამ დაასუსტა საზოგადოება“. შემდეგ კი დასძენს: „ოდესმე ხომ უნდა დაიწყოთ ამის კეთება. და კარგს იზამთ, თუ ამას კარის მეზობლიდან დაიწყებთ“.
ჟურნალ „კანადიან ჯიოგრეფიკში“ მეზობლებისთვის მოცემული იყო რჩევები, რომლებიც მათ ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულების განვითარებაში დაეხმარება. მწერალი მარნი ჯექსონი აღნიშნავდა: „მეზობლებს, ისევე როგორც ოჯახის წევრებს, უმეტესწილად, ჩვენ არ ვირჩევთ. მათთან ურთიერთობა ტაქტიანობას, თავაზიანობასა და შემწყნარებლობას მოითხოვს“.
კარგი მეზობლები გულუხვად გასცემენ
შესაძლოა, მრავალ ჩვენგანს გვეუხერხულება მეზობლებთან მისვლა. შეიძლება ბევრად უფრო გვიადვილდება, თავი ავარიდოთ მათ და საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ამიტომ, კარგი მეზობელი ცდილობს, გაეცნოს გარშემო მცხოვრებ ხალხს. თუმცა, შეიძლება აუცილებელი არ იყოს მათთან ახლო მეგობრული ურთიერთობის განვითარება, ის ყველანაირად ცდილობს, დროდადრო გამოელაპარაკოს მეზობლებს, ამას კი, შესაძლოა, თავაზიანი ღიმილით ან მეგობრული ჟესტით იწყებს.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, „მრავალი პატარ-პატარა კეთილი საქმე“, რომლებიც მეზობლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუკეთონ, დიდად უწყობს ხელს კარგი მეზობლური ურთიერთობის დამყარებასა და შენარჩუნებას. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეცდებით, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოთ მეზობლებისადმი თუნდაც მცირეოდენი სიკეთის გამოსავლენად, რაც, ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლობის სულისა და ურთიერთპატივისცემის განვითარებას უწყობს ხელს. უფრო მეტიც, ასე მოქმედებით დავემორჩილებით ბიბლიურ მოწოდებას: „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“ (იგავნი 3:27; იაკობი 2:14—17).
კარგი მეზობლები — მადლიერებით მიმღებნი
შესანიშნავი იქნებოდა, დახმარებასა და საჩუქრებს ყველა მადლიერებით რომ ღებულობდეს. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე როდი ხდება. დახმარებისთვის გაწვდილი ხელი და კარგი განზრახვით გაკეთებული საჩუქრები ხშირად ისე უმადურად მიუღიათ, რომ იმ ადამიანს, ვინც სიკეთის გულწრფელად გამოვლენას ცდილობდა, ისიც კი უფიქრია: „ეს პირველად და უკანასკნელად
გავაკეთე!“. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობ მეგობრულად მიესალმო ან ხელი დაუქნიო მეზობელს, ის შეიძლება მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გიკრავს თავს.მაგრამ ხშირად, სინამდვილეში, ეს ადამიანი უმადური არაა, ერთი შეხედვით ჩანს ასეთი. შესაძლოა, თავისი კულტურული წარმოშობის გამო მერყეობს ან თავს უხერხულად გრძნობს და ამიტომ ისე მოქმედებს, რომ გულგრილი, უსალმო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეორე მხრივ, ამ უმადურ მსოფლიოში, ზოგიერთმა თქვენი მეგობრული დამოკიდებულება შეიძლება უჩვეულოდ მიიჩნიოს ან ეჭვიც კი შეიტანოს თქვენს აღძვრებში. შესაძლოა, საჭირო იყოს თქვენდამი ნდობის განვითარება. ამგვარად, მეგობრული ურთიერთობის განვითარებას დრო და მოთმინება სჭირდება. მაგრამ მეზობლები, რომლებიც სწავლობენ მადლიერებით გაცემასა და მიღებას, ხელს უწყობენ მშვიდობიანი და ხალისიანი მეზობლური ურთიერთობის განვითარებას.
უბედურების ჟამს
გაჭირვებისას კარგი მეზობლის ფასი არაფერია. ამ დროს ვლინდება ნამდვილი მეზობლობა. მრავალი ფაქტი არსებობს იმისა, როგორ უანგაროდ მოქმედებდნენ მეზობლები ასეთ დროს. საერთო ტრაგედია კი, როგორც ჩანს, მეზობლებს თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარში ამოდგომისკენ უბიძგებს. ისინიც კი, რომლებიც არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს, გვერდიგვერდ ამოქმედდებიან ხოლმე.
მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იტყობინებოდა, რომ 1999 წელს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ძველი მტრებიც კი გაერთიანდნენ. „წლების მანძილზე თურქებისადმი სიძულვილს გვინერგავდნენ, — წერდა ბერძენი ჟურნალისტი ანნა სტერიუ ათენში გამომავალ გაზეთში. — მაგრამ ენით აუწერელი მათი ტკივილი არ გაგვხარებია. ყველას გული დაგვწყდა და ავტირდით მკვდარი ბავშვების დანახვაზე, თითქოს ჩვენ შორის მრავალწლიანი სიძულვილი აღარც კი არსებობდა“. როდესაც სამაშველო სამუშაოები ოფიციალურად შეჩერდა, ბერძენ მაშველთა ჯგუფებს არ შეუწყვეტიათ ცოცხლების ძებნა.
სტიქიური უბედურების შემდეგ სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა ნამდვილად კეთილშობილური და საგმირო მეზობლური საქმეა. მაგრამ მეზობლების გადარჩენა უბედურებამდე მათი გაფრთხილებით, უდავოა, უფრო მეტად დასაფასებელია. სამწუხაროდ, ისტორია ცხადყოფს, რომ მათ, ვინც მეზობლებს მოახლოებული უბედურების შესახებ აფრთხილებს ხოლმე, ხშირად ყურს არ უგდებენ, რადგან იმ მომენტისთვის კარს მომდგარი უბედურება, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია. ისინი, რომლებიც სხვებს აფრთხილებენ, ხშირად უნდობლობას აწყდებიან. მათი მხრიდან დიდი შეუპოვრობა და თავგანწირვა მოითხოვება, რათა დაეხმარონ ყველას, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ საშიშ მდგომარეობაში იმყოფება.
უდიდესი კეთილშობილური საქმე
ჩვენს დროში, სტიქიურ უბედურებაზე უფრო სერიოზული რამ უახლოვდება კაცობრიობას. ეს არის ნაწინასწარმეტყველები მოვლენა, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე მოსპობს დამნაშავეობას, ბოროტებას და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს (გამოცხადება 16:16; 21:3, 4). ეს უბრალო ვარაუდი კი არა, გარდაუვალი რეალობაა! იეჰოვას მოწმეები მოწადინებული არიან, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიარონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის დროს გადარჩენაში დაეხმარება მათ. ამიტომაა, რომ დაუცხრომლად მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში, რომელიც მთელ მსოფლიოში კარგად არის ცნობილი (მათე 24:14). ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრულნი, ამას ისინი ნებაყოფლობით აკეთებენ.
ამიტომ, როდესაც მოწმეები სახლში მოგაკითხავენ ან სადმე სხვაგან გამოგესაუბრებიან, არ თქვათ უარი მათ მოსმენაზე მხოლოდ იმის გამო, რომ წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი გაქვთ ან გაღიზიანებული ხართ. ისინი ცდილობენ, კარგი მოყვასნი იყვნენ. ამგვარად, უარს ნუ იტყვით ბიბლიის შესწავლაზე, რომელსაც შემოგთავაზებენ. გაიგეთ, თუ როგორ გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, რომ კართანაა მომდგარი ის დრო, როდესაც მეზობლები გვერდიგვერდ ბედნიერად იცხოვრებენ. მაშინ ხომ ვერც რასობრივი, ვერც რელიგიური და ვერც კლასობრივი სხვაობა ვერ შეუშლის ხელს იმ გულითად ურთიერთობებს, რომლებიც ყოველ ჩვენგანს ასე გვწადია.
[სურათები 7 გვერდზე]
კარგი იქნება, თუ კეთილ საქმეებს გავუკეთებთ მეზობლებს.
[საავტორო უფლება]
Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.