როგორ უნდა ვუყურებდეთ განსაცდელებს?
როგორ უნდა ვუყურებდეთ განსაცდელებს?
განსაცდელი! თითოეულ ადამიანს უწევს ცხოვრების გზაზე განსაცდელების გადატანა. განსაცდელის მიზეზი შეიძლება გახდეს გაუგებრობები, ეკონომიკური სიდუხჭირე, ცუდი ჯანმრთელობა, ცდუნებები, თანატოლების მხრიდან უარყოფითი ზეგავლენა, დევნა, ნეიტრალიტეტის დაცვა, კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა ან სხვა მრავალი. ნებისმიერი განსაცდელი, ხშირ შემთხვევაში, დიდ საფიქრალში გვაგდებს. როგორ შეგვიძლია მათთვის წარმატებით თავის გართმევა? შეუძლია მათ ჩვენთვის რაიმე სარგებლობის მოტანა?
საუკეთესო მხარდაჭერა
თუმცა მეფე დავითის ცხოვრება განსაცდელებით იყო სავსე, იგი სიკვდილამდე ერთგული დარჩა. როგორ ართმევდა ის თავს განსაცდელებს? დავითმა შემდეგი სიტყვებით ახსნა, საიდან იღებდა ძალებს: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება“. შემდეგ კი დასძინა: „შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“ (ფსალმუნი 22:1, 4). დიახ, სწორედ იეჰოვაა უსაზღვრო მხარდაჭერის წყარო. ის ხელმძღვანელობდა დავითს რთულ ვითარებებში და დღესაც მზად არის, რომ მსგავსად იმოქმედოს, თუკი დაგვჭირდება.
მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იეჰოვა ამოგვიდგეს მხარში? ამაზე ბიბლია მიგვანიშნებს: „განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი“ (ფსალმუნი 33:9). გულთბილი მიწვევაა, მაგრამ რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ვემსახუროთ იეჰოვას და ჩვენი ცხოვრება მთლიანად მის ნებას შევუსაბამოთ. ასეთი ცხოვრების არჩევა ზოგ რამეზე უარის თქმას და მსხვერპლის გაღებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ამას შეიძლება განსაცდელები — დევნა და ტანჯვა-წამებაც — მოჰყვეს. ისინი, ვინც მთელი გულით იღებენ იეჰოვას მოწვევას, არასდროს ინანებენ. იეჰოვა მათთვის ძალიან კარგი იქნება. ის უხელმძღვანელებს და მათ სულიერობაზე იზრუნებს. განსაცდელების დროს მათ ბიბლიის, სულიწმიდისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით გააძლიერებს. ბოლოს კი მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (ფსალმუნი 22:6; 24:9; ესაია 30:21; რომაელთა 15:5).
ისინი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ემსახურონ იეჰოვას და ამის შესაბამისად იქცევიან, დაინახავენ, რომ იეჰოვა ყველა დანაპირებს ასრულებს. ეს თავისი თვალით იხილეს იმ ისრაელებმა, რომლებიც იესო ნავეს ძემ აღთქმულ იესო ნავეს ძე 21:42, 43). ამას ჩვენც გამოვცდით, თუ მთლიანად იეჰოვას მივენდობით განსაცდელსა თუ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში.
მიწაზე მიიყვანა. როდესაც მათ მდინარე იორდანე გადაკვეთეს, განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, ბრძოლა და ჭკუის სწავლა მოუწიათ. მაგრამ ეს თაობა უფრო ერთგული აღმოჩნდა, ვიდრე მათი მამები, რომლებიც ეგვიპტიდან გამოვიდნენ და უდაბნოში დაიხოცნენ. იეჰოვა მხარში ედგა ერთგულ ადამიანებს და იესო ნავეს ძის სიცოცხლის ბოლო წლებში მათ შესახებ ბიბლიაში ასეთი სიტყვები ჩაიწერა: „მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას... არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა“ (რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს იეჰოვასადმი ნდობა? იესომ ამის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითა, როდესაც თქვა: „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს... ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“ (მათე 6:24). თუ იეჰოვას ვენდობით, მაშინ აღარ დავიწყებთ უსაფრთხოების ძებნას უმეტესობის მსგავსად სიმდიდრეში. იესომ თავის მიმდევრებს შემდეგი რჩევა მისცა: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე [აუცილებელი] შეგემატებათ“ (მათე 6:33). ქრისტიანი, რომელიც სიმდიდრესთან დაკავშირებით გაწონასწორებულ თვალსაზრისს ინარჩუნებს და ღვთის სამეფოს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს, სწორ არჩევანს აკეთებს (ეკლესიასტე 7:12). რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რაღაცის ფასად დაუჯდეს. მან შეიძლება საკუთარი მატერიალური კეთილდღეობა გაიღოს მსხვერპლად, მაგრამ ის მრავალ კურთხევას მოიმკის და იეჰოვა ყოველთვის დაეხმარება (ესაია 48:17, 18).
რას გვასწავლის განსაცდელები?
თუ ავირჩიეთ, ‘გამოვცადოთ და ვნახოთ, რომ კარგია უფალი’, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცული ვიქნებით უცაბედი ცვლილებებისგან. არც სატანისა და დედამიწაზე მყოფი მისი მსახურების თავდასხმებისგან დაგვიცავს მთლიანად (ეკლესიასტე 9:11). ამიტომ ქრისტიანის გულწრფელობა და მისი გადაწყვეტილების სიმტკიცე შეიძლება გამოიცადოს. რატომ უშვებს იეჰოვა, რომ მისი მსახურები ასეთ განსაცდელებში ჩაცვივდნენ? ამის ერთ-ერთი მიზეზი მოციქულმა პეტრემ დაგვანახვა: „ამჟამად სხვადასხვა განსაცდელში მცირედ უნდა გაწვალდეთ. რათა გამოჩნდეს თქვენი ნაცადი რწმენა ხრწნად ოქროზე ძვირფასი, — რომელიც ცეცხლში იცდება, — ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:6, 7). დიახ, სწორედ გამოცდები ავლენს, თუ როგორი რწმენა გვაქვს და რამდენად გვიყვარს იეჰოვა. და სწორედ ისინი გვეხმარება სატანა ეშმაკის ბრალდებისა და ცილისწამებისთვის პასუხის გაცემაში (იგავნი 27:11; გამოცხადება 12:10).
გამოცდები სხვა ქრისტიანული თვისებების განვითარებაშიც გვეხმარება. მაგალითად, განვიხილოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „[იეჰოვა] დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს“ (ფსალმუნი 137:6). ბევრი ჩვენგანი ბუნებით თავმდაბალი არ არის, მაგრამ განსაცდელები გვეხმარება, რომ ეს აუცილებელი თვისება შევიძინოთ. გაიხსენეთ მოსეს დრო, როდესაც ზოგიერთ ისრაელს კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე მანანას ჭამა მობეზრდა. როგორც ჩანს, ეს მათთვის განსაცდელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მანანას სასწაულებრივი სახით ღებულობდნენ. რა მიზანს ემსახურებოდა ეს განსაცდელი? მოსემ მათ უთხრა: „[იეჰოვა] გკვებავდა უდაბნოში მანანით ... რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე“ (მეორე რჯული 8:16).
ჩვენი თავმდაბლობაც შეიძლება მსგავსადვე გამოიცადოს. როგორ? მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ ორგანიზაციულ ცვლილებებზე? (ესაია ). მთელი გულით ვმონაწილეობთ სამქადაგებლო მსახურებაში და სხვებისთვის ბიბლიის სწავლებაში? ( 60:17მათე 24:14; 28:19, 20). სიხარულით ვიღებთ ბიბლიური სწავლებებს „ერთგული და გონიერი მონისგან“? (მათე 24:45—47; იგავნი 4:18). ვცდილობთ, არ მოვექცეთ იმ სურვილების გავლენის ქვეშ, რომ შევიძინოთ თანამედროვე მოწყობილობები და ფეხდაფეხ მივყვეთ მოდას? თავმდაბალი ადამიანი ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებს (1 პეტრე 1:14—16; 2 პეტრე 3:11).
განსაცდელები სხვა მნიშვნელოვანი თვისების — მოთმინების — განვითარებაშიც გვეხმარება. მოწაფე იაკობმა თქვა: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს“ (იაკობი 1:2, 3). იეჰოვაზე სრული მინდობით რამდენიმე გამოცდის წარმატებით გადატანა სიმტკიცეს, ერთგულებასა და უმწიკვლობას ავითარებს. ეს გვაძლიერებს, რომ სატანის, ამ წუთისოფლის განრისხებული ღმერთის მორიგ თავდასხმას გავუძლოთ (1 პეტრე 5:8—10; 1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:12).
შეინარჩუნეთ მართებული შეხედულება განსაცდელებთან დაკავშირებით
ღვთის სრულყოფილმა ძემ, იესო ქრისტემ, დედამიწაზე ყოფნისას უამრავი განსაცდელი გადაიტანა და მათი ატანით დიდი სარგებლობაც მიიღო. პავლემ დაწერა, რომ იესომ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“ (ებრაელთა 5:8). მისმა ერთგულებამ იეჰოვას სახელი განადიდა. ამ ერთგულებამ იესოს საშუალება მისცა, რომ თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდ მსხვერპლად გაეღო, რითაც ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს, მარადიული სიცოცხლის იმედი მისცა (იოანე 3:16). რადგან იესო განსაცდელებისას ერთგული დარჩა, ახლა ის ჩვენი მღვდელმთავარი და მეფეა (ებრაელთა 7:26—28; 12:2).
რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ? განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას ჩვენთვისაც დიდი კურთხევები მოაქვს. მათ შესახებ, ვისაც ზეციერი იმედი აქვთ, ბიბლია ამბობს: „ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარულთ“ (იაკობი 1:12). მათ კი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, ბიბლია არწმუნებს, რომ თუ ერთგულებას შეინარჩუნებენ, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 21:3—6). და რაც ყველაზე მთავარია, თუ ერთგულად გავუძლებთ განსაცდელს, იეჰოვას სახელს განვადიდებთ.
თუ იესოს ნაკვალევს მივყვებით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ წარმატებით დავძლევთ ნებისმიერ გამოცდას, რომელიც ამ წუთისოფელში შეგვხვდება (1 კორინთელთა 10:13; 1 პეტრე 2:21). როგორ? იეჰოვაზე მინდობით, რომელიც ‘აღმატებულ ძლიერებას’ აძლევს ყველა მასზე მინდობილს (2 კორინთელთა 4:7). დაე იეჰოვასადმი ჩვენი ნდობაც ისეთი იყოს, როგორიც იობს ჰქონდა. მან, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი განსაცდელები გამოიარა, დარწმუნებით თქვა: „გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები“ (იობი 23:10).
[სურათი 31 გვერდზე]
განსაცდელების დროს იესომ ერთგულების შენარჩუნებით იეჰოვას სახელი განადიდა. ჩვენც შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა ერთგულებით.