‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’
‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’
„ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრაელთა 2:1, აქ).
1. მოიყვანეთ იმის მაგალითები, როგორ შეიძლება ყურადღების გაფანტვა უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 37000 ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფებში. სპეციალისტთა აზრით, ამ სავალალო შედეგებიდან მრავლის აცილება იქნებოდა შესაძლებელი, მძღოლები რომ უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ. მაგალითად, ზოგ მძღოლს ყურადღება ეფანტება საგზაო ნიშნებისა თუ სარეკლამო დაფების ყურებით, ან ტელეფონზე საუბრით. არიან ისეთებიც, რომლებიც, შეიძლება ითქვას, საჭესთან სადილობენ კიდეც. უბედურ შემთხვევებს ზუსტად ამდაგვარი ფაქტორები იწვევს.
2, 3. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ისრაელში მცხოვრებ ქრისტიანებს და რატომ იყო ეს დროული?
2 ავტომობილის გამოგონებამდე დაახლოებით 2000 წლის წინ, მოციქულმა პავლემ მოიხსენია საფრთხე, რომელიც შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო ისრაელში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ ყველა ანგელოზზე მაღალი ადგილი დაიკავა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. შემდეგ მოციქულმა თქვა: „ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრაელთა 2:1, აქ).
3 რატომ სჭირდებოდათ ამ ქრისტიანებს ‘განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა’ იესოს შესახებ მოსმენილისადმი? იმიტომ, რომ თითქმის 30 წელი იყო გასული იესოს ზეცად ამაღლებიდან. მათი მასწავლებლის არყოფნაში კი ზოგიერთმა მათგანმა ჭეშმარიტებას გადაუხვია. ისინი დაუბრუნდნენ თაყვანისმცემლობის უწინდელ ფორმას — იუდაიზმს.
მათ მეტი ყურადღება უნდა მიექციათ
4. რატომ დადგა ზოგიერთი ებრაელი ქრისტიანი ცდუნების წინაშე, დარბუნებოდა იუდაიზმს?
4 რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე ქრისტიანს იმის ცდუნება, რომ იუდაიზმს დაბრუნებოდა? თუნდაც იმიტომ, რომ რჯულის თანახმად თაყვანისცემა ხილული და ადვილად აღსაქმელი იყო. ხალხი ხედავდა მღვდლებს და თავადვე გრძნობდნენ შეწირული მსხვერპლის სუნს. ქრისტიანობაში კი ბევრი რამ საკმაოდ განსხვავდებოდა იუდაიზმისგან. ქრისტიანებს ჰყავდათ მღვდელმთავარი, მაგრამ დაახლოებით ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწის მკვიდრთათვის უხილავი გახდა (ებრაელთა 4:14). მათ ტაძარიც ჰქონდათ, მაგრამ მისი „წმინდა ადგილი“ თავად ზეცა იყო (ებრაელთა 9:24, აქ). განსხვავებით ფიზიკური წინადაცვეთისგან, რომელსაც მოსეს რჯული მოითხოვდა, ქრისტიანებს ‘გულები სულით ჰქონდათ დაცვეთილი’ (რომაელთა 2:29, აქ). ებრაელი ქრისტიანებისთვის ქრისტიანობა უფრო რაღაც არაბუნებრივი და აბსტრაქტული ჩანდა.
5. როგორ ცხადყო პავლემ, რომ იესოს მიერ დაწესებული თაყვანისმცემლობის ფორმა აღემატებოდა მოსეს რჯულის თანახმად არსებულ სისტემას?
ებრაელთა 9:13, 14). მოსეს რჯულის თანახმად, ცოდვების მისატევებლად საჭირო იყო ცხოველური შესაწირავი. მაგრამ მიტევება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ბევრად უფრო აღმატებული იყო (ებრაელთა 7:26—28).
5 ებრაელ ქრისტიანებს უნდა გაეცნობიერებინათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმ თაყვანისმცემლობის ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იესომ დააწესა: იგი უფრო მეტად რწმენაზე იყო დაფუძნებული, ვიდრე რაიმე ხილულზე, — თუმცა წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მიცემულ რჯულზე აღმატებული იყო. „ვინაიდან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს გაუწმიდურებულთ, რათა განიწმიდოს სხეული, — წერდა პავლე, — მით უმეტეს სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“ (6, 7. ა) რა მდგომარეობამ გახადა უკიდურესად აუცილებელი, რომ ებრაელი ქრისტიანები ‘განსაკუთრებულად ყურადღებიანები’ უნდა ყოფილიყვნენ? ბ) ებრაელეთა მიმართ პავლეს მიწერილი წერილის შემდეგ რამდენ ხანში განადგურდა იერუსალიმი? (იხილეთ სქოლიო).
6 ებრაელი ქრისტიანები სხვა მიზეზითაც უნდა ყოფილიყვნენ ყურადღებით მოსმენილისადმი. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა. მან თქვა: „რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან არ შეიცანი შენი მონახულების ჟამი“ (ლუკა 19:43, 44).
7 როდის უნდა მომხდარიყო ეს? იესომ არ დაასახელა ზუსტი დღე და საათი. ნაცვლად ამისა, მან მოწაფეები დაარიგა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა, ზოგმა იერუსალიმელმა ქრისტიანმა დაკარგა სიფხიზლის აუცილებლობა და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანა. ისინი ჰგავდნენ მძღოლს, რომელსაც მანქანის ტარებისას ყურადღება ეფანტება. თუ აზროვნებას არ შეიცვლიდნენ, უბედურება არ ასცდებოდათ. იმისდა მიუხედავად, მოელოდნენ ისინი ამას თუ არა, იერუსალიმის განადგურება გარდაუვალი იყო! * საბედნიეროდ, პავლეს რჩევამ მრავალი იერუსალიმელი ქრისტიანი გამოაფხიზლა სულიერი თვლემისგან.
დღესაც გვამართებს „განსაკუთრებული ყურადღება“
8. რატომ უნდა ‘მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება’ ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას?
8 პირველი საუკუნის ქრისტიანთა მსგავსად, ჩვენც გვმართებს, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ“. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერის კი არა, მთელი ამ სისტემის მოახლოებული განადგურების პირისპირ ვდგავართ (გამოცხადება 11:18; 16:14, 16). ცხადია, არ ვიცით ზუსტი დღე და საათი, როდის მოახდენს იეჰოვა ყოველივე ამას (მათე 24:36). მაგრამ იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების ზუსტი შესრულების თვითმხილველები ვართ, რომლებიც აშკარად ცხადყოფს, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ამიტომ გვმართებს, ვიფხიზლოთ, რომ არაფერმა არ გაგვიფანტოს ყურადღება. ჩვენ ყური უნდა დავუგდოთ ღვთის სიტყვას და ყოველთვის ფხიზლად მოველოდეთ იმ დღეს. მხოლოდ ასე ‘შევძლებთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევას’ (ლუკა 21:36).
9, 10. ა) როგორ გამოვავლინოთ ყურადღებით სულიერი საკითხებისადმი? ბ) როგორ არის ღვთის სიტყვა ლამპარი ჩვენი ფეხისთვის და სინათლე ჩვენი ბილიკისთვის?
9 როგორ ცხადვყოთ, რომ ამ მნიშვნელოვან დროს ‘განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ’ სულიერ საკითხებს? ერთ-ერთი საშუალება ქრისტიანულ კრებებსა თუ კონგრესებზე რეგულარული დასწრებაა. ასევე, ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები უნდა ვიყოთ, ვინაიდან ასე დავუახლოვდებით მის ავტორს, იეჰოვას (იაკობი 4:8). თუ ვიღებთ იეჰოვას შესახებ შემეცნებას პირადი შესწავლითა და კრებებზე დასწრებით, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენც ვიტყვით: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105).
10 ბიბლია „სინათლეა ჩვენი ბილიკისათვის“, როცა ღვთის მომავალი განზრახვების შესახებ გვატყობინებს. ღვთის სიტყვა, ასევე, „ლამპარია ჩვენი ფეხისთვის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას, იგი სწორი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ‘განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა’ თანამორწმუნეებთან ერთად სასწავლებლად შეკრებისას და ღვთის სიტყვის კითხვისას. ეს ცოდნა დაგვეხმარება, გონივრული და სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც სიამოვნებს და გულს უხარებს იეჰოვას (იგავნი 27:11; ესაია 48:17). როგორ ვიყოთ მეტი ყურადღებით პირადი შესწავლისა და შეხვედრებზე დასწრების დროს, რომ უფრო მეტი სარგებლობა მივიღოთ ღვთის სულიერი ღონისძიებებიდან?
ვეცადოთ, მეტი ყურადღებით ვიყოთ კრების შეხვედრებზე
11. რატომ არის დროდადრო რთული კრების შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენა?
11 ხანდახან ქრისტიანულ შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენა არც ისე ადვილია. გონება ადვილად გვეფანტება, მაგალითად, თუ ბავშვი ტირის ან დაგვიანებულები თავისუფალ ადგილს ეძებენ. გრძელი სამუშაო დღის შემდეგ სავსებით მოსალოდნელია, რომ დაღლილი ვიყოთ. ის, ვინც სცენიდან სიტყვას წარმოთქვამს, შეიძლება არ არის საინტერესო მომხსენებელი და საკმარისია მცირე უყურადღებობა, — გონებით უკვე სხვაგან ვართ და შეიძლება ჩავთვლიმოთ კიდეც! თუ მხედველობაში ვიქონიებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სწავლება, მთელ ძალ-ღონეს მოვახმართ, რომ კრების შეხვედრებზე ყურადღებით ვიყოთ. მაგრამ როგორ?
12. რა გაგვიადვილებს შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნას?
12 როგორც წესი, კრებაზე ყურადღებით ყოფნა უფრო ადვილია, როდესაც შეხვედრისთვის კარგად ვართ მომზადებული. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო, თუ განსახილველ მასალაზე ფიქრს წინასწარ გარკვეულ დროს დავუთმობდით. ბიბლიის კითხვა გეგმის მიხედვით და წაკითხულზე ფიქრი ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგვართმევს. თუ კარგად დავგეგმავთ, ასევე შევძლებთ დროის გამონახვას წიგნის შესწავლისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის მოსამზადებლად. რა გეგმის მიხედვითაც არ უნდა მოვემზადოთ, ერთი რამ უდავოა: მომზადება დაგვეხმარება, რომ კრების შეხვედრებზე განხილული მასალა უფრო ყურადღებით მოვისმინოთ.
13. რა დაგვეხმარება შეხვედრებზე ყურადღების შენარჩუნებაში?
13 გარდა კარგი მომზადებისა, ზოგიერთს მთელი ყურადღებით მოსმენაში სცენასთან რაც შეიძლება ახლოს ჯდომა ეხმარება. არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც კრებაზე ყურადღებით ყოფნაში ფსალმუნი 25:12; ლუკა 2:36, 37). ამასთანავე, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი არხი, რომლის საშუალებითაც სულიერი საზრდო მოგვეწოდება (მათე 24:45—47). გარდა ამისა, ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, „წავახალისოთ [ერთმანეთი] სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25).
დაგვეხმარება: უყურეთ მომხსენებელს, თვალი ადევნეთ ბიბლიურ მუხლებს და ჩანაწერები გააკეთეთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გულის მომზადებაა. საჭიროა გვესმოდეს, რა არის თავშეყრის მიზანი. კრებებზე, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის დავდივართ, რომ თანამორწმუნეებთან ერთად თაყვანი ვცეთ იეჰოვას (14. რა ფაქტორი განსაზღვრავს, სარგებლობის მომტანია თუ არა შეხვედრები?
14 ზოგს ჩვევად აქვს, გამომსვლელების სწავლების უნარით განსაჯოს კრების ავკარგიანობა. თუ მომხსენებელი ძალიან კარგი ორატორია, შეიძლება შეხვედრა დადებითად შეაფასონ. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ მომხსენებელს აკლია ეფექტური სწავლების უნარი, მაშინ შეხვედრის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, გამომსვლელებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ სწავლების ხელოვნება და განსაკუთრებით ეცადონ, მსმენელთა გულებს შეეხონ (1 ტიმოთე 4:16). მაგრამ ჩვენ, მსმენელები, არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად კრიტიკულნი. თუმცა გამომსვლელთა სწავლების უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც შეხვედრის დადებით გავლენაზე იმოქმედებდა. ნუთუ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ის კი არ არის, რამდენად კარგად გამოდის მომხსენებელი, არამედ რამდენად გულდასმით ვუგდებთ ყურს? შეხვედრებზე დასწრებითა და გამოსვლების ყურადღებით მოსმენით ჩვენ თაყვანს ვცემთ იეჰოვას ისე, როგორც მას სურს. სწორედ ამ მხრივ არის კრება სასარგებლო. თუ გულით გვწადია ღვთის შესახებ შემეცნების მიღება, ჩვენ მივიღებთ სარგებლობას შეხვედრებიდან და ეს არ იქნება დამოკიდებული მომხსენებლის უნარიანობაზე (იგავნი 2:1—5). ამიტომ მოდი ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ‘განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ’ კრების შეხვედრებზე მოსმენილს.
მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ პირადი შესწავლიდან
15. როგორ მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა სწავლასა და ფიქრს?
15 პირადი შესწავლისა და შესწავლილზე ფიქრისთვის ‘განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა’ დიდ სარგებლობას მოგვიტანს. ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვა და წაკითხულზე ფიქრი საშუალებას მოგვცემს, რომ ღვთის სიტყვის სწავლებები ღრმად ჩავიბეჭდოთ გულში. ეს კი, თავის მხრივ, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაზე. დიახ, ეს დაგვეხმარება იეჰოვას ნების სიამოვნებით შესრულებაში (ფსალმუნი 1:2; 39:9). ამიტომ გვმართებს განვავითაროთ გონების კონცენტრირების უნარი, რათა ის პირადი შესწავლისას გამოგვადგეს. ყურადღების გაფანტვას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ისეთმა პატარ-პატარა ხელის შემშლელმა ფაქტორებმა, როგორიცაა ტელეფონის ზარი და ხმაური, შეიძლება ყურადღება მოგვიდუნოს. ან, შესაძლოა, მხოლოდ მცირე ხნით შეგვიძლია გონების მოკრება: ვსხდებით კარგი განზრახვით — ვიკვებოთ სულიერად — მაგრამ მალე ფიქრებით ღრუბლებში დავფრინავთ. როგორ შეგვიძლია ღვთის სიტყვის პირადი შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა?
16. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი დროის გამოყოფა პირადი შესწავლისთვის? ბ) თქვენ როდის ნახულობთ დროს ღვთის სიტყვის შესასწავლად?
16 ასევე სასარგებლოა კარგი დაგეგმვა და სწავლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. უმეტესობა ჩვენგანისთვის დროის გამონახვა და განმარტოება არც ისე ადვილია. ყოველდღიური საქმეების ნიაღვარი შეიძლება ისე მიგვაქანებდეს, რომ უკან მოხედვის დროც კი არ გვრჩებოდეს. მაგრამ ჩვენ არ გვმართებს, მივყვეთ ამ დინებას; უნდა ვეძებოთ დრო სიმშვიდისა და განმარტოებისთვის. არ უნდა ველოდოთ, რომ შესწავლისთვის დრო თავისთავად გამოგვიჩნდება. პირიქით, სიტუაცია ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, რომ გამოვნახოთ დრო პირადი შესწავლისთვის (ეფესელთა 5:15, 16). ზოგი მცირეოდენ დროს გამოყოფს დილით, როდესაც ხელის შემშლელი ფაქტორები არც ისე ბევრია. სხვებისთვის კი საღამოა საუკეთესო დრო. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა უგულებელვყოთ ღვთისა და მისი ძის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების უკიდურესი აუცილებლობა (იოანე 17:3). ამიტომ დაგეგმეთ პირადი შესწავლა, შემდეგ კი მიჰყევით ამ გეგმას.
17. რას ნიშნავს შესწავლილზე ფიქრი და რით არის ის სასარგებლო?
17 შესწავლილზე ფიქრი მართლაცდა ფასდაუდებელია. ეს გვეხმარება, რომ ღვთის აზრებმა დაბეჭდილი ფურცლებიდან ჩვენს გულებამდე მიაღწიოს. ასევე, გვეხმარება დავინახოთ, როგორ მივყვეთ ბიბლიურ რჩევას, რომ ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკობი 1:22—25). ამასთანავე, შესწავლილზე დაფიქრება გვაახლოებს იეჰოვასთან, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავუღრმავდეთ მის თვისებებს და იმას, როგორ არის შესასწავლ მასალაში ამ თვისებაზე გამახვილებული ყურადღება.
18. რა არის აუცილებელი კარგი ფიქრისთვის?
18 შესწავლისა და ფიქრისგან სრული სარგებლობის მისაღებად, ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორი უნდა მოვიცილოთ. იმისათვის, რომ ვიფიქროთ და ახალი ინფორმაცია შევითვისოთ, დროებით უნდა დავივიწყოთ ყოველდღიური საზრუნავი. ამას დრო და განმარტოება სჭირდება, მაგრამ რაოდენ გამომაცოცხლებელია სულიერი საზრდოსა და ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების წყლის მიღება!
19. ა) პირად შესწავლასთან დაკავშირებით, რა დაეხმარა ზოგიერთს იმ დროის გაზრდაში, რომლის განმავლობაშიც შეუძლიათ გონების კონცენტრირება? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შესწავლისადმი და რა კურთხევებს მივიღებთ ამ მნიშვნელოვანი საქმიანობიდან?
19 რა გავაკეთოთ, თუ არ შეგვიძლია დიდი ხნით 1 კორინთელთა 2:10). ეს საშუალებას მოგვცემს, გავიზარდოთ ღვთის შემეცნებაში და გავიწაფოთ კეთილისა და ბოროტის გარჩევაში (ებრაელთა 5:14). თუ ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელები ვართ, ‘სხვების სწავლების უნარიც’ გვექნება (2 ტიმოთე 2:2).
გონების კონცენტრირება და შესწავლის დაწყებიდან სულ მოკლე ხანში ყურადღება გვეფანტება? ამისთვის ზოგი შესწავლას თავიდან მცირე დროს უთმობდა და შემდეგ ამ დროს თანდათანობით ზრდიდა. ჩვენი მიზანი შესწავლისთვის საკმარისი დროის დათმობა უნდა იყოს და არა მასალისთვის თვალის გადავლება. საჭიროა განვივითაროთ ინტერესი განსახილველი მასალის ძირფესვიანად გამოკვლევისადმი. ამ გამოკვლევების ჩასატარებლად კი შეგვიძლია უფრო ვრცლად გამოვიყენოთ ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული უხვი მასალა. „ღვთის სიღრმეების“ გამოკვლევა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია (20. როგორ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
20 ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ბეჯითად პირადი შესწავლა დაგვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებაში. როგორც ჩანს, ასევე იყო ფსალმუნმომღერლის შემთხვევაშიც, რომელმაც ღმერთს უთხრა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). დაე ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებსა და კონგრესებს. ასევე ვეცადოთ, გამოვისყიდოთ დრო ბიბლიის შესწავლისა და შესწავლილზე ფიქრისთვის. ჩვენ უხვად დავჯილდოვდებით, თუ ღვთის სიტყვას ამგვარად ‘მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას’.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 ებრაელთა მიმართ წერილი, როგორც ჩანს, დაახლოებით ახ. წ. 61 წელს დაიწერა. თუ ასეა, ცესტუს გალუსმა ხუთიოდე წლის შემდეგ შემოარტყა ალყა იერუსალიმს. მალე რომაელთა ჯარებმა უკან დაიხიეს და იმ ქრისტიანებს, რომლებიც ფხიზლობდნენ, გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. ოთხი წლის შემდეგ კი რომაელმა გენერალმა, ტიტუსმა, ქალაქი მიწასთან გაასწორა.
გახსოვთ თუ არა?
• რატომ გადაუხვია ზოგმა ებრაელმა ქრისტიანმა ჭეშმარიტი რწმენის გზიდან?
• რა დაგვეხმარება, რომ ყურადღება არ გაგვეფანტოს ქრისტიანულ შეხვედრებზე?
• რა დაგვეხმარება ბიბლიის პირადი შესწავლიდან და შესწავლილზე ფიქრიდან სარგებლობის მიღებაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 11 გვერდზე]
ებრაელ ქრისტიანებს სიფხიზლე მართებდათ, რათა იერუსალიმის მოახლოებული განადგურება გადაეტანათ.
[სურათი 13 გვერდზე]
მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს ქრისტიანული შეხვედრებიდან სარგებლობის მიღებაში.