„უფლისაგან არის ხსნა“
„უფლისაგან არის ხსნა“
ეროვნული კრიზისისა თუ საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე დაძაბულობის დროს ხალხი მთავრობას შესცქერის იმედის თვალით, რომ ის იზრუნებს მათ უსაფრთხოებაზე. თავის მხრივ, მთავრობებიც ცდილობენ, შეიმუშაონ პროგრამები, რათა მოსახლეობა გააერთიანონ და, ამგვარად, მათგან მხარდაჭერა მიიღონ. რაც უფრო მეტად აღვივებს პატრიოტულ გრძნობებს ხალხში ასეთი პროგრამები, მით უფრო მეტი ენთუზიაზმითა და სიხშირით მართავენ პატრიოტულ ცერემონიებს.
ეროვნული კრიზისის დროს პატრიოტული სულისკვეთება ხალხს ერთიანობისა და ძლიერების გრძნობებს უნერგავს; შესაძლოა, ამან მოსახლეობაში ერთსულოვნებასა და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუწყოს ხელი. მაგრამ, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთ სტატიაშია ნათქვამი, „პატრიოტიზმი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გრძნობა, შეიძლება უმართავი გახდეს და არასასურველი სახე მიიღოს“. პატრიოტიზმის გამოვლენა შეიძლება ისეთ ქმედებებში გადაიზარდოს, რომ ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოქალაქეობრივი უფლებები და რელიგიური თავისუფლება შეილახოს. ხშირ შემთხვევაში, ჭეშმარიტ ქრისტიანებს მრწამსთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას აიძულებენ. როგორ იქცევიან ისინი, როდესაც მათ გარშემო ასეთი სულისკვეთება ბატონობს? რომელი ბიბლიური პრინციპები ეხმარება მათ, რომ გაწონასწორებულად და გაგებით იმოქმედონ და, ამასთანავე, ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნონ?
„არ სცე თაყვანი მათ“
ზოგჯერ ეროვნული დროშისთვის სალმის მიცემა პატრიოტული გრძნობების გამოხატვის პოპულარული საშუალება ხდება. მაგრამ ხშირად დროშებზე გამოსახულია ციური სხეულები — მაგალითად, ვარსკვლავები — და, ასევე, მიწიერი ცხოველები თუ საგნები. ღმერთმა კი თაყვანისცემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი თავის ხალხს შემდეგი სიტყვებით გააცნო: «არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი [„განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“, აქ] ღმერთი» (გამოსვლა 20:4, 5).
მაგრამ სახელმწიფოს პატივსაცემად დროშისთვის სალმის მიცემა ან მის წინ მუხლის მოყრა ნიშნავს კი, რომ არ ვავლენთ განსაკუთრებულ ერთგულებას იეჰოვა ღმერთისადმი? მართალია, რომ ძველ ისრაელებს ჰქონდათ „ნიშნები“ ანუ დროშები, რომელთა ირგვლივაც ისინი უდაბნოში სამ-სამ ტომად დაყოფილი იკრიბებოდნენ (რიცხვნი 2:1, 2). მაგრამ მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ დროშად ან ნიშნად გადმოთარგმნილ არც ერთ ებრაულ სიტყვას არა აქვს ის მნიშვნელობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვდებთ ამ სიტყვაში. უფრო მეტიც, ისრაელები ამ ნიშნებს წმინდებად არ მიიჩნევდნენ და არც რაიმე რიტუალს უკავშირებდნენ. ეს ნიშნები მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ხალხისთვის შეკრების ადგილი ეჩვენებინა.
კარავში და შემდეგ სოლომონის ტაძარში ქერუბიმების გამოსახულებებსაც არ ჰქონდა ის დანიშნულება, რომ მათთვის თაყვანი ეცათ (გამოსვლა 25:18; 26:1, 31, 33; მესამე მეფეთა 6:23, 28, 29; ებრაელთა 9:23, 24). მათ რომ არ ეთაყვანებოდნენ, იქიდანაც ჩანს, რომ ხალხი ამ გამოსახულებებს ვერ ხედავდა. და საერთოდ, ანგელოზებისთვის თაყვანისცემა მიუღებელია (კოლასელთა 2:18; გამოცხადება 19:10; 22:8, 9).
გავიხსენოთ აგრეთვე სპილენძის გველი, რომელიც წინასწარმეტყველმა მოსემ გააკეთა უდაბნოში ისრაელის ხეტიალის დროს. ეს იყო სიმბოლო რიცხვნი 21:4—9; იოანე 3:14, 15). მას არც აღმერთებდნენ და არც ეთაყვანებოდნენ. მაგრამ მოსეს დროიდან საუკუნეების შემდეგ ისრაელებმა გზიდან გადაუხვიეს. მათ ამ სპილენძის გველის თაყვანისცემა და მისთვის საკმევლის კმევა დაიწყეს. იუდას მეფე ხიზკიამ კი ის ნამსხვრევებად აქცია (მეოთხე მეფეთა 18:1—4).
და მას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა (რა შეიძლება ითქვას ეროვნულ დროშებზე; წარმოადგენენ ისინი უბრალოდ ნიშნებს, რომლებიც რაიმე პრაქტიკულ მიზანს ემსახურება? რის სიმბოლოს წარმოადგენენ ისინი? „დროშა ნაციონალიზმის უმთავრესი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანია“, — ამბობს მწერალი პოლ უილიამსი. ენციკლოპედია „ამერიკანაში“ კი ნათქვამია: „დროშა, ჯვრის მსგავსად, წმინდაა“. დროშა სახელმწიფოს სიმბოლოა. ამიტომ დროშის წინაშე მუხლის მოდრეკა ან მისთვის სალმის მიცემა ერთგვარი რელიგიური ცერემონიაა, რომელიც სახელმწიფოს თაყვანისცემას ემსახურება. ასეთი მოქმედებები იმის გამომხატველია, რომ ხსნას სახელმწიფოსგან მოელიან; ეს კი მიუღებელია, თუ გავითვალისწინებთ კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ თვალსაზრისს.
ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი: „უფლისაგან არის ხსნა“ (ფსალმუნი 3:9). ხსნას, გადარჩენას ვერ მივაწერთ მთავრობებს ან მათ სიმბოლოებს. მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელთა 10:14). პირველი ქრისტიანები ქვეყნის თაყვანისმცემლობისკენ მიმართულ მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ. თავის წიგნში „სიკვდილის პირას“, დანიელ მანიქსი აღნიშნავს: „ქრისტიანები უარყოფდნენ... [რომის] იმპერატორისთვის, როგორც ღვთაებისთვის, შესაწირავის მიტანას. ჩვენს დღეებში ეს დროშისთვის სალმის მიცემის უარყოფის ტოლფასია“. დღესაც ასევე იქცევიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. იმისათვის, რომ იეჰოვას მიმართ გამოავლინონ განსაკუთრებული ერთგულება, ისინი ნებისმიერი ქვეყნის დროშისთვის სალმის მიცემაზე უარს ამბობენ. ასეთი მოქმედებით უზენაეს ღმერთს, იეჰოვას, აყენებენ პირველ ადგილზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ არ ავლენენ პატივისცემას. მათ კარგად ესმით, რომ უნდა დაემორჩილონ „უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1—7). მაგრამ რას ამბობს ბიბლია პატრიოტული სიმღერების, მაგალითად ეროვნული ჰიმნის, შესრულებაზე?
რა არის ეროვნული ჰიმნი?
„ეროვნული ჰიმნები გამოხატავენ პატრიოტულ გრძნობებს და მათში ხშირად გაისმის ღვთისადმი თხოვნა, რომ უხელმძღვანელოს ხალხს და დაიცვას ისინი ან მათი მმართველები“, — ამბობს ერთი ენციკლოპედია (The Encyclopedia Americana). ფაქტობრივად, ეროვნული ჰიმნი ერის სასიკეთოდ აღვლენილი საგალობელი ან ლოცვაა. მასში, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის კეთილდღეობისა და მარადიულად არსებობის თხოვნა გაისმის. იქნებოდა მართებული, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს მონაწილეობა მიეღო ასეთ სახოტბო გალობებში?
წინასწარმეტყველი იერემია ისეთ ხალხში ცხოვრობდა, რომლებიც ღვთის მსახურებად თვლიდნენ თავს. მაგრამ იეჰოვამ იერემიას უთხრა: „ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ“ (იერემია 7:16; 11:14; 14:11). რატომ უთხრა ასეთი სიტყვები მას იეჰოვამ? იმიტომ, რომ საზოგადოება ჩაფლული იყო ქურდობაში, მკვლელობაში, გარყვნილებაში, ღალატსა და კერპთაყვანისმცემლობაში (იერემია 7:9).
იესო ქრისტემაც კარგი მაგალითი მისცა ქრისტიანებს, როდესაც თქვა: „წუთისოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი“ (იოანე 17:9). საღვთო წერილი ამბობს, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ და „გადადის წუთისოფელი“ (1 იოანე 2:17; 5:19). მაშ, განა ილოცებს სუფთა სინდისით ჭეშმარიტი ქრისტიანი ასეთი წუთისოფლის კეთილდღეობისა და დიდხანს არსებობისთვის?
რა თქმა უნდა, ყველა ეროვნულ ჰიმნში არ არის ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები. „სახელმწიფო ჰიმნში ჩაქსოვილი გრძნობები მრავალფეროვანია, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. — მათში აღვლენილია ლოცვები მონარქებისთვის, აგრეთვე მოხსენიებულია ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ომები თუ აჯანყებები და პატრიოტული სულისკვეთებითაა განმსჭვალული“. მაგრამ შეუძლიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომელთაც სურთ ის აკეთონ, რასაც იეჰოვა იწონებს, ესაია 2:4). „თუმცა ხორცში დავდივართ, — დაწერა მოციქულმა პავლემ, — ხორციელად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის“ (2 კორინთელთა 10:3, 4).
იმღერონ ომებსა და რევოლუციებზე? ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე ესაიამ იწინასწარმეტყველა: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს“ (სახელმწიფო ჰიმნებში ხშირად ეროვნული სიამაყისა და ერთი ერის სხვებზე უპირატესობის გრძნობებია ჩაქსოვილი. ასეთი თვალსაზრისი კი ბიბლიურ საფუძველს მოკლებულია. არეოპაგში საუბრისას, პავლე მოციქულმა თქვა: „[ღმერთმა] ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, — თქვა პეტრე მოციქულმა, — არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
იმის შემდეგ, რაც უკეთ გაეცნენ ბიბლიას, ბევრმა გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა დროშისთვის სალმის მიცემასა და ეროვნული ჰიმნის შესრულებაში. მაგრამ როგორ მოქმედებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ასეთ სიტუაციაში?
თავის შეკავება პატივისცემით
იმპერიის გასაძლიერებლად ძველი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დურას ველზე ოქროს კერპი აღმართა. შემდეგ კი კერპის კურთხევის ცერემონია მოაწყო, რომელზეც მიიწვია სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები, მრჩევლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. შეკრებილნი მუსიკის ხმაზე უნდა დამხობილიყვნენ კერპის წინ და თაყვანი ეცათ მისთვის. დამსწრეთა შორის სამი ებრაელი ახალგაზრდა — შედრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო — იყო. როგორ აჩვენეს მათ, რომ ამ რელიგიურ ცერემონიაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას? როდესაც მუსიკის ხმა გაისმა და შეკრებილები კერპის წინ დაემხნენ, ამ სამ ებრაელ ახალგაზრდას მუხლი არ მოუხრია (დანიელი 3:1—12).
დღეს დროშას, ჩვეულებრივ, ხელის აწევით, ან ხელის შუბლთან ან გულთან მიტანით აძლევენ სალამს. ზოგჯერ კი სპეციალური პოზის მიღებაა საჭირო. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეებმა უნდა დაიჩოქონ და ემთხვიონ დროშას. თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი მშვიდად დგას იმ დროს, როდესაც სხვები დროშას სალამს აძლევენ, ამით ნათელყოფს, რომ არ მონაწილეობს ცერემონიაში, მაგრამ პატივს სცემს სხვების თვალსაზრისს.
ხანდახან პატრიოტული ცერემონია ისე ტარდება, რომ უბრალოდ დგომაც კი მასში მონაწილეობას ნიშნავს? მაგალითად, დავუშვათ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მთელი სკოლის სახელით დროშას სალამს აძლევს. ამ დროს კი სხვები საკლასო ოთახებში სმენაზე დგანან. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დგომაც კი იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ იმ მოსწავლეს ვუერთდებით, რომელიც დროშას სალამს აძლევს ყველას სახელით. ამ შემთხვევაში, ფეხზე დგომა უკვე ცერემონიაში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს. ასეთ ვითარებაში, ვისაც სურს, მონაწილეობა არ მიიღოს და, ამავე დროს, პატივისცემა გამოავლინოს, მშვიდად იჯდება თავის ადგილზე. მაგრამ, თუ მოსწავლეები უკვე იდგნენ, როდესაც ეს ცერემონია დაიწყო? ასეთ შემთხვევაში ფეხზე დგომა მონაწილეობას არ ნიშნავს.
დავუშვათ, რომ დროშისთვის სალმის მიცემას კი არ გთხოვენ, არამედ მის დაჭერას, რომ პარადზე ან საკლასო ოთახში, ან კიდევ სხვაგან სადმე სხვებმა სალამი მისცენ დროშას. ეს აქტიური მონაწილეობა იქნებოდა და არა ‘კერპთაყვანისმცემლობისგან გარიდება’, როგორც ამას ბიბლია მოგვიწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას პარადში მონაწილეობაზეც — ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მხარს უჭერენ მას, ვის განსადიდებლადაც არის ეს ღონისძიება მოწყობილი. ჭეშმარიტი ქრისტიანები კი უარს აცხადებენ მასში მონაწილეობაზე, რათა შეინარჩუნონ სუფთა სინდისი.
როდესაც ეროვნულ ჰიმნს უკრავენ, სიმღერაში ჩაქსოვილი გრძნობების გაზიარების ნიშნად, ჩვეულებრივ, ფეხზე დგებიან. მსგავს შემთხვევაში ქრისტიანები არ დგებიან. მაგრამ თუ ჰიმნის დაწყებამდე უკვე იდგნენ, არ არის საჭირო, დასაჯდომ ადგილს დაუწყონ ძებნა. ეს იმის მიმანიშნებელი არ იქნება, რომ ჰიმნის გულისთვის დგანან. მაგრამ ზოგჯერ ფეხზე ადგომასთან ერთად მღერაც მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, თუ ქრისტიანი სხვებთან ერთად ადგება პატივისცემის გამო, მაგრამ ჰიმნს არ იმღერებს, ეს არ იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ჰიმნის ტექსტს იზიარებს.
„კეთილი სინდისი გქონდეთ“
მას შემდეგ, რაც ადამიანის შექმნილი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი გამოსახულებების 1 იოანე 5:21). სამსახურში სხვა ვითარებებიც შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ქრისტიანებმა თავაზიანად უნდა დაანახვონ სხვებს, რომ ისინი იეჰოვას გარდა არავის და არაფერს სცემენ თაყვანს.
უსარგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ფსალმუნმომღერალმა თქვა: „მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 113:12—16). მაშ, ნათელია, რომ ნებისმიერი სამუშაო, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული თაყვანისცემისთვის განკუთვნილი საგნების — მათ შორის, ეროვნული დროშის — წარმოებასთან, იეჰოვას მსახურებისთვის მიუღებელი იქნებოდა (დამსაქმებელმა შეიძლება მუშას სთხოვოს, რომ შენობის თავზე დროშა აღმართოს ან დაუშვას. გააკეთებს თუ არა ამას პიროვნება, იმაზეა დამოკიდებული, თუ პირადად რა აზრი აქვს არსებულ სიტუაციაზე. თუ დროშის აღმართვა და დაშვება სპეციალური ცერემონიის ნაწილია, რომელსაც ხალხი ყურადღებით ადევნებს თვალს, ან სალამს აძლევენ დროშას, მაშინ ამის შესრულება ცერემონიაში მონაწილეობის მიღება იქნებოდა.
მეორეს მხრივ კი, თუ დროშის აღმართვა ან დაშვება არ არის ცერემონია, შეიძლება ეს ისეთი საქმის შესრულებად მიგვეჩნია, როგორიცაა შენობის დალაგება, კარ-ფანჯრის გაღება და დახურვა. ასეთ შემთხვევაში დროშა მხოლოდ სახელმწიფოს სიმბოლოა და, სხვა დავალებების შესრულებასთან ერთად, მიიღოს თუ არა მონაწილეობა უბრალოდ მის აღმართვასა თუ დაშვებაში, ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე (გალატელთა 6:5). სინდისმა შეიძლება უკარნახოს ადამიანს, რომ დამსაქმებელს სთხოვოს, სხვას დაავალონ დროშის აღმართვა და დაშვება. მეორე ქრისტიანმა კი შეიძლება სუფთა სინდისით გააკეთოს იგივე სამუშაო, რადგან არანაირ რიტუალს არ უკავშირდება. რა გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდეთ, „კეთილი სინდისი გქონდეთ“ ღვთის წინაშე (1 პეტრე 3:16).
ბიბლია არ ეწინააღმდეგება ისეთ შენობებში მუშაობას ან ყოფნას, როგორიცაა მუნიციპალური დაწესებულებები და სკოლები, სადაც ეროვნული დროშებია გამოფენილი. დროშა შეიძლება გამოსახული იყოს საფოსტო მარკებზე, მართვის მოწმობებზე ან სხვა მსგავს ნივთებზე. მათი გამოყენება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ეთაყვანებიან. აქ მნიშვნელოვანი დროშის ან მისი ასლის არსებობა კი არ არის, არამედ ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მათდამი პიროვნებას.
დროშის ნახვა ხშირად შეიძლება ფანჯრებზე, კარებზე, მანქანებსა და მაგიდებზე. იყიდება ისეთი ტანსაცმელიც, რომელზეც დროშაა გამოსახული. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ტანსაცმელი კანონით იკრძალება. მაშინაც კი, როდესაც ეს კანონსაწინააღმდეგო არ არის, წუთისოფელთან დაკავშირებით ადამიანის როგორი პოზიციის მაჩვენებელი იქნებოდა ასეთი ტანსაცმლის ტარება? თავისი მიმდევრების შესახებ იესო ქრისტემ თქვა: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:16). ქრისტიანმა არც იმაზე უნდა დახუჭოს თვალი, თუ რა გავლენას მოახდენს თანაქრისტიანებზე ასეთი საქციელი. იმოქმედებს ეს მათ სინდისზე? ხომ არ დაბრკოლდებიან? პავლემ ქრისტიანებს ურჩია: ‘გამოსცადეთ უმჯობესი და იყავით წრფელნი და დაუბრკოლებელნი [„არ დააბრკოლოთ სხვები“, აქ]’ (ფილიპელთა 1:10).
„წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ“
რაც უფრო რთულდება ვითარება ამ „საზარელ ჟამში“, პატრიოტიზმის გრძნობაც მძაფრდება (2 ტიმოთე 3:1). დაე ღვთის მოყვარულთ არასდროს დაავიწყდეთ, რომ ხსნა მხოლოდ იეჰოვასგან არის; მხოლოდ ის იმსახურებს განსაკუთრებულ ერთგულებას. როდესაც იეჰოვას ნების საწინააღმდეგოდ მოქცევა უბრძანეს, იესოს მოციქულების პასუხი ასეთი იყო: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
„მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, — დაწერა მოციქულმა პავლემ, — არამედ წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ“ (2 ტიმოთე 2:24). ამიტომ, როდესაც ბიბლიით განსწავლილი სინდისის საფუძველზე პირად გადაწყვეტილებას იღებენ დროშისთვის სალმის მიცემასა და ეროვნული ჰიმნის შესრულებასთან დაკავშირებით, ქრისტიანები ცდილობენ, რომ იყვნენ მშვიდობისმყოფელები და თავაზიანები.
[სურათი 23 გვერდზე]
სამმა ებრაელმა მტკიცედ, მაგრამ თავაზიანად განაცხადა, რომ ერჩიათ ღვთისთვის ესიამოვნებინათ.
[სურათი 24 გვერდზე]
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი პატრიოტული ცერემონიის დროს?