არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორები უნდა ვიყოთ, დამთმობები თუ დაუდევრები?

როგორები უნდა ვიყოთ, დამთმობები თუ დაუდევრები?

როგორები უნდა ვიყოთ, დამთმობები თუ დაუდევრები?

ალბათ, უმეტესობა ქათინაურად მიიღებს, თუ ეტყვიან, რომ დამთმობი, მშვიდი და შემწყნარებელი ადამიანია. მაგრამ ხშირად ეს თვისებები შეიძლება დაუდევრობაში გადაიზარდოს. ბიბლიაში ნათქვამია: „დაღუპავს... თავქარიანებს დაუდევრობა“ (იგავნი 1:32). რას ნიშნავს ეს?

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი დედანში მოცემულ ებრაულ სიტყვას გადმოსცემს, როგორც „უდარდელობას“ („ამერიკული სტანდარტული თარგმანი“), „თავმომწონეობას“ („ახალი ამერიკული თარგმანი“) და „თვითკმაყოფილებას“ („ახალი ინგლისური ბიბლია“). ასე რომ, დაუდევრობა დაკავშირებულია სიზარმაცესა და გულგრილობასთან; აქედან გამომდინარე, სიბრიყვესა და თავქარიანობასთან.

პირველ საუკუნეში ლაოდიკელი ქრისტიანები უდარდელები და თვითკმაყოფილები იყვნენ და სულაც არ ანაღვლებდათ თავიანთი სულიერი მდგომარეობა. ისინი, საკუთარი თავით კმაყოფილები, ტრაბახობდნენ, ‘აღარაფერი გვჭირდებაო’. იესო ქრისტემ კი აზროვნება შეუსწორა მათ და მოუწოდა, რომ ქრისტიანული ენთუზიაზმი დაებრუნებინათ (გამოცხადება 3:14—19, აქ).

დაუდევრები და უდარდელები იყვნენ ნოეს დროს მცხოვრებნიც. ისინი მხოლოდ ყოველდღიური საზრუნავით იყვნენ დაკავებული და ღმერთი არ ახსოვდათ: „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე ... ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა“. შემდეგ კი იესომ დასძინა: „ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37—39).

ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა იესო ქრისტე ანუ „კაცის ძე“ უკვე მოსულია. დაე არასდროს გავხდეთ თვითკმაყოფილები, უდარდელები და თავმომწონეები, ანუ, ერთი სიტყვით, დაუდევრები (ლუკა 21:29—36).