არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„დაბრძენდი“

„დაბრძენდი“

„დაბრძენდი“

„ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების პირველ წლებს, ბოლო წლების დასაღუპავად იყენებს“, — თქვა მე-17 საუკუნეში მოღვაწე ფრანგმა ესეისტმა ჟან დე ლა ბრიუერმა. მართლაცდა, გაუბედავი ახალგაზრდები შეიძლება ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ მერყეობენ, შემდეგ კი უკმაყოფილებას განიცდიან და ნანობენ. თამამი ახალგაზრდები კი შეიძლება არასწორ გზას ირჩევენ და მთელ ცხოვრებას იფუჭებენ. დიახ, როგორც უმოქმედობას, ისე ცუდ ნამოქმედარს შეუძლია ცხოვრების დანგრევა.

როგორ შეიძლება ასეთი საშიშროებისთვის თავის არიდება? მერყეობა რომ დასძლიონ, ახალგაზრდებს ღვთის სიტყვა ურჩევს: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო?“ (ეკლესიასტე 12:1). სანამ ახალგაზრდა ხარ, გადადგი ნაბიჯი „შენი გამჩენის“, ღვთის გასაცნობად.

დაუფიქრებელი მოქმედებებისგან როგორღა იცავს ახალგაზრდებს ბიბლია? ის ამბობს: „მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავნი 19:20). ბიბლია აგრეთვე ნათლად გვიჩვენებს, რა მწარე შედეგი მოაქვს ღვთის სიბრძნის უარყოფას ახალგაზრდობაში თუ ნებისმიერ ასაკში (იგავნი 13:18). ღვთის მითითებების გათვალისწინებას კი, „დღეგრძელობა, სიცოცხლის წლები და მშვიდობა“ ანუ სასიამოვნო და აზრით აღსავსე ცხოვრება მოჰყვება (იგავნი 3:2).