იეჰოვა ზრუნავს თქვენზე
იეჰოვა ზრუნავს თქვენზე
„თქვენი ყველა საზრუნავი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
1. რა მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს იეჰოვასა და სატანას შორის?
იეჰოვა და სატანა სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნებისმიერისადმი, ვინც იეჰოვას უახლოვდება, ეშმაკი უდიდეს სიძულვილს გრძნობს. ეს დაპირისპირება კარგად არის ნაჩვენები ერთ ცნობარში. კერძოდ, ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (1970) ბიბლიურ წიგნ „იობში“ მოთხრობილი სატანის საქმიანობის შესახებ აღნიშნავს: «მისი მიზანია, იხეტიალოს მთელ დედამიწაზე, რომ იპოვოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბოროტის კეთებაში დაადანაშაულებს; რამდენად განსხვავდება ეს „უფლის თვალისგან“, რომელიც იმისთვის დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ დაეხმაროს ყველა სიკეთის მოქმედს (II ნეშტ. 16:9). სატანა ზიზღით დასცინის ყველას, ვინც უანგაროდ ავლენს სიკეთეს. ის ღვთის მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში ცდილობს, გამოსცადოს მათი უანგარობა». მართლაც, რამხელა განსხვავებაა! (იობი 1:6—12; 2:1—7).
2, 3. ა) როგორ გამოიკვეთა იობის შემთხვევაში „ეშმაკად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობა? ბ) როგორ აჩვენებს ბიბლია იმას, რომ სატანა კვლავაც განაგრძობს დედამიწაზე იეჰოვას მსახურების დადანაშაულებას?
2 „ეშმაკად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ცრუ ბრალმდებელს“ ან „ცილისმწამებელს“ ნიშნავს. წიგნ „იობიდან“ ჩანს, რომ სატანამ იეჰოვას ერთგული მსახური იობი ღვთისთვის ანგარებით მსახურებაში დაადანაშაულა. სატანამ თქვა: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?“ (იობი 1:9). ამავე წიგნიდან ვიგებთ, რომ, გამოცდისა და განსაცდელების მიუხედავად, იობი უფრო მეტად დაუახლოვდა იეჰოვას (იობი 10:9, 12; 12:9, 10; 19:25; 27:5; 28:28). ამ განსაცდელების შემდეგ, იობმა ღვთის შესახებ თქვა: „ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე“ (იობი 42:5).
3 იყო თუ არა იობი ღვთის ბოლო ერთგული მსახური, რომელსაც სატანა ცრუ ბრალდებებს უყენებდა? არა. წიგნი „გამოცხადება“ გვიჩვენებს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს სატანა კვლავ განაგრძობს ქრისტეს ცხებული ძმებისა და მათი ერთგული თანამსახურების ცილისწამებას (2 ტიმოთე 3:12; გამოცხადება 12:10, 17). ამიტომ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, დავემორჩილოთ ჩვენს მზრუნველ ღმერთს, იეჰოვას, ვემსახუროთ მას წრფელი სიყვარულით და ამით დავამტკიცოთ, რომ სატანის ბრალდებები ცრუა. ამგვარად გულს გავუხარებთ იეჰოვას (იგავნი 27:11).
იეჰოვა ყოველმხრივ გვეხმარება
4, 5. ა) სატანისგან განსხვავებით, რას აკვირდება იეჰოვა? ბ) თუ გვსურს, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა გვქონდეს, ჩვენი მხრიდან რა არის საჭირო?
4 სატანა დაძრწის მთელი დედამიწის ზურგზე, რათა ცილი დასწამოს ვინმეს და „ჩაყლაპოს“ (იობი 1:7, 9; 1 პეტრე 5:8). მისგან განსხვავებით, იეჰოვა ყოველმხრივ ეხმარება მათ, ვინც საჭიროებს ამას. წინასწარმეტყველმა ხანანმა მეფე ასას უთხრა: „რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9). რამდენად დიდი განსხვავებაა სატანის სიძულვილით გაჟღენთილ მოქმედებებსა და იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას შორის!
5 იეჰოვა არ არის ჩასაფრებული, რომ დაგვიჭიროს ყოველ შეცდომაში. ფსალმუნმომღერალი წერდა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნი 129:3). პასუხი ნათელია: ვერავინ (ეკლესიასტე 7:20). თუ იეჰოვას ვუახლოვდებით მთელი გულით, მისი თვალები დაგვყურებს, არა იმიტომ რომ გვამხილოს რამეში, არამედ დაინახოს ჩვენი გულმოდგინება და უპასუხოს დახმარებისა და პატიებისთვის აღვლენილ ჩვენს ლოცვებს. მოციქული პეტრე წერდა: „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ, ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა“ (1 პეტრე 3:12).
6. როგორ გვანუგეშებს და, ამასთანავე, გვაფრთხილებს დავითის შემთხვევა?
6 დავითი არასრულყოფილი და ცოდვილი ადამიანი იყო (მეორე მეფეთა 12:7—9). მაგრამ ის გულს უშლიდა იეჰოვას და მხურვალე ლოცვებით უახლოვდებოდა მას (ფსალმუნი 50:2—14). იეჰოვამ შეისმინა დავითის ლოცვები და მიუტევა მას, თუმცა კი დავითმა მაინც მოიმკა თავისი ცოდვის არასასიამოვნო შედეგები (მეორე მეფეთა 12:10—14). ეს ჩვენთვის მანუგეშებელიც უნდა იყოს და გამაფრთხილებელიც. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ, თუ გულწრფელად ვინანიებთ, იეჰოვა მზად არის, მოგვიტევოს ცოდვები; მაგრამ ფრთხილადაც უნდა ვიყოთ, ვინაიდან ამ ცოდვებს, ხშირად, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე (გალატელთა 6:7—9). თუ გვსურს, დავუახლოვდეთ იეჰოვას, რაც შეიძლება შორს უნდა დავიჭიროთ თავი ყველაფრისგან, რაც არ სიამოვნებს მას (ფსალმუნი 96:10).
იეჰოვა იახლოებს თავის ხალხს
7. როგორ ხალხს აკვირდება იეჰოვა და როგორ იახლოებს ღმერთი მათ?
7 დავითმა ერთ-ერთ ფსალმუნში დაწერა: „მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს“ (ფსალმუნი 137:6). მსგავს აზრს გადმოსცემს სხვა ფსალმუნიც: «ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, წამოაყენოს მტვრიდან საწყალი [„თავმდაბალი“, აქ]» (ფსალმუნი 112:5—7). დიახ, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი იყურება დაბლა, დედამიწაზე, და ხედავს „დამდაბლებულებს“ ანუ „თავმდაბლებს“, ხალხს, რომელიც „კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო“ (ეზეკიელი 9:4). ის იახლოებს ასეთ ხალხს თავისი ძის მეშვეობით. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა ... ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული“ (იოანე 6:44, 65).
8, 9. ა) რატომ უნდა მივიდეთ ყველანი იესოსთან? ბ) რა არის განსაკუთრებით აღსანიშნავი გამოსასყიდთან დაკავშირებით?
იოანე 3:36). ისინი უნდა შეურიგდნენ ღმერთს (2 კორინთელთა 5:20). ღმერთი არ დალოდებია, როდის სთხოვდნენ ცოდვილები შერიგებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის ... ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით“ (რომაელთა 5:8, 10).
8 ყველა ადამიანი უნდა მივიდეს იესოსთან და გამოავლინოს რწმენა გამომსყიდველური მსხვერპლისადმი, ვინაიდან დაბადებიდანვე ყველა ცოდვილი და ღვთისგან ჩამოცილებულია (9 იმის ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა ადამიანები შემოირიგა, მოციქულმა იოანემაც დაადასტურა შემდეგი სიტყვებით: „ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“ (1 იოანე 4:9, 10). დიახ, პირველი ნაბიჯი ღმერთმა გადადგა და არა ადამიანებმა. ნუთუ არ გიზიდავთ ასეთი ღმერთი, რომელიც უდიდეს სიყვარულს ავლენს „ცოდვილებისა“ და, ამავე დროს, „მტრების“ მიმართაც კი? (იოანე 3:16).
ჩვენ უნდა ვეძებოთ იეჰოვა
10, 11. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვეძებოთ იეჰოვა? ბ) როგორ უნდა ვუყურებდეთ სატანის წუთისოფელს?
10 რა თქმა უნდა, იეჰოვა არავის აძალებს მასთან მისვლას. ჩვენ გვმართებს, ვეძებოთ ღმერთი, რათა ‘ვიგრძნოთ და ვიპოვოთ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან’ (საქმეები 17:27). უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა უფლებამოსილია, მოგვთხოვოს მორჩილება. მოწაფე იაკობი წერდა: „ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო“ (იაკობი 4:7, 8). ჩვენ უყოყმანოდ უნდა დავდგეთ იეჰოვას მხარეს და წინ აღვუდგეთ ეშმაკს.
11 ეს სატანის ბოროტი ქვეყნიერებისგან თავის შორს დაჭერას ნიშნავს. იაკობი ასევე წერდა: „განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). ამიტომ, თუ იეჰოვასთან მეგობრობა გვსურს, უნდა მოველოდეთ, რომ სატანის წუთისოფელი შეგვიძულებს (იოანე 15:19; 1 იოანე 3:13).
12. ა) რა მანუგეშებელი სიტყვები დაწერა დავითმა? ბ) რა რჩევა მოგვცა იეჰოვამ წინასწარმეტყველ ყაზარიას მეშვეობით?
12 როდესაც სატანის წუთისოფელი გარკვეული სახით გვეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მაშინ გვმართებს იეჰოვასთვის ლოცვით დახმარების თხოვნა. დავითი, რომელიც არაერთხელ დაიხსნა იეჰოვამ, ჩვენ სანუგეშებლად წერდა: „ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:18—20). ეს ფსალმუნი გვიჩვენებს, რომ იეჰოვას შეუძლია თითოეული ჩვენგანის ხსნა ნებისმიერი განსაცდელისას; ასევე გვიჩვენებს, რომ ის გამოცხადება 7:14). იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება, თუ ჩვენც მის გვერდით დავრჩებით. „ღვთის სულით“ აღძრულმა წინასწარმეტყველმა ყაზარიამ გაგვიცხადა ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: „უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“ (მეორე ნეშტთა 15:1, 2).
მთლიანობაში იხსნის თავის ხალხს დიდი გასაჭირის დროს (იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნება უნდა იყოს
13. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნებაა?
13 მოციქული პავლე მოსეს შესახებ წერდა, რომ ის „თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). რა თქმა უნდა, მოსეს პირდაპირი გაგებით არასდროს უნახავს იეჰოვა (გამოსვლა 33:20). მაგრამ იეჰოვა მისთვის იმდენად რეალური პიროვნება იყო, თითქოს საკუთარი თვალით ჰყავდა ნანახი. მსგავსადვე, იობმაც განსაცდელების შემდეგ რწმენის თვალით უფრო ცხადად დაინახა იეჰოვა. ის დარწმუნდა, რომ თუმცა ღმერთი უშვებს მისი ერთგული მსახურების გამოცდას, არასოდეს ტოვებს მათ (იობი 42:5). მოსემ ენოქისა და ნოეს შესახებ თქვა, რომ ისინი ‘ღმერთთან დადიოდნენ’, რადგან ცდილობდნენ, ესიამოვნებინათ იეჰოვასთვის და დამორჩილებოდნენ მას (დაბადება 5:22—24; 6:9, 22; ებრაელთა 11:5, 7). თუ იეჰოვა ისეთივე რეალური პიროვნება იქნება ჩვენთვის, როგორც ეს იყო ენოქის, ნოეს, იობისა და მოსეს შემთხვევაში, მაშინ ‘შევეცდებით მის შეცნობას’ ყოველ ჩვენს გზაზე, ის კი ‘გაგვისწორებს სავალს’ (იგავნი 3:5, 6).
14. რას ნიშნავს „მივეწებოთ“ იეჰოვას?
14 აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოსემ ისრაელებს ურჩია: „უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ“ მეორე რჯული 13:4). ისინი უნდა მიჰყოლოდნენ იეჰოვას, შინებოდათ მისი, დამორჩილებოდნენ და მიწებებოდნენ მას. „მიწებებად“ ნათარგმნი სიტყვის შესახებ ბიბლიის ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ებრაულ ენაში ეს სიტყვა ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობაზე მიანიშნებს“. ფსალმუნმომღერალი წერდა: «საიდუმლო უფლისა [„ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან“, აქ] — მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ» (ფსალმუნი 24:14). იეჰოვასთან ძვირფასი, ახლო ურთიერთობა შესაძლებელია, თუ ის ჩვენთვის რეალური პიროვნებაა და იმდენად გვიყვარს, რომ ვშიშობთ, არ ვაწყენინოთ მას (ფსალმუნი 18:10—15).
(გრძნობ იეჰოვას მზრუნველობას?
15, 16. ა) როგორ გვიჩვენებს 33-ე ფსალმუნი, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვერ ვიხსენებთ შემთხვევებს, როდესაც იეჰოვა პირადად დაგვეხმარა?
15 სატანა კიდევ ერთ ხრიკს მიმართავს. ის ცდილობს, დაგვავიწყებინოს, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, ყოველთვის ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე. ისრაელის მეფე, დავითი, აშკარად გრძნობდა იეჰოვას დამცველ მკლავს, განსაკუთრებით კი სახიფათო სიტუაციებში. მას მერე, რაც გათის მეფე აქიშს გიჟად მოაჩვენა თავი, დავითმა ძალიან ლამაზი სიმღერა დაწერა, რომელიც მის რწმენას გამოხატავდა: „ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად. მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ. განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნი 33:4, 5, 8, 9, 19, 20; პირველი მეფეთა 21:11—16).
16 ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ იეჰოვას შესწევს თქვენი გადარჩენის ძალა? გრძნობთ მისი ანგელოზებისგან დაცვას? პირადად თუ გამოგიცდიათ, რომ კარგია იეჰოვა? შეეცადეთ გაიხსენოთ, როდის იგრძენით ეს ბოლოს. იქნებ მსახურების დროს, როდესაც ფიქრობდით, რომ იმ დღეს მეტს 2 კორინთელთა 4:7). ერთი მხრივ, შეიძლება თქვენთვის არც ისე ადვილია, გაიხსენოთ რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც იეჰოვასგან დახმარება იგრძენით. შეიძლება ცდილობთ, გაიხსენოთ რაიმე, რაც მოხდა ერთი კვირის, თვის, წლის ან უფრო მეტი ხნის წინათაც კი. თუ გახსენება გიჭირთ, ეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ იეჰოვას და დაინახოთ, როგორ გიძღვებათ და გხელმძღვანელობთ პირადად თქვენ. მოციქული პეტრე ურჩევდა ქრისტიანებს: „დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ ... თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). ნამდვილად გაგაოცებთ იმის დანახვა, თუ როგორ ზრუნავს ის თქვენზე! (ფსალმუნი 72:28).
ვერაფერს გააკეთებდით, მაგრამ კიდევ ერთ კარზე დაკაკუნების ძალა აღმოგაჩნდათ? შეიძლება, თქვენთვის მოულოდნელად, მობინადრესთან შესანიშნავი საუბარი შედგა. ხომ არ დაგვიწყებიათ მაშინ იეჰოვასთვის მადლობის გადახდა იმისათვის, რომ თქვენთვის ასე საჭირო ძალები მოგცათ და გაკურთხათ? (კვლავაც ეძებეთ იეჰოვა
17. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ კვლავაც ვეძებოთ იეჰოვა?
17 იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა დღითი დღე უნდა მტკიცდებოდეს. იესომ ლოცვაში უთხრა მამას: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). იეჰოვასა და მისი ძის შესახებ ცოდნის მიღება ჩვენგან მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება ლოცვა და სულიწმიდის დახმარება, რომ ჩავწვდეთ „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორინთელთა 2:10; ლუკა 11:13). ასევე აუცილებელია, რომ მივყვებოდეთ „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას, რათა მივიღოთ დროული სულიერი საზრდო (მათე 24:45). ამ არხის მეშვეობით იეჰოვა გვირჩევს, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ მისი სიტყვა, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მთელი გულით მივიღოთ მონაწილეობა „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგებაში (მათე 24:14, აქ). ყოველივე ამის კეთებით, კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი მზრუნველი ღმერთის, იეჰოვას, ძიებას.
18, 19. ა) რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ მტკიცე წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს და განვაგრძობთ იეჰოვას ძიებას?
18 სატანა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ ყოველმხრივი დევნა და წინააღმდეგობა გამოიწვიოს. ის ცდილობს, დაარღვიოს ჩვენი მშვიდობა და ბზარი გაუჩინოს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას. მას არ სურს, რომ განვაგრძოთ გულწრფელი ადამიანების ძებნა და მათთვის დახმარების აღმოჩენა, რათა სამყაროს უზენაესი ხელისუფლის მხარე დაიკავონ. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, დავრჩეთ იეჰოვას ერთგული და ვენდოთ, რომ ის გვიხსნის ბოროტის ხელიდან. თუ ვხელმძღვანელობთ ბიბლიით და აქტიურად ვთანამშრომლობთ ღვთის ხილულ ორგანიზაციასთან, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს (ესაია 41:8—13).
19 ამიტომ, მოდი ყველამ მტკიცედ გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს და მის ხრიკებს. დაე ყოველთვის ვეძებოთ ჩვენი ძვირფასი ღმერთი, იეჰოვა, რომელიც არ მიგვატოვებს, ‘გაგვაძლიერებს და განგვამტკიცებს’ (1 პეტრე 5:8—11). ამგვარად შევასრულებთ ბიბლიურ რჩევას: „დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იუდა 21).
როგორ უპასუხებდით?
• რას ნიშნავს „ეშმაკად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა და როგორ ამართლებს ეშმაკი თავის სახელს?
• როგორი განსხვავებული მიზნით ადევნებენ თვალყურს იეჰოვა და ეშმაკი დედამიწის მკვიდრთ?
• რატომ უნდა აღიაროს გამოსასყიდი ყველამ, ვისაც იეჰოვასთან მისვლა სურს?
• რას ნიშნავს „მივეწებოთ“ იეჰოვას და როგორ უნდა განვაგრძოთ კვლავაც ღვთის ძებნა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 15 გვერდზე]
განსაცდელების მიუხედავად, იობი ხვდებოდა, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობა შეგვახსენებს, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე.