არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იქნებოდა თუ არა სხვა რელიგიური ჯგუფისგან შენობის ყიდვა და მისი სამეფო დარბაზად გადაკეთება რელიგიათა შორის თანამშრომლობის ამა თუ იმ სახით გამოვლენა?

ჩვეულებრივ, იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიებთან ასეთ გარიგებებს ერიდებიან. თუმცა ასეთი მოქმედება შეიძლება სულაც არ იყოს რელიგიათა შორის თანამშრომლობა. ეს შეიძლება განგვეხილა, როგორც საქმიანი გარიგება. იეჰოვას მოწმეთა კრებები სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად არ აშენებენ საზიარო შენობებს, სადაც ორივე რელიგიური ჯგუფის თაყვანისმცემლობა ჩატარდება.

როგორ უყურებს იეჰოვა სხვა რელიგიებთან გაერთიანებას? გავიხსენოთ მოციქულ პავლეს მითითება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; რადგანაც რა აკავშირებს ერთმანეთთან სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რა შეათანხმებს ქრისტეს და ბელიარს? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა შეუთავსებს ღმერთის ტაძარს კერპებს? ... ამიტომაც გამოდით და გამოეყავით მათ, იტყვის უფალი, და ნუ შეეხებით უწმინდურს; და მე შეგიწყნარებთ თქვენ“ (2 კორინთელთა 6:14—17, სსგ). რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „კავშირი“ და „საერთო“?

კავშირი, რომელსაც პავლე მოიხსენიებს, კერპთაყვანისმცემლებსა და ურწმუნოებთან ერთად თაყვანისმცემლობას ან სხვა რელიგიურ საქმიანობას ეხება. მან ქრისტიანები გააფრთხილა, რომ არ ‘ზიარებოდნენ ეშმაკის სუფრას’ (1 კორინთელთა 10:20, 21). ასე რომ, რელიგიათა შორის თანამშრომლობა არის ნებისმიერ სხვა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან სულიერი კავშირი (გამოსვლა 20:5; 23:13; 34:12). როდესაც იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიური ორგანიზაციის შენობას ყიდულობენ, ამას ისინი მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ შეიძინონ შენობა, რომელიც სამეფო დარბაზისთვის სჭირდებათ. მაგრამ სანამ ამ შენობის სამეფო დარბაზად გამოყენებას დაიწყებენ, ყოველივე იმისგან ასუფთავებენ, რაც ცრუ თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული. შემდეგ ხდება მისი იეჰოვასადმი მიძღვნა, რათა ეს შენობა მხოლოდ მისი თაყვანისმცემლობისთვის იქნეს გამოყენებული. ეს კი ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის არავითარ კავშირზე არ მიუთითებს და არც იმაზე, რომ მათ საერთო აქვთ რაიმე.

ასეთი შენობის ყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებზე მსჯელობისას, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი შენობის მფლობელებთან კონტაქტი და ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებით უნდა შემოიფარგლებოდეს. ქრისტიანული კრების წევრებს უნდა ახსოვდეთ პავლეს გაფრთხილება: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად“. თუმცა სხვა რწმენის ადამიანებს თავს არ ვამეტებთ, ვერიდებით მათთან დაახლოებას და არ ვმონაწილეობთ მათ თაყვანისმცემლობაში *.

რა თვალსაზრისი აქვს ბიბლიას ისეთი შენობის დაქირავებასთან დაკავშირებით, რომელიც რომელიმე სხვა რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის? ასეთი შენობის დაქირავება სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან რეგულარულ კონტაქტს განაპირობებდა, რასაც ქრისტიანები უნდა მოერიდონ. ასეთი შენობის ერთი შემთხვევისთვის დაქირავების დროსაც კი უხუცესთა საბჭომ შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოს: იქნება კერპები თუ რელიგიური სიმბოლოები ამ შენობაში ან მის ეზოში? როგორ მიიღებენ ამის შემხედვარე გარეშე პირები ჩვენ მიერ ამ შენობის გამოყენებას? ხომ არავის დააბრკოლებს ეს კრებაში? (მათე 18:6; 1 კორინთელთა 8:7—13). უხუცესები ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას. მათ უნდა გაითვალისწინონ, აძლევს თუ არა მათ და, რაღა თქმა უნდა, კრების წევრებს სინდისი იმის ნებას, რომ იყიდონ ასეთი შენობა და შემდეგ სამეფო დარბაზად გადააკეთონ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მართებული საქმიანი ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობასაც იეჰოვა არ იწონებს, იხილეთ 1999 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 28 და 29.

[სურათი 27 გვერდზე]

ეს შენობა, რომელიც ადრე სინაგოგა იყო, იეჰოვას მოწმეებმა იყიდეს და სამეფო დარბაზად გადააკეთეს.