„წინაღუდექით ეშმაკს“
„წინაღუდექით ეშმაკს“
„წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).
1. როგორ აღწერდით დღევანდელ მსოფლიოს და რატომ მართებთ ცხებულებსა და მათ თანამსახურებს სიფხიზლე?
„ღმერთი გაქრა, მაგრამ ეშმაკი დარჩა“. ფრანგი მწერლის, ანდრე მალროს, ეს სიტყვები კარგად აღწერს კაცობრიობის დღევანდელ მდგომარეობას, ვინაიდან ადამიანთა საქმეებში ეშმაკის მზაკვრობა უფრო ვლინდება, ვიდრე ღვთის ნება. ეშმაკი ცდილობს, ადამიანები სწორ გზას ააცდინოს „ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის“ (2 თესალონიკელთა 2:9, 10). ამ „უკანასკნელ დღეებში“ სატანა, ძირითადად, ყურადღებას ღვთის მიძღვნილ მსახურებზე ამახვილებს. ის ებრძვის ცხებულ ქრისტიანებს, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 12:9, 17). ამიტომ, როგორც ცხებული ქრისტიანები, ასევე მიწიერი იმედის მქონე მათი თანამსახურები ფხიზლად უნდა იყვნენ.
2. როგორ შეაცდინა სატანამ ევა და რის ეშინოდა მოციქულ პავლეს?
2 სატანა უდიდესი მატყუარაა. გველის მეშვეობით მან შეაცდინა ევა და შეაპარა ის აზრი, რომ უფრო მეტი ბედნიერება ღვთისგან დამოუკიდებლობაში ეძებნა (დაბადება 3:1—6). დაახლოებით ოთხი ათასი წლის შემდეგ, მოციქული პავლე აფრთხილებდა ცხებულ ქრისტიანებს, რომ არ გამხდარიყვნენ სატანის ხრიკების მსხვერპლი. პავლე წერდა: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3). სატანა რყვნის ადამიანთა გონებას და ამახინჯებს მათ აზროვნებას. ისევე როგორც ევას შემთხვევაში იყო, მას შეუძლია არასწორ დასკვნამდე მიიყვანოს ქრისტიანები და აფიქრებინოს, რომ თითქოს მათი ბედნიერება მაინცდამაინც იმაზეა დამოკიდებული, რაც არც იეჰოვას და არც მის ძეს არ მოსწონთ.
3. როგორ გვიცავს იეჰოვა ეშმაკისაგან?
3 სატანა ჰგავს ფრინველებზე მონადირეს, რომელიც მახეებს აგებს წინდაუხედავი მსხვერპლის დასაჭერად. სატანის მახეებს გვერდი რომ ავუაროთ, აუცილებელია ‘უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრება’. გადატანითი მნიშვნელობით, ეს ის ადგილია, სადაც იეჰოვა იცავს ყველას, ვინც თავისი მოქმედებებით აღიარებს მის უზენაეს ხელისუფლებას (ფსალმუნი 90:1—3). ჩვენ ვსაჭიროებთ ღვთისგან სრულ დაცვას, იქნება ეს ბიბლიის, მისი სულისა თუ მისი ორგანიზაციის მეშვეობით, რათა ‘შეგვეძლოს წინ აღვუდგეთ ეშმაკის ხრიკებს’ (ეფესელთა 6:11, სსგ). „ხრიკებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ცბიერი ქმედებები“ ან „მზაკვრობა“. უეჭველია, იეჰოვას მსახურების მახეში გასაბმელად ეშმაკი არაერთ ხრიკსა თუ მზაკვრულ მეთოდს მიმართავს.
პირველი ქრისტიანებისთვის სატანის მიერ დაგებული მახეები
4. როგორ გარემოში უწევდათ ცხოვრება პირველ ქრისტიანებს?
4 პირველი და მეორე საუკუნის ქრისტიანებს რომის იმპერიის აყვავების ხანაში მოუწიათ ცხოვრება. რომაულმა ზავმა (Pax Romana) კომერციის განვითარებას შეუწყო ხელი. თავის მხრივ, მმართველ კლასს ეს ბევრ თავისუფალ დროს აძლევდა, ხოლო მასებს რომ აჯანყებაზე არ ეფიქრათ, ზედაფენები მათ გართობის უამრავ სახეს სთავაზობდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში თითქმის იმდენივე დასვენების დღე იყო, რამდენიც სამუშაო. მმართველები გადასახადებით მიღებულ თანხებს იმისათვის იყენებდნენ, რომ ხალხი „პურითა და სანახაობით“ უზრუნველეყოთ; ამგვარად, ხალხს კუჭი სავსე ჰქონდა და აღარაფერზე ფიქრობდნენ.
5, 6. ა) რატომ იყო ქრისტიანებისთვის მიუღებელი თეატრებსა და ამფითეატრებში სიარული? ბ) რა მახეს იყენებდა სატანა და როგორ შეეძლოთ ქრისტიანებს მორიდებოდნენ მას?
5 უქმნიდა თუ არა ასეთი მდგომარეობა საფრთხეს პირველ ქრისტიანებს? თუ გადავხედავთ მოციქულების შემდგომ პერიოდში მცხოვრები მწერლების, მაგალითად ტერტულიანეს, გაფრთხილებებს, დავინახავთ, რომ გართობის უმეტესი სახეობა ქრისტიანებისთვის სულიერად და ზნეობრივად საშიში იყო. პირველ რიგში, სახალხო დღესასწაულებისა თუ თამაშების უმეტესობა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად იმართებოდა (2 კორინთელთა 6:14—18). თეატრებში წარმოდგენილი კლასიკური ნაწარმოებებიც კი, ძირითადად, აშკარა უზნეობასთან ან დაუნდობელ სისხლისღვრასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით ასეთი სანახაობებისადმი ინტერესმა იკლო და ისინი პანტომიმის უხამსი წარმოდგენებით შეიცვალა. თავის წიგნში, „ყოველდღიური ცხოვრება ძველ რომში“, ისტორიკოსი ჟერომ კარკოპინო წერს: „ასეთ დადგმებში მსახიობი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ... სისხლი ღვარად მოედინებოდა... წარმოდგენებში მონაწილენი ამაზრზენი გახრწნილებით იპყრობდნენ ხალხის ყურადღებას. ეს წარმოდგენები მათში ზიზღს არ იწვევდა, რადგან ისინი უკვე შეგუებული იყვნენ ამფითეატრებში ასეთი სცენების ყურებას, რამაც ჩაკლა მათში ადამიანური გრძნობები და ინსტინქტები“ (მათე 5:27, 28).
6 ამფითეატრებში გლადიატორები სიკვდილამდე ებრძოდნენ ერთმანეთს ან ცხოველებს. ამ ორთაბრძოლებში მხოლოდ ერთი რჩებოდა ცოცხალი. მსჯავრდებულ ბოროტმოქმედებსა და, შემდგომში, მრავალ ქრისტიანსაც კი გამძვინვარებულ მხეცებს უყრიდნენ. დაახლოებით 2000 წლის წინათ, სატანა ასე მზაკვრულად ცდილობდა, უზნეობისა და ძალადობისადმი სიძულვილი გაექრო ადამიანებში. შედეგად, ამ ყოველივემ ფეხი მოიკიდა საზოგადოებაში და ფართო მასების მოწონებაც კი დაიმსახურა. ამ მახის თავიდან არიდების ერთადერთი საშუალება ამ თეატრებისა და ამფითეატრებისთვის გვერდის ავლა იყო (1 კორინთელთა 15:32, 33).
7, 8. ა) რატომ იყო არაგონივრული ქრისტიანებისთვის ეტლებით რბოლაზე დასწრება? ბ) როგორ იყენებდა სატანა რომაულ აბანოებს ქრისტიანების შესაცდენად?
7 ეტლებით რბოლები დიდ მოგრძო არენაზე იმართებოდა და, უეჭველია, შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მაგრამ იქ შეკრებილი გაშმაგებული ბრბოს გამო ქრისტიანებისთვის ასეთი გართობა მიუღებელი იყო. მესამე საუკუნის ერთ–ერთი მწერალი აღნიშნავს, რომ მაყურებლები ერთმანეთს სცემდნენ; კარკოპინოს თქმით კი, „ასტროლოგებსა და მეძავებს თავ–თავიანთი ადგილი ჰქონდათ“ არენის თაღებქვეშ. ნათელია, რომ ქრისტიანებს არაფერი ესაქმებოდათ ასეთ ადგილებში (8 რა შეიძლება ითქვას ცნობილ რომაულ აბანოებზე? რა თქმა უნდა, არაფერია დასაძრახი დაბანასა და სისუფთავის შენარჩუნებაში; მაგრამ რომაულ აბანოთა უმეტესობა იყო დიდი შენობა სპორტული დარბაზებით, მასაჟის, აზარტული თამაშებისა და ჭამა–სმისთვის განკუთვნილი ოთახებით. თუმცა, წესით, მამაკაცებსა და ქალებს სხვადასხვა დროს უნდა დაებანათ, ერთად დაბანაც მიღებული იყო. კლემენტ ალექსანდრიელი წერდა: „აბანოს კარი ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად კაცისა თუ ქალისა; და ისინი იკმაყოფილებდნენ თავიანთ აღვირახსნილ სურვილებს“. ამგვარად, ოფიციალურად ნებადართულ, საზოგადოებრივი თავშეყრის ასეთ ადგილებს სატანა ადვილად იყენებდა ქრისტიანებისთვის მახედ. გონიერები ასეთ ადგილებში სიარულს ერიდებოდნენ.
9. როგორ მახეებს უნდა მორიდებოდნენ პირველი ქრისტიანები?
9 რომის იმპერიის აღზევების ხანაში გართობის ერთ–ერთი უსაყვარლესი სახეობა აზარტული თამაშები იყო. ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ ეტლებით რბოლაზე სანაძლეოს დადებას, რაშიც ის დაეხმარებოდათ, თუკი არ დაესწრებოდნენ ასეთ ღონისძიებებს. მცირე თანხებზე თამაში ფარულად იმართებოდა სასტუმროებსა და დუქნებში, სადაც კოჭებით ან ქვებით ლუწი თუ კენტი რიცხვების გამოცნობაზე ნაძლევდებოდნენ. აზარტული თამაშები მათ ცხოვრებას ინტერესს მატებდა, თანაც უშრომელი ფულის შოვნის შესაძლებლობასაც აძლევდა (ეფესელთა 5:5). გარდა ამისა, ასეთ ადგილებში მომუშავე სასმელების გამყიდველი ქალები, ხშირად, მეძავები იყვნენ; ეს კი სქესობრივი უზნეობის საფრთხესაც ქმნიდა. ასეთი იყო ზოგიერთი მახე, რომლებსაც სატანა რომის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანების „დასაჭერად“ აგებდა. განსხვავდება თუ არა დღევანდელი სიტუაცია ამ მხრივ?
სატანის თანამედროვე მახეები
10. რით ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა რომის იმპერიის დროინდელ მდგომარეობას?
10 საუკუნეების განმავლობაში სატანის მახეები, 2 კორინთელთა 2:11). მრვალ განვითარებულ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს რომის იმპერიაში, მისი აყვავების ხანაში, არსებულ მდგომარეობას. დღეს მრავალს აქვს ბევრი თავისუფალი დრო. ოფიციალური ლატარია ღარიბებს იმედის ნაპერწკალს უსახავს. ხალხის გონება გართობის უამრავმა ხელმისაწვდომმა საშუალებამ დაიპყრო. სტადიონები გადაჭედილია აზარტული მაყურებლებით. ისინი ხანდახან ძალადობაზეც გადადიან და, ხშირად, არც მოთამაშეები იხევენ ამაზე უკან. გამხრწნელი მუსიკა ყველაზე პოპულარული გახდა. ისევე როგორც კინოსა და ტელევიზიაში, უზნეობამ თეატრშიც შეაღწია. ზოგ ქვეყანაში მიღებულია ქალებისა და კაცების ერთად დაბანა საუნებში და ცხელ წყაროებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ველურ პლაჟებზე. ისევე როგორც ქრისტიანობის დასაწყისში, სატანა დღესაც ქვეყნიური გართობებით ცდილობს ღვთის მსახურების შეტყუებას მახეში.
ძირითადად, არ შეცვლილა. იმისათვის, რომ ‘სატანას ზიანი არ მიეყენებინა’, უზნეობით განთქმულ ქალაქ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლემ კარგი რჩევა მისცა: „ჩვენთვის უცნობი არ არის [სატანის] ზრახვები“ (11. რა საშიშროება იმალება დასვენებისა და გართობის სურვილში?
11 მსოფლიოში, სადაც სტრესი ჩვეულებრივი მოვლენაა, დასვენებისა და განმუხტვის სურვილი სავსებით ნორმალურია. მაგრამ, როგორც რომაული აბანოები წარმოადგენდა პოტენციურ საშიშროებას პირველი ქრისტიანებისთვის, დასვენებისა და დროის გატარების ზოგიერთ საშუალებას სატანა დღესაც იყენებს, რომ დღევანდელი ქრისტიანები უზნეობისა და გადაჭარბებული სმის მახეში შეიტყუოს. პავლე კორინთელ ქრისტიანებს სწერდა: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს. გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს“ (1 კორინთელთა 15:33, 34).
12. რა ხრიკებს მიმართავს სატანა იეჰოვას დღევანდელი მსახურების შესატყუებლად?
12 ევას შემთხვევიდან ჩანს, როგორ მზაკვრულად გარყვნა სატანამ მისი აზროვნება (2 კორინთელთა 11:3). დღეს სატანის ერთ–ერთი მახეა, აფიქრებინოს ქრისტიანებს, რომ სხვებს უფრო მეტად დააინტერესებენ ქრისტიანული რწმენით, თუ გარკვეული საზღვრების ფარგლებში დაემსგავსებიან წუთისოფელს და ამით აჩვენებენ, რომ იეჰოვას მოწმეები სხვებისგან ბევრად არ განსხვავდებიან. ზოგჯერ, ისინი სცდებიან ამ საზღვრებს და თავად ეცვლებათ აზროვნება (ანგია 2:12—14). სატანის სხვა მახეა მიძღვნილი ქრისტიანების — ახალგაზრდებისა თუ უფროსების — წაქეზება, რომ იცხოვრონ გაორებული ცხოვრებით და ‘დაანაღვლიანონ ღვთის სულიწმიდა’ (ეფესელთა 4:30). ზოგი ინტერნეტის არასწორად გამოყენებით გაება ამ მახეში.
13. როგორ არის შენიღბული ეშმაკის მზაკვრული ხრიკები და რა დროული რჩევა გვეძლევა „იგავნის“ წიგნში?
13 სატანის კიდევ ერთი ხრიკი შენიღბული ოკულტიზმია. არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი საკუთარი ნებით არ ჩაებმება სატანიზმსა თუ სპირიტიზმში. მაგრამ ზოგი ადუნებს სიფხიზლეს და თავისდა უნებურად ებმება ამ მახეში ფილმებისა თუ ტელესერიალების ყურებით და ვიდეოთამაშებით; ზოგჯერ საშიშროება ისეთ საბავშვო წიგნებსა და კომიქსებშიც იმალება, სადაც ძირითადი თემა ძალადობა და მისტიკური მოვლენებია. შორს უნდა დავიჭიროთ თავი ყველაფრისგან, რაც კი ოკულტიზმთან არის დაკავშირებული. ბრძნული იგავი ამბობს: „უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას“ (იგავნი 22:5). ვინაიდან სატანა „ამ წუთისოფლის ღმერთია“, ყველაფერში, რაც ძალიან პოპულარულია, შეიძლება მისი მახე იმალებოდეს (2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 2:15, 16).
იესო ეწინააღმდეგებოდა ეშმაკს
14. როგორ უკუაგდო იესომ ეშმაკის პირველი ცდუნება?
14 იესომ მოგვცა იმის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს და როგორ გავაქციოთ ის. ნათლობისა და 40–დღიანი მარხულობის შემდეგ, სატანამ იესოს შეცდენა მოინდომა (მათე 4:1—11). პირველ რიგში, სატანამ სცადა, მარხვით გამოწვეული შიმშილის ბუნებრივი გრძნობა გამოეყენებინა ცდუნებად. მან შესთავაზა იესოს, რომ პირველივე სასწაული ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოეხდინა. მეორე რჯულის 8:3–ის ციტირებით, იესომ უარყო საკუთარი შესაძლებლობების პირადი მიზნებისთვის გამოყენება და სულიერი საზრდო ფიზიკურზე მეტად დააფასა.
15. ა) იესოს რა ბუნებრივი სურვილი გამოიყენა სატანამ მის შესაცდენად? ბ) რომელია ღვთის მსახურების საწინააღმდეგოდ მიმართული უმთავრესი ცდუნება და როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მას?
დაბადების 39:9 და 1 კორინთელთა 6:18.
15 საინტერესოა, რომ ეშმაკი არ ცდილობდა იესოს შეცდენას უზნეობით. ამ შემთხვევაში ეშმაკმა გამოიყენა იმ მომენტისთვის იესოს უმთავრესი ფიზიკური მოთხოვნილება, დაეკმაყოფილებინა შიმშილის გრძნობა. რა ცდუნებებს იყენებს დღეს ეშმაკი ღვთის ხალხის შესატყუებლად? ეს ცდუნებები უამრავი და მრავალფეროვანია, მაგრამ იეჰოვას ხალხის უმწიკვლობის შესალახად გამიზნული სატანის მთავარი მზაკვრული ხრიკი სექსუალური უზნეობაა. თუ მივბაძავთ იესოს, შევძლებთ წინ აღვუდგეთ ეშმაკს და გავუძლოთ ცდუნებებს. როგორც იესომ მოიგერია სატანის შეტევები წმინდა წერილების მეშვეობით, ცდუნებებისას ჩვენც შეგვიძლია გავიხსენოთ შესაბამისი ბიბლიური მუხლები, მაგალითად,16. ა) როგორ გამოსცადა მეორედ სატანამ იესო? ბ) როგორ ცდილობს სატანა შეგვაცდინოს, რომ იეჰოვა გამოვცადოთ?
16 ეშმაკმა მეორედაც გამოსცადა იესო. სატანამ ის ტაძრის ქიმზე დააყენა და შესთავაზა, გადამხტარიყო, რომ ასეთი სახით გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ღმერთი ანგელოზების მეშვეობით მის დაცვას. მეორე რჯულის 6:16–ის ციტირებით, იესომ უარი თქვა მამის გამოცდაზე. სატანამ შეიძლება ტაძრის კიდიდან გადმოხტომით არ შეგვაცდინოს, მაგრამ იმით გვაცდუნოს, რომ სხვა სახით გამოვცადოთ იეჰოვა. ხომ არ გვაქვს ცდუნება, ჩაცმულობითა და გარეგნობით იმ დონემდე მივბაძოთ ქვეყნიურ უცნაურობებს, რომ თითქოს არც არაფერს ვარღვევთ, მაგრამ ცოტაც და რჩევა დაგვჭირდება? ან იქნებ გართობის საეჭვო სახეობებში მონაწილეობის მიღების ცდუნება გვაქვს? ამგვრად შეიძლება იეჰოვას ვცდიდეთ. თუ ასეთი მიდრეკილებები გვაქვს, ნაცვლად იმისა, რომ გაიქცეს, სატანა არ მოგვცილდება და განუწყვეტლივ შეეცდება ჩვენს გადაბირებას.
17. ა) როგორ გამოსცადა სატანამ იესო მესამედ? ბ) რა შემთხვევაში გამართლდება ჩვენზე იაკობის 4:7?
17 როდესაც სატანამ მთელი მსოფლიოს სამეფოები შესთავაზა მხოლოდ ერთხელ თაყვანისცემის სანაცვლოდ, იესო კვლავ წმინდა წერილების მოშველიებით შეეწინააღმდეგა და მამისადმი განსაკუთრებული ერთგულების დამცველი დარჩა (მეორე რჯული 5:9; 6:13; 10:20). სატანამ შეიძლება მსოფლიოს ყველა სამეფო არ შემოგვთავაზოს, მაგრამ ის გამუდმებით ცდილობს ჩვენს შეცდენას სიმდიდრის ბრწყინვალებით, თითქოს საკუთარი პატარა სამეფოს შექმნა შეგვეძლოს. ვუპასუხებთ ეშმაკს იესოს მსგავსად და გამოვავლენთ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას? თუ დიახ, მაშინ იგივე მოხდება, რაც იესოს შემთხვევაში მოხდა. მათემ აღნიშნა: „მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა“ (მათე 4:11). სატანა ჩვენც მიგვატოვებს, თუ გვემახსოვრება სათანადო ბიბლიური პრინციპები, გამოვიყენებთ მათ ცხოვრებაში და, ამგვარად, წინააღმდეგობას გავუწევთ მას. მოწაფე იაკობი წერდა: „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). ერთმა ქრისტიანმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეების ფილიალს საფრანგეთში მისწერა: „სატანა დიდი გაიძვერაა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი აღძვრები მქონდა, ძალიან რთული აღმოჩნდა საკუთარი გრძნობებისა და სურვილების მოთოკვა. მაგრამ მაინც, გამბედაობით, მოთმინებითა და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას დახმარებით, შევძელი უმწიკვლობის შენარჩუნება და ჭეშმარიტების დაცვა“.
სრულად აღიჭურვეთ ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად
18. რა სულიერი საჭურველი გვაქვს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს?
18 იეჰოვა უზრუნველგვყოფს სრული სულიერი საჭურვლით, რათა შეგვეძლოს ‘წინ აღვუდგეთ ეშმაკის ეფესელთა 6:11—18). თუ გვეყვარება ჭეშმარიტება, „წელშემოსარტყლული“ ანუ მომზადებული ვიქნებით ქრისტიანული საქმიანობისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება, მტკიცედ მივყვეთ იეჰოვას ნორმებს, დაემსგავსება ჯავშანს, რომელიც ჩვენს გულებს დაიცავს. თუ ჩვენი ფეხები სასიხარულო ცნობით არის შემოსილი, მაშინ ისინი რეგულარულად გვატარებენ სამქადაგებლო მსახურებაში; ეს კი გააძლიერებს და დაიცავს ჩვენს სულიერობას. ჩვენი ძლიერი რწმენა დაემსგავსება „ბოროტის გავარვარებული ისრებისგან“ — მისი მზაკვრული თავდასხმებისა და ცდუნებებისგან — დამცველ დიდ ფარს. იმის მტკიცე იმედი, რომ იეჰოვას აღთქმები შესრულდება, დაემსგავსება ხსნის ჩაჩქანს, რომელიც დაიცავს ჩვენს აზროვნებას და მოგვანიჭებს სულის სიმშვიდეს (ფილიპელთა 4:7). თუ დავოსტატდებით ღვთის სიტყვის მახვილივით გამოყენებაში, მრავალ ადამიანს დავიხსნით სატანის სულიერი ტყვეობიდან. იესოს მსგავსად, ცდუნებების წინაშე ჩვენც შეგვიძლია ამ აღჭურვილობის თავდაცვისთვის გამოყენება.
მზაკვრობას’ (19. რა არის აუცილებელი გარდა იმისა, რომ ‘წინ აღვუდგეთ ეშმაკს’?
19 თუ „ღვთის სრული საჭურვლით“ აღვიჭურვებით და გამუდმებით ვილოცებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სატანის თავდასხმებისას იეჰოვა დაგვიცავს (იოანე 17:15; 1 კორინთელთა 10:13). მაგრამ, როგორც იაკობი ამბობს, საკმარისი არ არის, მხოლოდ ‘წინ აღვუდგეთ ეშმაკს’. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ასევე გვმართებს, ‘დავემორჩილოთ ღმერთს’, რომელიც ზრუნავს ჩვენზე (იაკობი 4:7, 8). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
როგორ უპასუხებდით?
• სატანის რომელ მახეს უნდა მორიდებოდნენ პირველი ქრისტიანები?
• რა ხრიკებს მიმართავს დღეს სატანა იეჰოვას მსახურთა მახეში გასაბმელად?
• როგორ ეწინააღმდეგებოდა იესო ეშმაკის ცდუნებებს?
• რა სულიერი აღჭურვილობა გვაქვს ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
იესომ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია ეშმაკს.
[სურათები 10 გვერდზე]
პირველი საუკუნის ქრისტიანები უარს ამბობდნენ ძალმომრეობით და უზნეო გართობებზე.
[საავტორო უფლება]
The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck