არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შექება ყველას გვჭირდება

შექება ყველას გვჭირდება

შექება ყველას გვჭირდება

ეს დღე პატარა გოგონასთვის განსაკუთრებული იყო. თუმცა სხვა დროს ყოველთვის შენიშვნის მიცემა სჭირდებოდა, ამჯერად ის ძალიან კარგად მოიქცა. მაგრამ ღამით, როდესაც დასაძინებლად დაწვა, დედას მისი ტირილის ხმა შემოესმა. დედა დაინტერესდა, თუ რამ აატირა ბავშვი. თვალცრემლიანმა გოგონამ ამოიქვითინა: „არ ვიყავი დღეს კარგი გოგო?“.

ბავშვის ამ კითხვაზე დედას გული შეეკუმშა. ის შენიშვნას ყოველთვის მაშინვე აძლევდა შვილს; მაგრამ იმ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა, ბავშვი მთელი მონდომებით ცდილობდა, კარგად მოქცეულიყო, მოწონების ნიშნად სიტყვაც არ დასცდენია.

ქებისა და გამხნევების სიტყვები მხოლოდ პატარა გოგონებს როდი სჭირდებათ. რჩევასა და შენიშვნასთან ერთად, ყოველი ჩვენგანი ვსაჭიროებთ ამას.

რას ვგრძნობთ, როდესაც გულწრფელად გვაქებენ? განა არ გვსიამოვნებს და არ გვახალისებს ეს? როდესაც ვგრძნობთ, რომ ვიღაც გვამჩნევს და ვიღაც ფიქრობს ჩვენზე, ვრწმუნდებით იმაში, რომ ჩვენი მცდელობა ღირდა ძალისხმევად; ეს კი მომავალში იმავეს კეთების ძალებს გვაძლევს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გულწრფელი შექება გვიზიდავს იმ ადამიანისკენ, რომელმაც არ დაიზარა და გამამხნევებელი სიტყვები გვითხრა (იგავნი 15:23).

იესო ქრისტეს კარგად ესმოდა, რამდენად საჭირო იყო შექება. ტალანტებთან დაკავშირებულ იგავში ბატონი (რომლითაც იესოა წარმოდგენილი) გულთბილად აქებს ორ ერთგულ მონას შემდეგი სიტყვებით: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ!“. რა გულითადი სიტყვებია! მართალია, ამ მონების უნარი და მიღწევები განსხვავდებოდა, მაგრამ ორივემ ერთნაირი ქება დაიმსახურა (მათე 25:19—23).

ამიტომ გვახსოვდეს იმ პატარა გოგონას დედა. მანამდე შევაქოთ ადამიანი, სანამ მას თვალცრემლიანს ვნახავთ. ვეძებოთ შესაძლებლობები სხვების შესაქებად. მართლაც, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, გულწრფელად შევაქოთ სხვები.