არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზნეობრივი ნორმების შენარჩუნებისთვის აწეული ძალისხმევა

ზნეობრივი ნორმების შენარჩუნებისთვის აწეული ძალისხმევა

ზნეობრივი ნორმების შენარჩუნებისთვის აწეული ძალისხმევა

2001 წლის დამლევს მოზამბიკის ეროვნული რადიოსადგურის მსმენელებმა შემდეგი განცხადება მოისმინეს:

„რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მაპუტუში. მან წაახალისა მოწმეები, რომ უფრო მეტი ძალისხმევა მოეხმარებინათ ოჯახებში ზნეობრივი ნორმების შენარჩუნებისთვისა და წერა-კითხვის სწავლების პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდების განათლებისთვის. დღეისათვის ამ პროგრამამ დაახლოებით 10000 ადამიანს მოუტანა სარგებლობა. პრეზიდენტ შისანუს სიტყვების თანახმად, ამგვარი პროგრამის გატარებისთვის მოწმეები ქებას იმსახურებენ, რადგან ისინი საზოგადოებისთვის ძვირფასი მონაპოვარი არიან და განათლებასთან დაკავშირებული იმ პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან, რომლებიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს“.

ამ განცხადებას მოჰყვა პრეზიდენტისგან აღებული ინტერვიუს ნაწყვეტი: „ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანები განათლების მიღებით არიან დაინტერესებული. სწორედ ამიტომ მინდა, წავახალისო იეჰოვას მოწმეები, რომ უფრო ინტენსიურად ჩაატარონ წერა-კითხვის სწავლების თავიანთი პროგრამები, რომელ ენაზეც უნდა იყოს ეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს შეუძლიათ გარკვეული განათლების მიღება და, ამგვარად, ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარება, რაც მომავლისთვის უფრო მეტი განათლების მიღების საწინდარია“.

იეჰოვას მოწმეები მოზამბიკში 850 ადგილზე ატარებენ წერა-კითხვის შესასწავლ კლასებს, რათა ხალხმა უშუალოდ შეძლოს ღვთის სიტყვის კითხვა. გარდა ამისა, ყოველკვირეულად ისინი ბიბლიის დაახლოებით 50000 შესწავლას ატარებენ უფასოდ. ყველაფერი ეს კი იმ ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც 235 ქვეყანაში ტარდება (მათე 24:14). თქვენც შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროგრამით. არ მოგერიდოთ, მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს თქვენს სამეზობლოში.