აწმყო ყველაფერს ჯობია
აწმყო ყველაფერს ჯობია
როდესაც განსაცდელში ვარდები, ხომ არ მისტირი წარსულს? თუ ასეა, გაიხსენე ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას“ (ეკლესიასტე 7:10).
რატომ მოგვცა სოლომონმა ეს რჩევა? მან იცოდა, რომ წარსულის რეალურად შეფასება აწმყოში არასასიამოვნო ვითარების მოგვარების საწინდარია. ვინც წარსულს მისტირის, შეიძლება ავიწყდება, რომ მაშინაც ჰქონდა პრობლემები და გაჭირვება და სულაც არ იყო ის დრო იდეალური. წარსულში შეიძლება ზოგი რამ უკეთესად იყო, მაგრამ სრულიად დასაშვებია, რომ ყველაფერზე ამას ვერ ვიტყვით. სოლომონის სიტყვების თანახმად, არაგონივრულია, მხოლოდ წარსულით ვიცხოვროთ, რადგან მისი დაბრუნება არ შეგვიძლია.
შეიძლება, რომ წარსულზე გადამეტებულმა ფიქრმა ზიანი მოგვაყენოს? დიახ, თუ ეს ხელს გვიშლის, შევეგუოთ აწმყოს ან დავაფასოთ ის დრო, რომელშიც ვცხოვრობთ და ის იმედი, რომელიც გაგვაჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პრობლემების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, საუკეთესო დროში ვცხოვრობთ. რატომ? იმიტომ, რომ ვუახლოვდებით დედამიწის შესახებ ღვთის განზრახვების შესრულებასა და მისი სამეფოს მშვიდობიანი მმართველობის კურთხევებს. ბიბლია გვპირდება: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). და რადგან მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, აღარავის ექნება იმის მიზეზი, რომ წარსულს მისტიროს.