არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაპიტნის მაგიდასთან

კაპიტნის მაგიდასთან

კაპიტნის მაგიდასთან

საინტერესო ხალხი, გემრიელი საჭმელი და სასიამოვნო საუბარი კაპიტნის მაგიდასთან სადილობას გემზე სასიამოვნოს ხდის. მაგრამ „უაით სთარ ლაინის“ ერთ-ერთი გემის კაპიტნის, რობერტ სმითის, მაგიდასთან გამართული საუბარი სულიერი ნადიმი აღმოჩნდა (ესაია 25:6).

1894 წელს 24 წლის რობერტმა ბრძანება გასცა, რომ გემი „კინლან დანდი“ პორტიდან გასულიყო, რათა მსოფლიოსთვის შემოევლო. მოგვიანებით ის „უაით სთარ ლაინის“ გემების „სედრიკის“, „სევიკისა“ და „რუნიკის“ * კაპიტანი გახდა. ატლანტის ოკეანეში ამ გემებიდან ერთ-ერთით ნიუ-იორკიდან ლივერპულში მიმავალმა კაპიტანმა ჩარლზ ტეიზ რასელს უმასპინძლა თავის მაგიდასთან. რასელთან საუბარმა რობერტს ბიბლიური ცნობისადმი ინტერესი აღუძრა და უფრო მეტის გაგების მიზნით, სიხარულით გამოართვა მას „საღვთო წერილის გამოკვლევის“ რამდენიმე ეგზემპლარი.

რასელი რობერტს წერილებს უგზავნიდა. მალე ბიბლიური ცნობისადმი მისი ინტერესი გაიზარდა. რობერტმა ეს ცნობა მეუღლესაც გაუზიარა და სულ მალე ისინი ბიბლიის აქტიური მკვლევარები (ასე ერქვათ ადრე იეჰოვას მოწმეებს) გახდნენ. მოგვიანებით რობერტს წილად ხვდა პატივი ბიბლიური მოხსენებები წაეკითხა. მაგალითად, ბრიზბენში (ავსტრალია) მან წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით „გალაადის ბალზამი“ და მსმენელებს დაანახვა, რომ ბიბლიური ცნობა „დადამიწის მწუხარებების წამალი“ იყო. ინგლისში დაბრუნებულ რობერტს მეუღლე და შვილები დაეხმარნენ ხალხისთვის „შემოქმედების ფოტოდრამის“ სლაიდების ჩვენებასა და, ამავე დროს, რასელის კომენტარების მოსმენაში.

რობერტმა შვილებს მემკვიდრეობად სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება დაუტოვა. დღეისათვის, მისი ოჯახის მეხუთე თაობის 18 წარმომადგენელი აქტიურად ქადაგებს სასიხარულო ცნობას და მადლიერები არიან იმისათვის, რაც კაპიტნის სუფრასთან მოხდა.

თავიანთი პუბლიკაციებისა და ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობით იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ხალხს იმ ბიბლიური ცნობის გაგებაში ეხმარებიან, რომლითაც ასე დაინტერესდა კაპიტანი სმითი. თქვენც შეგიძლიათ გაიგოთ, რა ითქვა ასეთი საინტერესო კაპიტნის მაგიდასთან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამგვარი ტიპის გემის, „ტიტანიკის“, კაპიტანი ე. ჯ. სმითი იყო. ეს გემი პირველივე მგზავრობის დროს დაიღუპა.

[სურათი 8 გვერდზე]

რობერტ სმითი.

[სურათი 8 გვერდზე]

ჩარლზ ტეიზ რასელი.