„იფხიზლეთ“!
„იფხიზლეთ“!
„რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:37).
1, 2. ა) რა ისწავლა ერთმა კაცმა პირადი საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით? ბ) რას ვსწავლობთ სიფხიზლესთან დაკავშირებით იესოს მიერ ქურდის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან?
ხუანი მთელ თავის ძვირფასეულობას სახლში ინახავდა. ყოველივე ეს საწოლის ქვეშ, მისი აზრით ყველაზე საიმედო ადგილას, ჰქონდა დამალული. მაგრამ, ერთ ღამეს, როდესაც მას და მის ცოლს ტკბილად ეძინათ, საძინებელში ქურდი შეიპარა. როგორც ჩანს, მან იცოდა, სად უნდა ეძებნა. ქურდმა უხმოდ გამოიღო საწოლის ქვემოდან მთელი ძვირფასეულობა და იქვე მდგარ პატარა კარადაში შენახული ფულიც გააყოლა ხელს. ხუანი დილითვე მიხვდა, რომ გაქურდეს. მან ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრა მწარე გაკვეთილი: მძინარე კაცს არ შეუძლია თავისი საკუთრების დაცვა.
2 იმავეს თქმა შეიძლება სულიერ საკითხებთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ იმედსა და რწმენას, თუ დავიძინებთ. ამასთან დაკავშირებით პავლე მოგვიწოდებს: „ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:6). იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფხიზლე, იესომ ქურდის მაგალითი მოიყვანა. მან აღწერა მოვლენები, რომლებიც დაუკავშირა თავის, როგორც მსაჯულის, მოსვლას და გაგვაფრთხილა: „ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:42—44). ქურდი არასდროს ატყობინებს მსხვერპლს, თუ როდის აპირებს მისვლას. ის ცდილობს, მივიდეს მაშინ, როდესაც არავინ ელის. მსგავსადვე, როგორც იესომ თქვა, ამ სისტემის დასასრული „რომელ საათზეც არ ფიქრობთ“, მაშინ მოვა.
„იფხიზლეთ, იდექით რწმენაში“
3. როგორ გვიჩვენებს სიფხიზლის აუცილებლობას იესოს მაგალითი მონებზე, რომლებიც ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელოდებიან?
3 ლუკას სახარების თანახმად, იესომ ქრისტიანები შეადარა მონებს, რომლებიც ქორწილიდან დაბრუნებულ ბატონს ელოდებიან. მათ სიფხიზლე მართებთ, რომ მისი მოსვლისას არ ეძინოთ და მზად იყვნენ დასახვედრად. მსგავსადვე, იესომ თქვა: „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). ზოგმა, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან იეჰოვას, შეიძლება დაკარგონ სიფხიზლე და დაავიწყდეთ, თუ რა დროში ვცხოვრობთ. ისინი შეიძლება ისეთ დასკვნამდეც კი მივიდნენ, რომ ამ სისტემის ბოლო ჯერ კიდევ შორსაა. მაგრამ, ასეთ აზროვნებას შეუძლია ჩვენი ყურადღების სულიერი საკითხებიდან მატერიალურ მიზნებზე გადართვა და სულიერად მიძინება (ლუკა 8:14; 21:34, 35).
4. რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში და როგორ ცხადყო ეს იესომ?
4 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან სხვა რამის სწავლაც შეგვიძლია. თუმცა მონებმა არ იცოდნენ, რომელ საათზე მოვიდოდა მათი ბატონი, როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომელ დღეს დაბრუნდებოდა ის. მათთვის რთული იქნებოდა, ეფხიზლათ მთელი ღამე, თუ იფიქრებდნენ, რომ ის შეიძლება სხვა რომელიმე ღამეს მოსულიყო. მაგრამ არა, მათ იცოდნენ, რომ სწორედ ამ ღამეს მოვიდოდა მათი ბატონი და ეს სიფხიზლისთვის დიდ სტიმულს აძლევდათ. მსგავსადვე, ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადად მოწმობს, რომ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ, თუმცა არ გვატყობინებს აღსასრულის დღესა და საათს (მათე 24:36). იმის რწმენა, რომ ამ სისტემის ბოლო მოახლოებულია, სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება; მაგრამ მტკიცე დარწმუნება იმაში, რომ იეჰოვას დღე მართლაც ახლოსაა, უფრო მეტად აღგვძრავს სიფხიზლისკენ (სოფონია 1:14).
5. როგორ შეგვიძლია გამოვეხმაუროთ პავლეს მოწოდებას — „იფხიზლეთ“?
5 პავლე კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში“ (1 კორინთელთა 16:13). დიახ, ჩვენი სიფხიზლე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მტკიცედ ვდგავართ ქრისტიანულ რწმენაში. როგორ შეგვიძლია ვიფხიზლოთ? უნდა შევიძინოთ ღვთის სიტყვის ღრმა შემეცნება (2 ტიმოთე 3:14, 15). კარგი პირადი შესწავლა და კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დაგვეხმარება რწმენის გაძლიერებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმაში, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე. ამიტომ, თუ დროდადრო გადავხედავთ ბიბლიურ მტკიცებებს, რომ ნამდვილად უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, ეს დაგვეხმარება, არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება — ამ სისტემის აღსასრული ახლოსაა *. სასარგებლოა აგრეთვე თვალის მიდევნება მსოფლიოს იმ მოვლენებისადმი, რომლებითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა ძმამ დაწერა: „ყოველთვის, როდესაც ახალი ამბებიდან ვიგებ ომების, მიწისძვრების, ძალადობისა და დედამიწის დაბინძურების შესახებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბოლო ახლოსაა“.
6. როგორი მაგალითი მოიყვანა იესომ იმის საჩვენებლად, რომ დროთა განმავლობაში სულიერი სიფხიზლის დაკარგვა შეიძლება?
6 მარკოზის მე-13 თავში ვკითხულობთ, თუ კიდევ როგორ მოუწოდებს იესო თავის მიმდევრებს, რომ იფხიზლონ. იესომ მათი მდგომარეობა შეადარა მეკარეს, რომელიც უცდის მოგზაურობიდან ბატონის დაბრუნებას. მეკარემ არ იცის, როდის მოვა ბატონი. მას ისღა დარჩენია, რომ იფხიზლოს. იესო მოიხსენიებს ოთხ გუშაგობას, როდესაც შეიძლება ბატონი მოვიდეს. მეოთხე გუშაგობა ღამის სამი საათიდან მზის ამოსვლამდე გრძელდება. მეკარეს შეიძლება ამ დროს ადვილად ჩასძინებოდა. როგორც ცნობილია, მეომრები რიჟრაჟს თვლიდნენ საუკეთესო დროდ, როდესაც მტერზე მოულოდნელი თავდასხმის განხორციელება შეიძლებოდა. მსგავსადვე, უკანასკნელი ჟამის მიწურულს, როდესაც სულიერი გაგებით მთელ მსოფლიოს ღრმად სძინავს, განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ ვიფხიზლოთ (რომაელთა 13:11, 12). ამიტომაც იესო არაერთხელ მოგვიწოდებს: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ... ამიტომ ფხიზლად იყავით... რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:32—37).
7. რა დიდი საშიშროება არსებობს და ამიტომ, ხშირად, რისკენ მოგვიწოდებს ბიბლია?
7 თავისი მსახურების განმავლობაში და მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც კი, იესო ხშირად მოუწოდებდა სიფხიზლისკენ. თითქმის ყოველთვის, როდესაც ბიბლია ამ სისტემის დასასრულს ეხება, იქვე მოიხსენიებს სიფხიზლის აუცილებლობას * (ლუკა 12:38, 40; გამოცხადება 3:2; 16:14—16). მართლაც, სულიერი თვლემა ძალიან საშიშია. ყველა ჩვენგანი საჭიროებს ამ შეხსენებებს! (1 კორინთელთა 10:12; 1 თესალონიკელთა 5:2, 6).
სამი მოციქული, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე
8. როგორ გამოეხმაურნენ მოციქულები იესოს თხოვნას, რომ ეფხიზლათ გეთსიმანიის ბაღში?
8 როგორც დავინახავთ პეტრეს, იაკობისა და იოანეს მაგალითიდან, სიფხიზლისთვის მხოლოდ კარგი განზრახვები არ კმარა. სამივე სულიერი მამაკაცი და იესოს ერთგული მიმდევარი იყო. მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მოძღვარი. მიუხედავად ამისა, ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს მათ ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე. ამ სამმა მოციქულმა იესოსთან ერთად დატოვა ზედა ოთახი, სადაც პასექი იზეიმეს და გეთსიმანიის ბაღში გაჰყვნენ მას. იესომ უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“ (მათე 26:38). იესომ სამჯერ ილოცა მხურვალედ ზეციერი მამისადმი და ყოველი ლოცვის შემდეგ თავისი მეგობრები მძინარე იპოვა (მათე 26:40, 43, 45).
9. შესაძლოა, რატომ ჩაეძინათ მოციქულებს?
9 რატომ ვერ შეასრულეს ამ ერთგულმა მამაკაცებმა იესოს თხოვნა? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დაღლილობა ყოფილიყო. საკმაოდ გვიანი იყო, შესაძლოა შუაღამეს გადაცილებული, და ძილისგან „თვალები დამძიმებოდათ“ (მათე 26:43). მიუხედავად ამისა, იესომ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41).
10, 11. ა) დაღლილობის მიუხედავად, რა დაეხმარა იესოს, ეფხიზლა გეთსიმანიის ბაღში? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ სამი მოციქულის შემთხვევიდან, რომლებსაც იესომ სთხოვა, ეფხიზლათ?
10 იმ მნიშვნელოვან ღამეს, უეჭველად, იესოც გრძნობდა დაღლილობას. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაეძინა, მან თავისუფლების ეს ძვირფასი ბოლო წუთები მხურვალე ლოცვაში გაატარა. რამდენიმე დღით ადრე, მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, ელოცათ და უთხრა: „მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:36; ეფესელთა 6:18). თუ ყურად ვიღებთ იესოს რჩევას და მივყვებით მის ბრწყინვალე მაგალითს ლოცვასთან დაკავშირებით, იეჰოვასადმი მიმართული ჩვენი გულწრფელი ლოცვები დაგვეხმარება, რომ სულიერად მღვიძარენი დავრჩეთ.
11 მოწაფეებისგან განსხვავებით, იესო ხვდებოდა, რომ სულ მალე დააპატიმრებდნენ და მოკლავდნენ. მან იცოდა, რომ მძიმე განსაცდელი და წამების ძელზე ტანჯვით სიკვდილი ელოდა. იესო აფრთხილებდა თავის მოციქულებს ამის შესახებ, მაგრამ მათ არ ესმოდათ მისი სიტყვების მნიშვნელობა. აი, რატომ ჩაეძინათ მათ იმ დროს, როცა იესო ფხიზლობდა და ლოცულობდა (მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:15—18). მოციქულების მსგავსად, ჩვენი სხეულიც სუსტია და ჩვენც ჯერ არ ვიცით ყველაფერი. მაგრამ, თუ მხედველობიდან გვრჩება, რა დროში ვცხოვრობთ, შეიძლება სულიერად ჩავთვლიმოთ. არ დავიძინებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიფხიზლებთ.
სამი მნიშვნელოვანი თვისება
12. რომელ სამ თვისებაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება?
12 რა დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში? ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლოცვა და იეჰოვას დღის არდავიწყება. გარდა ამისა, პავლემ მოიხსენია სამი მნიშვნელოვანი თვისება, რომლებიც უნდა განვივითაროთ. მან თქვა: „ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8). მოდი მოკლედ განვიხილოთ, თუ როგორ გვეხმარება რწმენა, იმედი და სიყვარული სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში.
13. როგორ გვეხმარება რწმენა სიფხიზლის შენარჩუნებაში?
13 ჩვენ უნდა გვქონდეს ურყევი რწმენა იმისა, რომ იეჰოვა არსებობს და „აჯილდოებს თავის გულმოდგინე მძებნელს“ (ებრაელთა 11:6, აქ). უკანასკნელი ჟამის შესახებ იესოს წინასწარმეტყველების პირველ საუკუნეში შესრულება რწმენას გვიმტკიცებს, რომ ის უფრო დიდი მასშტაბით შესრულდება ჩვენს დღეებში. ეს რწმენა აღგვძრავს, რომ მთელი გულით ველოდოთ იეჰოვას დღეს იმაში დარწმუნებულებმა, რომ „[წინასწარმეტყველური ხილვა] უსათუოდ მოვა [„შესრულდება“, აქ], არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).
14. რატომ არის მნიშვნელოვანი იმედი იმისათვის, რომ ვიფხიზლოთ?
ებრაელთა 6:18, 19). 90 წელს გადაცილებული სულითცხებული და, მარგარეტი, რომელიც 70-ზე მეტი წლის წინათ მოინათლა, აღიარებს: „როდესაც 1963 წელს ჩემი ქმარი კიბოთი კვდებოდა, ვფიქრობდი: რა კარგი იქნება, ამ სისტემის ბოლო მალე რომ მოვიდოდეს-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, ასე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვფიქრობდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ჩვენი საქმიანობა. ჯერ კიდევ არის ქვეყნები, სადაც მსახურებისთვის ახლა იხსნება კარები. ამიტომ მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ მოთმინება გამოავლინა“. მოციქული პავლე გვარწმუნებს: „მოთმინება [წარმოშობს] სიმტკიცეს, სიმტკიცე — იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი“ (რომაელთა 5:3—5).
14 მტკიცე იმედი „ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“ და გვეხმარება, გავუძლოთ განსაცდელებს მაშინაც კი, თუ ღვთის აღთქმების შესრულების ლოდინი გვიწევს (15. როგორ აღგვძრავს სიყვარული მოქმედებისკენ, თუნდაც ვფიქრობდეთ, რომ უკვე საკმარისად ვითმენთ?
15 სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, ვინაიდან ის საფუძვლად უდევს ყველაფერს, 1 კორინთელთა 13:13). სიყვარული გვეხმარება მოთმინებისა და სიფხიზლის შენარჩუნებაში. „[სიყვარულს] ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელთა 13:7, 8).
რასაც ვაკეთებთ. იეჰოვას ვემსახურებით იმიტომ, რომ გვიყვარს ის მიუხედავად იმისა, თუ როდის შესრულდება მისი განზრახვები. მოყვასისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ; და მნიშვნელობა არა აქვს, კიდევ რამდენ ხანს მოგვთხოვს იეჰოვა ამის კეთებას და რამდენჯერ მოგვიწევს ერთსა და იმავე კარზე დაკაკუნება. როგორც პავლემ დაწერა: „რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული — ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უმეტესი“ („ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს“
16. როგორ უნდა ვიმოქმედოთ ხელების ჩამოშვების ნაცვლად?
16 ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც მსოფლიო მოვლენები განუწყვეტლივ გვახსენებს, რომ უკანასკნელი დღეები თავის დასასრულს უახლოვდება (2 ტიმოთე 3:1—5). ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო, არამედ უნდა ‘ჩავეჭიდოთ იმას, რაც გვაქვს’ (გამოცხადება 3:11, აქ). თუ ვართ „ფხიზელნი ლოცვაში“ და ვავითარებთ რწმენას, იმედსა და სიყვარულს, მაშინ მზად ვიქნებით განსაცდელების გადასატანადაც (1 პეტრე 4:7). ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლის საქმეში. თუ ღვთისმოსაწონი საქმეებით ვიქნებით დაკავებული, სიფხიზლესაც შევინარჩუნებთ (2 პეტრე 3:11).
17. ა) რატომ არ უნდა გვიკარგავდეს ხალისს ის, რომ დროდადრო გულგატეხილობა გვეუფლება? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე). ბ) როგორ მივბაძოთ იეჰოვას და რა კურთხევებს მოიმკის ასე მოქმედი?
17 იერემია წერდა: „ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას. კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის. სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას“ (გოდება იერემიასი 3:24—26). ზოგ ჩვენგანს არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ლოდინი უწევს. სხვები მრავალი წლის განმავლობაში ელიან იეჰოვასგან ხსნას. მაგრამ, რამდენად მოკლედ მოგვეჩვენება ამ მოლოდინის დრო მომავალ მარადიულობასთან შედარებით! (2 კორინთელთა 4:16—18). და სანამ ველით იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, შეგვიძლია განვივითაროთ მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებები და დავეხმაროთ სხვებს, ისარგებლონ იეჰოვას მოთმინებით და მიიღონ ჭეშმარიტება. ამიტომ, მოდი ყოველმა ჩვენგანმა ვიფხიზლოთ. მივბაძოთ იეჰოვას, ვიყოთ მომთმენნი და გამოვავლინოთ მადლიერება იმ იმედისთვის, რომელიც მან მოგვცა. დაე მტკიცედ ჩავეჭიდოთ მარადიული სიცოცხლის იმედს და ერთგულად შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ასეთ შემთხვევაში ჩვენზეც შესრულდება ეს წინასწარმეტყველური დაპირება: „[იეჰოვა] აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას“ (ფსალმუნი 36:34).
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 კარგი იქნებოდა, თუ გადახედავდით 2000 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, მე-12 და მე-13 გვერდებზე მოცემულ ექვს მტკიცებას, რომ ნამდვილად უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).
^ აბზ. 7 ბერძნული სიტყვის შესახებ საუბრისას, რომელიც ითარგმნება როგორც „იფხიზლეთ“, ლექსიკოგრაფი უ. ვაინი განმარტავს, რომ სიტყვასიტყვით ის ნიშნავს „ძილის განდევნას“ და „მიუთითებს არა უძილობაზე, არამედ სიფხიზლის შენარჩუნებაზე, როდესაც რაღაცით ძალიან ხარ დაკავებული“.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ შეგვიძლია განვიმტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ამ სისტემის აღსასრული ახლოსაა?
• რას ვსწავლობთ პეტრეს, იაკობისა და იოანეს მაგალითიდან?
• რომელი სამი თვისება დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში?
• რატომ არის ახლა დრო, რომ „ჩავეჭიდოთ იმას, რაც გვაქვს“?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
„ნეტარია მომლოდინე“ (დანიელი 12:12).
წარმოიდგინეთ, გუშაგი ვარაუდობს, რომ ქურდი აპირებს იმ სახლის გაქურდვას, რომელსაც ის იცავს. დაღამდა და გუშაგი გაფაციცებით ყურს უგდებს ნებისმიერ ხმაურს, რომელიც შეიძლება ქურდის იქ ყოფნაზე მოწმობდეს. ის არც ერთი წამით არ ადუნებს სმენასა და მხედველობას. გასაგებია, რომ ადვილად შესაძლებელია გუშაგმა ქარით გამოწვეული ფოთლების შრიალი თუ კატის მიერ გამოწვეული ხმაური ქურდს მიაწეროს (ლუკა 12:39, 40).
მსგავსი რამ შეიძლება შეემთხვეს მასაც, ვინც „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინშია“ (1 კორინთელთა 1:7). მოციქულები ფიქრობდნენ, რომ იესო მკვდრეთით აღდგენისთანავე ‘აღუდგენდა ისრაელს სამეფოს’ (საქმეები 1:6). წლების შემდეგ, პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ იესო მომავალში მოვიდოდა (2 თესალონიკელთა 2:3, 8). მიუხედავად ამისა, იეჰოვას დღის მოახლოების თაობაზე ატეხილმა ვერც ერთმა მცდარმა განგაშმა ვერ შეძლო ქრისტიანების გადაყვანა სიცოცხლისკენ მიმავალი გზიდან (მათე 7:13).
ჩვენს დღეებში ამ სისტემის ბოლოს მოჩვენებითი დაგვიანებით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ არ უნდა შეგვისუსტოს სიფხიზლის გრძნობა. თუმცა ფხიზლად მყოფი დარაჯი შეიძლება ცრუ განგაშმა შეიყვანოს შეცდომაში, მაგრამ ის ახლა უფრო გაფაციცებული იქნება! ეს მისი სამუშაოა. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანებზეც.
[სურათი 18 გვერდზე]
გჯერათ მტკიცედ, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა?
[სურათები 19 გვერდზე]
კრების შეხვედრები, ლოცვა და პირადი შესწავლა სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
[სურათი 22 გვერდზე]
მარგარეტის მსგავსად, მოთმინებითა და აქტიური მსახურებით შევინარჩუნოთ სიფხიზლე.