რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?
რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?
„მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით“ (1 კორინთელთა 11:23).
1, 2. რა გააკეთა იესომ ახ. წ. 33 წლის პასექის ღამეს?
იეჰოვას მხოლოდშობილი ძე სუფრასთან იჯდა 11 მამაკაცთან ერთად, რომლებიც ‘მასთან დარჩნენ განსაცდელში’ (ლუკა 22:28). ახ. წ. 33 წლის 31 მარტი, სამშაბათი საღამო იყო. იერუსალიმს, ალბათ, სავსე მთვარე დაჰნათოდა. იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ის-ის იყო, დაასრულეს პასექის დღესასწაულის აღნიშვნა. გამცემი იუდა ისკარიოტელი უკვე წავიდა, მაგრამ სხვებისთვის სწორედაც რომ არ იყო წასვლის დრო. რატომ? იესო ძალიან მნიშვნელოვანი რამის გაკეთებას აპირებდა. რის გაკეთებას?
2 დამსწრეთა შორის სახარების დამწერი მათეც იყო. მოდი მას მოვუსმინოთ: «აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“» (მათე 26:26—28). ჰქონდა ამ მოვლენას რაიმე მნიშვნელობა სამომავლოდ? რა მიზანს ემსახურებოდა ის? აქვს მას რაიმე მნიშვნელობა დღეს ჩვენთვის?
„ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“
3. რატომ იყო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესოს მიერ დაწესებული დღესასწაული მნიშვნელოვანი?
3 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს იესო ქრისტემ ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული დააწესა. მის შესახებ მოციქული პავლე კორინთში მყოფ ცხებულ ქრისტიანებს სწერდა. ამ ქალაქში ეს დღესასწაული, დაწესებიდან 20-ზე მეტი წლის შემდეგ, კვლავაც აღინიშნებოდა. ახ. წ. 33 წელს პავლე არ ყოფილა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ იმ საღამოს მომხდარი მოვლენების შესახებ მან რომელიმე მოციქულისგან იცოდა. გარდა ამისა, პავლემ, როგორც ჩანს, იმ საღამოსთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ღვთის შთაგონებით მიღებულ გამოცხადებაშიც ნახა. მოციქულმა თქვა: «მე მივიღე 1 კორინთელთა 11:23—25).
უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“. ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი — ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ“» (4. რატომ უნდა აღნიშნონ ქრისტიანებმა უფლის გახსენების საღამო?
4 სახარების დამწერი ლუკაც ადასტურებს, რომ იესომ თავის მიმდევრებს ასეთი მითითება მისცა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19). ამ საღამოს ხშირად ქრისტეს გახსენების საღამოს უწოდებენ. პავლე მას უფლის სერობას ანუ უფლის ვახშამს უწოდებს (1 კორინთელთა 11:20). ქრისტიანებს ევალებათ უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა. მაგრამ რატომ იქნა შემოღებული ეს დღესასწაული?
რატომ იქნა შემოღებული
5, 6. ა) რა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იესომ გახსენების საღამო დააფუძნა? ბ) მოიყვანეთ უფლის გახსენების საღამოს დაფუძნების მეორე მიზეზი.
5 გახსენების საღამოს აღნიშვნის ერთ-ერთი მიზეზი უშუალოდ იესოს სიკვდილის მიზანთან არის დაკავშირებული. თავისი სიკვდილით იესომ ზეციერი მამის უზენაესობას დაუჭირა მხარი. ამგვარად, ქრისტემ დაამტკიცა: სატანა ეშმაკი ცრუობდა და ცილს სწამებდა ადამიანებს, როდესაც ამბობდა, რომ ისინი ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებოდნენ (იობი 2:1—5). იესო ისე მოკვდა, რომ ბოლომდე ერთგული იყო, რითაც ეშმაკის სიცრუე ამხილა და იეჰოვას გული გაუხარა (იგავები 27:11).
6 ‘მრავალთა გამოსასყიდად’ იესომ, სრულყოფილმა და უცოდველმა ადამიანმა, საკუთარი სიცოცხლე გაიღო; სწორედ ამ ფაქტის შეხსენება არის მეორე მიზეზი, რის გამოც უფლის გახსენების საღამო დაფუძნდა (მათე 20:28). ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენისას, პირველმა ადამიანმა დაკარგა სრულყოფილი სიცოცხლე და ყოველივე, რაც ასეთ სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). მართლაც, „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23). უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა შეგვახსენებს იმ დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით იეჰოვამ და მისმა ძემ გამოავლინეს. ასეთი სიყვარულისთვის კი უზომოდ მადლიერები უნდა ვიყოთ!
როდის უნდა აღინიშნოს?
7. რას ნიშნავს, რომ ცხებულ ქრისტიანებს გახსენების საღამოზე „ყოველთვის“ უნდა მიეღოთ სიმბოლოები?
7 უფლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პავლემ თქვა: „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:26). თითოეულ ცხებულ ქრისტიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიეღო გახსენების საღამოს სიმბოლოები. ამგვარად, იეჰოვა ღმერთისა და ქვეყნიერების წინაშე ცხებულები წლიდან წლამდე გამოხატავდნენ რწმენას იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ.
8. როდემდე უნდა აღენიშნათ ცხებულ ქრისტიანებს უფლის გახსენების საღამო?
8 როდემდე უნდა აღენიშნათ ცხებულ ქრისტიანებს, როგორც ჯგუფს, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო? „ვიდრე [იესო] მოვიდოდეს“, — თქვა პავლემ და, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, სანამ იესო მოვიდოდა ყველა ცხებული მიმდევრის მკვდრეთით აღსადგენად და ზეცაში მისაღებად (1 თესალონიკელთა 4:14—17). იესომაც მსგავსი აზრი უთხრა თავის ერთგულ მოციქულებს: „როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:3).
9. რა იგულისხმება იესოს სიტყვებში, რომლებიც მარკოზის 14:25-შია ჩაწერილი?
9 გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ აიღო ღვინით სავსე სასმისი და ერთგულ მოციქულებს უთხრა: „მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი 14:25). ცხადია, იესო ზეცაში პირდაპირი გაგებით ღვინოს არ შესვამდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, ის გულისხმობდა სიხარულს, რომლის სიმბოლოდაც ზოგჯერ ღვინო გამოიყენება (ფსალმუნები 103:15; ეკლესიასტე 10:19). სამეფოში ერთად ყოფნა იქნებოდა სასიხარულო მოვლენა, რომელსაც იესო და მისი მიმდევრები მთელი გულით მოელოდნენ (რომაელთა 8:23; 2 კორინთელთა 5:2).
10. რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?
10 უნდა გაეხსენებინათ იესოს სიკვდილი ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ან იქნებ ყოველდღიურადაც კი? არა. იესომ გახსენების საღამო დააფუძნა პასექის დღეს და ის იმავე დღეს მოკლეს. პასექს კი ისრაელები ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების „სამახსოვროდ“ აღნიშნავდნენ (გამოსვლა 12:14). ამ დღესასწაულს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, იუდეველთა კალენდრით ნისანის მეთოთხმეტე დღეს, ზეიმობდნენ (გამოსვლა 12:1—6; ლევიანები 23:5). ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოც ისეთივე სიხშირით უნდა აღინიშნოს, რა სიხშირითაც პასექს აღნიშნავდნენ, ანუ წელიწადში ერთხელ, და არა ყოველთვიურად, ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად.
11, 12. რას გვამცნობს ისტორია გახსენების საღამოს აღნიშვნის შესახებ?
11 ამგვარად, სწორია, რომ გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს აღინიშნოს. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «მცირე აზიაში ქრისტიანებს „კვარტოდეციმანებს“ [სიტყვასიტყვით „თოთხმეტიანელებს“] უწოდებდნენ, იმიტომ რომ „პასქას“ [უფლის გახსენების საღამოს] ყოველთვის 14 ნისანს აღნიშნავდნენ. . . ეს შეიძლება ყოფილიყო პარასკევს ან კვირის სხვა ნებისმიერ დღეს (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge, ტომი IV , გვერდი 44).
12 ისტორიკოს ჯონ ვონ მოშიმის სიტყვების თანახმად, ახ. წ. II საუკუნეში „კვარტოდეციმანები“ გახსენების საღამოს 14 ნისანს იმიტომ აღნიშნავდნენ, რომ „ქრისტეს მაგალითს მათთვის კანონის ძალა ჰქონდა“. სხვა ისტორიკოსი ამბობს: «მცირე აზიაში „კვარტოდეციმანთა“ ეკლესიები იერუსალიმის ეკლესიის ნაკვალევს მიჰყვებოდნენ. II საუკუნეში 14 ნისანს ეს ეკლესიები პასქაზე ქრისტეს სიკვდილით გამოსყიდვის ძალაში შესვლას აღნიშნავდნენ» („Studia Patristica, 1962 წ. ტომი V, გვერდი 8).
პურის მნიშვნელობა
13. როგორი პური გამოიყენა იესომ უფლის გახსენების საღამოს დაფუძნებისას?
13 გახსენების საღამოს დაფუძნებისას, „აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ [მოციქულებს]“ (მარკოზი 14:22). ამ დროს იესომ დატეხა პური, რომელიც ის-ის იყო პასექის დღესასწაულზე გამოიყენეს (გამოსვლა 13:6—10). რადგანაც ეს იყო უფუარი, ე. ი. თხელი და მსხვრევადი პური, ჩამორიგებამდე უნდა დაეტეხათ. როდესაც იესომ სასწაული მოახდინა და რამდენიმე პური ათასებისთვის სამყოფად აქცია, ისინიც ხმიადისმაგვარი იყო და ამიტომ ჩამორიგებამდე დატეხა (მათე 14:19; 15:36). აქედან ცხადი ხდება, რომ გახსენების საღამოზე პურის დატეხვას არანაირი სულიერი მნიშვნელობა არა აქვს.
14. ა) რატომ არის მართებული, რომ გახსენების საღამოზე გამოსაყენებელი პური უსაფუვრო იყოს? ბ) როგორი პურის ყიდვა ან გამოცხობა შეიძლება უფლის გახსენების საღამოსთვის?
14 გახსენების საღამოს დაფუძნებისას გამოყენებული პურის შესახებ იესომ თქვა: „ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული“ (1 კორინთელთა 11:24; მარკოზი 14:22). იესომ უსაფუვრო პური გამოიყენა, რაც ამ შემთხვევისთვის მართლაც რომ შესაფერისი იყო. რატომ? საფუარი ბიბლიაში სიცუდის, ბოროტებისა და ცოდვის აღსანიშნავად გამოიყენება (1 კორინთელთა 5:6—8). პურით კი იესოს სრულყოფილი, უცოდველი ხორციელი სხეული იყო წარმოდგენილი, ზუსტად ისეთი, როგორიც გამოსასყიდად იყო საჭირო (ებრაელთა 7:26; 10:5—10). იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის ახსოვთ ეს და გახსენების საღამოს აღნიშვნისას უფუარ პურს იყენებენ, რითაც იესოს მაგალითს ჰბაძავენ. ზოგჯერ ისინი უსაფუვრო პურს ყიდულობენ, რომელშიც არ არის დამატებითი ინგრედიენტები, მაგალითად ნიორი ან კვერცხი; ან თვითონ აცხობენ უფუარ პურს. ამისათვის მარცვლოვნების (სადაც შესაძლებელია, ხორბლის) ფქვილი მცირე რაოდენობით წყალში უნდა შეურიოთ, შემდეგ კი ცომი უნდა გააბრტყელოთ და ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე ისე გამოაცხოთ, რომ პური გამომშრალი და მსხვრევადი იყოს.
ღვინის მნიშვნელობა
15. რა იყო სასმისში, რომელიც ქრისტემ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას გადასცა მოციქულებს?
15 უფუარი პურის გადაწოდების შემდეგ იესომ „აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა“ მოციქულებს. შემდეგ კი თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი“ (მარკოზი 14:23, 24). რა იყო სასმისში? ღვინო და არა ყურძნის წვენი. წმინდა წერილებში, როდესაც ღვინოზეა ლაპარაკი, არასოდეს იგულისხმება ყურძნის წვენი. მაგალითად, როგორც იესომ აღნიშნა, ახალი ღვინო, და არა ყურძნის წვენი, ხეთქს „ძველ ტიკებს“. გარდა ამისა, იესოს „ღვინის სმაში“ სდებდნენ მტრები ბრალს. ლაპარაკი მხოლოდ ყურძნის წვენზე რომ ყოფილიყო, ამ ბრალდებას არავითარი აზრი არ ექნებოდა (მათე 9:17; 11:19). თანაც, პასექის დღესასწაულზე ღვინოს სვამდნენ და იესომაც სწორედ ის გამოიყენა, როდესაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა.
16, 17. როგორი ღვინის გამოყენება იქნებოდა მისაღები გახსენების საღამოზე და რატომ?
16 იესოს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ მხოლოდ წითელი ღვინო გამოდგება. თავად იესომ თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი“. მოციქულმა პეტრემ კი დაწერა: „იცით [ცხებულებმა], რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა“ (1 პეტრე 1:18, 19).
17 ეჭვგარეშეა, იესომ წითელი ღვინო გამოიყენა გახსენების საღამოს დაფუძნებისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე წითელი ღვინოებიდან ყველა როდია მისაღები, რადგან სიმაგრის მისაცემად ზოგში სპირტი ან ბრენდია გარეული, ზოგში კი სურნელოვანი ბალახები ან არომატიზატორებია დამატებული. იესოს სისხლი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო და მას არაფრის დამატება არ სჭირდებოდა. ამიტომ დანამატებშერეული ღვინოები მისაღები არ იქნებოდა. გახსენების საღამოზე სასმისში უნდა იყოს სუფთა წითელი ღვინო და არა ისეთი, რომელსაც შაქრიანობისა თუ სიმაგრისთვის რაიმე აქვს დამატებული. შეიძლებოდა სახლის სუფთა წითელი ღვინის ან ისეთი ღვინოების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, „იზაბელა“ (ე. წ. „ადესა“) და „ოჯალეში“.
18. რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გახსენების საღამოზე იესოს სასწაული არ მოუხდენია პურსა და ღვინოსთან დაკავშირებით?
18 ამ საღამოს დაფუძნებისას იესოს სასწაული არ მოუხდენია. დიახ, მას ეს სიმბოლოები პირდაპირი გაგებით საკუთარ ხორცად და სისხლად არ უქცევია. ადამიანის ხორცის ჭამა და სისხლის დალევა კანიბალიზმი იქნებოდა, რაც ღვთის კანონის დარღვევაა (დაბადება 9:3, 4; ლევიანები 17:10). ამ საღამოს დაფუძნებისას იესოს მთელი თავისი სხეული და სისხლი თავადვე ჰქონდა. მან ეს სხეული სრულყოფილ შესაწირავად გაიღო, მისი სისხლი კი იმავე დღის (ებრაული დღის), 14 ნისანის, ნაშუადღევს დაიღვარა. ამიტომ გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის გამოყენებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ამ სიმბოლოებით ქრისტეს სხეული და სისხლია წარმოდგენილი *.
გახსენების საღამო — ერთი სუფრის მოზიარეები
19. რატომ შეიძლება უფლის გახსენების საღამოზე ერთზე მეტი თეფშისა და სასმისის გამოყენება?
19 გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ თავის ერთგულ მოციქულებს ერთი საერთო სასმისიდან დალევა შესთავაზა. მათეს სახარება გვამცნობს: მათე 26:27). აქ ნათქვამია „სასმისი“ და არა რამდენიმე სასმისი. ერთი სასმისის გამოყენებას იმ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეუქმნია, ვინაიდან 11-ვე მონაწილე ერთ სუფრასთან იყო და ერთმანეთისთვის სასმისის გადაცემა სრულიად არ იქნებოდა ძნელი. წელს კი მილიონები შეიკრიბებიან უფლის გახსენების საღამოზე, რომელსაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა 94 000-ზე მეტ კრებაში აღნიშნავენ. ერთი და იმავე საღამოს გამართულ ამდენ შეხვედრაზე ყველასთვის ერთი სასმისი არ იქნება საკმარისი. მიუხედავად ამისა, პრინციპი უცვლელი რჩება: იესოს მიერ გაღებული სისხლის სიმბოლოდ ღვინით შევსებული სასმისი გამოიყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში რამდენიმე, რათა დროის გონივრულ ფარგლებში მოხერხდეს მისი გადაწოდება. იმავეს თქმა შეიძლება პურზეც — შეიძლება რამდენიმე თეფშის გამოყენება. წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სასმისი ან თეფში. მაგრამ სასმისიც და თეფშიც მოვლენის შესაფერისი უნდა იყოს. აგრეთვე, გონივრული იქნებოდა, სასმისი ისე შეგვევსო, რომ გადაწოდებისას ღვინო არ დაღვრილიყო.
«[იესომ] აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან“» (20, 21. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახსენების საღამო ერთი სუფრის მოზიარეობაა?
20 როგორც დავინახეთ, გახსენების საღამოზე შეიძლება, ერთზე მეტი თეფში და სასმისი გამოიყენებოდეს, მაგრამ იქ მყოფნი მაინც ერთი სუფრის მოზიარეები არიან. ძველ ისრაელში ერთი სუფრის მოზიარეები ხდებოდნენ სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვისას, როდესაც ღვთის ტაძარში ცხოველი მიჰყავდათ და იქ კლავდნენ. ცხოველის ნაწილს სამსხვერპლოზე წვავდნენ, ნაწილი ეძლეოდა მღვდელს, რომელიც მსხვერპლს სწირავდა, ნაწილი — აარონის ძეებს, დანარჩენი კი — მსხვერპლის შემწირველსა და მის ოჯახს. ყველანი, ასე ვთქვათ, ერთი სუფრის მოზიარეები იყვნენ (ლევიანები 3:1—16; 7:28—36). გახსენების საღამოზე შეკრებაც, ერთგვარად, საერთო სუფრასთან ჯდომაა, რადგან მასშიც იგულისხმება მოზიარეობა.
21 ამ საერთო სუფრასთან არის თვით იეჰოვა, როგორც ამ ღონისძიების ავტორი. იესო მსხვერპლია. ცხებული ქრისტიანებიც საერთო სუფრის მოზიარეები არიან, რადგან სიმბოლოებს იღებენ. იეჰოვასთან ერთ სუფრასთან ჯდომა იმის მაჩვენებელია, რომ იქ მყოფთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ. შესაბამისად, პავლე წერდა: „განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით? განა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით? პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ, ჩვენც ერთი სხეული ვართ, თუმცა ბევრი ვართ“ (1 კორინთელთა 10:16, 17, აქ).
22. რომელი კითხვები რჩება უპასუხოდ გახსენების საღამოსთან დაკავშირებით?
22 უფლის გახსენების საღამო ერთადერთი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელსაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ. ეს მართებულია, რადგან იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“. გახსენების საღამოზე ვიხსენებთ იესოს სიკვდილს. ამ სიკვდილით მან იეჰოვას უზენაესობას დაუჭირა მხარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთო სუფრაზე პური არის ქრისტეს მიერ მსხვერპლად გაღებული ხორციელი სხეულის სიმბოლო, ხოლო ღვინო — დაღვრილი სისხლისა. მაგრამ დღეს არც ისე ბევრი იღებს ამ სიმბოლური მნიშვნელობის მქონე პურსა და ღვინოს. რატომ? ნამდვილად აქვს გახსენების საღამოს მნიშვნელობა იმ მილიონებისთვის, რომლებიც სიმბოლოებს არ იღებენ? მართლაც, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს უფლის გახსენების საღამო პირადად თქვენთვის?
[სქოლიოები]
^ აბზ. 18 იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი II, გვერდი 271; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ დააფუძნა იესომ უფლის გახსენების საღამო?
• რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს გახსენების საღამო?
• რის სიმბოლოა გახსენების საღამოზე უფუარი პური?
• რა არის წარმოდგენილი გახსენების საღამოზე ღვინით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 15 გვერდზე]
იესომ დააწესა გახსენების საღამო.