არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწამთ ღმერთი, რომელსაც არ იცნობენ

სწამთ ღმერთი, რომელსაც არ იცნობენ

სწამთ ღმერთი, რომელსაც არ იცნობენ

გერმანიაში ყოველი სამი ადამიანიდან ორს სწამს ღმერთი. მაგრამ ერთი გამოკითხვისას, რომელშიც ათასზე მეტმა მორწმუნემ მიიღო მონაწილეობა, ღმერთი ყველამ სხვადასხვაგვარად დაახასიათა. „გერმანიაში ღვთის შესახებ ადამიანთა თვალსაზრისი ისევე განსხვავდება, როგორც თვითონ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, — იუწყება გაზეთი „ფოკუსი“. ცხადია, კარგია, რომ ხალხს სწამს ღმერთი, მაგრამ განა სამწუხარო არაა, რომ ბევრი არ იცნობს მას?

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხს ბუნდოვანი შეხედულებები აქვს ღმერთზე. შეიძლება ითქვას, რომ მთელ ევროპაში ასეთივე მდგომარეობაა. ავსტრიაში, ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამ ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული თვალსაზრისი, რომ ღმერთი „ზებუნებრივი ძალა ან ამოუხსნელი საიდუმლოა“. ღმერთი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის საიდუმლოებით მოცული — მათთვისაც კი, რომლებსაც ის სწამთ.

იცნობთ ღმერთს?

ერთია, რომ ვიცით, ვინ არის ესა თუ ის პიროვნება და მეორე, რომ პირადად ვიცნობთ მას. მაგალითად, შეიძლება ვიცოდეთ, რომ არსებობს კონკრეტული მეფე, ცნობილი სპორტსმენი ან კინოვარსკვლავი, მაგრამ პირად ნაცნობობაში ბევრად მეტი იგულისხმება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილია პიროვნების ხასიათი, ჩვევები, გრძნობები, მისწრაფებები და სამომავლო გეგმები. ნაცნობობა შეიძლება ახლო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ბევრი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკმარისი არ არის, ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდეს ღვთის შესახებ ანუ, უბრალოდ, იცოდე, რომ ის არსებობს. მათ ნაბიჯები გადადგეს ღვთის გასაცნობად. რას ფიქრობენ ისინი, ღირდა ღვთის გაცნობა? ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრებ პოლს ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა ღმერთზე, მაგრამ გადაწყვიტა, მეტი გაეგო მის შესახებ. ის თავის აზრს გვიზიარებს: „ღვთის პიროვნების გაცნობას დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ვერაფერი შეედრება მასთან სიახლოვეს. ცხოვრება ბევრად უკეთესია, როდესაც ახლო ურთიერთობა გაქვს შემოქმედთან“.

ნამდვილად ღირს, რომ დრო და ძალა არ დავიშუროთ ღვთის გასაცნობად? გთხოვთ, მომდევნო სტატია წაიკითხოთ.

[ჩანართი 3 გვერდზე]

ერთია, ვიცოდეთ, ვინ არის ესა თუ ის პიროვნება და მეორე, პირადად ვიცნობდეთ მას.