რატომ არსებობს რელიგიური დევნა?
რატომ არსებობს რელიგიური დევნა?
როგორ ფიქრობთ, უნდა იდევნებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარია? ალბათ, არა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ სხვების უფლებებს არ ლახავს. ასეა თუ ისე, რელიგიურ ნიადაგზე დევნას დიდი ხნის ისტორია აქვს და დღემდე გრძელდება. მაგალითად, XX საუკუნის განმავლობაში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთხელ შეულახავთ იეჰოვას უამრავი მოწმის უფლებები.
დროის ამ მონაკვეთში იეჰოვას მოწმეებმა ევროპაში ტოტალიტარული ნაციონალ–სოციალისტური და კომუნისტური წყობილებების დროს მთავრობების მხრიდან სასტიკი, კარგად ორგანიზებული და ხანგრძლივი დევნა განიცადეს. რას გვასწავლის მათი შემთხვევა რელიგიურ ნიადაგზე დევნის შესახებ? რის სწავლა შეგვიძლია უსასტიკეს დევნაზე მათი რეაქციიდან?
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ კანონის მორჩილი, მშვიდობიანი და ზნეობრივად სუფთა ადამიანები იყვნენ. ისინი არ ეწინააღმდეგებიან მთავრობას და არც უთანხმოებას ეძებენ მასთან; არც წამებულის სახელის დამკვიდრება სურთ და არც ისეთ რამეს აკეთებენ, რაც მთავრობას აიძულებდა, შეევიწროებინა ისინი. ეს ქრისტიანები პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. მათი საქციელი შეესაბამება იესოს სიტყვებს: „[ჩემი მიმდევრები] არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16, აქ). მთავრობათა უმრავლესობა ცნობს მოწმეთა ნეიტრალურ პოზიციას. მაგრამ ტირანი მმართველები უპატივცემლოდ ეკიდებიან ბიბლიურ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ქრისტიანები არ უნდა იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი.
ასეთი დამოკიდებულების მიზეზი 2000 წლის ნოემბერში ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე აიხსნა. კონფერენციის თემა იყო: „რეპრესია და საკუთარი უფლებების ბოლომდე მტკიცედ დაცვა — იეჰოვას მოწმეები ნაციონალ–სოციალისტური და კომუნისტური დიქტატურების დროს“. ტოტალიტარიზმის შემსწავლელი ჰანა არენდტის სახელობის ინსტიტუტის დ–რმა, კლემენტ ვოლნჰალსმა, აღნიშნა: „ტოტალიტარული რეჟიმის გამტარებლები მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობით არ იფარგლებიან. ისინი თითოეული მოქალაქისგან აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვენ“.
ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ შეუძლიათ ადამიანთა მმართველობისადმი „აბსოლუტური მორჩილების“ გამოვლენა, რადგან ბოლომდე ერთგულება მხოლოდ იეჰოვა ღმერთს აღუთქვეს. ტოტალიტარული რეჟიმის სახელმწიფოებში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა დაინახეს, რომ მთავრობისა და მათი რელიგიის მოთხოვნები ზოგჯერ შეუთავსებელია. როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევებში? მოწმეებს არაერთხელ გამოუყენებიათ ცხოვრებაში პრინციპი, რომელიც იესო ქრისტეს პირველი მოწაფეების სიტყვებში ჩანს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
ათასობით მოწმემ არ უღალატა თავის მრწამსს და პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნა მაშინაც კი, როდესაც ამის გამო უსასტიკესად იდევნებოდა. როგორ შეძლეს მოწმეებმა ყველაფრის ატანა? რა აძლევდა მათ ძალას? ვნახოთ, თავად როგორ გვიპასუხებენ ამ კითხვებზე და რის სწავლა შეგვიძლია მათი მაგალითიდან როგორც მოწმეებს, ისევე სხვებსაც.
[ჩანართი 4 გვერდზე]
„ტოტალიტარული რეჟიმის გამტარებლები მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობით არ იფარგლებიან. ისინი თითოეული მოქალაქისგან აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვენ“
(დ–რი კლემენტ ვოლნჰალსი).
[ჩანართი 4 გვერდზე]
XX საუკუნეში იეჰოვასგერმანელმა მოწმეებმასაშინელი და ხანგრძლივიდევნა აიტანეს, როგორცნაციონალ–სოციალისტებისგან, ისე კომუნისტებისგან.
[სურათი 4 გვერდზე]
კუსეროვების ოჯახი იმის გამო დააპატიმრეს, რომ კომპრომისზე არ წავიდნენ და რწმენას არ უღალატეს.
[სურათი 4 გვერდზე]
იოჰანეს ჰარმზი თავისი რწმენის გამო ნაცისტებმა ციხეში სიკვდილით დასაჯეს.