არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შეიძლება რამის გაკეთება, როდესაც ფიზიკურად დასუსტებულ ცხებულ ქრისტიანს არ შეუძლია კრებასთან ერთად აღნიშნოს უფლის გახსენების საღამო?

დიახ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება და აუცილებელიც არის, რომ ვიღონოთ რამე ფიზიკურად დაუძლურებული ცხებული ქრისტიანისთვის, რომელიც შესაძლოა ლოგინად არის ჩავარდნილი და ამის გამო არ შეუძლია კრებასთან ერთად აღნიშნოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. კრების უხუცესთა საბჭოს შეუძლია ერთ უხუცესს ან სხვა მოწიფულ ძმას დაავალოს სიმბოლოების — პურისა და ღვინის — მიტანა ამ ცხებულ ქრისტიანთან. ეს იმავე საღამოს, მეორე დღის დადგომამდე, უნდა გაკეთდეს.

უხუცესს ან სხვა ძმას, რომელიც პირადად მიდის სულით ცხებულთან, მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო მოკლედ მოეხსენიებინა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული აზრები და ბიბლიიდან ამოეკითხა შესაბამისი მუხლები. მას შეუძლია მიჰყვეს იესოს მიერ თავისი სიკვდილის გასხენების საღამოს დაწესებისას დატოვებულ ნიმუშს. მაგალითად, სანამ სულით ცხებულს უფუარ პურს მიაწოდებს, შეუძლია მათეს 26:26 წაიკითხოს და ილოცოს, ხოლო ღვინის მიწოდებამდე მათეს 26:27, 28 ამოიკითხოს და მორიგი ლოცვა წარმოთქვას. ასევე შეუძლია თითოეული სიმბოლოს მნიშვნელობაზე მოკლედ გაამახვილოს ყურადღება. ბოლოს კი მიზანშეწონილი იქნება, თუ ლოცვით მიმართავს იეჰოვას.

რასაკვირველია, გონივრულობის ფარგლებში, ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ სულით ცხებულმა კრებასთან ერთად აღნიშნოს უფლის გახსენების საღამო. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც სულით ცხებული სერიოზულად არის დაავადებული, საავადმყოფოში წევს ან სხვა მიზეზის გამო ფიზიკურად არ შეუძლია 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ, გახსენების საღამოს აღნიშვნა? ასეთ მდგომარეობაში მყოფ სულით ცხებულს შეუძლია მოსეს რჯულში მოცემული პრინციპით ისარგებლოს და უფლის გახსენების საღამოდან 30 დღის გასვლის შემდეგ პირადად აღნიშნოს ეს დღესასწაული (რიცხვნი 9:9—14).