არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოეღება ოდესმე ბოლო სიღარიბეს?

მოეღება ოდესმე ბოლო სიღარიბეს?

მოეღება ოდესმე ბოლო სიღარიბეს?

„ვნახე ცრემლნი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ. და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი“, — თქვა ძველი ისრაელის ბრძენმა მეფემ, სოლომონმა (ეკლესიასტე 4:1). უდავოა, რომ სოლომონის მიერ მოხსენიებულ ჩაგრულ ადამიანებს შორის ბევრი ღარიბიც იყო.

სიღარიბე მხოლოდ ფინანსური მდგომარეობით არ განისაზღვრება. და მაინც, მსოფლიო ბანკის 2002 წლის ივლისის მონაცემების თანახმად, „1998 წელს მთელ მსოფლიოში 1, 2 მილიარდ ადამიანს დღეში საშუალოდ ერთ ამერიკულ დოლარზე ნაკლები თანხით გაჰქონდა თავი. . . 2, 8 მილიარდი კი — ორ დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობდა“. მართალია, ადრინდელთან შედარებით დღეს უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში, მაგრამ ამ სტატისტიკური მონაცემების თანახმად ჯერ კიდევ ძალიან ბევრს უწევს საშინელ პირობებში ცხოვრება“.

მოეღება ოდესმე ბოლო სიღარიბეს? იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ღარიბნი ყოველთვის თქვენთანა გყავთ“ (იოანე 12:8). ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სიღარიბე, თავის საშინელ შედეგებთან ერთად, სამუდამოდ იარსებებს? რასაკვირველია, არა. თუმცა იესო თავის მიმდევრებს არ დაჰპირებია, რომ ყველანი გამდიდრდებოდნენ, მისი სიტყვებიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ღარიბები უიმედო მდგომარეობაში არიან.

სიღარიბის აღმოსაფხვრელად ადამიანთა მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამასთან დაკავშირებული დაპირებები ხშირ შემთხვევაში უშედეგო იყო, მაგრამ ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვარწმუნებს, რომ მალე აღარავინ იქნება გაჭირვებული. სინამდვილეში, იესომ სასიხარულო ცნობა ღარიბებისთვისაც იქადაგა (ლუკა 4:18). ამ სასიხარულო ცნობის თანახმად, სიღარიბეს ბოლო მოეღება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ღვთის სამეფო სამართლიან პირობებს აღადგენს დედამიწაზე.

მაშინ მსოფლიო სულ სხვანაირი იქნება! ზეციერი მეფე, იესო ქრისტე „შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“. უეჭველად, ის „ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს“ (ფსალმუნები 71:13, 14).

იმ დროის შესახებ მიქას 4:4-ში ნათქვამია: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“. ღვთის სამეფო გადაჭრის იმ პრობლემებს, რომლებიც ტვირთად აწევს კაცობრიობას, და ავადმყოფობასა და სიკვდილსაც კი მოუღებს ბოლოს. ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8).

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ამ დაპირებებს, რადგან ისინი ღვთის შთაგონებით არის წარმოთქმული. გამოიკვლიეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და დარწმუნდით მათ უტყუარობაში!

[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]

FAO photo/M. Marzot