რბილი ხასიათი აუცილებელია ქრისტიანებისათვის
რბილი ხასიათი აუცილებელია ქრისტიანებისათვის
«შეიმოსეთ . . . სიმშვიდე [„რბილი ხასიათით“, აქ]» (კოლასელთა 3:12).
1. რატომ არის სირბილე შესანიშნავი თვისება?
როგორც რბილი ჰავაა სასიამოვნო, ასეთივე სასიამოვნოა იმ ადამიანთან ურთიერთობაც, რომელსაც რბილი ხასიათი აქვს. „რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს“, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 25:15). სირბილე შესანიშნავი თვისებაა, რადგან სასიამოვნოც არის და, ამავე დროს, ძლიერმოქმედიც.
2, 3. რა კავშირია რბილ ხასიათსა და სულიწმიდას შორის და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 მოციქულმა პავლემ გალატელთა 5:22, 23-ში სულის ნაყოფის აღწერისას რბილი ხასიათიც მოიხსენია. იმ ბერძნული სიტყვის ადგილზე, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ნათარგმნია „რბილ ხასიათად“, სხვა თარგმანებში გვხვდება სიტყვა „თვინიერება“ ან „სიმშვიდე“. ბევრ ენაში რთულია ამ ბერძნული სიტყვის ზუსტი შესატყვისის პოვნა, რადგანაც მასში გარეგნულად გამოხატული სიმშვიდე ან თვინიერება კი არ იგულისხმება, არამედ შინაგანი სირბილე და სიკეთე; იგულისხმება არა მოქმედების მანერა, არამედ გულისა და გონების მდგომარეობა.
3 უკეთესად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს რბილი ხასიათი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას, განვიხილოთ ოთხი ბიბლიური მაგალითი (რომაელთა 15:4). ეს მაგალითები მხოლოდ ამ თვისების მნიშვნელობას არ დაგვანახვებს; აგრეთვე, ვისწავლით, თუ როგორ უნდა შევიძინოთ და როგორ უნდა გამოვავლინოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ძვირფასია ღვთის წინაშე“
4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა აფასებს რბილ ხასიათს?
4 რადგანაც რბილი ხასიათი ღვთის სულის ნაყოფია, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთის დიდებულ პიროვნებასთან. პეტრე მოციქულმა დაწერა, რომ ‘მყუდროება და სულის სიმშვიდე [„რბილი ხასიათი“, აქ] ძვირფასია ღვთის წინაშე’ (1 პეტრე 3:4). იეჰოვა თავად ავლენს სირბილეს და ამ თვისებას ნამდვილად აფასებს. მხოლოდ ესეც კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ღვთის ყველა მსახური შეეცადოს მის განვითარებას. როგორ ავლენს ამ თვისებას ყოვლისშემძლე ღმერთი, სამყაროს უზენაესი ხელისუფალი?
5. რის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ იეჰოვა სირბილეს ავლენს?
5 პირველმა ადამიანებმა, ადამმა და ევამ, განზრახ არ იღეს ყურად ღვთის სრულიად გასაგები აკრძალვა, არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან (დაბადება 2:16, 17). განზრახ ურჩობის შედეგი, როგორც მათთვის, ისე მათი შთამომავლებისთვის, მხოლოდ ცოდვა, სიკვდილი და ღვთისგან ჩამოშორება იყო (რომაელთა 5:12). იეჰოვას ასეთი განაჩენის გამოსატანად სრული საფუძველი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას უხეშად და მკაცრად არ უარყვია კაცობრიობა — არ უფიქრია, რომ ადამიანები გამოუსწორებლები იყვნენ და არ ღირდა მათი გამოსყიდვა (ფსალმუნები 129:3). ნაცვლად ამისა, ის მზად იყო, სულგრძელობა გამოევლინა და არ ყოფილიყო მომთხოვნი — ეს კი მის სირბილეზე მეტყველებს. იეჰოვამ შესაძლებელი გახადა, რომ ცოდვილი ადამიანები კვლავაც დაახლოებოდნენ მას და მისი კეთილგანწყობილება მოეპოვებინათ. დიახ, თავისი ძის, იესო ქრისტეს, გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით იეჰოვა გვაძლევს შესაძლებლობას, შიშისა და ძრწოლის გარეშე მივუახლოვდეთ მის დიდებულ ტახტს (რომაელთა 6:23; ებრაელთა 4:14—16; 1 იოანე 4:9, 10, 18).
6. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სირბილე კაენის მიმართ?
6 ჯერ კიდევ იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ სირბილე გამოავლინა, როდესაც ადამის ვაჟებმა, კაენმა და აბელმა, მსხვერპლი შესწირეს დაბადება 4:3—7). დიახ, იეჰოვა რბილად მიდგომის სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს (გამოსვლა 34:6).
მას. იეჰოვამ ორივეს გული დაინახა და ამის საფუძველზე კაენის მსხვერპლი უარყო, ხოლო აბელსა და მის მსხვერპლს „გადმოხედა“. კაენი მტრულად განაწყო იმან, რომ ღმერთმა ერთგული აბელისა და მისი მსხვერპლის მიმართ გამოავლინა კეთილგანწყობილება. „ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე“, — ნათქვამია ბიბლიაში. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე იეჰოვას? განარისხა ის კაენის ცუდმა განწყობილებამ? არა. მან რბილად ჰკითხა კაენს, რამ გაანაწყენა ასე და ისიც კი აუხსნა, თუ რის გაკეთება ‘დაუფასდებოდა’ (რბილი ხასიათი მიმზიდველი და გამომაცოცხლებელია
7, 8. ა) რა დაგვეხმარება იეჰოვას სირბილის უკეთესად დანახვაში? ბ) რას ვიგებთ მათეს 11:27—29-დან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
7 იეჰოვას შესანიშნავი თვისებების უკეთ დანახვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესწავლაა (იოანე 1:18; 14:6—9). გალილეაში მსახურებისას, ქადაგების დაწყებიდან მეორე წელს, იესომ ბევრი სასწაული მოახდინა ქორაზინში, ბეთსაიდაში, კაპერნაუმსა და მათ შემოგარენში. მიუხედავად ამისა, ხალხის უმრავლესობა ამაყი და გულგრილი იყო, რის გამოც არ ირწმუნეს იესოს სიტყვები. რა რეაქცია ჰქონდა იესოს? ის გაბედულად აფრთხილებდა მათ თავინთი საქციელის შედეგების შესახებ, მაგრამ სიბრალულითაც იყო აღვსილი „ამჰა-ა’რეცთა“, უბრალო ხალხის, მიმართ მათი სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო (მათე 9:35, 36; 11:20—24).
8 იესოს შემდგომმა მოქმედებებმა ცხადყო, რომ ის კარგად ‘იცნობდა’ მამას და მას ჰბაძავდა. იესო თბილად იწვევდა უბრალო ხალხს: «მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი [„რბილი“, აქ] და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს». რა მანუგეშებელი და გამომაცოცხლებელი უნდა ყოფილიყო ეს სიტყვები დაჩაგრული ხალხისთვის! იესოს სიტყვები დღესაც გამამხნევებელია. თუ ყოველმხრივ შევეცდებით რბილი ხასიათით, ასე ვთქვათ, შემოსვას, ჩვენც მათ შორის ვიქნებით, „ვისაც ძეს სურს, განუცხადოს“ ზეციერი მამის შესახებ (მათე 11:27—29).
9. რა თვისებაა დაკავშირებული რბილ ხასიათთან და ამ თვისების გამოვლენის რა დიდებულ მაგალითს გვაძლევს იესო?
9 რბილ ხასიათთან მჭიდროდ არის დაკავშირებული თავმდაბლობა. თავმდაბლობის საპირისპირო თვისებას, სიამაყეს, საკუთარი თავის განდიდებამდე მიჰყავს ადამიანი და ის ხშირად მკაცრად და უგულოდ ეპყრობა სხვებს (იგავები 16:18, 19). იესო თავმდაბლობას ავლენდა დედამიწაზე მსახურების განმავლობაში. სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე იერუსალიმში შესვლის დროსაც კი, როდესაც ხალხი მას ესალმებოდა, როგორც იუდეველთა მეფეს, იესო ამ წუთისოფლის ხელისუფალთაგან სავსებით განსხვავდებოდა. ამ დროს მასზე შესრულდა მესიის შესახებ ზაქარიას წინასწარმეტყველება: «აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი [„რბილი ხასიათისა“, აქ], მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე» (მათე 21:5; ზაქარია 9:9). ერთგულმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა, როგორ აღჭურვა იეჰოვამ ძალაუფლებით თავისი ძე. ამ ხილვამდე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში კი მან იესო აღწერა, როგორც „კაცთაგან ყველაზე თავმდაბალი“ (აქ). დიახ, რბილი ხასიათი და თავმდაბლობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული (დანიელი 4:17; 7:13, 14).
10. რატომ არ არის ქრისტიანული სირბილე სისუსტის ნიშანი?
10 იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილი ეს სასიამოვნო თვისება — სირბილე — მათთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკობი 4:8). სირბილე არავითარ შემთხვევაში არ არის სისუსტე! იეჰოვა, ყოვლისშემძლე ღმერთი, უდიდეს ძალას ავლენს. ის რისხვით არის აღვსილი ბოროტმოქმედთა მიმართ (ესაია 30:27; 40:26). მის მსგავსად, იესოც უდიდეს სიმტკიცეს, შინაგან ძალას, ავლენდა. ის სატანა ეშმაკის მხრიდან შემოტევის დროსაც კი არ წასულა კომპრომისზე. მას თვალი არ დაუხუჭია თავისი დროის რელიგიურ წინამძღოლთა უკანონო ვაჭრობაზე (მათე 4:1—11; 21:12, 13; იოანე 2:13—17). და მაინც, იესო რბილად უდგებოდა თავის მოწაფეებს, მოთმინებით პატიობდა შეცდომებს და იტანდა მათ სისუსტეებს (მათე 20:20—28). ბიბლიის ერთმა მკვლევარმა სათანადოდ აღნიშნა ხასიათის სირბილის შესახებ, რომ „მის მიღმა ფოლადის სიმტკიცე დგას“. მოდი, ქრისტეს მსგავსად, ჩვენც გამოვავლინოთ სირბილე.
თავის თანამედროვეთა შორის ყველაზე რბილი ხასიათის ადამიანი
11, 12. რამ გახადა მოსეს ხასიათის სირბილე განსაკუთრებული, თუ მხედველობაში მივიღებთ მის აღზრდას?
11 მესამე მაგალითი, რომელსაც განვიხილავთ, მოსეს ცხოვრებაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ «მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი [„ურბილესი ხასიათისა“, აქ, სქოლიო], დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან» (რიცხვნი 12:3). ეს სიტყვები ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაიწერა. სწორედ რომ ხასიათის საოცარმა სირბილემ გაუადვილა მოსეს იეჰოვას მითითებების შესრულება.
12 მოსე უჩვეულო ვითარებაში გაიზარდა. ღვთისმოშიშ ებრაელთა ოჯახში დაბადებული პატარა მოსე იეჰოვას ნებით ცოცხალი გადარჩა ღალატისა და მკვლელობების მძიმე პერიოდში. პირველი წლების განმავლობაში მასზე ზრუნავდა დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ ასწავლიდა. მოგვიანებით, მოსეს ოჯახისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში მოუწია ცხოვრება. „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე, — აღნიშნა პირველი საუკუნის ქრისტიანმა წამებულმა, სტეფანემ — და იყო ძლიერი საქმეები 7:22). მოსეს რწმენა მაშინ გამოვლინდა, როდესაც დაინახა, რა უსამართლოდ ჩაგრავდნენ მის თანამოძმეებს ფარაონის მიერ დაყენებული თავკაცები. მან მოკლა ეგვიპტელი, რომელიც ერთ ებრაელს სცემდა. ამის გამო მას ეგვიპტიდან მიდიანის ქვეყანაში მოუწია გაქცევა (გამოსვლა 1:15, 16; 2:1—15; ებრაელთა 11:24, 25).
თავისი სიტყვებითა და საქმეებით“ (13. რა გავლენა მოახდინა მოსეზე 40 წლის განმავლობაში მიდიანის ქვეყანაში ცხოვრებამ?
13 მოსე 40 წლის ასაკში მარტო აღმოჩნდა უდაბნოში. მიდიანში ის რეღუელის შვიდ ქალიშვილს შეხვდა და ფარის დარწყულებაში დაეხმარა. სახლში დაბრუნებულმა ქალიშვილებმა მაშინვე ახარეს მამას, რომ „ეგვიპტელმა კაცმა“ დაიცვა ისინი მწყემსებისგან, რომლებიც ხელს უშლიდნენ ფარის დარწყულებაში. რეღუელმა თავისთან ცხოვრება შესთავაზა მოსეს, რაზეც თანხმობა მიიღო. გადატანილ გაჭირვებას მოსე არ გაუსასტიკებია; არც ახალ პირობებთან შეგუებაში შეუშლია მისთვის ხელი. მას არასდროს დაუკარგავს ღვთის ნების შესრულების სურვილი. მოსეს 40 წელი მოუწია რეღუელთან დარჩენა და მისი ფარის მწყემსვა. ის ციფორაზე დაქორწინდა და მისგან ვაჟები შეეძინა. ამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოსემ სულ უფრო მეტად განივითარა თვისება, რომელიც მისი ხასიათის ნაწილი გახდა. დიახ, სირთულეებმა მას რბილი ხასიათი ჩამოუყალიბა (გამოსვლა 2:16—22; საქმეები 7:29, 30).
14. აღწერეთ, როგორ გამოავლინა ერთხელ მოსემ სირბილე იმ დროს, როდესაც ისრაელის წინამძღოლი იყო.
14 მოსე რბილ ხასიათს მას შემდეგაც ავლენდა, რაც იეჰოვამ ისრაელი ერის წინამძღოლად დააყენა. ერთხელ ერთმა ჭაბუკმა მას ამბავი მიუტანა, რომ ელდადი და მედადი ბანაკში წინასწარმეტყველებდნენ; და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი არ იყვნენ იმ 70 უხუცესს შორის, რომლებსაც იეჰოვამ თავისი სული მოჰფინა, რათა მოსეს დახმარება შეძლებოდათ. იესო ნავეს ძემ წამოიძახა: „მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!“. მოსემ რბილად მიუგო: „ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!“ (რიცხვნი 11:26—29, სსგ). მოსეს რბილმა ხასიათმა განმუხტა შექმნილი დაძაბული მდგომარეობა.
15. რატომ უნდა მივბაძოთ მოსეს, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილი ადამიანი იყო?
რიცხვნი 20:1, 9—13). მაგრამ, არასრულყოფილების მიუხედავად, მოსემ მტკიცე რწმენა შეინარჩუნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი საოცრად რბილი ხასიათი დღესაც გვხიბლავს (ებრაელთა 11:23—28).
15 ერთხელ, როგორც ჩანს, მოსემ ვერ გამოავლინა ხასიათის სირბილე. მერიბასთან, კადეშთან ახლოს, მან არ განადიდა ღმერთი, რომელიც სასწაულებს ახდენდა (უკმეხობა და რბილი ხასიათი
16, 17. რა გაფრთხილებას ვიღებთ ნაბალისა და აბიგაილის მაგალითიდან?
16 ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია ნაბალისა და მისი მეუღლის, აბიგაილის, შემთხვევაც, რომელიც დავითის დროს, წინასწარმეტყველ სამუელის სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. ეს ცოლ-ქმარი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან! აბიგაილი „კეთილგონიერი“ იყო, მისი მეუღლე კი „უკმეხი და ავისმქმნელი“. ნაბალმა უხეშად უთხრა უარი სურსათით დახმარებაზე დავითის მსახურებს, რომლებიც ნაბალის მსახურებს ქურდებისგან ფარის დაცვაში ეხმარებოდნენ. სავსებით სამართლიანად აღშფოთებული დავითი და მისი მსახურები შეიარაღდნენ და ნაბალთან საბრძოლველად გაემართნენ (1 მეფეთა 25:2—13).
17 როდესაც ეს ამბავი აბიგაილის ყურს მისწვდა, მან სასწრაფოდ გაამზადა პური, ღვინო, ხორცი, ჩამიჩი და ლეღვის ჩირი და დავითთან შესახვედრად გაემართა. „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული. ლაპარაკის ნება მიეცი შენს მხევალს და ისმინე შენი მხევლის სიტყვები“, — შესთხოვა მას აბიგაილმა. დავითს გული მოულბო აბიგაილის ვედრებამ, რომელიც სირბილით იყო აღსავსე. ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, დავითმა უთხრა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. და კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავი შენ, რომ არ გამიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე“ (1 მეფეთა 25:18, 24, 32, 33). ნაბალის უკმეხობა, საბოლოოდ, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. დადებითმა თვისებებმა კი ბედნიერება მოუტანა აბიგაილს, რომელიც დავითმა მოგვიანებით ცოლად შეირთო. მისი რბილი ხასიათი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც დღეს იეჰოვას ემსახურება (1 მეფეთა 25:36—42).
განივითარეთ რბილი ხასიათი
18, 19. ა) რა ცვლილება შეიმჩნევა, როდესაც რბილი ხასიათით ვიმოსებით? ბ) რა დაგვეხმარება საკუთარი თავის კარგად გამოკვლევაში?
18 რბილი ხასიათის განვითარება აუცილებელია. მასში თავაზიანობაზე მეტი იგულისხმება; სირბილე თვისებაა და ის დადებითად მოქმედებს გარშემო მყოფებზე. წარსულში, შესაძლოა, გვახასიათებდა უკმეხად და მკაცრად ლაპარაკი, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შემდეგ უფრო თავაზიანები გავხდით. პავლე ასეთი ცვლილებების შესახებ ლაპარაკობდა, როდესაც თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: «შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე [„რბილი ხასიათი“, აქ], სულგრძელობა» (კოლასელთა 3:12). ბიბლიაში პიროვნების ამგვარად გარდაქმნა მტაცებელი ცხოველების — მგლის, ვეფხვის, ლომის, დათვისა და ასპიტის — თვისებების თვინიერი შინაური ცხოველების — კრავის, თიკნის, ხბოსა და ძროხის — თვისებებით შეცვლას არის შედარებული (ესაია 11:6—9; 65:25). ადამიანის ხასიათის ასეთი ცვლილება ნამდვილად გასაოცარია, მაგრამ გვესმის, რომ ამაში მთავარ როლს ღვთის სული ასრულებს, რადგანაც რბილი ხასიათი ღვთის სულის საუცხოო ნაყოფის ნაწილია.
19 ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ, თუ უკვე მოვახდინეთ სასურველი ცვლილებები და თავი მივუძღვენით იეჰოვას, აღარ გვესაჭიროება რბილი ხასიათის განვითარება? არა. მაგალითად, ახალ იაკობი 1:23—25).
ტანსაცმელს ყოველთვის სჭირდება მოვლა, რათა სუფთად და ფაქიზად გამოიყურებოდეს. ღვთის სიტყვის შესწავლა და მასში მოცემულ მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება, ახალი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი თვისებები. რას ხედავთ, როდესაც სულიერ სარკეში — ღვთის შთაგონებით დაწერილ ბიბლიაში — იხედებით? (20. რა დაგვეხმარება რბილი ხასიათის განვითარებაში?
20 ადამიანები ხასიათით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ღვთის მსახურთა შორის ზოგს უფრო რბილი ხასიათი აქვს, ვიდრე სხვებს. ასეა თუ ისე, თითოეულ ქრისტიანს ესაჭიროება, განივითაროს ღვთის სულის ნაყოფი, რომელშიც რბილი ხასიათიც შედის. პავლე ტიმოთეს სიყვარულით შეაგონებდა: „ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმოთე 6:11, აქ). სიტყვა „ისწრაფე“ ძალისხმევის აუცილებლობაზე მიუთითებს. ერთ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია, როგორც „მტკიცედ გადაწყვიტე“. თუ ძალისხმევას მოვახმართ და ვიფიქრებთ ღვთის სიტყვაში მოცემულ შესანიშნავ მაგალითებზე, ისინი ჩვენში ‘ჩაინერგება’. ეს მაგალითები ხელს შეუწყობს ჩვენს ფორმირებას და ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპებად გამოგვადგება (იაკობი 1:21).
21. ა) რატომ უნდა განვივითაროთ რბილი ხასიათი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 გარშემო მყოფთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულებიდან გამოჩნდება, რამდენად რბილი ხასიათი გვაქვს. «ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? — შეკითხვას სვამს მოწაფე იაკობი და დასძენს: — კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოქმედებაში [„აჩვენოს . . . სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით“, აქ]» (იაკობი 3:13). როგორ უნდა გამოვავლინოთ ეს ქრისტიანული თვისება ოჯახში, კრებასა და ქრისტიანულ მსახურებაში? ამასთან დაკავშირებით მომდევნო სტატიაში პრაქტიკული რჩევებია მოცემული.
გასამეორებლად
• რა ისწავლეთ რბილი ხასიათის შესახებ
• იეჰოვას მაგალითიდან?
• იესოს მაგალითიდან?
• მოსეს მაგალითიდან?
• აბიგაილის მაგალითიდან?
• რატომ არ უნდა ვიშურებდეთ ძალ–ღონეს რბილი ხასიათის განსავითარებლად?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 16 გვერდზე]
რატომ მიიღო იეჰოვამ აბელის მსხვერპლი?
[სურათი 17 გვერდზე]
იესომ დაგვანახვა, რომ რბილი ხასიათი და თავმდაბლობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
[სურათი 18 გვერდზე]
მოსემ რბილი ხასიათის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.