არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აირჩიეთ მარადიული სიცოცხლე

აირჩიეთ მარადიული სიცოცხლე

აირჩიეთ მარადიული სიცოცხლე

ბევრს უწინ არასდროს ჰქონია ასეთი დიდი არჩევანი. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, პირად არჩევანზეა დამოკიდებული ის, თუ რას ჩავიცვამთ, რას შევჭამთ, სად ვიმუშავებთ ან სად ვიცხოვრებთ. ბევრ ქვეყანაში ადამიანი, ჩვეულებრივ, თვითონ ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. აღსანიშნავია, რომ ბიბლია ისეთი არჩევნის გაკეთებას გვთავაზობს, რომელიც სხვა ნებისმიერზე გაცილებით მნიშვნელოვანია — და ამ არჩევნის გაკეთების საშუალება მთელ კაცობრიობას ეძლევა.

ბიბლიაში ნათქვამია: „სიმართლეში მტკიცე სიცოცხლისკენაა, ბოროტების მდევნელი კი — სიკვდილისკენ“ (იგავები 11:19). იესო ქრისტემ კი ასეთი რამ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

დიახ, ჩვენი შემოქმედი მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზის არჩევის შესაძლებლობას გვაძლევს! რის გაკეთება გვმართებს მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად?

ბიბლიის თანახმად, „სიმართლის გზაზე სიცოცხლეა“ (იგავები 12:28, სსგ). ჩვენ შეგვიძლია იმ მართალ ადამიანებს შორის ვიყოთ, რომლებიც მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზით დადიან. როგორ? იეჰოვას ნების შესრულებით და მისი მითითებების თანახმად ცხოვრებით (მათე 7:13, 14). ასე რომ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივიღოთ ღვთისგან ბოძებული ჯილდო — მარადიული სიცოცხლე (რომაელთა 6:23).