თითოეული თავისი ლეღვის ძირას იჯდება
თითოეული თავისი ლეღვის ძირას იჯდება
ახლო აღმოსავლეთის ზაფხული იმდენად ცხელია, რომ ამ დროს ჩრდილში თავის შეფარება მართლაც რომ დიდი შვებაა. ნებისმიერი ხე, რომელიც მზის მწველი სხივებისგან დამცავი თავშესაფრის მოვალეობას ასრულებს, ძალიან სასურველია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლთან ახლოს იზრდება. ლეღვის ხე დიდი, განიერი ფოთლებითა და ფართოდ გადაშლილი ტოტებით, ამ მხარეში არსებულ ნებისმიერ სხვა ხესთან შედარებით, საუკეთესო საჩრდილობელს წარმოადგენს.
წიგნში „ბიბლიის მცენარეები“ აღნიშნულია: „ამბობენ, რომ [ლეღვის ხის] ჩრდილქვეშ ყოფნა უფრო სასიამოვნო და გამაგრილებელია, ვიდრე კარავში“. ძველ ისრაელში ვენახების განაპირას დარგული ლეღვის ხეები მიწათმოქმედებისთვის იდეალური ადგილი იყო დასასვენებლად.
ცხელი და ხანგრძლივი დღის ბოლოს ოჯახის წევრებს შეეძლოთ თავიანთი ლეღვის ხის ძირას დამსხდარიყვნენ და სასიამოვნო ურთიერთობით დამტკბარიყვნენ. გარდა ამისა, ეს ხე მის პატრონს უხვ, ნოყიერ და სასარგებლო ნაყოფს აძლევდა. სწორედ ამიტომ მეფე სოლომონის მმართველობის პერიოდიდან ლეღვის ხის ძირას ჯდომა მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიუხვეს განასახიერებდა (3 მეფეთა 4:24, 25).
საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა მოსემ აღთქმულ მიწას ‘ლეღვის ქვეყანა’ უწოდა (მეორე რჯული 8:8). ამ მიწის ნაყოფიერებაზე მის დასაზვერად გაგზავნილი თორმეტი მამაკაცის მიერ ისრაელთა ბაკანში მოტანილი ლეღვი და სხვა ხილი მოწმობდა (რიცხვნი 13:22—24). XIX საუკუნის ერთი მოგზაური, რომელიც ბიბლიურ ქვეყნებს ეწვია, იტყობინებოდა, რომ ლეღვი იქ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხე იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ საღვთო წერილში ასე ხშირად მოიხსენიება ლეღვი და ლეღვის ხე.
წელიწადში ნაყოფის ორჯერ მომტანი ხე
ლეღვის ხე კარგად ეგუება თითქმის ყველანაირ ნიადაგს და თავისი ღრმად გადგმული ფესვებით ახლო აღმოსავლეთის ზაფხულის გრძელ და მშრალ სეზონს უძლებს. ლეღვი მართლაც რომ უჩვეულო ხეა, რადგან ნაყოფი წელიწადში ორჯერ გამოაქვს: ის პირველად ივნისში ისხამს ნაყოფს, ხოლო მეორედ, ჩვეულებრივ, აგვისტოდან იწყებს ესაია 28:4). ისრაელები საადრეო ლეღვს, როგორც ხილს, ისე ჭამდნენ. საგვიანო ლეღვისგან კი ჩირს აკეთებდნენ და მთელი წლის მანძილზე მიირთმევდნენ. ზოგჯერ ლეღვის ჩირს გარკვეული ზომის მრგვალ ფორმებად აბრტყელებდნენ. ხანდახან მას ნუშსაც უმატებდნენ. ასეთი სახით მომზადებული ლეღვის კვერები შესანახად მოსახერხებელი, ნოყიერი და გემრიელი იყო.
ნაყოფის გამოღებას (ბიბლიაში მოხსენიებულმა წინდახედულმა ქალმა, აბიგაილმა, დავითს ორასი ლეღვის კვერი მიართვა და, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ ეს შესაფერისი საკვები იქნებოდა დევნილი დავითისა და მისი მეომრებისთვის (1 მეფეთა 25:18, 27). ლეღვს სამკურნალოდაც იყენებდნენ. მეფე ხიზკიას (ხიზკიაჰუს) წყლულის განსაკურნავად ლეღვი გამოიყენეს, თუმცა მისი განკურნება, ძირითადად, ღვთის ძალით მოხდა (4 მეფეთა 20:4—7) *.
ძველ დროში ლეღვის ჩირი ძალიან ფასობდა ხმელთაშუა ზღვის მთელ რეგიონში. ერთხელ სახელმწიფო მოღვაწე კატონი ლეღვს იმ მიზნით აქებდა, რომ რომის სენატი დაერწმუნებინა კართაგენის წინააღმდეგ მესამე პუნიკური ომის წამოწყებაში. ლეღვის საუკეთესო ჩირი რომში კარიიდან (მცირე აზია) შემოჰქონდათ. სწორედ აქედან მოდის ლეღვის ჩირის ლათინური სახელწოდება (carica). ამავე რეგიონში, რომელიც დღეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიას ეკუთვნის, ჯერ კიდევ ამზადებენ საუკეთესო ლეღვის ჩირს.
ისრაელი მიწათმოქმედები ხშირად ლეღვის ხეებს ვენახებში რგავდნენ, მაგრამ, თუ უნაყოფო აღმოჩნდებოდა, ჩვეულებისამებრ, ჭრიდნენ, რადგან მათ პატარა მიწის ნაკვეთები ჰქონდათ. იესოს მიერ უნაყოფო ლეღვის ხესთან დაკავშირებით მოყვანილ იგავში ვენახის პატრონმა ასეთი რამ უთხრა მევენახეს: „აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოსჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?“ (ლუკა 13:6, 7). რამდენადაც იესოს დროს ხეები იბეგრებოდა, ნებისმიერი უნაყოფო ხე ზედმეტი ხარჯი იყო.
ისრაელში ლეღვი მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ლეღვის მოუსავლიანობა უბედურებას ნიშნავდა და ეს შეიძლება იეჰოვას მიერ გამოტანილი მსჯავრის შედეგიც ყოფილიყო (ოსია 2:14; ამოსი 4:9). წინასწარმეტყველმა აბაკუმმა დაწერა: „თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ . . . მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას“ (აბაკუმი 3:17, 18).
ორგული ერის სიმბოლო
საღვთო წერილში ლეღვი ან ლეღვის ხე ზოგჯერ სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად, იერემიამ ტყვეობაში მყოფი ერთგული იუდეველები ერთ კალათა კარგ ლეღვს შეადარა. ის ამ შემთხვევაში პირველნაყოფს გულისხმობდა, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, როგორც ხილს, ისე ჭამდნენ. ორგული იუდეველი ტყვეები კი შედარებული იყვნენ ლეღვის გაფუჭებულ ნაყოფთან, რომლებიც უნდა გადაყრილიყო, რადგან მისი ჭამა შეუძლებელი იყო (იერემია 24:2, 5, 8, 10).
იესომ უნაყოფო ხის შესახებ იგავით დაგვანახვა, როგორ ავლენდა ღმერთი მოთმინებას ისრაელი ერის მიმართ. როგორც უკვე ზემოთ იყო მოხსენიებული, იესო ლაპარაკობდა ვენახის პატრონზე, რომელსაც ვენახში ლეღვის ხე ჰქონდა დარგული. ლუკა 13:8, 9).
როდესაც ამ ხემ სამი წლის განმავლობაში ნაყოფი არ გამოიღო, პატრონმა მისი მოჭრა გადაწყვიტა. მევენახემ კი უთხრა მას: „ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს მოვაყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოსჭრი მას“ (როდესაც იესომ ეს იგავი მოიყვანა, იმ დროისთვის ის უკვე სამი წელი ქადაგებდა და ებრაელ ხალხში რწმენის ჩანერგვასა და გაღვივებას ცდილობდა. მან კიდევ უფრო გაააქტიურა თავისი მსახურება და სიმბოლური ლეღვის ხისთვის — ისრაელი ერისთვის — „ნიადაგის განოყიერებას“ ცდილობდა, რათა ნაყოფის გამოღების შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად ამისა, იესოს სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ცხადი გახდა, რომ ამ ერმა, მთლიანობაში, უარყო მესია (მათე 23:37, 38).
მოგვიანებით, იესომ კიდევ ერთხელ გამოიყენა ლეღვის ხე ებრაელი ერის ცუდი სულიერი მდგომარეობის აღსაწერად. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე, როცა ბეთანიიდან იერუსალიმში მიემგზავრებოდა, მან დაინახა ლეღვის ხე, რომელიც კარგად იყო შეფოთლილი, მაგრამ ზედ ერთი ნაყოფიც კი არ ჰქონდა. რადგან ლეღვს პირველი ნაყოფი ფოთლებთან ერთად გამოაქვს — ზოგჯერ ფოთლების გამოსვლამდეც კი — უნაყოფობის გამო ეს ხე უვარგისი იყო (მარკოზი 11:13, 14) *.
უნაყოფო ხის მსგავსად, რომელიც საღად გამოიყურებოდა, ისრაელი ერის მდგომარეობაც გარეგნულად შემაცდენელი იყო. მას არ გამოჰქონდა ღვთისთვის მოსაწონი ნაყოფი და, საბოლოოდ, იეჰოვას ძეც კი უარყო. იესომ ეს უნაყოფო ხე დასწყევლა, მომდევნო დღეს კი მოწაფეებმა შეამჩნიეს, რომ ის სრულიად გამხმარიყო. ეს გამხმარი ხე იმის მომასწავებელი იყო, რომ იეჰოვა მალე უარყოფდა ისრაელ ერს, როგორც თავის რჩეულ ხალხს (მარკოზი 11:20, 21).
„ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი“
იესომ ლეღვის ხის მაგალითი იმის საჩვენებლადაც მოიყვანა, რომ მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა იმ დროსთან დაკავშირებით, როცა ის მოსული იქნებოდა. მან თქვა: „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი“ (მათე 24:32, 33). ლეღვის ხის ხასხასა მწვანე ფოთლები კარგად შესამჩნევია და ზაფხულის მოსვლის აშკარა მანიშნებელია. მსგავსადვე, იესოს იმ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებშია ჩაწერილი, აშკარად მოწმობს, რომ ის უკვე მოსულია სამეფო ძალაუფლებით (ლუკა 21:29—31).
რადგან კაცობრიობის ისტორიის ასეთ კრიტიკულ პერიოდში ვცხოვრობთ, უეჭველად გვაქვს იმის სურვილი, რომ ლეღვისგან ვისწავლოთ. თუ ამგვარად მოვიქცევით და სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, დიდებული დანაპირების შესრულების მოწმე გავხდებით: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 ნატურალისტმა ჰ. ბ. ტრისტრამმა, რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდში ბიბლიურ ქვეყნებში მოგზაურობდა, შეამჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმ დროისთვის ჯერ კიდევ იყენებდა ლეღვს წყლულების სამკურნალოდ.
^ აბზ. 16 ეს შემთხვევა სოფელ ბეთბაგესთან ახლოს მოხდა. სახელი ბეთბაგე „საადრეო ლეღვის სამშობლოს“ ნიშნავს, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ეს მხარე განთქმული იყო საადრეო ლეღვის უხვი მოსავლით.