ძალიან საინტერესო ჩანაწერები
ძალიან საინტერესო ჩანაწერები
ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა რიჩარდ ბერდმა 1928—1956 წლებში ანტარქტიდაზე ხუთი ექსპედიცია მოაწყო. ის და მისი ექსპედიციის წევრები აწარმოებდნენ დღიურს და აკეთებდნენ ზუსტ სანავიგაციო ჩანაწერებს. ამან მათ საშუალება მისცა, განესაზღვრათ ქარის მიმართულების ცვლილება, შეედგინათ რუკები და ანტარქტიდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეპოვებინათ.
ბერდის ექსპედიციების მაგალითიდან ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია საექსპედიციო დღიურის წარმოება. ასეთ ჩანაწერებში დაწვრილებით არის აღწერილი ზღვით მოგზაურობისა თუ ფრენის დროს მომხდარი მოვლენები. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, გადახედოს, თუ რა მოხდა მაშინ ან გააანალიზოს მომხდარი ფაქტები, რათა შემდგომი მოგზაურობებისას გაითვალისწინოს.
საღვთო წერილი ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ამ წყალდიდობამ, რომელმაც მთელი მსოფლიო წალეკა, ერთ წელზე მეტ ხანს გასტანა. წარღვნამდე ნოე, მისი მეუღლე და მათი სამივე ვაჟი მეუღლეებთან ერთად 50—60 წელი აგებდნენ კიდობანს — უზარმაზარ ხომალდს, რომლის მოცულობაც 40 000 კუბური მეტრი იყო. რა მიზნით? წარღვნის დროს ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად (დაბადება 7:1—3).
ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „დაბადებაში“, მოცემულია ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება წარღვნის შესახებ ნოეს ჩანაწერი ეწოდოს. მასში აღწერილია მოვლენები წარღვნის დაწყებიდან ნოეს ოჯახის კიდობნიდან გამოსვლის ჩათვლით. აქვს დღეს ჩვენთვის ამ ჩანაწერებს რაიმე მნიშვნელობა?