დადექით და უყურეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას!
დადექით და უყურეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას!
„გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას“ (2 ნეშტთა 20:17).
1, 2. რატომ არის საერთაშორისო ტერორიზმზე სერიოზული „გოგის“ მოახლოებული თავდასხმა?
ტერორიზმს ზოგი მსოფლიო საზოგადოებაზე, თვით ცივილიზაციაზე თავდასხმასაც კი უწოდებს. გასაგებია, რომ ასეთი საფრთხე უყურადღებოდ არ უნდა იყოს დატოვებული. მეორე მხრივ, საზოგადოება თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევს სხვა გაცილებით სერიოზულ, მოახლოებულ თავდასხმას. რა თავდასხმაზეა ლაპარაკი?
2 ეს „გოგის“ თავდასხმაა, რომელიც ბიბლიაში ეზეკიელის 38-ე თავშია აღწერილი. გადაჭარბებული ხომ არ არის იმის თქმა, რომ ეს თავდასხმა საერთაშორისო ტერორიზმზე სერიოზულია? სრულიადაც არა, რადგანაც „გოგს“ ადამიანთა მთავრობებზე კი არ მიაქვს იერიში, არამედ ღვთის ზეციერ მთავრობაზე! მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც სრული წარმატებით ვერ უმკლავდებიან თავდასხმებს თავიანთი სისტემის წინააღმდეგ, შემოქმედს შესწევს ძალა, გაუმკლავდეს „გოგის“ ამ ბევრად უფრო მწვავე თავდასხმას.
ღვთის მთავრობაზე თავდასხმა
3. რა შესაძლებლობა მიეცათ წუთისოფლის მმართველებს 1914 წლიდან და რა რეაგირება მოახდინეს მათ?
3 ღვთის მიერ ტახტზე აყვანილ მეფესა და სატანის ბოროტ სისტემას შორის კონფლიქტი მას შემდეგ გრძელდება, რაც 1914 წელს ღვთის სამეფომ ზეცაში დაიწყო მმართველობა. იმ დროს წუთისოფლის მმართველებს ეცნობათ, რომ ღვთის რჩეულ მმართველს უნდა დამორჩილებოდნენ. მაგრამ მათ უარი განაცხადეს ამაზე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო: «ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან: „დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს“» (ფსალმუნები 2:1—3). ღვთის სამეფოს მმართველობისთვის წინააღმდეგობის გაწევა კულმინაციას მიაღწევს, როდესაც ღვთის ზეციერ მთავრობაზე „გოგი“ მიიტანს იერიშს.
4, 5. როგორ შეიძლება ადამიანები ღვთის უხილავ ზეციერ მთავრობას ებრძოლონ?
4 შესაძლოა, დაგვებადოს კითხვა: როგორ უნდა ებრძოლონ ადამიანები უხილავ ზეციერ მთავრობას? ბიბლიის თანახმად, ეს მთავრობა შედგება ‘ქვეყნიერებისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა’ და „კრავისგან“ ანუ იესო ქრისტესგან (გამოცხადება 14:1, 3, სსგ; იოანე 1:29). რადგანაც ეს მთავრობა ზეციერია, „ახალ ცად“ არის მოხსენიებული, მისი მიწიერი ქვეშევრდომები კი, შესაბამისად, — „ახალ მიწად“ (ესაია 65:17; 2 პეტრე 3:13). ქრისტეს 144 000 თანამმართველისგან უმრავლესობამ უკვე დაასრულა დედამიწაზე ერთგული მსახურება. მათ დაამტკიცეს, რომ ზეცაში მსახურების დაწყების ღირსნი არიან.
5 ქრისტეს თანამმართველთაგან დარჩენილი მცირე ნაწილი კი ჯერ კიდევ დედამიწაზეა. 2002 წელს ქრისტეს გახსენების საღამოზე გამოცხადება 12:17).
15 000 000-ზე მეტ დამსწრეთაგან მხოლოდ 8 760-მა გამოხატა ამ ზეციერი მსახურების იმედი. ის, ვინც ღვთის სამეფოს მთავრობის ამ მომავალ წევრებს ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, ღვთის სამეფოს ებრძვის (მეფე საბოლოოდ იმარჯვებს
6. როგორ უყურებენ იეჰოვა და იესო ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეებს?
6 იეჰოვა თავისი სამეფოს მოწინააღმდეგეების მოქმედებას უყურადღებოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: «მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმიდა მთაზე“» (ფსალმუნები 2:4—6). მოვიდა დრო, როდესაც ქრისტემ იეჰოვას ხელმძღვანელობით უნდა „გაიმარჯვოს“ (გამოცხადება 6:2). როგორ უყურებს იეჰოვა ამ საბოლოო გამარჯვების დროს თავისი ხალხის მოწინააღმდეგეებს? მათ საკუთარ და ღვთის სამეფოს მეფის მოწინააღმდეგეებად თვლის. „თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარეა“, — ნათქვამია ბიბლიაში (ზაქარია 2:8). აგრეთვე იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმას, რასაც ადამიანები მის ცხებულ ძმებს უკეთებენ ან არ უკეთებენ, ისე უყურებს, როგორც თვითონ მისთვის გაეკეთებინოთ ან არ გაეკეთებინოთ (მათე 25:40, 45).
7. რატომ ანთხევს „გოგი“ რისხვას გამოცხადების 7:9-ში აღწერილ „უამრავ ხალხზე“?
7 ცხადია, „გოგი“ რისხვას გადმოანთხევს მათზეც, ვინც აქტიურად უჭერს მხარს ცხებულთა დარჩენილ ნაწილს. ღვთის „ახალი მიწის“ ეს მომავალი წევრები „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ გამოსულ „უამრავ ხალხს“ ქმნიან (გამოცხადება 7:9). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი „იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი“. ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე მათდამი კეთილგანწყობილი არიან. ისინი „პალმებით ხელში“ ესალმებიან იეჰოვას, სამყაროს კანონიერ უზენაეს მმართველს, რომლის მმართველობაც ტახტზე ასული მეფე იესო ქრისტეს, „ღვთის კრავის“, მმართველობით არის წარმოდგენილი (იოანე 1:29, 36).
8. რას გააკეთებს ქრისტე „გოგის“ თავდასხმისას და რა იქნება ამის შედეგი?
8 „გოგის“ თავდასხმა გამოიწვევს იმას, რომ ღვთის სამეფოს მეფე არმაგედონის ომს დაიწყებს (გამოცხადება 16:14, 16). ამ ომში განადგურდება იეჰოვას უზენაესობის ნებისმიერი მოწინააღმდეგე. ისინი კი, ვინც ღვთის სამეფოსადმი ერთგულების გამო გაჭირვება გამოიარა, შვებით ამოისუნთქებენ. ამის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „ეს არის ღვთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანი, რომ ღირსნი იქნებით ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც იტანჯეთ კიდეც. რადგან სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი, შეჭირვებულებმა, განსვენება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:5—8).
9, 10. ა) როგორ გაამარჯვებინა იეჰოვამ იუდას მრავალრიცხოვან მტერზე? ბ) რის გაკეთებას უნდა განაგრძობდნენ ქრისტიანები?
9 მოახლოებული დიდი გასაჭირისას, რომელიც არმაგედონის ომით დასრულდება, ქრისტე ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრებს. მის მიმდევრებს არ დასჭირდებათ ბრძოლა, როგორც ათასწლეულების წინათ იუდას სამეფოს მცხოვრებლებს არ დასჭირვებიათ. იმ დროს თვითონ იეჰოვა იბრძოდა და მან გაამარჯვებინა თავის ხალხს. ამის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „უფალმა შფოთში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული მოაბელნი, ყამონის ძენი და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონის ძენი, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. და ავიდნენ იუდაელნი უდაბნოს ბორცვზე, და გადახედეს ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე და აღარავინ გადარჩენილა“ (2 ნეშტთა 20:22—24).
10 მართლაც ზედმიწევნით შესრულდა იეჰოვას სიტყვები: „ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ“ (2 ნეშტთა 20:17). ქრისტიანებმა ძველი იუდაელების მაგალითს უნდა მიჰბაძონ, როდესაც იესო ქრისტე ‘გასამარჯვებლად’ იბრძოლებს. მანამდე კი ისინი განაგრძობენ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, არამედ სულიერი იარაღით. ისინი ასე ‘სძლევენ ბოროტს კეთილით’ (რომაელთა 6:13; 12:17—21; 13:12; 2 კორინთელთა 10:3—5).
ვინ წარმართავს „გოგის“ თავდასხმას?
11. ა) ვის გამოიყენებს „გოგი“ თავდასხმისას? ბ) რა იგულისხმება სულიერ სიფხიზლეში?
11 „გოგი“ სატანა ეშმაკია 1914 წელს დაცემის შემდეგ. ის სულიერი ქმნილებაა, ამიტომაც უშუალოდ ვერ შეძლებს თავდასხმას. თავისი განზრახვის განსახორციელებლად „გოგი“ ადამიანებსა და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებს გამოიყენებს. კერძოდ ვის? ბიბლიაში ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მისი დახმარებით შეგვიძლია „გოგის“ მხარდამჭერთა ამოცნობა. თანდათანობით, მსოფლიო მოვლენების განვითარებასა და, შესაბამისად, ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან ერთად, სულ უფრო ნათელი სურათი წარმოგვიდგება. იეჰოვას ხალხი ერიდება
ვარაუდებს, მაგრამ სულიერად ფხიზლობს — თვალყურს ადევნებს პოლიტიკური და რელიგიური კლიმატის ცვლილებას, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება.12, 13. რა იწინასწარმეტყველა დანიელმა ღვთის ხალხზე უკანასკნელი თავდასხმის შესახებ?
12 დანიელის წინასწარმეტყველება ნათელს ჰფენს ღვთის ხალხზე უკანასკნელ თავდასხმას: «დიდი რისხვით გამოვა [ჩრდილოეთის მეფე] მრავალთა გასაწყვეტად და გასაჟლეტად. დასცემს თავის სეფე-კარვებს [„დიდ“, აქ] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის» (დანიელი 11:44, 45).
13 ბიბლიურ დროში „დიდი ზღვა“ ხმელთაშუა ზღვას ეწოდებოდა, ხოლო „წმიდა მთა“ სიონი იყო, რომლის შესახებაც იეჰოვამ თქვა: „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმიდა მთაზე“ (ფსალმუნები 2:6; იესო ნავეს ძე 1:4). აქედან გამომდინარე, სულიერი გაგებით, ‘დიდ ზღვასა და წმიდა მთას შორის’ ადგილით წარმოდგენილია ცხებულ ქრისტიანთა აყვავებული სულიერი სამფლობელო. ცხებულები აღარ არიან ღვთისგან განდგომილი კაცობრიობის „ზღვის“ ნაწილი და ღვთის სამეფოში ქრისტესთან ერთად მეფობას მოელიან. გასაგებია, რომ ღვთის ცხებული მსახურები და მათი თანამსახური „უამრავი ხალხი“ იქნებიან ჩრდილოეთის მეფის თავდასხმის ობიექტი, როდესაც დანიელის წინასწარმეტყველება შესრულდება (ესაია 57:20; ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1, სსგ).
როგორ მოიქცევიან ღვთის მსახურები?
14. რომელი სამი მითითება უნდა შეასრულოს ღვთის ხალხმა „გოგის“ თავდასხმისას?
14 როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის მსახურები თავდასხმის დროს? კვლავ იოშაფატის დღეებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, მაშინ როგორ მოიქცა ღვთის ერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ სამი მითითება მიეცათ: 1) გადით, 2) დადექით და 3) უცქირეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას. დღეს როგორღა უნდა მოიქცეს ღვთის ხალხი ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით? (2 ნეშტთა 20:17).
15. რას ნიშნავს იეჰოვას ხალხისთვის პოზიციის დაკავება?
15 გადით: აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა პოზიციის დაკავებას ნიშნავს. ღვთის ხალხი არ დათმობს საკუთარ პოზიციას და კვლავაც ღვთის სამეფოს დაუჭერს მხარს. ისინი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, „მტკიცენი და შეურყეველნი“ განაგრძობენ იეჰოვას მსახურებას და კვლავაც განადიდებენ მას სიყვარულისა და სიკეთისათვის (1 კორინთელთა 15:58; ფსალმუნები 117:28, 29). ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ აიძულებს მათ ღვთის მოსაწონი პოზიციის დათმობას.
16. რა გაგებით დადგებიან იეჰოვას მსახურები?
16 დადექით: იეჰოვას მსახურები თავიანთი ძალებით არ შეეცდებიან საკუთარი თავის ხსნას. ისინი სრულად მიენდობიან იეჰოვას. მხოლოდ მას შეუძლია, თავისი მსახურები მსოფლიო ქაოსიდან დაიხსნას და ჰპირდება კიდეც მათ ამას (ესაია 43:10, 11; 54:15; იერემიას გოდება 3:26). იეჰოვას ნდობაში იმ ხილული არხის ნდობაც იგულისხმება, რომელსაც ის უკვე ათწლეულებია, რაც თავისი განზრახვის განსახორციელებლად იყენებს. ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ისე, როგორც არასდროს, აუცილებელი იქნება ნდობის გამოვლენა იმ თანამორწმუნეთა მიმართ, რომლებსაც იეჰოვამ და მეფე იესო ქრისტემ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები დააკისრეს. ეს ერთგული მორწმუნეები უხელმძღვანელებენ ღვთის ხალხს. მათი ხელმძღვანელობის უგულებელყოფა შესაძლოა დამღუპველი იყოს (მათე 24:45—47; ებრაელთა 13:7, 17).
17. რატომ დაინახავენ იეჰოვას მიერ ხსნას ღვთის მსახურები?
17 უცქირეთ იეჰოვას მიერ თქვენს ხსნას: ღმერთი გადაარჩენს მათ, ვინც ბოლომდე ერთგულად მსახურების პოზიციაზე იდგება და იეჰოვაზე დაამყარებს ხსნის იმედს. ისინი უკანასკნელ წუთამდე მაქსიმალურად შეეცდებიან იეჰოვას სამსჯავროს დღის მოსვლის უწყებას. ყველა ქმნილებამ უნდა იცოდეს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მას ერთგული მსახურები ჰყავს დედამიწაზე. აღარასოდეს გახდება საჭირო იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობის დასამტკიცებლად ხანგრძლივი დროის გამოყოფა (18, 19. ა) როგორ გამოხატავს გამოსვლის მე-15 თავში მოცემული გამარჯვების სიმღერა „გოგის“ თავდასხმის დროს გადარჩენილთა გრძნობებს? ბ) რის გაკეთებაა დროული ღვთის ხალხისთვის?
18 ღვთის ხალხი განახლებული ძალებით გადავა ახალ ქვეყნიერებაში. მათ გამარჯვების სიმღერით იეჰოვას განდიდების ისეთივე სურვილი ექნებათ, როგორც ისრაელებს ჰქონდათ ძველად წითელ ზღვაში გავლისა და გადარჩენის შემდეგ. იეჰოვას მფარველობისთვის მადლიერების გრძნობით მოცულნი ისინი ცალ-ცალკე თუ ერთობლივად ხოტბას შეასხამენ იეჰოვას: «ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა . . . უფალი მეომარია, უფალია [„იეჰოვაა“, აქ] სახელი მისი . . . მარჯვენა შენი, უფალო, მტერს მუსრავს. და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვარებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ . . . შენ წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, შენ რომ იხსენი. წინ გაუძეხი შენი ძალით შენი წმიდა სამყოფელისკენ . . . მიიყვანე ის და დანერგე იგი შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შექმენ შენს დასავანებლად, უფალო, საწმიდარში, მეუფეო, რომელიც განამზადეს შენმა ხელებმა. უფალი [„იეჰოვა“, აქ] იმეფებს უკუნითი უკუნისამდე» (გამოსვლა 15:1—19).
19 დღეს მარადიული სიცოცხლე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. მაშ, რამდენად დროულია ღვთის მსახურებისთვის, განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინონ იეჰოვასადმი და განახლებული ძალებით განაგრძონ მარადიული მეფის მსახურება (1 ნეშტთა 29:11—13).
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ დაესხმება „გოგი“ ცხებულებსა და „სხვა ცხვრებს“?
• როგორ დაიკავებენ თავიანთ პოზიციას ღვთის მსახურები?
• რას ნიშნავს ‘დგომა’ ღვთის ხალხისთვის?
• როგორ დაინახავს ღვთის ხალხი იეჰოვას მიერ ხსნას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვამ ისე გაამარჯვებინა იოშაფატსა და მის ხალხს, რომ მათ ბრძოლა არ დასჭირვებიათ.
[სურათი 20 გვერდზე]
ცხებულები და სხვა ცხვრები მხარს უჭერენ იეჰოვას უზენაეს მმართველობას.
[სურათი 22 გვერდზე]
ძველი დროის ისრაელების მსგავსად, ღვთის ხალხი მალე გამარჯვების სიმღერას იმღერებს.