ვისწავლოთ იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს
ვისწავლოთ იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს
პავლე მოციქულმა ფილიპელი ქრისტიანებისადმი გაგზავნილ გამამხნევებელ წერილში ასეთი რამ აღნიშნა: „ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს . . . მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას“ (ფილიპელთა 4:11, 12).
როგორ ისწავლა პავლემ იმით დაკმაყოფილება, რაც ჰქონდა? იმის მხედველობაში მიღებით, თუ რამდენად რთულია დღეს თავის შენახვა და რამდენად არასტაბილურია ეკონომიკური მდგომარეობა, ქრისტიანებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება, ისწავლონ იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ, რათა მთავარი ყურადღება იეჰოვას ნების შესრულებაზე გადაიტანონ.
ზემოთ მოყვანილი სიტყვების თქმამდე, ფილიპელებისადმი მიწერილ წერილში პავლემ მოიხსენია, რა მიღწევები ჰქონდა ქვეყნიერებაში ქრისტიანად გახდომამდე. მან თქვა: „შემეძლო ხორცის იმედი მქონოდა. თუ სხვა ვინმე ფიქრობს ხორცის იმედზე, მე — მით უმეტეს. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, ისრაელის მოდგმისაგან, ბენიამინის ტომისა, ებრაელი ებრაელთაგანი, რჯულით ფარისეველი, მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით უმწიკვლო“ (ფილიპელთა 3:4—6). გარდა ამისა, პავლე, როგორც მოშურნე იუდეველი, იერუსალიმში მყოფი უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი და მათი მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს ყოველივე მას იმას უქადდა, რომ იუდეველთა სისტემაში მოიპოვებდა ძალაუფლებასა და პრესტიჟს — პოლიტიკური, რელიგიური და, უდავოა, ფინანსური თვალსაზრისით (საქმეები 26:10, 12).
მიუხედავად ამისა, როდესაც პავლე გულმოდგინე ქრისტიანი გახდა, მისთვის ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. სასიხარულო ცნობის გამო მან უარი თქვა თავის მიღწევებზე და ყველაფერზე, რასაც მანამდე მნიშვნელოვნად თვლიდა (ფილიპელთა 3:7, 8). ამის შემდეგ რით შეინახავდა ის თავს? მიიღებდა პავლე, როგორც ღვთის მსახური, რაიმე გასამრჯელოს? როგორ იზრუნებდა საკუთარ თავზე?
პავლე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მსახურობდა. ის სხვებს ტვირთად არ აწვებოდა. მაგალითად, კორინთში ყოფნისას პავლე აკვილასა და პრისკილას შეუერთდა კარვების დამზადებაში. საკუთარი თავის სარჩენად ის სხვა სამუშაოებსაც ასრულებდა (საქმეები 18:1—3; 1 თესალონიკელთა 2:9; 2 თესალონიკელთა 3:8—10). პავლემ სამ შორეულ მისიონერულ მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა და, ამავე დროს, იმ კრებებსაც ესტუმრა, რომელთა მონახულებაც საჭირო იყო. რადგან მთლიანად ღვთის მსახურებით იყო დაკავებული, მას საკმაოდ მცირე ქონება ჰქონდა. მის საჭიროებებზე, ჩვეულებრივ, ძმები ზრუნავდნენ. თუმცა, ზოგჯერ საკმაოდ მკაცრ პირობებში უწევდა ყოფნა და ძალიან უჭირდა (2 კორინთელთა 11:27; ფილიპელთა ). მიუხედავად ამისა, პავლე არასდროს უჩიოდა გაჭირვებას და არასდროს ეხარბებოდა იმას, რაც სხვებს ჰქონდათ. ის მზადყოფნითა და სიხარულით შრომობდა თანაქრისტიანების სასარგებლოდ. სხვათა შორის, სწორედ პავლე ციტირებდა იესოს კარგად ცნობილ სიტყვებს: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“. ნამდვილად შესანიშნავი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის! ( 4:15—18საქმეები 20:33—35).
რას ნიშნავს იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს?
პავლეს ბედნიერება და სიხარული, უმთავრესად, იმით იყო განპირობებული, რომ მას კმაყოფილების გრძნობა ჰქონდა. რას ნიშნავს იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს აუცილებელი საჭიროების საგნებით დაკმაყოფილებას. ამის თაობაზე პავლემ თავის თანამსახურ ტიმოთეს უთხრა: «მაინც დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად [„იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“, აქ]. რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას» (1 ტიმოთე 6:6—8).
ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე კმაყოფილების გრძნობას ღვთისადმი ერთგულებას უკავშირებს. მას ესმოდა, რომ ნამდვილი ბედნიერება მოაქვს ღვთისადმი ერთგულებას, ანუ ღვთის მსახურების — და არა სიმდიდრისა თუ ქონების — პირველ ადგილზე დაყენებას. „საზრდო და ტანსაცმელი“ ის აუცილებელი საჭიროების საგნები იყო, რომლებიც მას ღვთისადმი ერთგულად მსახურების გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ასე რომ, პავლემ ისწავლა იმით დაკმაყოფილება, რაც ჰქონდა, და ამაში მას დაეხმარა შემდეგი პრინციპი: იეჰოვასადმი მინდობა ნებისმიერ გარემოებაში.
დღესდღეობით ადამიანები ძალიან წუხან და უბედურად გრძნობენ თავს; მიზეზი კი ის არის, რომ არ იციან, როგორ ისწავლონ იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ, ან არ სურთ ამის სწავლა. 1 ტიმოთე 6:9, 10).
ნაცვლად იმისა, რომ გამოიმუშაონ ეს თვისება, ისინი უპირატესობას ფულსა და ქონებაზე დაიმედებას ანიჭებენ. რეკლამებისა და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ხალხს ისეთ გრძნობებს უღვივებენ, თითქოს ისინი ვერ იქნებიან ბედნიერი, თუ არ ექნებათ უახლესი და უმაღლესი ხარისხის ძვირადღირებული პროდუქცია და თუ დაუყოვნებლივ არ შეიძენენ მათ. ამის შედეგად, ბევრი ებმება ფულისა და გამდიდრების მახეში. ნაცვლად იმისა, რომ ბედნიერება და კმაყოფილება ჰპოვონ, ისინი „ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (მათ ისწავლეს იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ
დღესაც შესაძლებელია ღვთისადმი ერთგულებითა და კმაყოფილების გრძნობით ბედნიერებისა და სიხარულის პოვნა? რასაკვირველია. ზუსტად ამგვარად მოქმედებს მილიონობით ადამიანი. მათ ისწავლეს იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ. ეს ადამიანები იეჰოვას მოწმეები არიან. მათ თავი მიუძღვნეს
ღმერთს, ასრულებენ მის ნებას და ადამიანებს მისი განზრახვის შესახებ ყველგან ასწავლიან.დავფიქრდეთ თუნდაც მათზე, რომლებიც ნებაყოფლობით გადიან სპეციალური სწავლების კურსს და სრულიად უცხო ქვეყნებში ინიშნებიან მისიონერებად, რათა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგონ (მათე 24:14). ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იგზავნებიან, არ არის ცხოვრების ისეთივე პირობები, როგორსაც მიჩვეული იყვნენ. მაგალითად, როდესაც 1947 წელს რამდენიმე მისიონერი აზიის ერთ ქვეყანაში ჩავიდა, ომით გამოწვეული შედეგები იქ ჯერ კიდევ სახეზე იყო და ძალიან ცოტას თუ ჰქონდა სახლში ელექტროენერგია. ზოგ ქვეყანაში მისიონერებს სარეცხი მანქანის ნაცვლად, გეჯაში ან მდინარეში უწევდათ სარეცხის გარეცხვა. მაგრამ მათ ბიბლიური ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინათ ხალხისთვის და ამ მიზნის მისაღწევად შეეგუვნენ ადგილობრივ პირობებს.
სხვებმა სრული დროით მსახურება დაიწყეს ან იმ მხარეში გადავიდნენ, სადაც ჯერ კიდევ არ იყო ნაქადაგები სასიხარულო ცნობა. ადოლფო 50 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობს მექსიკის სხვადასხვა ნაწილში. ის ამბობს: „პავლე მოციქულის მსგავსად, მე და ჩემმა ცოლმა ვისწავლეთ ახალ პირობებთან შეგუება. მაგალითად, ჩვენ მიერ მოსანახულებელი ერთ-ერთი კრების ტერიტორიასთან ახლომახლო არც ქალაქი იყო და არც ბაზარი. ერთ ჯერზე ძმები მარილმოყრილი ცოტაოდენი ღორის ქონით, ერთი ნაჭერი პურითა და ერთი ფინჯანი ყავით კმაყოფილდებოდნენ. სულ ეს იყო მათი საკვები — დღეში სამი ნაჭერი პური. ასე რომ, ჩვენც ვისწავლეთ ისევე გვეცხოვრა, როგორც ეს ძმები ცხოვრობდნენ. 54 წლის განმავლობაში, რაც იეჰოვას სრული დროით ვემსახურები, ამის მსგავსი ბევრი შემთხვევა მქონდა“.
ფლორენტინო ყვება, როგორ შეეგუა ის და მისი ოჯახი რთულ პირობებში ცხოვრებას. იგი თავის წარსულს იხსენებს: „მამაჩემი შეძლებული ვაჭარი იყო და დიდ ადგილ-მამულს ფლობდა. ჯერ კიდევ მახსოვს სალარო პროდუქტების მაღაზიაში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. ამ სალაროს ჰქონდა ოთხგანყოფილებიანი უჯრა სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 20 სანტიმეტრი. ჩვენ მასში ვყრიდით ნავაჭრ ფულს. დღის ბოლოს ეს უჯრა ყოველთვის ბოლომდე იყო გავსებული ქაღალდის ფულითა თუ ხურდებით.
მოულოდნელად გავკოტრდით და ერთ დროს დიდი ქონების პატრონები გავღატაკდით. ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ საცხოვრებელი სახლის გარდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმა ავარიაში მოყვა და ორივე ფეხით დაინვალიდდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა. გარკვეული დროის განმავლობაში ხილისა და ხორცის გამყიდველად ვმუშაობდი. აგრეთვე ბამბის, ყურძნისა და იონჯის მოსავალს ვიღებდი და მინდვრებს ვრწყავდი. ზოგი ყველაფრის მცოდნეს მეძახდა. დედაჩემი ხშირად გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ჭეშმარიტება, ანუ სულიერი სიმდიდრე გვქონდა, რასაც მხოლოდ ერთეულები ფლობდნენ. ასე რომ, ვისწავლე როგორც სიუხვეში, ისე ხელმოკლეობასა და სრულ სიღატაკეში ცხოვრება. უკვე თითქმის 25 წელია, რაც იეჰოვას სრული დროით ვემსახურები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ვგრძნობდი სიხარულს, რადგანაც ცხოვრების საუკეთესო გზა — იეჰოვასთვის სრული დროით მსახურება — ავირჩიე“.
ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ „წარმავალია წუთისოფლის სახე“. სწორედ ამიტომ, ჩვენ საყურადღებოდ იქვე ასეთი მოწოდებაა: „[იყავით] მოხარულნი, როგორც უხარულნი; მქონენი, როგორც უქონელნი; წუთისოფლით მოსარგებლენი, როგორც არამოსარგებლენი“ (1 კორინთელთა 7:29—31).
დიახ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევამოწმოთ საკუთარი ცხოვრების წესი. თუ ხელმოკლედ ვცხოვრობთ, უნდა ვფრთხილობდეთ, რომ არ გავხდეთ უკმაყოფილოები და ბოღმიანები ან ვინმეს მიმართ შური არ გაგვიჩნდეს. მეორე მხრივ, რაც უნდა გაგვაჩნდეს, გონივრული იქნება, თუ სათანადო ადგილს მივუჩენთ ცხოვრებაში მატერიალურ საკუთრებას, რათა არ დაგვიმონოს. როგორც პავლე მოციქული ურჩევდა თანამორწმუნეებს, არ უნდა მივენდოთ „მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“. თუ ამგვარად მოვიქცევით, ჩვენც შევძლებთ იმის თქმას, რომ ვისწავლეთ იმით დაკმაყოფილება, რაც გვაქვს (1 ტიმოთე 6:17—19).
[სურათი 9 გვერდზე]
პავლე საკუთარი ხელით შრომობდა, რათა სხვებს ტვირთად არ დასწოლოდა.
[სურათები 10 გვერდზე]
ათასობით ადამიანი ბედნიერია ‘ღვთისადმი ერთგულებითა და იმით დაკმაყოფილებით, რაც აქვთ’.