„ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ“
„ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ“
„ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ . . . უფალი იქნება თქვენთან“ (2 ნეშტთა 20:17).
1. რა გრძნობებს იწვევს ადამიანში ტერორიზმი და რატომ არის გასაგები ხალხის შიში?
ტერორიზმი! ადამიანს ამ თავზარდამცემი სიტყვის გაგონებაზეც კი დაუცველობისა და უმწეობის გრძნობა ეუფლება. შიშთან ერთად, ის მწუხარებასა და გულისწყრომას იწვევს ხალხში. ამ სიტყვაში გამოხატულია უბედურება, რომელსაც, ბევრის აზრით, კაცობრიობა წლების განმავლობაში ვერ დააღწევს თავს. ამაში მათ ის ფაქტიც არწმუნებს, რომ ზოგი ქვეყანა უკვე დიდი ხანია, რაც ტერორიზმს ებრძვის, მაგრამ დიდ წარმატებებს ვერ აღწევს.
2. როგორ რეაგირებენ იეჰოვას მოწმეები ტერორიზმის პრობლემაზე და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
2 მიუხედავად ამისა, არსებობს იმედის საფუძველი. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც აქტიურად ქადაგებენ მსოფლიოს 234 ქვეყანაში, საოცრად ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ისინი არ ფიქრობენ, რომ ტერორიზმი ყოველთვის იარსებებს. პირიქით, დარწმუნებული არიან, რომ მას მალე მოეღება ბოლო. რამდენად რეალურია მათი მოლოდინი? ვინ გაათავისუფლებს მსოფლიოს ამ უბედურებისგან და როდის მოხდება ეს? ძალადობა, ამა თუ იმ ფორმით, ალბათ, თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ამიტომაც მართებული
იქნებოდა, გამოგვეკვლია ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი.3. რა აშინებს დღეს ხალხს და რა არის ნაწინასწარმეტყველები ჩვენი დროის შესახებ?
3 დღეს ხალხს ბევრი რამ აშინებს და აძრწუნებს. დაფიქრდით ხანდაზმულებზე, რომლებსაც საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი აღარ შესწევთ, ან მათზე, ვინც განუკურნებელი ავადმყოფობით იტანჯება, ანდა გაჭირვებულ ოჯახებზე, რომლებსაც არსებობისთვის უწევთ ბრძოლა. დაფიქრდით, რა მოულოდნელობებით არის ჩვენი ცხოვრება აღსავსე! უბედური შემთხვევის ან სტიქიური უბედურების გამო შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვეთხოვოთ ყველაფერს. ასეთი შიშისა და წუხილის, აგრეთვე პირადი კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გამო ჩვენი დრო ზუსტად შეესაბამება პავლე მოციქულის მიერ აღწერილ პერიოდს: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი . . . მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი“ (2 ტიმოთე 3:1—3).
4. რა დადებით მხარეს ვხედავთ 2 ტიმოთეს 3:1—3-ში მიუხედავად მასში აღწერილი სავალალო მდგომარეობისა?
4 მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლებში სავალალო მდგომარეობაა აღწერილი, ის იმედის საფუძველსაც გვაძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რომ „საზარელი ჟამი“ სატანის ამჟამინდელი ბოროტი სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ დგება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხსნა ახლოსაა და ამ ბოროტ წუთისოფელს მალე შეცვლის ღვთის სრულყოფილი სამეფო, რომლის შესახებაც იესომ თავის მიმდევრებს ლოცვა ასწავლა (მათე 6:9, 10). ეს სამეფო ღვთის ზეციერი მთავრობაა, რომელიც, წინასწარმეტყველ დანიელის სიტყვების თანახმად, „უკუნისამდე არ დაიქცევა . . . იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა [ადამიანურ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ქრისტიანული ნეიტრალიტეტი და ტერორიზმი
5. როგორ გამოხატა ბევრმა ქვეყანამ ტერორიზმის მიმართ თავისი დამოკიდებულება?
5 ტერორიზმმა წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მსოფლიო მოსახლეობამ უფრო მეტად დაინახა მისი საშიშროება. მრავალმა სახელმწიფომ მხედველობაში მიიღო პრობლემის სერიოზულობა და მასშტაბები და დაუყოვნებლივ გაერთიანდა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, 2001 წლის 4 დეკემბერს, საინფორმაციო საშუალებების ცნობების თანახმად, „ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და შუა აზიის 55 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთსულოვნად შეიმუშავეს [თანამშრომლობის] გეგმა“. აშშ-ის ერთი მაღალი თანამდებობის პირის შეფასებით, ეს გეგმა ტერორიზმის წინააღმდეგ „განახლებული ძალით“ ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა. უეცრად ასობით მილიონი ადამიანი ჩაება, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ სიტყვებით რომ ვთქვათ, „ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლაში“. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება ეს ბრძოლა. ჯერჯერობით კი ამის შედეგი ის არის, რომ უამრავი ადამიანი შიშში ცხოვრობს. მაგრამ იეჰოვაზე მინდობილებს მათ მსგავსად არ ეშინიათ.
6. ა) რატომ არის ზოგისთვის ძნელად გასაგები იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია? ბ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტის რა მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მიმდევრებს?
6 იეჰოვას მოწმეები საყოველთაოდ არიან ცნობილი იოანე 15:19; 17:14—16; 18:36; იაკობი 4:4). ამაში როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ საკითხებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იგულისხმება. იესომ თვითონვე მოგვცა მაგალითი. თუ მხედველობაში მივიღებთ მის სრულყოფილ გონებასა და უნარს, დედამიწაზე ცხოვრებისას იესოს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეეძლო იმდროინდელ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, იგი არ ერეოდა პოლიტიკაში. მსახურების დაწყებისას მან კატეგორიულად უარყო სატანის წინადადება, წუთისოფლის სამეფოების მმართველი გამხდარიყო. მოგვიანებით კი გაერიდა ხალხს, რომელსაც მისი გამეფება უნდოდა (მათე 4:8—10; იოანე 6:14, 15).
პოლიტიკური ნეიტრალიტეტით. მშვიდობიან პერიოდში ბევრს უკავია ასეთი პოზიცია, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ისინი ნაკლებად შემწყნარებლები ხდებიან. ხშირად, ომით გამოწვეული შიში და გაურკვევლობა ადამიანებში პატრიოტიზმის ძლიერ გრძნობას აღვიძებს. ამიტომაც ზოგს უჭირს იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ვინმე არ შეუერთდეს ეროვნულ მოძრაობას. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ იესოს მითითებისამებრ ‘არ უნდა იყვნენ წუთისოფლის ნაწილი’ (7, 8. ა) რას არ ნიშნავს იეჰოვას მოწმეთა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და რატომ? ბ) როგორ გამორიცხავს რომაელთა 13:1, 2 მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობას?
7 იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია არასწორად არ უნდა იქნეს აღქმული, თითქოს ისინი მხარს უჭერენ ძალადობას ან თვალს ხუჭავენ მასზე. ეს რომ ასე ყოფილიყო, ისინი აღარ იქნებოდნენ „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის“ მსახურები (2 კორინთელთა 13:11). მათ ესმით, როგორ უყურებს იეჰოვა ძალადობას. როგორც ფსალმუნმომღერალმა დაწერა, „უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნები 10:5). გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ, რა უთხრა იესომ მოციქულ პეტრეს: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52).
8 ისტორია ცხადყოფს, რომ ცრუ ქრისტიანები ხშირად მიმართავდნენ „მახვილს“, მაგრამ ასე არასდროს მოქცეულან იეჰოვას მოწმეები. მათთვის დაუშვებელია ნებისმიერი მსგავსი ქმედება. იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან რომაელთა 13:1, 2-ში მოცემულ მითითებას: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას [მთავრობას]. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე“.
9. რომელი ორი გზით ებრძვიან ტერორიზმს იეჰოვას მოწმეები?
9 იქიდან გამომდინარე, რომ ტერორიზმი ნამდვილად დასაგმობია, განა იეჰოვას მოწმეებმა არ უნდა იღონონ რამე მის წინააღმდეგ საბრძოლველად? დიახ, და ისინი აკეთებენ კიდეც ამას. პირველი, პირადად მათ არაფერი აქვთ საერთო ტერორიზმთან. მეორე, ისინი ხალხს ასწავლიან ქრისტიანულ პრინციპებს, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ნებისმიერი სახის ძალადობის აღმოფხვრა *. გასულ წელს მოწმეებმა 1 202 381 302 საათი დაუთმეს ხალხისთვის ქრისტიანული პრინციპების სწავლებას. მათ დრო ფუჭად არ დაუკარგავთ, რადგან ქადაგების შედეგად 265 469 ადამიანი მოინათლა — ისინი შეუერთდნენ იეჰოვას მოწმეებს, რითაც საჯაროდ გამოხატეს, რომ გმობენ ძალადობას.
10. დედამიწაზე ძალადობის აღმოფხვრის რა იმედი არსებობს?
10 გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ თვითონ ვერასდროს შეძლებენ წუთისოფელში ბოროტების აღმოფხვრას. ამიტომაც აბსოლუტურ ნდობას ამყარებენ იეჰოვა ღმერთზე, რომელსაც შესწევს ამის ძალა (ფსალმუნები 82:19). გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ადამიანებს არ შეუძლიათ, ბოლო მოუღონ ძალადობას. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ჩვენი დროის, „უკანასკნელი დღეების“, შესახებ გვაფრთხილებს: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ 2 ტიმოთე 3:1, 13). თუ მხედველობაში მივიღებთ ამ სიტყვებს, ნათელია, რომ ბოროტებაზე საკუთარი ძალებით გამარჯვება შეუძლებელია. მეორე მხრივ, შეგვიძლია იმედი დავამყაროთ იეჰოვაზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ძირფესვიანად აღმოფხვრის ძალადობას (ფსალმუნები 36:1, 2, 9—11; იგავები 24:19, 20; ესაია 60:18).
უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (მოახლოებული თავდასხმის მიუხედავად უშიშარნი
11. რა გააკეთა იეჰოვამ ძალადობის აღმოსაფხვრელად?
11 მშვიდობისმოყვარე ღმერთს სძულს ძალადობა. ამიტომაც გასაგებია, რატომ უნდა გაანადგუროს მან სატანა ეშმაკი, რომლისგანაც მოდის ყოველგვარი ბოროტება. მისი ნებით, სატანამ უკვე განიცადა დამამცირებელი დაცემა მთავარანგელოზ მიქაელის — ღვთის მიერ ახლად გამეფებული ქრისტე იესოს — ხელით. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხადება 12:7—9).
12, 13. ა) რით არის მნიშვნელოვანი 1914 წელი? ბ) რას წინასწარმეტყველებს ეზეკიელი ღვთის სამეფოს მხარდამჭერებთან დაკავშირებით?
12 ბიბლიურ ქრონოლოგიასთან ერთად, მსოფლიო მოვლენებიც ადასტურებს იმას, რომ ეს ბრძოლა ზეცაში 1914 წელს მოხდა. ამ წლიდან მოყოლებული სულ უფრო უარესდება მდგომარეობა მსოფლიოში. გამოცხადების 12:12-ში მოცემულია ამის მიზეზი: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.
13 გასაგებია, რომ ეშმაკი, პირველ რიგში, ღვთის ცხებულ მიმდევრებსა და მათ თანამსახურ „სხვა ცხვრებზე“ ანთხევს რისხვას (იოანე 10:16; გამოცხადება 12:17). ეს მტრული დამოკიდებულება კულმინაციას მიაღწევს, როდესაც ეშმაკი იერიშს მიიტანს მათზე, ვინც მხარს უჭერს და ენდობა ღვთის უკვე დამყარებულ სამეფოს. ეს მწვავე იერიში ეზეკიელის 38-ე თავში „გოგის“ თავდასხმად არის აღწერილი.
14. ვინ იცავს ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს და ყოველთვის იქნებიან თუ არა ისინი დაცული?
14 ზეციდან სატანის გადმოგდების შემდეგ, ღვთის ხალხს ზოგჯერ მისი თავდასხმებისგან იცავენ გარკვეული პოლიტიკური ელემენტები, რომლებიც სიმბოლური ენით არიან აღწერილი გამოცხადების 12:15, 16-ში. სატანის საბოლოო იერიშისას კი, როგორც ბიბლიაშია აღნიშნული, არავითარი ადამიანური ორგანიზაცია არ დაიცავს იეჰოვაზე მინდობილებს. უნდა შეაშინოს და შეაძრწუნოს ამან ქრისტიანები? არა.
15, 16. ა) ოპტიმიზმის რა საფუძველს აძლევს დღევანდელ ქრისტიანებს იოშაფატის დღეებში იეჰოვას მიერ თავისი ხალხისთვის მიცემული სიტყვა? ბ) რა მაგალითი დაუტოვეს იოშაფატმა და იუდაელებმა ღვთის დღევანდელ მსახურებს?
15 იეჰოვა დაეხმარება თავის ხალხს, როგორც მეფე იოშაფატის დღეებში დაეხმარა თავის ერს. ამის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყური მიგდეთ, 2 ნეშტთა 20:15—17).
იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ‘ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს . . . ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო, ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან’“(16 ღმერთმა სიტყვა მისცა იუდაელებს, რომ მათ არ მოუწევდათ ბრძოლა. მსგავსად ამისა, „გოგის“ თავდასხმისას არც ღვთის ხალხს მოუწევს თავდასაცავად ხელში იარაღის აღება. ისინი ‘დადგებიან და უცქერენ უფლის მიერ ხსნას’. ცხადია ‘დადგომაში’ არ იგულისხმება სრული უმოქმედობა. იოშაფატის დროსაც ხომ არ ყოფილა ხალხი აბსოლუტურად უმოქმედოდ. ბიბლიაში ვკითხულობთ: «პირქვე დაემხო იოშაფატი მიწაზე, და მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის თაყვანისცემად . . . დაეთათბირა [იოშაფატი] ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ მავალთ და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი“» (2 ნეშტთა 20:18—21). დიახ, ღვთის ხალხი მტრის თავდასხმის დროსაც კი იეჰოვას აქტიურად განდიდებას განაგრძობდა. ეს კარგი მაგალითია იეჰოვას მოწმეებისთვის, რათა ისინიც ასე მოიქცნენ მაშინ, როდესაც მათზე „გოგი“ მიიტანს იერიშს.
17, 18. ა) რა დადებით განწყობას ინარჩუნებენ იეჰოვას მოწმეები „გოგის“ თავდასხმის მოლოდინში? ბ) რა რჩევა მიეცათ ქრისტიან ახალგაზრდებს არც ისე დიდი ხნის წინათ?
17 „გოგის“ თავდასხმამდე და მას შემდეგაც იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს მხარდაჭერას გააგრძელებენ. ისინი ძალებს განიახლებენ და თავშესაფარს ჰპოვებენ კრებებში, რომელთა რიცხვმაც მსოფლიო მასშტაბით 94 600-ს გადააჭარბა (ესაია 26:20). რამდენად დროულია იეჰოვას გაბედულად განდიდება! „გოგის“ მოახლოებული თავდასხმა იეჰოვას მოწმეებისთვის სულაც არ არის შიშით უკან დახევის მიზეზი. პირიქით, ისინი აღძრული არიან, შეძლებისდაგვარად, უფრო აქტიურად შესწირონ ღმერთს ქების მსხვერპლი (ფსალმუნები 145:2).
18 სწორედ ასეთი დადებითი განწყობით მსახურობს მთელ მსოფლიოში ათასობით ახალგაზრდა სრული დროით. ცხოვრების ამ საუკეთესო გზაზე იყო გამახვილებული ყურადღება 2002 წელს საოლქო კონგრესებზე გამოცემულ ტრაქტატში „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“. როგორც ახალგაზრდა, ისე ხანში
შესული ქრისტიანები მადლობელი არიან ასეთი დროული შეხსენებებისთვის (ფსალმუნები 118:14, 24, 99, 119, 129, 146).19, 20. ა) რატომ არ უნდა შეშინდნენ და შეძრწუნდნენ ქრისტიანები? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სასწავლო სტატიაში?
19 მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ქრისტიანები არ უნდა შეშინდნენ. მათ იციან, რომ მალე იეჰოვას სამეფო ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მათთვის მანუგეშებელია იმის ცოდნაც, რომ ღმერთი მკვდრეთით აღადგენს ძალადობის უამრავ მსხვერპლს. გარდა იმისა, რომ ზოგს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, გაიგოს იეჰოვას შესახებ, მკვდრეთით აღდგომა ბევრს ღვთისადმი ერთგული მსახურების გაგრძელების საშუალებას მისცემს (საქმეები 24:15).
20 ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების აუცილებლობა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ამ პოზიციაზე ვიდგეთ. არ გვსურს დავკარგოთ სასწაულებრივი შესაძლებლობა, ‘დავდგეთ და ვუცქიროთ უფლის მიერ ჩვენს ხსნას’. მომდევნო სტატია რწმენას განგვიმტკიცებს, რადგან უკეთესად გაგვარკვევს იმ თანამედროვე მოვლენების მნიშვნელობაში, რომლებიც გვეხმარება დავინახოთ, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები.
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 იმ ქრისტიანთა მაგალითები, რომლებმაც ზურგი აქციეს ძალადობას, რათა იეჰოვას მოწმეები გამხდარიყვნენ, მოცემულია „გამოიღვიძეთ!“-ის 1991 წლის 8 სექტემბრის (გვერდი 18) ნომერში (რუს.); აგრეთვე „საგუშაგო კოშკის“ 1996 წლის 1 იანვრისა (გვერდი 5) და 1998 წლის 1 აგვისტოს (გვერდი 5) ნომრებში.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ არის დღეს ბევრი პესიმისტურად განწყობილი?
• რატომ უყურებენ მომავალს ოპტიმისტურად იეჰოვას მოწმეები?
• რა გააკეთა იეჰოვამ ძალადობის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად?
• რატომ არ უნდა გვეშინოდეს „გოგის“ თავდასხმისა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
იესომ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მაგალითი მოგვცა.
[სურათები 16 გვერდზე]
ათასობით ახალგაზრდა ქრისტიანი სიხარულით მსახურობს სრული დროით.
[საავტორო უფლებები დაცულია 12 გვერდზე]
UN PHOTO 186226/M. Grafman