‘სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი’
‘სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი’
მინდვრის ყვავილებით მოფენილი ასეთი სურათი სამხრეთ აფრიკის გზისპირებზე ჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენს. ეს ყვავილები ორკბილებია. მათი სამშობლო ამერიკის ტროპიკები გახლავთ. მსგავსი საუცხოო ყვავილების დანახვაზე გვახსენდება მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც იესომ თავის მსმენელებს უთხრა. მსმენელთა შორის იყვნენ ღარიბები, რომლებსაც ძალიან აღელვებდათ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხი, ანუ ის, თუ რა ეჭამათ და რით შემოსილიყვნენ.
„სამოსელზე რაღას ზრუნავთ? — ჰკითხა მათ იესომ. — შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“ (მათე 6:28, 29).
სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი სახეობის მინდვრის ყვავილი ჰქონდა მხედველობაში იესოს. აღსანიშნავია, რომ შემდგომ მუხლში იესოს შესადარებლად ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე მინდვრის ბალახი მოჰყავს: „თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ (მათე 6:30).
ორკბილა ისრაელის ადგილობრივი ფლორის წარმომადგენელი არ არის, მაგრამ ის ნამდვილად გამოდგებოდა იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში. ამ ყვავილების სილამაზის შორიდან დანახვა თუ მათი ახლოდან დათვალიერება ძალიან შთამბეჭდავია. ამიტომაც იზიდავს ის ფოტოგრაფებსა თუ მხატვრებს. მართლაც, იესო არ აზვიადებდა, როდესაც თქვა: „სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“ (მათე 6:29).
რის სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითიდან? ღვთის მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ღმერთი რთულ დროშიც კი დაეხმარება მათ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. იესომ თქვა: „ეძებეთ მისი [ღვთის] სამეფო და ეს ყველაფერი [მათ შორის საკვებიცა და ჩასაცმელიც] შეგემატებათ“ (ლუკა 12:31, აქ). დიახ, ნამდვილი კურთხევები ღვთის სამეფოს ძიებას მოჰყვება. მაგრამ იცით თუ არა, რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს ის ხალხისთვის? იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ ამ კითხვაზე პასუხის ბიბლიიდან მიღებაში.