ელით იეჰოვას დღეს?
ელით იეჰოვას დღეს?
„მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა იეჰოვას დღე დადგება!“ (2 პეტრე 3:11, 12, აქ).
1, 2. რა მაგალითს მოვიყვანდით იეჰოვას დღის მოლოდინთან დაკავშირებით?
წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც სტუმრებს ელოდება. სტუმრების მოსვლის დრო ახლოვდება. დიასახლისი მაგიდას შლის. მეუღლე და შვილებიც ეხმარებიან. ყველა ღელავს. მთელი ოჯახი მოუთმენლად ელის სტუმრებს — მათთან ერთად ვახშმობასა და სასიამოვნო ურთიერთობას.
2 დღეს ქრისტიანები ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას მოველით. მაინც რას? „იეჰოვას დღეს“! მის მოსვლამდე კი ისეთივე განწყობა უნდა გვქონდეს, როგორიც წინასწარმეტყველ მიქას ჰქონდა. მან დაწერა: «მე კი უფალს შევცქერი, ვესავ [„დაველოდები“, აქ] ჩემი ხსნის ღმერთს» (მიქა 7:7). იგულისხმება ამაში უმოქმედობა? არა. გასაკეთებელი ბევრია.
3. როგორი განწყობა უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს 2 პეტრეს 3:11, 12-ის თანახმად?
3 პეტრე მოციქული გვეხმარება ლოდინის დროს სწორი განწყობილების შენარჩუნებაში: „მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა იეჰოვას დღე დადგება!“ (2 პეტრე 3:11, 12, აქ). ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტრე მოციქულმა ძახილის წინადადება გამოიყენა. მას შეკითხვა არ დაუსვამს. სულიწმიდის შთაგონებით დაწერილ თავის ორ წერილში პეტრემ აღწერა, როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები. მან „წმინდა საქციელისკენ და ღვთისადმი ერთგულებისკენ“ მოუწოდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ „წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“ აღწერა, ქრისტიანებს ყურადღება არ უნდა მოედუნებინათ (მათე 24:3). მათ არ უნდა შეეწყვიტათ ‘ლოდინი და ყოველთვის უნდა ხსომებოდათ’ იეჰოვას დღე.
4. რა იგულისხმება იმაში, რომ ქრისტიანებს ‘ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის დრო, როცა იეჰოვას დღე დადგება’?
4 ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „ყოველთვის გახსოვთ“, პირდაპირი მნიშვნელობით „დაჩქარებას“ ნიშნავს. ცხადია, ჩვენთვის შეუძლებელია იეჰოვას დღის პირდაპირი გაგებით დაჩქარება. ჩვენ ხომ „არც დღე“ ვიცით და „არც საათი“, თუ როდის აღასრულებს განაჩენს იესო ქრისტე ზეციერი მამის მტრებზე (მათე 24:36; 25:13). ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „დაჩქარება“ ამ კონტექსტში მონდომებასთან, აქტიურობასთან და მოწადინებასთან არის დაკავშირებული. ასე რომ, პეტრემ თანამორწმუნეებს მოუწოდა, იეჰოვას დღის დადგომის ძლიერი სურვილი ჰქონოდათ. ამისათვის მათ ის ყოველთვის უნდა ხსომებოდათ (2 პეტრე 3:12). ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, რადგან იეჰოვას „დიდი და საშინელი“ დღე ასე ახლოსაა (იოელი 3:4).
„წმინდა საქციელი“
5. როგორ უნდა ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას დღეს გადარჩენა გვსურს?
5 თუ გვსურს იეჰოვას დღეს გადარჩენა, ეს „წმინდა საქციელითა და ღვთისადმი ერთგულებით“ უნდა ცხადვყოთ. ფრაზა „წმინდა საქციელი“ მოგვაგონებს რჩევას, რომელიც თვითონ პეტრე მოციქულმა მოგვცა: «როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“» (1 პეტრე 1:14—16).
6. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიწმინდე შევინარჩუნოთ?
6 სიწმინდისთვის აუცილებელია ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი და სულიერი სისუფთავე. როგორც იეჰოვას სახელის მატარებელნი, ვინარჩუნებთ სიწმინდეს, რათა მომზადებული დავხვდეთ „იეჰოვას დღეს“? ჩვენს დროში ადვილი არ არის სიწმინდის შენარჩუნება, რადგან წუთისოფლის ზნეობრივი ნორმები უფრო და უფრო ეცემა (1 კორინთელთა 7:31; 2 ტიმოთე 3:13). იზრდება მანძილი ჩვენს ზნეობრივ ნორმებსა და წუთისოფლის ზნეობრივ ნორმებს შორის? თუ არა, ამაზე სერიოზულად დაფიქრება გვმართებს. იქნებ ჩვენი ზნეობრივი ნორმები წუთისოფლის ნორმების პარალელურად ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მაღალია? თუ ასეა, მდგომარეობის გამოსასწორებლად დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა ღვთისთვის მოსაწონად მოვიქცეთ.
7, 8. ა) რა შემთხვევაში უგულებელვყოფდით „წმინდა საქციელის“ აუცილებლობას? ბ) რის გაკეთება იქნებოდა საჭირო ასეთ შემთხვევაში?
7 მას შემდეგ, რაც პორნოგრაფიამ ინტერნეტში შეაღწია და შესაძლებელი გახდა პორნოგრაფიული მასალის ფარულად მოძებნა, მათაც კი, ვისაც ადრე ხელი არ მიუწვდებოდა ასეთ მასალაზე, ერთი ექიმის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სექსუალური სცენების ამოუწურავ მარაგს“ მიაგნეს. პორნოგრაფიული საიტების ძებნას თუ დავიწყებდით, უგულებელვყოფდით ბიბლიის რჩევას: „უწმიდურს არ შეეხოთ“ (ესაია 52:11). იქნებოდა ეს იმის მაჩვენებელი, რომ ‘ველით და ყოველთვის გვახსოვს იეჰოვას დღე’? თუ პირიქით, გონებაში გადავდებდით ამ დღეს და ვიფიქრებდით, რომ თუმცა აზროვნებას უზნეო მასალით ვიბინძურებთ, კიდევ გვექნება საკუთარი თავის განწმენდის დრო? თუ ასეთ პრობლემას შევამჩნევდით, რამდენად აუცილებელი და სასწრაფო იქნებოდა, იეჰოვასთვის გვეთხოვა: „მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას; შენი გზით მაცოცხლე!“ (ფსალმუნები 118:37).
8 იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობა, რომელთა შორისაც როგორც ხანდაზმულები, ისე ახალგაზრდები არიან, ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს იცავს და ერიდება ამ წუთისოფლის უზნეო ცდუნებებს. ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ „წმინდა საქციელს“, რადგან ესმით, რა დროში ვცხოვრობთ და ახსოვთ პეტრე მოციქულის გაფრთხილება, რომ იეჰოვას დღე „ქურდივით“ მოვა (2 პეტრე 3:10). ისინი საქმეებით ცხადყოფენ, რომ ‘ელიან და ყოველთვის ახსოვთ ის დრო, როცა იეჰოვას დღე დადგება’ *.
„ღვთისადმი ერთგულება“
9. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთისადმი ერთგულებამ?
9 იმისათვის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე, არანაკლებ მნიშვნელოვანია „ღვთისადმი ერთგულება“. ეს მოიცავს ღვთისადმი პატივისცემასა 1 ტიმოთე 2:4). მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ამიტომ, განა არ უნდა აღგვძრას ღვთისადმი ერთგულებამ, უფრო მეტად დავეხმაროთ ხალხს, გაიცნონ იეჰოვა და მას მიბაძონ? (ეფესელთა 5:1).
და მოწიწებას, რაც მისთვის მოსაწონი მოქმედებისკენ აღგვძრავს. იეჰოვასადმი ერთგულება მისდამი ძლიერ სიყვარულზეა დაფუძნებული. ღმერთს სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (10. რატომ უნდა მოვერიდოთ „სიმდიდრის საცდურს“?
10 ღვთისადმი ერთგულებას მრავალი საქმით დავამტკიცებთ, თუ ღვთის სამეფოს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათე 6:33). ამაში ისიც იგულისხმება, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ქონებაზე. იესომ გაგვაფრთხილა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვერ დაგვაბრმავებს ფულის სიყვარული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ [ღვთის] სიტყვას“ (მათე 13:22). დღეს ოჯახის რჩენა ადვილი არ არის. ამის გამო ზოგ ქვეყანაში ბევრი ფიქრობს, რომ ფულის საშოვნელად საჭიროა უფრო მდიდარ ქვეყანაში გადასვლა, თუნდაც რამდენიმე წლით ოჯახის დატოვება მოუწიოთ. ასეთი თვალსაზრისი ღვთის ხალხშიც კი აქვს ზოგს. სხვა ქვეყანაში გადასვლა მათ, ალბათ, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ოჯახი მატერიალურად უკეთ უზრუნველყონ, მაგრამ რა დაემართება ოჯახის წევრთა სულიერობას? ოჯახისთავის სათანადო მზრუნველობის გარეშე შეძლებენ ისინი სულიერობის შენარჩუნებას, რათა იეჰოვას დღეს გადარჩნენ?
11. როგორ ცხადყო სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულმა ერთმა მამაკაცმა, რომ ღვთისადმი ერთგულება გამდიდრებაზე მნიშვნელოვანია?
11 იაპონიაში სამუშაოდ ჩასულმა ერთმა ფილიპინელმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როდესაც გაიგო იმ მოვალეობების შესახებ, რომლებიც, ბიბლიის თანახმად, ოჯახისთავმა უნდა შეასრულოს, პასუხისმგებლობა იგრძნო, ოჯახის წევრებს იეჰოვას თაყვანისმცემლებად გახდომაში დახმარებოდა (1 კორინთელთა 11:3). ცოლი მისი ახალი რწმენის სასტიკი წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა, სახლში დაბრუნებისა და ბიბლიის სწავლების ნაცვლად, მას კვლავაც ფული გაეგზავნა ოჯახისთვის. მიუხედავად ამისა, ეს ფილიპინელი მამაკაცი სახლში დაბრუნდა, რადგან ესმოდა, რომ დრო არ ითმენდა და საჭირო იყო ოჯახზე ზრუნვა. მისმა მოთმინებამ და ოჯახის წევრებისადმი თბილმა მოპყრობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. მისი ოჯახი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანდა და მეუღლემ სრული დროით მსახურება დაიწყო.
12. რატომ უნდა ვიზრუნოთ უპირველესად სულიერზე?
12 ჩვენი მდგომარეობა შეიძლება ცეცხლმოდებულ შენობაში მყოფთა მდგომარეობას შევადაროთ. იქნებოდა გონივრული, აქეთ-იქით გვერბინა, რათა ქონება გამოგვეტანა შენობიდან, რომელიც ეს-ეს არის დაინგრევა? განა უფრო მნიშვნელოვანი არ იქნებოდა პირადად ჩვენი, საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა მცხოვრებლების გადარჩენა? ეს ბოროტი სისტემაც მალე განადგურდება. ამ შემთხვევაშიც საფრთხეში ადამიანები არიან. აქედან გამომდინარე, უპირველესად სულიერზე 1 ტიმოთე 4:16).
უნდა ვიზრუნოთ და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს („დაულაქავებლები“
13. რა მდგომარეობაში გვსურს ვიყოთ, როდესაც იეჰოვას დღე დადგება?
13 იეჰოვას დღის მოლოდინის აუცილებლობასთან დაკავშირებით პეტრე მოციქული ამბობს: „საყვარელნო, რადგან ელოდებით ამ ყველაფერს, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარსდგეთ დაულაქავებლები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტრე 3:14, აქ). წმინდა საქციელისკენ და ღვთისადმი ერთგულებისკენ მოწოდების შემდეგ, პეტრე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოოდ, იესოს მიერ დაღვრილი ძვირფასი სისხლით განწმენდილები წარვდგეთ ღვთის წინაშე (გამოცხადება 7:9, 14). ამისათვის საჭიროა, ადამიანმა რწმენა გამოავლინოს იესოს მსხვერპლისადმი, თავი მიუძღვნას იეჰოვას და მისი მონათლული მსახური გახდეს.
14. რა იგულისხმება „დაულაქავებლობაში“?
14 პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, ყოველმხრივ შევეცადოთ ღვთის წინაშე „დაულაქავებლად“ წარდგომას. ვინარჩუნებთ ჩვენს ქრისტიანულ „სამოსელს“ — ქრისტიანულ ქცევასა და თვისებებს — სუფთად, წუთისოფლისგან დაულაქავებლად? ტანსაცმელზე ლაქას თუ შევნიშნავთ, მაშინვე ვცდილობთ მის ამოყვანას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საყვარელი ტანსაცმელი დაგვილაქავდა. ვრეაგირებთ ამნაირადვე, როდესაც ქრისტიანული „სამოსელი“ ამა თუ იმ თვისების ან არასწორი ქცევის გამო „გვილაქავდება“?
15. ა) რატომ უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს ფოჩები სამოსლის კიდეებზე? ბ) რატომ განსხვავდებიან დღეს იეჰოვას მსახურები წუთისოფლის ხალხისგან?
15 ისრაელებს სამოსლის კიდეებზე ფოჩები უნდა გაეკეთებინათ და მათში ცისფერი ძაფი უნდა ჩაეტანებინათ. რა მიზნით? რათა ხსომებოდათ იეჰოვას მცნებები, დაეცვათ ისინი და ‘ყოფილიყვნენ წმიდები’ თავიანთი ღმერთის თვალში (რიცხვნი 15:38—40). დღეს იეჰოვას მსახურებიც განვსხვავდებით წუთისოფლის ხალხისგან, რადგან ღვთის კანონებსა და პრინციპებს ვიცავთ. მაგალითად, ვინარჩუნებთ ზნეობრივ სისუფთავეს, პატივს ვცემთ სისხლის სიწმინდეს და ვერიდებით ნებისმიერი ფორმის კერპთაყვანისმცემლობას (საქმეები 15:28, 29). ბევრი პატივს გვცემს იმის გამო, რომ სიწმინდის შენარჩუნება მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი (იაკობი 1:27).
„უმანკოები“
16. რა იგულისხმება იმაში, რომ „უმანკოები“ უნდა ვიყოთ?
16 ზემოხსენებულის გარდა, პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, „უმანკოები“ ვიყოთ. როგორ შევძლებთ ამას? ლაქის მოშორება, ხშირ შემთხვევაში, ადვილად შეიძლება, მაგრამ ამავეს ვერ ვიტყვით მანკიერებაზე, რაც შინაგან ნაკლზე მიუთითებს. პავლე მოციქული ფილიპელ თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: «ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ [„კამათის გარეშე“, აქ]. რათა იყოთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში» (ფილიპელთა 2:14, 15). თუ გავითვალისწინებთ ამ რჩევას, მოვერიდებით დრტვინვასა და კამათს და ღმერთს სუფთა მოტივებით ვემსახურებით. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად, იეჰოვასა და მოყვასის სიყვარულით ვიქნებით აღძრული (მათე 22:35—40; 24:14). უფრო მეტიც, ჩვენ განვაგრძობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, თუნდაც უმრავლესობას არ ესმოდეს, რატომ არ ვიშურებთ დროსა და ენერგიას იმისათვის, რომ ხალხს ღვთისა და მისი სიტყვის, ბიბლიის, შესახებ ვასწავლოთ.
17. რა უნდა აღგვძრავდეს, როდესაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ ვისწრაფვით?
17 ჩვენ გვსურს „უმანკოები“ წარვდგეთ ღვთის წინაშე, ამიტომაც საჭიროა, ყოველთვის შევამოწმოთ საკუთარი მოტივები. ჩვენ ზურგი ვაქციეთ წუთისოფლისთვის დამახასიათებელ ეგოისტურ მისწრაფებებს, მაგალითად, სიმდიდრის შეძენისკენ ან გავლენიანობისკენ სწრაფვას. დაე, ყოველთვის სუფთა იყოს ჩვენი მოტივები და მხოლოდ იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული გვამოძრავებდეს, როდესაც ქრისტიანულ კრებაში ამა თუ იმ პასუხისმგებლობის მიღებისკენ ვისწრაფვით. გამამხნევებელია ის, რომ სულიერად მოწიფული მამაკაცები სიხარულით ‘ისწრაფვიან ზედამხედველად მსახურებისკენ’, რათა თავმდაბლად ემსახურონ იეჰოვასა და თანამორწმუნეებს (1 ტიმოთე 3:1, აქ; 2 კორინთელთა 1:24). ისინი, ვინც უხუცესად მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამება, მისდევენ შემდეგ რჩევას: „მწყემსეთ ღვთის სამწყსო . . . არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის“ (1 პეტრე 5:1—4).
„მშვიდობის მქონეები“
18. რა თვისებებით არიან ცნობილი იეჰოვას მოწმეები?
18 ბოლოს, პეტრე მოციქული მოგვიწოდებს „მშვიდობის მქონეები“ ვიყოთ. ამისათვის საჭიროა გვქონდეს მშვიდობა იეჰოვასთან და ჩვენს მოყვასთან. პეტრე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიქონიოთ „გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი“ და მშვიდობა შევინარჩუნოთ თანაქრისტიანებთან ურთიერთობაში (1 პეტრე 2:17; 3:10, 11; 4:8; 2 პეტრე 1:5—7). მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ერთმანეთის სიყვარული (იოანე 13:34, 35; ეფესელთა 4:1, 2). ჩვენი სიყვარული და მშვიდობა განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც საერთაშორისო კონგრესებზე ვიკრიბებით. კოსტა-რიკაში 1999 წლის კონგრესის დროს აეროპორტში ერთი გამყიდველი გააღიზიანა იმან, რომ ადგილობრივი მოწმეები, როდესაც კონგრესზე ჩამოსულებს ხვდებოდნენ, გასაყიდ საქონელს ეფარებოდნენ. მაგრამ მეორე დღეს მან უკვე ყურადღება მიაქცია იეჰოვას მოწმეებს შორის არსებულ სიყვარულსა და მშვიდობას, რაზეც მათი გულთბილი შეხვედრა მოწმობდა, თუმცა ადგილობრივი მოწმეები სტუმრად ჩამოსულებს პირადად არ იცნობდნენ. მესამე დღეს კი ის მოწმეებთან მივიდა და ბიბლიის შესწავლა ითხოვა.
19. რატომ არის მნიშვნელოვანი თანამორწმუნეებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება?
19 სულიერ ძმებთან და დებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გულწრფელად ველოდებით ფსალმუნები 36:11; 2 პეტრე 3:13). დავუშვათ, გვიჭირს რომელიმე თანამორწმუნესთან მშვიდობის შენარჩუნება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მასთან ერთად მშვიდობიანად ვიცხოვრებთ სამოთხეში? თუ ძმას ჩვენდამი რაიმე საწინააღმდეგო აქვს, მას მაშინვე უნდა ‘შევურიგდეთ’ (მათე 5:23, 24). ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუ გვსურს იეჰოვასთან მშვიდობა გვქონდეს (ფსალმუნები 34:27; 1 იოანე 4:20).
იეჰოვას დღესა და აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას (20. რაში უნდა გამოვავლინოთ ის, რომ იეჰოვას დღეს ველით?
20 საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: ‘ველი და მახსოვს ყოველთვის იეჰოვას დღე’? თუ ვინარჩუნებთ სიწმინდეს ამ უზნეო წუთისოფელში, ეს იმის დამადასტურებელია, რომ ძლიერ გვსურს, ბოლო მოეღოს ბოროტებას. გარდა ამისა, იეჰოვას დღის მოსვლასა და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ცხოვრების სურვილს ღვთისადმი ერთგულებით ვამტკიცებთ. აგრეთვე, მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას თუ ველით, თანამორწმუნეებთან ახლავე შევინარჩუნებთ მშვიდობიან ურთიერთობას. დიახ, ამ ყოველივეთი ცხადვყოფთ, რომ ‘ველით და ყოველთვის გვახსოვს ის დრო, როცა იეჰოვას დღე დადგება’.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 მაგალითად, იხილეთ 2000 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ (გვერდები 15, 16) და „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ (1997 წელი, გვერდი 51 [რუს.]).
გახსოვთ?
• რას ნიშნავს, ‘ყოველთვის გვახსოვდეს ის დრო, როცა იეჰოვას დღეს დადგება’?
• როგორ ცხადვყოფთ საკუთარი ქცევით იმას, რომ „იეჰოვას დღეს“ ველით?
• რატომ არის მნიშვნელოვანი „ღვთისადმი ერთგულება“?
• რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „დაულაქავებლები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ წარვდგეთ იეჰოვას წინაშე?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 11 გვერდზე]
იეჰოვას დღეს რომ ველით, ამაზე ჩვენი „წმინდა საქციელი“ მეტყველებს.
[სურათები 12 გვერდზე]
ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება ხალხს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
[სურათი 14 გვერდზე]
მშვიდობა შევინარჩუნოთ ყველასთან იეჰოვას დღის მოლოდინისას.