ნუგეში მათთვის, ვინც დახმარებას ითხოვს
ნუგეში მათთვის, ვინც დახმარებას ითხოვს
თუმცა ბიბლია ფსიქოლოგიურ საკითხებში დამხმარე სახელმძღვანელო არ არის, ის ნუგეშის წყაროა და დღეს არსებული სირთულეების მიუხედავად, სიცოცხლის დაფასებაში გვეხმარება. ბიბლია რეალურ სურათს გვიხატავს, როდესაც ამბობს: „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1). ზოგჯერ პრობლემას ჩვენივე არასრულყოფილება იწვევს. და მაინც, უმთავრესად ვინ არის დამნაშავე ადამიანთა პრობლემებში?
ბიბლია გვიმხელს ამ პიროვნების ვინაობას და მას ბოროტ სულად, ეშმაკად და სატანად მოიხსენიებს. ეშმაკი „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელია“ და სწორედ მისი მიზეზით არის გამოწვეული დღეს არსებული უამრავი პრობლემა, რომლებიც კაცობრიობას მძიმე ტვირთად აწევს. მაგრამ ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ მისთვის განკუთვნილი დრო იწურება (გამოცხადება 12:9, 12). მალე ყველა უბედურებას, რომლებსაც სატანა ატეხს თავს დედამიწის მოსახლეობას, ღვთის ჩარევით ბოლო მოეღება. ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის დანაპირების თანახმად, დამყარდება სამართლიანი ახალი ქვეყნიერება, რომელშიც აღარ იარსებებს უიმედობა და სასოწარკვეთილება (2 პეტრე 3:13).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ადამიანთა პრობლემები დროებითია. ღვთის ზეციერი სამეფო, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, ბოლოს მოუღებს უსამართლობასა და ტანჯვას. ღვთის მიერ დანიშნული მეფის შესახებ წმინდა წერილებში ნათქვამია: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არ ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნები 71:12––14).
ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ძალიან მალე შესრულდება. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, დედემიწაზე სამოთხეში შესანიშნავ პირობებში ვიცხოვროთ მარადიულად (ლუკა 23:43; იოანე 17:3). წმინდა წერილებში მოცემული ამ მანუგეშებელი აღთქმების შესახებ ცოდნა იმედს უნერგავს და შვებას გვრის მათ, ვინც დახმარებას ითხოვს.
[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]
Depressed girl: Photo ILO/J. Maillard