მიჰბაძეთ ჭეშმარიტების ღმერთს
მიჰბაძეთ ჭეშმარიტების ღმერთს
„მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1).
1. რას ფიქრობს ზოგიერთი ჭეშმარიტებაზე და რატომ არის მათი თვალსაზრისი მცდარი?
„რა არის ჭეშმარიტება?“ (იოანე 18:38). პილატეს მიერ თითქმის 2000 წლის წინათ ცინიკურად დასმულ ამ შეკითხვაში ნაგულისხმევია, რომ ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია. დღეს ბევრი ფიქრობს ასე. ხალხს ჭეშმარიტების მნიშვნელობა სხვადასხვანაირად ესმის. შესაძლოა, გსმენიათ ზოგიერთის აზრი, რომ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას ჩათვლის ჭეშმარიტებად ან რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება. ასეთი შეხედულებები მცდარია. კვლევისა და განათლების მიზანი ხომ სამყაროს შესახებ ფაქტების შესწავლა და ჭეშმარიტების დადგენაა. ჭეშმარიტება პირად აზრზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ადამიანის სული ან უკვდავია, ან არა. სატანა ან არსებობს, ან არა. სიცოცხლეს ან აქვს აზრი, ან არა. თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ ერთ-ერთი პასუხია სწორი. ერთი მართალია, მეორე კი სიმართლეს არ შეესაბამება. შეუძლებელია, რომ ორივე პასუხი იყოს სწორი.
2. რატომ ეწოდება იეჰოვას ჭეშმარიტების ღმერთი და რა საკითხებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 წინა სტატიაში განვიხილეთ, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია. მან ყველაფრის შესახებ იცის ჭეშმარიტება. ის სრულიად განსხვავებულია თავისი მოწინააღმდეგისგან, სიცრუის მოყვარული სატანა ეშმაკისგან — იეჰოვას ჭეშმარიტება უყვარს. უფრო მეტიც, ის ყოველთვის მზად არის, სხვებსაც გაუმჟღავნოს ჭეშმარიტება. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მოუწოდა: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). როგორ უნდა მივბაძოთ ღმერთს იეჰოვას მოწმეებმა, რათა ყოველთვის ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ და ჭეშმარიტების თანახმად ვიცხოვროთ? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? საიდან ვიცით, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია მათდამი, ვინც ჭეშმარიტების გზით დადის? ამ სტატიაში ეს საკითხები იქნება განხილული.
3, 4. რა იწინასწარმეტყველეს პავლე და პეტრე მოციქულებმა „უკანასკნელ დღეებზე“?
3 ჩვენს დროში ყველგან გავრცელებულია რელიგიური სიცრუე. როგორც პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, ამ „უკანასკნელ დღეებში“ არიან ადამიანები, რომელთაც „ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“. ზოგი „გონებით გახრწნილი“ ადამიანი კი აშკარად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. გარდა ამისა, „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები“ წინ მიიწევენ ‘უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც 2 ტიმოთე 3:1, 5, 7, 8, 13).
ცდუნებაში არიან’. ასეთი ხალხი მუდამ სწავლობს, მაგრამ ვერ აღწევს „ჭეშმარიტების შეცნობას“ (4 უკანასკნელ დღეებზე, ღვთის შთაგონებით, პეტრე მოციქულმაც იწინასწარმეტყველა. ზუსტად ისე, როგორც მან დაწერა, ხალხი არა მარტო უარყოფს ჭეშმარიტებას, არამედ დასცინის კიდეც ღვთის სიტყვას და მათ, ვინც მასში მოცემულ ჭეშმარიტებას აუწყებს. ეს დამცინავები „საკუთარი გულისთქმისამებრ“ უარყოფენ ნოეს დროინდელი წუთისოფლის წარღვნით განადგურების ფაქტს, რითაც იმაში უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მომავალშიც იქნება სამსჯავროს დღე. საკუთარი თავის მოტყუება დამღუპველი აღმოჩნდება მათთვის, რადგან ღმერთი თავის დროზე გაანადგურებს უღვთოებს (2 პეტრე 3:3—7).
იეჰოვას მსახურებმა იციან ჭეშმარიტება
5. დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოხდებოდა „უკანასკნელ ჟამს“ და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
5 „უკანასკნელი ჟამის“ აღწერისას დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იქნებოდა ღვთის ხალხს შორის — აღორძინდებოდა რელიგიური ჭეშმარიტება. მის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა“ (დანიელი 12:4). სატანამ ვერ შეაცდინა და ვერ დააბრმავა იეჰოვას ხალხი. ბიბლიაში ძიებით მათ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღეს. პირველ საუკუნეში ჭეშმარიტების შეცნობაში იესო დაეხმარა თავის მოწაფეებს. მან „გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად“ (ლუკა 24:45). ჩვენს დროშიც მსგავსი რამ მოხდა. თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვამ მილიონობით ადამიანს გაუზიარა ჭეშმარიტება.
6. ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული რომელი საკითხები ესმის ღვთის ხალხს?
6 ღვთის ხალხს ბევრი ისეთი საკითხი გვესმის, რომელთა გაგებაც ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ვიცით პასუხები კითხვებზე, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე თავსატეხად არის ქცეული წუთისოფლის მოაზროვნეთათვის. მაგალითად, ვიცით, რატომ არსებობს ბოროტება, რატომ კვდება ადამიანი, რატომ ვერ იქნა მიღწეული მსოფლიო მშვიდობა და ერთობა. აგრეთვე კურთხეული ვართ მომავლის ცოდნით — ვიცით, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ სრულყოფილი ადამიანები. ჩვენ ვიცნობთ იეჰოვას, უზენაეს მმართველს. ვიცით, რა მიმზიდველი თვისებები აქვს იეჰოვას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მან გვაკურთხოს. ჭეშმარიტების ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ, რა არ შეესაბამება სიმართლეს. ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება გვიცავს ფუჭი მისწრაფებებისგან, აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას და მომავლის საუცხოო იმედს გვაძლევს.
7. ვის შეუძლია და ვის არა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება?
7 პირადად თქვენ გესმით ბიბლიური ჭეშმარიტება? ჭეშმარიტების გაგება დიდი კურთხევაა. თითოეული ავტორი წიგნს, ჩვეულებრივ, ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფისთვის წერს. ზოგი წიგნი კარგი განათლების მქონე ადამიანებისთვის არის დაწერილი, ზოგი — ბავშვებისთვის, ზოგიც კი — მათთვის, ვინც გარკვეულია ამა თუ იმ სფეროში. რაც შეეხება ბიბლიას, მისი გაგება და დაფასება ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია. იეჰოვამ ის სპეციალურად თავმდაბალი ადამიანებისთვის შექმნა. თავმდაბალ ადამიანებს შეუძლიათ, ჩასწვდნენ მის არსს, განათლების, წარმოშობისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის მიუხედავად (1 ტიმოთე 2:3, 4). მეორე მხრივ, რამდენად გონებაგახსნილნი და განათლებულნიც უნდა იყვნენ, ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვერ იგებენ ისინი, რომლებიც სწორად არ არიან განწყობილები. ქედმაღალ და ამაყ ადამიანებს არ შეუძლიათ, ჩასწვდნენ ღვთის სიტყვის ფასდაუდებელ ჭეშმარიტებას (მათე 13:11—15; ლუკა 10:21; საქმეები 13:48, აქ). მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს ასეთი წიგნის ავტორი.
იეჰოვას მსახურებს უყვართ ჭეშმარიტება
8. რატომ იყო იესო ჭეშმარიტების განსახიერება?
8 იეჰოვას მსგავსად, მის ერთგულ მოწმეებსაც უყვართ ჭეშმარიტება. ღვთის ყველასგან გამორჩეული მოწმის, იესო ქრისტეს სწავლება, ცხოვრება თუ სიკვდილი ჭეშმარიტებასთან ყოველმხრივ იოანე 14:6; გამოცხადება 3:14; 19:10).
იყო შეთანხმებული. ის ყოველთვის მხარს უჭერდა იეჰოვას სიტყვისა და აღთქმების ჭეშმარიტებას. შედეგად, როგორც თვითონ აღნიშნა, ის ჭეშმარიტების განსახიერება იყო (9. რა არის ბიბლიაში ნათქვამი სიმართლის ლაპარაკთან დაკავშირებით?
9 იესო „მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე“ იყო და „სიცრუე არ იყო მის ბაგეში“ (იოანე 1:14; ესაია 53:9). ქრისტიანები ბაძავენ იესოს, რომელიც ყველას სიმართლეს ელაპარაკებოდა. პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს შემდეგი რჩევა მისცა: „თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ“ (ეფესელთა 4:25). უფრო ადრე ზაქარია წინასწარმეტყველმა დაწერა: „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქარია 8:16). ქრისტიანები ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ, რადგან სურთ, ღვთისმოსაწონად მოიქცნენ. იეჰოვას უყვარს ჭეშმარიტება და მან იცის, რა ზიანი მოჰყვება სიცრუეს. ამიტომაც ღმერთი თავისი მსახურებისგან სავსებით მართებულად მოელის, რომ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებენ.
10. რატომ იტყუება ხალხი და რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ტყუილს?
10 ბევრისთვის ტყუილი სარგებლობის მომტანი მოსახერხებელი იარაღია. სიცრუეს მიმართავენ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ სასჯელი, სარგებელი მიიღონ ან ქება დაიმსახურონ. მაგრამ, სიცრუე მანკიერებაა. უფრო მეტიც, სიცრუის მთქმელნი ვერ დაიმსახურებენ ღვთის კეთილგანწყობას (გამოცხადება 21:8, 27; 22:15). თუ ნაცნობები ხედავენ, რომ ჩვეულებრივ სიმართლეს ვლაპარაკობთ, ჩვენს ნათქვამს ყოველთვის დაიჯერებენ; ჩვენ მათ ნდობას დავიმსახურებთ. მაგრამ, ერთხელაც კი თუ დაგვიჭერენ ტყუილში, შეიძლება მომავალში ეჭვი შეიტანონ ჩვენს სიტყვებში. ერთი აფრიკული ანდაზა გვეუბნება: „ერთი ტყუილით ათას სიმართლესაც ფასი დაეკარგებაო“. სხვა ანდაზა კი გვაფრთხილებს: „ტყუილის მთქმელს მართალსაც აღარ დაუჯერებენო“.
11. რა მხრივ მოიცავს ჭეშმარიტების სიყვარული სიმართლის ლაპარაკზე მეტს?
11 ჭეშმარიტების სიყვარული სიმართლის ლაპარაკზე მეტს ნიშნავს. ეს ცხოვრების გზაა. ჭეშმარიტების სიყვარული მეტყველებს იმაზე, თუ სინამდვილეში ვინ ვართ. ჩვენ ხალხს ჭეშმარიტებას მხოლოდ სიტყვიერად კი არ ვაუწყებთ, არამედ საკუთარი საქციელითაც. „სხვებს ასწავლი, და საკუთარ თავს არა? — იკითხა პავლე მოციქულმა. — ქადაგებ, არ მოიპაროო, და იპარავ? ამბობ, არ იმრუშოო, და მრუშობ?“ (რომაელთა 2:21, 22, აქ). ჭეშმარიტება სხვებს რომ გადავცეთ, თვითონ უნდა ვცხოვრობდეთ ჭეშმარიტების თანახმად. ჩვენი კარგი რეპუტაცია და პატიოსნება დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ გამოგვეხმაურება ხალხი.
12, 13. რა დაწერა ერთმა გოგონამ პატიოსნებაზე და რამ განუვითარა მას მაღალზნეობრივი ნორმების სიყვარული?
12 იეჰოვას მსახურთა შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებსაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება. აი, რა დაწერა თავისუფალ თემაში სკოლის მოსწავლემ, სახელად ჯენიმ, როდესაც 13 წლის იყო: „პატიოსნებას ნამდვილად ვაფასებ. სამწუხაროდ, დღეს იშვიათად გვხვდებიან ყოველმხრივ პატიოსანი ადამიანები. მე კი საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ცხოვრებაში ყოველთვის სიმართლეს ვილაპარაკებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლის თქმა ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის მაშინვე არ იქნება ხელსაყრელი. ვცდილობ, ვიმეგობრო მათთან, ვინც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და პატიოსნებას აფასებს“.
13 ნამუშევრის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელმა ჯენის უთხრა: „საკმაოდ პატარა ხარ იმისათვის, რომ ამდენად მტკიცე ზნეობა გქონდეს. ვიცი, რომ შეინარჩუნებ ასეთ ზნეობას, რადგან მტკიცე ხასიათი გაქვს“. რა იყო ამ სკოლის მოსწავლის ზნეობრივი სიმტკიცის საფუძველი? შესავალში ჯენიმ აღნიშნა, რომ თავისი რელიგიური შეხედულებები განაპირობებდა მის ნორმებს ცხოვრებაში. შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯენიმ ეს თავისუფალი თემა დაწერა. მისი მასწავლებელი არ შემცდარა — ჯენი, როგორც იეჰოვას მოწმე, კვლავაც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს.
იეჰოვას მსახურები აუწყებენ ჭეშმარიტებას
14. რატომ აქვთ ღვთის მსახურებს დაკისრებული განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ჭეშმარიტებას?
14 ცხადია, იეჰოვას მოწმეების გარდა, სხვებიც ცდილობენ, სიმართლე ილაპარაკონ და პატიოსნები ლუკა 12:48). ნამდვილად ‘მეტი მოეთხოვება’ მას, ვინც ღვთის შესახებ ფასდაუდებელი შემეცნებით არის კურთხეული.
იყვნენ. მაგრამ, ჩვენ, ღვთის მსახურებს, ჭეშმარიტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს დაკისრებული. ჩვენ მონდობილი გვაქვს ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც შეუძლია ადამიანი მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანოს. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, ის სხვებსაც გავუზიაროთ. „ვისაც მეტი მიეცა, — თქვა იესომ, — მეტს მოსთხოვენ“ (15. რამდენად დიდი ბედნიერება მოაქვს თქვენთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას?
15 ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას დიდი ბედნიერება მოაქვს. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც იმედის მომცემ სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ ხალხს, რომელიც ‘დაუძლურებული და დაფანტულია, როგორც უმწყემსო ცხვარი’ ან „ეშმაკთა მოძღვრებებით“ არის დაბრმავებული და დაბნეული (მათე 9:36; 1 ტიმოთე 4:1). იოანე მოციქულმა დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). იოანესთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა იმას, რომ ჭეშმარიტებით დადიოდნენ მისი „შვილები“ — შესაძლოა, ისინი, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმარა. ჩვენც დიდ სიხარულს ვგრძნობთ, როდესაც ვხედავთ, რომ ხალხი ისმენს და აფასებს ღვთის სიტყვას.
16, 17. ა) რატომ არ იღებს ყველა ჭეშმარიტებას? ბ) რა სიხარული მოაქვს ბიბლიური ჭეშმარიტების ხალხისთვის გაზიარებას?
16 ცხადია, ყველა არ მიიღებს ჭეშმარიტებას. მაგრამ იესო იმ დროსაც აუწყებდა ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას, როდესაც მსმენელთა უმრავლესობა არ იყო კეთილგანწყობილი. მან იუდეველ მოწინააღმდეგეებს უთხრა: „რატომ არ გწამთ ჩემი? ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არ ხართ“ (იოანე 8:46, 47).
17 იესოს მსგავსად, არც ჩვენ ვიკავებთ თავს იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების ქადაგებისგან. არ მოველით, რომ ყველა ირწმუნებს ჩვენს ნათქვამს, რადგან იესოსაც არ უჯერებდა ყველა. მიუხედავად ამისა, გვახარებს იმის ცოდნა, რომ სწორად ვიქცევით. სიყვარულიდან და სიკეთიდან გამომდინარე, იეჰოვას სურს, რომ ხალხს ჭეშმარიტება მათე 5:14, 16). ჩვენ სახალხოდ უარვყოფთ სატანის მიერ გაყალბებულ ჭეშმარიტებას და ღვთის დაუმახინჯებელ სიტყვას ვუჭერთ მხარს. ჭეშმარიტება, რომელიც გავიგეთ და რომელსაც სხვებს ვუზიარებთ, ჭეშმარიტ თავისუფლებას მოუტანს მათ, ვინც მას შეიცნობს (იოანე 8:32).
გაუმჟღავნოს. ქრისტიანები, რომლებმაც ჭეშმარიტება იციან, ანათებენ ბნელით მოცულ წუთისოფელში. როდესაც ვცდილობთ, რომ ჩვენი სიტყვებისა და საქმეების მეშვეობით ჭეშმარიტების სინათლემ ანათოს, ხელს ვუწყობთ იმას, რომ სხვებმაც განადიდონ ჩვენი ზეციერი მამა (იარეთ ჭეშმარიტების გზით
18. რატომ და როგორ გამოხატა იესომ ნათანაელისადმი კეთილგანწყობილება?
18 იესოს უყვარდა ჭეშმარიტება. ის ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. დედამიწაზე მსახურებისას ის ცხადყოფდა, რომ კეთილგანწყობილი იყო მათდამი, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულს ავლენდა. მან ერთხელ ნათანაელზე თქვა: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“ (იოანე 1:47). ნათანაელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ბართლომეც ერქვა, იესომ თავის მოციქულად აირჩია (მათე 10:2—4). რა დიდი პატივი ხვდა მას წილად!
19—21. რა კურთხევა მოუტანა გაბედულად სიმართლის თქმამ იესოს მიერ განკურნებულ ბრმას?
19 იოანეს სახარებაში მთელი თავი ეთმობა კიდევ ერთი პატიოსანი კაცის შემთხვევას, რომელიც იესომ აკურთხა. ბიბლიაში მოხსენიებული არ არის მისი სახელი. ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: ის მათხოვარი იყო და დაბადებიდან ვერ ხედავდა. ხალხი განცვიფრდა, როდესაც იესომ მას მხედველობა აღუდგინა. მისი სასწაულებრივი განკურნების ამბავი ფარისევლების ყურსაც მისწვდა. ისინი შეთქმულები იყვნენ, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ირწმუნებდა. ამიტომაც, განკურნებულის შეშინებულმა მშობლებმა მოატყუეს ფარისევლები, რომ არ იცოდნენ, როგორ აეხილა მათ ვაჟს თვალი და ვინ განკურნა (იოანე 9:1—23).
20 ფარისევლებმა კვლავ დაუძახეს განკურნებულ ბრმას. მან გაბედულად თქვა სიმართლე, იმის მიუხედავად, თუ რა მოჰყვებოდა სიმართლის თქმას. მას არ დაუმალავს, ვინ და როგორ განკურნა. განკურნებული გაოცდა, როდესაც ამ გამოჩენილმა და განათლებულმა კაცებმა არ ირწმუნეს, რომ იესო ღვთის გამოგზავნილი იყო და მათ უშიშრად მიუთითა აშკარა ფაქტზე: „ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, [იესო] ვერაფერს გახდებოდა“. ამაზე ფარისევლებმა ვეღარაფერი თქვეს, ამიტომაც ის თავხედობაში დაადანაშაულეს და გააგდეს (იოანე 9:24—34).
21 ამ ამბის გაგების შემდეგ, იესო სიყვარულმა აღძრა, ეს კაცი მოეძებნა, რათა მისთვის რწმენა გაეღვივებინა. იესომ დაუფარავად გაუმჟღავნა მას, რომ მესია იყო. რამხელა კურთხევა მოუტანა ამ კაცს სიმართლის თქმამ! დიახ, ღმერთი აკურთხებს ყველას, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს (იოანე 9:35—37).
22. რატომ უნდა ვიაროთ ჭეშმარიტების გზით?
22 ჭეშმარიტების სიყვარული სერიოზული საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ღმერთთან თუ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დავამყაროთ და შევინარჩუნოთ. ჭეშმარიტების სიყვარული იმასაც მოიცავს, რომ გულახდილნი, გულწრფელნი და სანდონი ვიყოთ, რაც იეჰოვას კეთილგანწყობილებას მოგვიტანს (ფსალმუნები 14:1, 2). ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, სიცრუის მოყვარული და არასანდოა. ამას კი გმობს ღმერთი (იგავები 6:16—19). ამიტომაც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი ჭეშმარიტების გზით სიარული. თუ გვსურს, რომ ჭეშმარიტების ღმერთს მივბაძოთ, ჭეშმარიტება უნდა ვიცოდეთ, ჭეშმარიტება უნდა ვილაპარაკოთ და ჭეშმარიტების თანახმად უნდა ვიცხოვროთ.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ უნდა ვიყოთ მადლობელი იმისათვის, რომ ჭეშმარიტება ვიცით?
• როგორ უნდა მივბაძოთ იეჰოვას ჭეშმარიტების სიყვარულში?
• რა სიკეთე მოაქვს ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას?
• რატომ არის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გზით სიარული?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 17 გვერდზე]
ქრისტიანები ხალხს სიხარულით უზიარებენ მათთვის მინდობილ ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
[სურათები 18 გვერდზე]
იესოს მიერ განკურნებულ ბრმა კაცს დიდი კურთხევა მოუტანა სიმართლის თქმამ.