რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
„რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8).
1, 2. რამ შეიძლება გაუტეხოს გული იეჰოვას ზოგ მსახურს და რა იქნება მათთვის დამხმარე?
ვერას, დაახლოებით 75 წლის ერთგულ ქრისტიანს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. „ზოგჯერ ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ, როგორ ქადაგებენ ჩემი ქრისტიანი და-ძმები კარდაკარ. თვალზე ცრემლი მადგება, რომ მათთან ერთად ვერ ვქადაგებ და იეჰოვას მსახურებაში ავადმყოფობა მიშლის ხელს“, — ამბობს ის.
2 განგიცდიათ ოდესმე მსგავსი რამ? ცხადია, ყველას, ვისაც უყვარს იეჰოვა, სურს მისი სახელით სიარული და მისი მოთხოვნების შესრულება. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სუსტი ჯანმრთელობა გვაქვს, ხანში შესული ვართ ან ოჯახური პასუხისმგებლობები გვაკისრია? შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს იმის გამო, რომ ღვთისთვის ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, რისკენაც გული აღგვძრავს. ასეთ მდგომარეობაში ჩვენთვის, ალბათ, გამამხნევებელი იქნება მიქას წინასწარმეტყველების მეექვსე და მეშვიდე თავების განხილვა. ამ თავებიდან დავინახავთ, რომ იეჰოვას მოთხოვნები გონივრულია და ღმერთი ჩვენგან იმაზე მეტს არ მოელის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ხალხს
3. როგორ ეპყრობა იეჰოვა ურჩ ისრაელებს?
3 თავდაპირველად წავიკითხოთ მიქას 6:3—5 და ვნახოთ, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ხალხს. გავიხსენოთ, რომ მიქას დღეებში ისრაელები ღმერთს ეურჩებიან. მიუხედავად ამისა, იეჰოვა კვლავაც ‘თავის ერად’ თვლის მათ და ხალხს თხოვნით მიმართავს: „ჩემო ერო, გაიხსენე“. იეჰოვა მკაცრად კი არ განსჯის ურჩ ხალხს, არამედ ცდილობს, მათ გულებს შეეხოს. ის ეკითხება ისრაელს: „რა გაგიკეთე?“ და მოუწოდებს კიდეც მათ: «გამეცი პასუხი [„დაამოწმეთ ჩემს წინააღმდეგ“, აქ]».
4. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე თანაგრძნობის მაგალითმა, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს?
4 რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა! მან მიქას დღეებში მცხოვრებ ურჩ ისრაელებსა და იუდაელებს თანაგრძნობით ‘თავისი ერი’ უწოდა და თხოვნით მიმართა. მისი მაგალითის მიბაძვით, ჩვენც გვმართებს თანაგრძნობის გამოვლენა, მით უმეტეს ქრისტიანული კრების წევრებისადმი. მართალია, ყველასთან ერთნაირად ადვილი არ არის ურთიერთობა და ზოგი შეიძლება სულიერადაც კი იყოს მოსუსტებული. მაგრამ, თუ მათ უყვართ იეჰოვა, ჩვენი მხრივ, დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ და თანაგრძნობით მოვეპყროთ.
5. რა აზრია გატარებული მიქას 6:6, 7-ში?
5 ახლა წავიკითხოთ მიქას 6:6, 7. მიქა აქ რამდენიმე კითხვას სვამს: „რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ?“ დიახ, იეჰოვას კეთილგანწყობილებას ვერ მოვიპოვებთ ‘ათასი ვერძითა თუ ზეთის ათიათასი მდინარით’. მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რითაც შეგვიძლია ვასიამოვნოთ. კერძოდ რა?
იეჰოვა ჩვენგან „სამართლის ქმნას“ მოითხოვს
6. ღვთის რომელი სამი მოთხოვნაა მოცემული მიქას 6:8-ში?
6 მიქას 6:8-დან ვიგებთ, რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან. მიქა გვეკითხება: „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“. ეს სამი მოთხოვნა მოიცავს ჩვენს გრძნობებს, ფიქრებსა და მოქმედებებს. უნდა გვსურდეს ამ თვისებების განვითარება, უნდა ვიფიქროთ მათი გამოვლენის შესაძლებლობებზე და მოქმედებით უნდა ცხადვყოთ, რომ ღვთის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.
7, 8. ა) რას ნიშნავს „სამართლის ქმნა“? ბ) რამდენად გავრცელებულია უსამართლობა მიქას დღეებში?
7 „სამართლის ქმნა“ ნიშნავს იმის კეთებას, რაც სწორია. სამართლიანობის ეტალონი კი თვითონ იეჰოვას მოქმედებებია. მიქას თანამედროვენი სამართლიანობის ნაცვლად უსამართლობას ავლენენ. რაში გამოიხატება მათი უსამართლობა? ვნახოთ მიქას 6:10. ამ მუხლის ბოლო ნაწილში ვაჭრებზე ნათქვამია, რომ ისინი ძალიან პატარა, „დამცრობილ საწყაოს“ იყენებენ. მე-11 მუხლი ამატებს, რომ მათ „მატყუარა საწონი“ აქვთ. მე-12 მუხლში კი ვკითხულობთ, რომ „ცრუა მათი ენა“. ამგვარად, არასწორი საწყაო და სასწორი, ასევე სიცრუის ლაპარაკი ფართოდ არის გავრცელებული ვაჭრობაში მიქას დროს.
8 უსამართლობა ვაჭრობის გარდა სასამართლოებშიც არის გავრცელებული. მიქას 7:3-დან ვხედავთ, რომ „მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ“. მსაჯულებს ქრთამს აძლევენ და მათაც არასწორი განაჩენი გამოაქვთ უდანაშაულო ხალხისთვის. „დიდებული“ ანუ გავლენიანი პირებიც გარეულნი არიან დანაშაულში. როგორც მიქა აღნიშნავს, მთავარი, მსაჯული და დიდებული თავიანთი ბოროტი საქმეების მოსაგვარებლად ‘სამართალს ამრუდებენ’.
9. რა გავლენას ახდენს იუდასა და ისრაელზე ბოროტი წინამძღოლების უსამართლობა?
9 ბოროტი წინამძღოლების უსამართლობა მთელ იუდასა და ისრაელზე ახდენს გავლენას. მიქას 7:5-ში აღნიშნულია, რომ უსამართლობა უნდობლობის მიზეზი ხდება ნაცნობებს, ახლო მეგობრებსა და თვით მეუღლეებს შორის. მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ ამის შედეგად, ისეთი ახლო ნათესავები, როგორიც ოჯახის წევრები არიან — ვაჟები და მამები, ქალიშვილები და დედები — ერთმანეთს აღარაფრად აგდებენ.
10. რა პოზიცია უკავიათ ქრისტიანებს მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო წუთისოფელში ცხოვრობენ?
10 როგორი ვითარებაა დღეს? განა ვერ ვხედავთ მსგავსებას მიქას დღეებსა და ჩვენს დროს შორის? ისევე როგორც მაშინ, დღესაც ჩვენ გარშემო სოციალური კრიზისი, უსამართლობა, უნდობლობა და დანგრეული ოჯახებია. მართალია, ღვთის მსახურებს უსამართლო წუთისოფელში გვიხდება ცხოვრება, მაგრამ არ ვუშვებთ, რომ ამ ქვეყნიერების სულმა ქრისტიანულ კრებაში შემოაღწიოს. პირიქით, ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, პატიოსნებისა და უმწიკვლობის მხარე დავიკავოთ, რაზეც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მეტყველებს. დიახ, ნამდვილად „გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18). განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ როდესაც სამართლიანობას ვავლენთ, უხვ კურთხევებს ვიღებთ ქრისტიანულ საძმოში გამეფებული ჭეშმარიტი ნდობის შედეგად?
როგორ ესმის ხალხს „უფლის ხმა“?
11. როგორ სრულდება მიქას 7:12?
11 მიქა წინასწარმეტყველებს, რომ გაბატონებული უსამართლობის მიუხედავად, სამართლიანობა ყველა ხალხამდე მიაღწევს. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ხალხი შეიკრიბება „ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე“, რათა თაყვანი სცენ იეჰოვას (მიქა 7:12). დღეს, ამ წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულებისას, არა მხოლოდ ერთი განსაზღვრული ერი, არამედ მსოფლიოს ყველა ერი სარგებლობს ღვთის მიუკერძოებელი სამართლიანობით (ესაია 42:1). როგორ?
12. როგორ ისმის დღეს „უფლის ხმა“?
მიქას 6:9-ში ნათქვამია: „უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის“. როგორ იგებს მსოფლიოს ყველა ხალხი უფლის ხმას და რა კავშირი აქვს ამას ჩვენი მხრიდან სამართლიანობის გამოვლენასთან? ცხადია, ხალხს დღეს პირდაპირი გაგებით არ ესმის ღვთის ხმა. მაგრამ ჩვენი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობით, იეჰოვას ხმა ყველა ადამიანის ყურამდე აღწევს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რასას ან საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნება. შედეგად, ვისაც ესმის, ‘ეშინია მისი სახელის’ ანუ პატივს სცემს ღვთის სახელს. თუ ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ვაუწყებთ და ღვთის სახელს მიუკერძოებლად ყველას ვამცნობთ, სამართლიანად ვეპყრობით ადამიანებს და სიყვარულს ვავლენთ მათდამი. სწორედ ამას მოიცავს „სამართლის ქმნა“.
12 პასუხის გასაცემად ვნახოთ, რა იწინასწარმეტყველა მიქამ მანამდე.„წყალობის სიყვარული“
13. რა განსხვავებაა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთესა და სიყვარულს შორის?
13 ახლა მოდი ვიმსჯელოთ მიქას 6:8-ში მოხსენიებულ მეორე მოთხოვნაზე. იეჰოვა ჩვენგან „წყალობის სიყვარულს“ მოითხოვს. ის ებრაული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში „წყალობად“ არის ნათარგმნი, მრავლისმომცველია. მისი უფრო ზუსტად გადმოცემა შესაძლებელია ფრაზით: სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ან სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე. ეს თვისება განიმარტება, როგორც აქტიური, თანაგრძნობით აღსავსე მზრუნველობის გამოვლენა სხვების მიმართ. სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე განსხვავდება სიყვარულისგან. როგორ? „სიყვარულს“ უფრო ფართო გაგება აქვს და ვრცელდება საგნებსა და ცნებებზეც. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც „ღვინისა და ზეთის მოყვარული“ ადამიანი, ისე კაცი, რომელსაც „სიბრძნე“ უყვარს (იგავები 21:17; 29:3). ხოლო სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ყოველთვის ადამიანებზე ვრცელდება, განსაკუთრებით კი ღვთის მსახურებზე. ამიტომ მიქას 7:20-ში (აქ) ნათქვამია, რომ ღმერთმა ეს თვისება თავისი მსახურის, აბრაამის მიმართ გამოავლინა.
14, 15. როგორ ვლინდება სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე და ამის რა მაგალითს მოიყვანდით?
14 მიქას 7:18-ის თანახმად, წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი „წყალობის მოყვარულია“. მიქას 6:8 მოგვიწოდებს, რომ არა მარტო გამოვავლინოთ ეს თვისება, არამედ შევიყვაროთ კიდეც. რას ვსწავლობთ ამ მუხლებიდან? იმას, რომ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთე ნებაყოფლობით და ხალისით ვლინდება. იეჰოვას მსგავსად, სიამოვნებასა და სიხარულს განვიცდით, როდესაც ასეთ სიკეთეს ვავლენთ მათ მიმართ, ვინც დახმარებას საჭიროებს.
15 დღეს ღვთის ხალხი ავლენს ამ თვისებას. მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. 2001 წლის ივნისში ტეხასის შტატს ქარიშხალი დაატყდა, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად ათიათასობით სახლი დაზიანდა; აქედან ასობით სახლი იეჰოვას მოწმეების იყო. გაჭირვებაში ჩავარდნილი ძმების დასახმარებლად დაახლოებით 10 000-მდე მოწმემ ნებაყოფლობით, უსასყიდლოდ გაიღო დრო და ენერგია. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მოხალისეები დღედაღამ დაუღალავად მუშაობდნენ, შაბათ-კვირის ჩათვლით, 8 სამეფო დარბაზისა და თანაქრისტიანების 700-ზე მეტი სახლის აღსადგენად. ისინი, ვინც ძმებს ფიზიკურად ვერ ეხმარებოდნენ, საკვებით, ფულითა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდნენ. რამ აღძრა ათასობით მოწმე თანაქრისტიანთა დასახმარებლად? „წყალობის სიყვარულმა“. რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ჩვენი ძმები მთელ მსოფლიოში ავლენენ ამ თვისებას! დიახ, ღვთის ეს მოთხოვნა ტვირთად კი არ გვაწვება, არამედ სიხარულს გვანიჭებს!
ღვთის წინაშე მოწიწებით სიარული
16. რა მაგალითი გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ არის საჭირო ღვთის წინაშე მოწიწებით სიარული?
16 მესამე, რასაც ღმერთი მიქას 6:8-ის თანახმად ჩვენგან მოითხოვს, არის „მოწიწებით სიარული უფლის წინაშე“. ამაში იგულისხმება, ვაღიაროთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, და ღმერთს მივენდოთ. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ქარიშხლის ამოვარდნისას პატარა გოგონა მაგრად ეჭიდება მამის ხელს. გოგონას ესმის, რომ უმწეოა და ამიტომ მამის იმედზეა. ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ზეციერ მამას უნდა ვენდობოდეთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ნდობა არ დავკარგოთ? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რატომ არის გონივრული ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. მიქა სამ მიზეზს შეგვახსენებს: იეჰოვა არის ჩვენი მხსნელი, წინამძღოლი და მფარველი.
17. საიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა ძველად თავისი ხალხის მხსნელი, წინამძღოლი და მფარველი იყო?
17 მიქას 6:4, 5-ის თანახმად, ღმერთი ამბობს: „გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან“. დიახ, იეჰოვა ისრაელის მხსნელი იყო. შემდგომ ის ამბობს: „წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი“. მოსე და აარონი ერის წინამძღოლები იყვნენ, მირიამმა კი ისრაელი ქალები გამარჯვების ფერხულში ჩააბა (გამოსვლა 7:1, 2; 15:1, 19—21; მეორე რჯული 34:10). იეჰოვა ისრაელს თავისი მსახურების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. მე-5 მუხლში იეჰოვა თავის ერს, ისრაელს, ახსენებს, როგორ დაიცვა ისინი ბალაკისა და ბილყამისგან (ბალაამისგან); აგრეთვე შეახსენებს, როგორ იცავდა მათ მოგზაურობის ბოლომდე, შიტიმიდან დაწყებული გილგალამდე — აღთქმულ მიწამდე.
18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ჩვენი მხსნელი, წინამძღოლი და მფარველია?
18 როდესაც მის წინაშე დავდივართ, ღმერთს ჩვენც, ასე ვთქვათ, გამოვყავართ სატანის ქვეყნიერებიდან; აგრეთვე გვხელმძღვანელობს თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით და, როგორც ჯგუფს, მთლიანობაში, გვიცავს მოწინააღმდეგეთა შემოტევებისას. მაშასადამე, ნამდვილად
გვაქვს იმის მიზეზი, რომ მაგრად ჩავჭიდოთ ხელი ჩვენს ზეციერ მამას, რათა მისი დახმარებით წარმატებით გავიაროთ სახიფათო გზა ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებამდე, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე აღთქმული მიწა იყო ისრაელებისთვის.19. რა კავშირია ‘მოწიწებით სიარულსა’ და ჩვენს შესაძლებლობებს შორის?
19 უფლის წინაშე მოწიწებით სიარული გვეხმარება, რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა, რადგან მოწიწებით სიარულში საკუთარი შესაძლებლობების ფარგლების ცოდნაც შედის. ასაკმა ან შერყეულმა ჯანმრთელობამ შეიძლება გარკვეულწილად შეგვზღუდოს იეჰოვას მსახურებაში, მაგრამ ამან გული არ უნდა გაგვიტეხოს. კარგი იქნება ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღმერთი აფასებს ჩვენს მცდელობებს და შესაწირავს იღებს ‘იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს’ (2 კორინთელთა 8:12). ნამდვილად, იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ სულითა და გულით ვემსახუროთ მას და ვაკეთოთ ის, რის შესაძლებლობასაც მდგომარეობა გვაძლევს (კოლასელთა 3:23). თუ გულმოდგინედ ვმსახურობთ და მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, იეჰოვასგან უხვად ვიქნებით კურთხეული (იგავები 10:22).
იეჰოვასთვის ლოდინს კურთხევები მოაქვს
20. რის ცოდნა უნდა დაგვეხმაროს მიქას მსგავსად იეჰოვას ლოდინში?
20 ღვთის კურთხევები აღგვძრავს, ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც მიქას ჰქონდა. მიქა ამბობს: «ვესავ [„დაველოდები“, აქ] ჩემი ხსნის ღმერთს» (მიქა 7:7). რა კავშირი აქვს ამას უფლის წინაშე მოწიწებით სიარულთან? ლოდინის უნარი ანუ მოთმინება გვეხმარება, გული არ გავიტეხოთ იმის გამო, რომ იეჰოვას დღე ჯერ არ მოსულა (იგავები 13:12). გულახდილად რომ ვთქვათ, ყველა ვნატრობთ, მალე მოეღოს ბოლო ამ ბოროტ წუთისოფელს. მაგრამ ყოველკვირა ათასობით ადამიანი იწყებს იეჰოვას წინაშე სიარულს. ამის ცოდნა გვეხმარება ლოდინში. აი, რა თქვა ერთმა დიდი ხნის წინ მონათლულმა ქრისტიანმა: „55 წელზე მეტია, რაც ღვთის სამეფოს შესახებ ვქადაგებ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას დღის მოლოდინში არაფერი დამიკარგავს. პირიქით ამან ბევრჯერ დამიცვა გულგატეხილობისგან“. თქვენც იტყოდით ამავეს?
21, 22. როგორ სრულდება დღეს მიქას 7:14?
21 იეჰოვას წინაშე სიარულს უეჭველად სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. მიქას 7:14-ში წინასწარმეტყველი ღვთის ხალხს ადარებს ფარას, რომელსაც მწყემსი იცავს. დღეს, ამ წინასწარმეტყველების უფრო ფართო მასშტაბით შესრულებისას, სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი და „სხვა ცხვრები“ მართლაც დაცულნი არიან თავიანთი სანდო მწყემსის, იეჰოვას, მიერ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ეს ფარა «ტყეში მარტოდმარტო . . . ცხოვრობს, ქარმელს შორის [„წალკოტში“, აქ]» და სულიერი გაგებით გამოყოფილია სულ უფრო მეტად მშფოთვარე და სახიფათო წუთისოფლისგან (იოანე 10:16; მეორე რჯული 33:28; იერემია 49:31; გალატელთა 6:16).
22 დიახ, მიქას 7:14-ში იეჰოვას ხალხის კეთილდღეობაა ნაწინასწარმეტყველები. ღვთის ფარასთან ანუ ხალხთან დაკავშირებით მიქა ამბობს: „იბალახოს ბაშანში და გილყადში ძველებურად“. როგორც ფარას, რომელიც ბაშანისა და გილყადის (გალაადის) საძოვრებზე ნოყიერი ბალახით იკვებებოდა და არაფერი აკლდა, ღვთის ხალხს დღეს სულიერი გაგებით არაფერი აკლია. ეს კიდევ ერთი კურთხევაა მათთვის, ვინც მოწიწებით დადის ღვთის წინაშე (რიცხვნი 32:1; მეორე რჯული 32:14).
23. რას ვსწავლობთ მიქას 7:18, 19-დან?
23 მიქას 7:18, 19-ში წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იეჰოვა მზად არის, მომნანიებლებს აპატიოს დანაშაული. მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ იეჰოვა ‘ცოდვათა მპატიებელია’. ხოლო მე-19 მუხლი ამბობს, რომ „ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას“. რას ვსწავლობთ აქედან? შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: ვბაძავთ იეჰოვას ამ საკითხში? ვპატიობთ შეცდომებს მათ, ვინც გვაწყენინა? როდესაც ისინი ინანიებენ და ყოველნაირად ცდილობენ შეცდომის გამოსწორებას, იეჰოვას მსგავსად, მზად უნდა ვიყოთ, მივუტევოთ და აღარ გავუხსენოთ დანაშაული.
24. რა მხრივ იყო თქვენთვის სასარგებლო მიქას წინასწარმეტყველების განხილვა?
24 რა სარგებლობა მოგვიტანა მიქას წინასწარმეტყველების განხილვამ? ამ წინასწარმეტყველებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტ იმედს აძლევს მათ, ვინც მას უახლოვდება (მიქა 2:1—13). კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, რათა მარადიულად ვიაროთ ჩვენი ღმერთის სახელით (მიქა 4:1—4). მიქას წინასწარმეტყველების განხილვიდან ისიც დავინახეთ, რომ ჩვენი მდგომარეობისდა მიუხედავად, ყველას შეგვიძლია იეჰოვას მოთხოვნების შესრულება. დიახ, მიქას წინასწარმეტყველება გვაძლიერებს, რომ მარადიულად ვიაროთ იეჰოვას სახელით!
როგორ უპასუხებდით?
• რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან მიქას 6:8-ის თანახმად?
• რა უნდა გავაკეთოთ, თუ „სამართლის ქმნა“ გვსურს?
• რით შეგვიძლია ცხადვყოთ „წყალობის სიყვარული“?
• რა იგულისხმება ‘უფლის წინაშე მოწიწებით სიარულში’?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 21 გვერდზე]
მიქა ასრულებდა იეჰოვას მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ბოროტება მეფობდა. თქვენც შეგიძლიათ ამავეს გაკეთება.
[სურათი 23 გვერდზე]
გამოავლინეთ სამართლიანობა ნებისმიერი მდგომარეობის ადამიანებთან ქადაგებით.
[სურათები 23 გვერდზე]
მზად იყავით სხვების დასახმარებლად და ამით ცხადყავით, რომ ‘წყალობა გიყვართ’.
[სურათი 23 გვერდზე]
შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გააკეთეთ მსახურებაში და, ამავე დროს, რეალურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.