არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ოჯახს აერთიანებს

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ოჯახს აერთიანებს

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ოჯახს აერთიანებს

მარია 13 წლის იყო, როდესაც მან და მისმა უმცროსმა დამ, ლუსიმ, თავიანთი ნათესავისგან იეჰოვას შესახებ გაიგეს. ნათესავმა გოგონებს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედის შესახებაც მოუთხრო. ამ ცნობით დაინტერესებული მარია და ლუსი ნათესავს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში გაჰყვნენ. მარიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მოსმენილმა ადვილად გასაგებმა სწავლებამ. სამეფო დარბაზში ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იყო, ვიდრე ეკლესიაში, სადაც ისინი დადიოდნენ და მათი მსახურება მხოლოდ საგალობლების შესრულებით შემოიფარგლებოდა. მალე გოგონებმა იეჰოვას ერთ მოწმესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

მათი უფროსი ძმა ჰიუგო ფილოსოფიითა და ევოლუციის თეორიით იყო გატაცებული. ის საკუთარ თავს ათეისტად თვლიდა. ერთხელაც, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს წაიკითხა წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ * ამ წიგნში მან ისეთ კითხვებზე იპოვა პასუხები, რომლებსაც ვერც ერთი რელიგია ვერ პასუხობდა. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ ის ღვთისადმი ახალჩასახული რწმენის განმტკიცებას შეუდგა. ამ მიზნით ბიბლიის შესწავლა და დებთან ერთად კრების შეხვედრებზე სიარული დაიწყო. მარია და ლუსი 1992 წელს, ჭეშმარიტების შესახებ პირველად მოსმენიდან ორ წელიწადში მოინათლნენ, მათი ძმა კი კიდევ ორი წლის შემდეგ.

გარკვეული დროის შემდეგ მათმა მშობლებმაც, კათოლიკური ტრადიციების თავგამოდებულმა დამცველებმა, ჭეშმარიტებისადმი მცირეოდენი ინტერესი გამოავლინეს. მათ თავიდან იეჰოვას მოწმეები აბეზარ ადამიანებად მიაჩნდათ, თუმცა ძალიან მოსწონდათ იმ ახალგაზრდა მოწმეების კარგი მანერები და არაგამომწვევი ჩაცმულობა, რომლებიც მათ შვილებთან მოდიოდნენ. სადილობისას ახალგაზრდები ერთმანეთს კრებაზე მოსმენილ აზრებს უზიარებდნენ, რამაც მშობლებს ცნობისწადილი აღუძრა.

ახალგაზრდების დედ-მამა ჯადოქრობით იყვნენ დაკავებული. მამა ლოთი იყო და დედას სცემდა. ოჯახი დანგრევის პირას იყო. ერთხელაც, სიმთვრალეში ჩადენილი საქციელის გამო მამა ორი კვირით დააპატიმრეს. ციხეში ყოფნისას მან ბიბლიის კითხვა დაიწყო. კითხვისას მისი ყურადღება მიიქცია იესოს სიტყვებმა, რომლებიც უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებულ ნიშანს ეხებოდა. დედ-მამას უამრავი კითხვა წამოეჭრა. ამიტომაც სამეფო დარბაზს მიაშურეს და ბიბლიის საშინაო შესწავლაზე დათანხმდნენ. ჭეშმარიტების გათავისების შემდეგ გაანადგურეს ჯადოქრობასთან დაკავშირებული ყველა წიგნი და იეჰოვას სახელის მოხმობის საშუალებით დემონების თავდასხმებისგანაც გათავისუფლდნენ. ისინი საგრძნობლად შეიცვალნენ.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიხარულო იყო მარიასა და ლუსისთვის იმის დანახვა, თუ როგორ ნათლავდა ჰიუგო დედ-მამას 1999 წელს ბოლივიაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარიამ და ლუსიმ პირველად გაიგეს იეჰოვასა და მისი აღთქმების შესახებ. ახლა ეს დები ჰიუგოსთან ერთად სრული დროით მსახურობენ. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ მათი ოჯახი გააერთიანა!

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.