არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება?
არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება?
„რადგან ქრისტე ერთია, მას სხეულიც ერთი აქვს და პატარძალიც ერთი ჰყავს; და ეს პატარძალი კათოლიკური სამოციქულო ეკლესიაა“ (Dominus Iesus).
ამგვარად ჩამოაყალიბა რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა თავისი ეკლესიის სწავლება იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია შეიძლება არსებობდეს. მისი სიტყვების თანახმად, ეს „ქრისტეს ერთადერთი ეკლესია, კათოლიკური ეკლესიაა“.
„არ არიან ეკლესიები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“
მართალია, იოანე პავლე II-ის მტკიცების თანახმად, აღნიშნული დეკლარაციით (Dominus Iesus) „სხვა რელიგიები არ მცირდება და არც უპატივცემულობა ვლინდება მათდამი“, მაგრამ პროტესტანტული ეკლესიის ხელმძღვანელები მწვავედ გამოეხმაურნენ ამას. მაგალითად, 2001 წლის ივნისში ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია) ჩატარებულ პრესვიტერიანელთა გენერალური ასამბლეის სხდომაზე ერთმა პასტორმა ამ დეკლარაციის შესახებ აღნიშნა, რომ ის შეიმუშავეს „რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ძალიან იყვნენ შეშფოთებულები ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებაზე სააშკარაოზე გამოტანილი ფაქტების გამო“.
ირლანდიის ეკლესიის არქიეპისკოპოსმა რობინ იმსმა აღნიშნა, რომ მას „ძალიან გაუტყდებოდა გული“, თუ ეს დეკლარაცია „კვლავ ჩაგვინერგავდა ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებამდე არსებულ შეხედულებებს“. იმსმა თავის კომენტარში ხაზი გაუსვა იმას, რომ ვატიკანის განცხადების თანახმად, ის ეკლესიები, რომლებიც კათოლიკურ დოქტრინებს უარყოფენ, „არ არიან ეკლესიები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“. როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, ასეთი განცხადება მისთვის შეურაცხმყოფელია.
რა მიზნით შეიმუშავეს ეს დეკლარაცია? როგორც ჩანს, რომის კურიას საგონებელში აგდებდა რელიგიური რელატივიზმის სახელწოდებით ცნობილი შეხედულება. როგორც ირლანდიაში გამომავალ გაზეთ „აირიშ თაიმზშია“ აღნიშნული, რელიგიური პლურალიზმის აღმოცენება, რის თანახმადაც ყველა რელიგია მისაღებია . . . სულ უფრო და უფრო უშფოთებდა სულს კარდინალ რაცინგერს“. როგორც ჩანს, სწორედ ამან უბიძგა იმისკენ, რომ გამოეთქვა მოსაზრება ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის არსებობის შესახებ.
აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი სარწმუნოების მიმდევარი ხართ?
რასაკვირველია, ზოგიერთისთვის „რელიგიური რელატივიზმი“ ანუ „პლურალისტური თეორია“ უფრო სასურველი და მიმზიდველია, ვიდრე ის მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთადერთია. ასეთი ადამიანებისთვის რელიგია პირადი არჩევნის საკითხია. ამიტომ, მათი შეხედულებით, ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის მიმდევრები იქნებიან.
ასეთი თვალსაზრისი, ერთი შეხედვით, შეიძლება უფრო შემწყნარებლურიც ჩანდეს, მაგრამ ამის ერთ-ერთი შედეგი მრავალი რელიგიური მიმდინარეობის
არსებობაა. ბევრს მიაჩნია, რომ რელიგიის ამგვარი მრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების ნების თავისუფლების ჯანსაღი გამოხატულებაა. მწერალი სტივ ბრუსი კი აღნიშნავს, რომ ასეთი „რელიგიური შემწყნარებლობა“, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა „რელიგიური გულგრილობა“ (A House Divided: Protestantism, Schism, and Secularization).რომელია სწორი თვალსაზრისი? არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება? მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესიაა ჭეშმარიტი თუ სხვა სარწმუნოებებიც მისაღებია ღვთისთვის? რადგან ამაზეა დამოკიდებული შემოქმედთან ჩვენი ურთიერთობა, უეჭველად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისის ცოდნა. როგორ შეგვიძლია ამის გაგება? ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის, ბიბლიის დახმარებით (საქმეები 17:11; 2 ტიმოთე 3:16, 17). განვიხილოთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ.
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
COVER: Mark Gibson/Index Stock Photography