აფასებთ ხანდაზმულ თანამორწმუნეებს?
აფასებთ ხანდაზმულ თანამორწმუნეებს?
ღმერთთან კავშირში მყოფ ისრაელ ერს ასეთი მითითება მიეცა: „ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა“ (ლევიანები 19:32). როგორც ვხედავთ, ხანში შესულთა პატივისცემა წმინდა მოვალეობა იყო, რითაც ღვთისადმი მორჩილება ვლინდებოდა. ქრისტიანებს დღეს არ მოგვეთხოვება მოსეს რჯულის დაცვა, თუმცა ის შეგვახსენებს, რომ იეჰოვას თვალში მისი ხანდაზმული მსახურები დაფასებულნი და ძვირფასნი არიან (იგავები 16:31; ებრაელთა 7:18). ჰბაძავთ იეჰოვას? აფასებთ ხანდაზმულ ქრისტიან და-ძმებს?
ის ძალიან აფასებდა თავის ხანდაზმულ მეგობარს
ბიბლიაში, კერძოდ კი წიგნში „4 მეფეთა“ ჩაწერილი ერთი შემთხვევა ხაზს უსვამს ხანდაზმულებისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელოვნებას. ამ წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ გააგრძელა წინასწარმეტყველ ელიას საქმე ახალგაზრდა წინასწარმეტყველმა ელისემ. განვიხილოთ, რა მოხდა ისრაელის ათტომიან სამეფოში ელიას წინასწარმეტყველად მსახურების უკანასკნელ დღეს.
იმ დღეს იეჰოვამ ხანდაზმული ელია გილგალიდან ბეთელში, ბეთელიდან იერიხონში და იერიხონიდან იორდანეზე გაგზავნა (4 მეფეთა 2:1, 2, 4, 6). ამ მოგზაურობის დროს, რაც დაახლოებით 50 კილომეტრის გავლას საჭიროებდა, ელიამ სამჯერ სთხოვა ელისეს, რომ აღარ გაჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, ელისემ უარი თქვა მოხუცი წინასწარმეტყველის მიტოვებაზე, როგორც საუკუნეებით ადრე რუთმა გადაწყვიტა მტკიცედ, არ მიეტოვებინა ნაყომი (რუთი 1:16, 17). ელისემ სამჯერ უთხრა წინასწარმეტყველს: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ“ (4 მეფეთა 2:2, 4, 6). იმ დროისთვის უკვე ექვსი წელი იყო, რაც ელისე თანამშრომლობდა ელიასთან და მხარში ედგა მას. მიუხედავად ამისა, ელისეს ძალიან უნდოდა, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ემსახურა ელიასთან ერთად. 4 მეფეთა მე–2 თავის მე–11 მუხლში ვკითხულობთ: „როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა . . . ცად ავიდა ელია“. როგორც ვხედავთ, ელისე და ელია ამ უკანასკნელის ისრაელში მსახურების ბოლო მომენტამდე საუბრობდნენ. ახალგაზრდა წინასწარმეტყველს მთელი გულით ეწადა, რაც შეიძლება მეტი დამრიგებლური და გამამხნევებელი სიტყვები მოესმინა ხანდაზმული და უფრო გამოცდილი წინასწარმეტყველისგან. ცხადია, რომ ის ძალიან აფასებდა თავის ხანდაზმულ მეგობარს.
‘როგორც მამები და დედები’
ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ მოხუცი წინასწარმეტყველი ელისეს მეგობარივით და სულიერ 4 მეფეთა 2:12). ისრაელში თავისი მსახურების დასრულების წინ, ელიამ ელისეს ასეთი რამ უთხრა: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან“ (4 მეფეთა 2:9). ბოლო წუთამდე ელია ზრუნავდა თავისი საქმის გამგრძელებლის სულიერ კეთილდღეობასა და ღვთის საქმის შესრულებაზე.
მამასავით უყვარდა (სასიხარულოა იმის დანახვა, რომ მსგავს მამობრივ და დედობრივ მზრუნველობას დღესაც ავლენენ ჩვენი ხანდაზმული და–ძმები. ისინი მთელი გულით უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და სიბრძნეს ახალგაზრდებს. მაგალითად, მოხალისეები, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში უკვე დიდი ხანია მსახურობენ, სიამოვნებით ასწავლიან ბეთელის ოჯახის ახალ წევრებს, როგორ შეასრულონ თავიანთი დავალება. მსგავსადვე, მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები, რომლებიც წლების მანძილზე ინახულებენ კრებებს, სიხარულით უზიარებენ თავიანთ მდიდარ გამოცდილებას მათ, რომლებსაც მიმოსვლითი მსახურებისთვის ამზადებენ. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში ხანდაზმული ძმები და დები ათეულობით წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას და სიამოვნებით უზიარებენ თავიანთ სიბრძნესა და გამოცდილებას კრების ახალ წევრებს (იგავები 2:7; ფილიპელთა 3:17; ტიტე 2:3—5).
ამ ძვირფასი ხანდაზმული ქრისტიანების მიერ გამოვლენილი ყურადღება და მზრუნველობა დასაფასებელია და მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენა მართლაც რომ სასიამოვნოა. ასე რომ, გვსურს მივყვეთ ელისეს მაგალითს და მთელი გულით დავაფასოთ ხანდაზმული თანამორწმუნეები; მოდი, ყურად ვიღოთ პავლე მოციქულის შეხსენება და ისე მოვექცეთ ‘უფროსი ასაკის მამაკაცებს . . . როგორც მამებს’, ხოლო ‘უფროსი ასაკის ქალებს — როგორც დედებს’ (1 ტიმოთე 5:1, 2, აქ). ამგვარად, დიდად შევუწყობთ ხელს მთელ მსოფლიოში არსებული ქრისტიანული კრებების სულიერ წინსვლას.
[სურათი 30 გვერდზე]
ელისეს მთელი გულით უნდოდა, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ემსახურა ელიასთან ერთად.
[სურათები 31 გვერდზე]
ახალგაზრდები ბევრ რამეს სწავლობენ ხანდაზმული ქრისტიანებისგან.