არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ როგორ შეცვალა ბიბლიამ ეს მამაკაცი

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ როგორ შეცვალა ბიბლიამ ეს მამაკაცი

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

ბიბლიის შესწავლამდე და მის შემდეგ როგორ შეცვალა ბიბლიამ ეს მამაკაცი

როლფ-მიქაელის ცხოვრებაში მუსიკას მთავარი ადგილი ეკავა. იგი ნარკოტიკებსაც ეძალებოდა. ახალგაზრდობაში ეს გერმანელი მამაკაცი უზომოდ სვამდა და დიდი დოზით იღებდა ნარკოტიკ ლსდ-ს, კოკაინს, ჰაშიშსა და სხვა გამაბრუებელ ნივთიერებებს.

როლფ-მიქაელმა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში კონტრაბანდული გზით ნარკოტიკების გადატანა სცადა, რის გამოც 13 თვე ციხეში გაატარა. პატიმრობისას მას ჰქონდა დრო, სიცოცხლის აზრზე დაფიქრებულიყო.

თავის მეულესთან, ურსულასთან ერთად, როლფ-მიქაელი დაჟინებით ეძებდა სიცოცხლის აზრსა და ჭეშმარიტებას. ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიებში განცდილი იმედგაცრუების მიუხედავად, მათ ღვთის გაცნობის ძლიერი სურვილი ჰქონდათ. სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წევრებისგან მათ ვერ მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები. გარდა ამისა, ამ სარწმუნოებებმა ვერ აღძრა ისინი ცხოვრების წესის შესაცვლელად.

ბოლოს, როლფ-მიქაელი და ურსულა იეჰოვას მოწმეებს შეხვდნენ. ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ როლფ-მიქაელზე ძალიან იმოქმედა საღვთო წერილში მოცემულმა მოწოდებამ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ). მან მტკიცედ გადაწყვიტა, ‘მიეტოვებინა წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებულიყო გონების სულით, და შეემოსა ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22—24).

როგორ შეძლო როლფ-მიქაელმა ახალ კაცად შემოსვა? მას ბიბლიის დახმარებით აუხსნეს, რომ ადამიანი პიროვნულად „საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის [იეჰოვა ღმერთის] პიროვნებისამებრ“ (კოლასელთა 3:9—11, აქ).

მას შემდეგ, რაც საფუძვლიანი ცოდნა მიიღო, როლფ-მიქაელი ცდილობდა, ღვთის პრინციპების თანახმად ეცხოვრა (იოანე 17:3). მართალია, მისთვის ადვილი არ იყო ნარკოტიკების მიტოვება, მაგრამ ლოცვის შედეგად იეჰოვასგან დიდი დახმარება იგრძნო (1 იოანე 5:14, 15). მას ასევე დაეხმარა ახლო ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან, რომლებიც მთელი გულით ცდილობენ ღვთის ნების შესრულებას.

როლფ-მიქაელს იმის ცოდნაც დაეხმარა, რომ ეს ქვეყნიერება წარმავალია, ხოლო ღვთის ნების შემსრულებლები სამუდამოდ იარსებებენ. შედეგად, მან წარმავალი წუთისოფლის სიყვარულს არჩია მარადიული კურთხევები, რომელთა მიღებაც მოსიყვარულე ღმერთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობითაა შესაძლებელი (1 იოანე 2:15—17). მის გულს ძალიან შეეხო იგავების 27:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „დაბრძენდი, შვილო, და გაახარე ჩემი გული და მე მოვიგერიებ ჩემს მაგინებელთ“. იგი მადლიერებით აღნიშნავს: „ეს მუხლი ცხადყოფს, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას. ღმერთი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, მისი გული გაახარონ“.

ამ შემთხვევის მსგავსად, ბიბლიურმა პრინციპებმა ასიათასობით ადამიანის ცხოვრებას შესძინა აზრი. მათი ნახვა შესაძლებელია მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში. სამწუხაროდ, ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ცილს სწამებენ, თითქოს ისინი საშიშ სექტას წარმოადგენენ და ოჯახებს ანგრევენ. როლფ-მიქაელის შემთხვევა კი სრულიად საწინააღმდეგოს მოწმობს (ებრაელთა 4:12).

როლფ-მიქაელი ამბობს, რომ მათეს 6:33-მა აღძრა მისი ოჯახი, უპირატესობა სულიერი საკითხებისთვის მიენიჭებინათ. ეს მუხლი გახდა მათი ოჯახის „კომპასი“, რომელიც მათ სწორ მიმართულებას უჩვენებს. ის, მისი მეუღლე და მათი სამი შვილი ძალიან ემადლიერებიან იეჰოვას, რომ ბედნიერი ქრისტიანული ოჯახი აქვთ. ისინი იზიარებენ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს: „რით გადავუხადო უფალს ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო?“ (ფსალმუნები 115:3).

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ღმერთი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას, მისი გული გაახარონ“.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპები მოქმედია

აქ მოყვანილია რამდენიმე ბიბლიური პრინციპი, რომლებიც ბევრს დაეხმარა დამღუპველი ჩვევების მიტოვებაში:

„უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება!“ (ფსალმუნები 96:10). როდესაც ადამიანი რწმუნდება, რომ დამღუპველ ჩვევებს ცუდი შედეგები მოაქვს და ზიზღს ავითარებს მათ მიმართ, უფრო უადვილდება ღვთის ნებისამებრ მოქცევა.

„ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). ნარკოტიკებისა და დამოკიდებულების გამომწვევი სხვა ნივთიერებების მიტოვება რომ შევძლოთ, კარგი საზოგადოების შერჩევაა საჭიროა. ახლო ურთიერთობის განვითარება ქრისტიანებთან, რომლებიც მავნე ჩვევების მიტოვებაში დაგვეხმარებიან, მართლაც რომ სასარგებლოა.

„არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). ასეთ შინაგან სიმშვიდეს სხვა ვერაფერი მოგვცემს. ღმერთზე ლოცვით მინდობა ადამიანს ეხმარება, გადაჭრას ცხოვრებისეული პრობლემები.