რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ?
რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ?
„ილოცეთ განუწყვეტლივ. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (1 თესალონიკელთა 5:17, 18).
1, 2. როგორ აჩვენებდა დანიელი, რომ აფასებდა ლოცვის შესაძლებლობას და რა გავლენა მოახდინა ამან ღმერთთან მის ურთიერთობაზე?
წინასწარმეტყველ დანიელს ჩვეულებად ჰქონდა დღეში სამჯერ ლოცვა. ის მუხლს იყრიდა ზედა ოთახის სარკმელთან და იერუსალიმისკენ პირშექცეული შესთხოვდა ღმერთს (3 მეფეთა 8:46—49; დანიელი 6:10). მაშინაც კი, როდესაც სამეფო დადგენილების თანახმად, მიდიელთა მეფის, დარიოსის, გარდა ვინმესთვის თხოვნით მიმართვა აიკრძალა, დანიელი არ შეყოყმანებულა. მას არ მიუტოვებია ლოცვა — განუწყვეტლივ შესთხოვდა იეჰოვას და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდებდა.
2 რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას დანიელზე? როდესაც ანგელოზი გაბრიელი დანიელთან მის ლოცვაზე პასუხის გასაცემად მივიდა, მან წინასწარმეტყველს „სასურველი კაცი“ უწოდა (დანიელი 9:20—23). ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში კი იეჰოვამ დანიელი მართალ კაცად მოიხსენია (ეზეკიელი 14:14, 20). წლების განმავლობაში რეგულარულად ლოცვის შედეგად დანიელმა ღმერთთან ახლო ურთიერთობა დაამყარა, რასაც დარიოსიც ხედავდა (დანიელი 6:16).
3. რა მხრივ გვეხმარება ლოცვები ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, როგორც ერთი მისიონერის შემთხვევამ დაგვანახვა?
3 რეგულარულად ლოცვა ღვთის მსახურებს მძიმე განსაცდელების გადატანაშიც ეხმარება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰაროლდ კინგი, რომელიც ჩინეთში მსახურობდა მისიონერად. მან ხუთი წელი გაატარა სამარტოო საკანში. აი, რა თქვა ძმა კინგმა: „მოწყვეტილი ვიყავი ადამიანებს, მაგრამ არავის შეეძლო ღვთისგან ჩემი ჩამოშორება . . . ყველას, ვინც კი ჩემს საკანს ჩაუვლიდა, შეეძლო დაენახა, როგორ ვიყრიდი მუხლს დღეში სამჯერ და ვლოცულობდი
ხმამაღლა დანიელივით, რომელზეც ბიბლიაშია მოთხრობილი . . . ამ დროს ღვთის სული გავლენას ახდენდა ჩემს გონებაზე, რის შედეგადაც დადებით საკითხებზე ვფიქრობდი და ვმშვიდდებოდი. ლოცვები სულიერად მაძლიერებდა და შვებას მგვრიდა“.4. ლოცვასთან დაკავშირებულ რომელ საკითხებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 ბიბლიაში ნათქვამია: „ილოცეთ განუწყვეტლივ. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (1 თესალონიკელთა 5:17, 18). ამ რჩევიდან გამომდინარე, განვიხილოთ შემდეგი საკითხები: რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ლოცვებს? რა მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ განუწყვეტლივ ვილოცოთ? და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩადენილი ცოდვების გამო თავს ღმერთთან ლაპარაკის ღირსად არა ვთვლით?
ლოცვა მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ
5. რამდენად საუცხოო მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას გვაძლევს ლოცვა?
5 გსურთ, რომ იეჰოვამ მეგობრად ჩაგთვალოთ? პატრიარქ აბრაამს მან თავისი მეგობარი უწოდა (ესაია 41:8, აქ; იაკობი 2:23). იეჰოვას სურს, რომ ჩვენც დავამყაროთ მასთან მეგობრული ურთიერთობა. ღმერთი გვთავაზობს, დავუახლოვდეთ მას (იაკობი 4:8). განა არ უნდა დაგვაფიქროს ამან ლოცვის უნიკალურ შესაძლებლობაზე? რამდენად რთულია გავლენიან თანამდებობის პირთან მიღებაზე ჩაწერა და პირისპირ დალაპარაკება, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან დამეგობრებაზე! სამყაროს შემოქმედი კი გვთავაზობს, თავისუფლად დაველაპარაკოთ ლოცვებში ყოველთვის, როცა კი სურვილი გვექნება ან მისი დახმარება დაგვჭირდება (ფსალმუნები 36:5). განუწყვეტლივ ლოცვა იეჰოვასთან ახლო მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას გვაძლევს.
6. რას გვასწავლის იესოს მაგალითი განუწყვეტლივ ლოცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით?
6 ყველაფრის მიუხედავად, ლოცვა შეიძლება ძალიან ადვილად უგულებელვყოთ. ყოველდღიურად იმდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი, რომ, შესაძლოა, ღმერთთან ლაპარაკი მხედველობიდან გამოგვრჩეს. იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, ‘განუწყვეტლივ ელოცათ’ და თვითონაც ასე იქცეოდა (მათე 26:41, აქ). ის დილიდან საღამომდე დაკავებული იყო, მაგრამ ზეციერ მამასთან სალაპარაკოდ დრო მაინც ჰქონდა გამოყოფილი. ზოგჯერ „განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად“ დგებოდა იმისათვის, რომ ელოცა (მარკოზი 1:35). ზოგჯერ კი დღის ბოლოს განმარტოვდებოდა ხოლმე იეჰოვასთან სალაპარაკოდ (მათე 14:23). იესო ყოველთვის ნახულობდა დროს ლოცვისთვის და ჩვენც სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ (1 პეტრე 2:21).
7. რომელ ყოველდღიურ სიტუაციებში უნდა ვიყოთ აღძრულნი ჩვენს ზეციერ მამასთან სალაპარაკოდ?
ეფესელთა 6:18). თუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ღვთის ხელმძღვანელობას ვეძებთ, მასთან ჩვენი მეგობრობა აუცილებლად განმტკიცდება. განა უფრო მეტად არ მტკიცდება მეგობრობის კვანძები, როდესაც მეგობრები ერთად უმკლავდებიან პრობლემებს? (იგავები 17:17). სწორედ ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც, თუ მივენდობით იეჰოვას და დახმარებას მივიღებთ მისგან (2 ნეშტთა 14:11).
7 დღის განმავლობაში ხშირად იქმნება სიტუაციები, როდესაც დროულია ლოცვა. მაგალითად, როდესაც პრობლემებს ვხვდებით, ცდუნებების წინაშე ვართ ან გადაწყვეტილებებს ვიღებთ (8. რას ვიგებთ პირადი ლოცვების ხანგრძლივობის შესახებ ნეემიას, იესოსა და ხანას მაგალითებიდან?
8 რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ნორმებს არ გვიდგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს და რამდენჯერ შეგვიძლია ლოცვა! ნეემიამ თავისთვის სწრაფად ილოცა, ვიდრე სპარსეთის მეფეს თხოვნით მიმართავდა (ნეემია 2:4, 5). იესომაც მოკლე ლოცვა წარმოთქვა, როცა ღმერთს ძალა სთხოვა ლაზარეს მკვდრეთით აღსადგენად (იოანე 11:41, 42). ხანა კი „დიდხანს ლოცულობდა“, როცა იეჰოვას თავის სადარდებელს უზიარებდა (1 მეფეთა 1:12, 15, 16). ჩვენი საჭიროებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, პირადი ლოცვები შეიძლება იყოს როგორც მოკლე, ისე ვრცელი.
9. რატომ არის მართებული, რომ ლოცვებში განვადიდოთ იეჰოვა და მისდამი მადლიერება გამოვხატოთ იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს?
9 ბიბლიაში ჩაწერილ ბევრ ლოცვაში აღიარებულია იეჰოვას უზენაესობა და მისი შესანიშნავი საქმეებისთვის მადლიერებაა გამოხატული (გამოსვლა 15:1—19; 1 ნეშტთა 16:7—36; ფსალმუნები 144). იოანე მოციქულმა იხილა 24 უხუცესი (რითაც ზეცაში ცხებული ქრისტიანების სრული რიცხვია წარმოდგენილი), რომლებიც იეჰოვას შემდეგი სიტყვებით განადიდებდნენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:10, 11). ჩვენც გვაქვს შემოქმედის გამუდმებით განდიდების მიზეზი. რამდენად ბედნიერები არიან მშობლები, როდესაც შვილი მთელი გულით უხდის მათ მადლობას იმისათვის, რაც გაუკეთეს. იეჰოვას სიკეთეზე დაფიქრება და მადლიერების გამოხატვა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს, პირადი ლოცვების გაუმჯობესების შესანიშნავი საშუალებაა.
„ილოცეთ განუწყვეტლივ“ — რატომ?
10. რა როლს ასრულებს ლოცვა ჩვენი რწმენის განმტკიცებაში?
10 რეგულარული ლოცვა მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისთვის. მას შემდეგ, რაც თავის მოწაფეებს ლუკა 18:1—8). მხურვალე, გულწრფელი ლოცვა განამტკიცებს რწმენას. როდესაც პატრიარქი აბრაამი მოხუცდა, შთამომავლობა ჯერ კიდევ არ ჰყავდა და ამის შესახებ ის ღმერთს დაელაპარაკა. პასუხად, იეჰოვამ სთხოვა, ცისთვის შეეხედა და, თუ შეძლებდა, დაეთვალა ვარსკვლავები. შემდეგ კი უთხრა: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც“. რა იყო ამის შედეგი? „ერწმუნა იგი [აბრაამი] უფალს, და ეს შეერაცხა მას სიმართლედ“ (დაბადება 15:5, 6). იეჰოვა რწმენას განგვიმტკიცებს, თუ ლოცვებში გულს გადავუშლით, ბიბლიის საშუალებით ნათქვამ მის დამაჯერებელ სიტყვებს ყურად ვიღებთ და მათ შესაბამისად მოვიქცევით.
იგავით დაანახვა, რომ „ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ“, იესომ იკითხა: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ (11. როგორ დაგვეხმარება ლოცვა პრობლემებთან გამკლავებაში?
11 ლოცვა პრობლემებთან გამკლავებაშიც დაგვეხმარება. შესაძლოა, ჩვენი ცხოვრება საკმაოდ მძიმეა და ხშირად სერიოზული სირთულეების წინაშე ვიმყოფებით. თუ ასეა, ყურადღება მივაქციოთ ბიბლიის სიტყვებს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23). სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე იესოს უნდა მივბაძოთ. მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, ვიდრე 12 მოციქულს აირჩევდა (ლუკა 6:12—16). სიკვდილის წინა ღამეს კი იმდენად მხურვალედ ლოცულობდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:44). რა იყო ამის შედეგი? „შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). მხურვალედ და განუწყვეტლივ ლოცვა ჩვენც დაგვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში და განსაცდელების ატანაში.
12. როგორ ადასტურებს ლოცვის შესაძლებლობა, რომ იეჰოვა ჩვენდამი პირად ინტერესს ავლენს?
12 იეჰოვასთან ლოცვის მეშვეობით დაახლოების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ, თავის მხრივ, ისიც დაგვიახლოვდება (იაკობი 4:8). როცა ლოცვაში გულს ვუშლით იეჰოვას, განა არა ვგრძნობთ, რომ მას ესმის ჩვენი მოთხოვნილებები და ზრუნავს ჩვენზე? აშკარაა, რომ ღმერთი თითოეული ჩვენგანისადმი ავლენს სიყვარულს. იეჰოვამ სხვას არავის დაავალა ლოცვების მოსმენა — ჩვენი ზეციერი მამა პირადად ისმენს თავისი მსახურების თითოეულ ლოცვას (ფსალმუნები 65:19, 20; ლუკა 11:2). ის გვთავაზობს, ‘ყოველი ჩვენი საზრუნავი მას მივანდოთ, რადგან ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:6, 7).
13, 14. რა მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ განუწყვეტლივ ვილოცოთ?
13 ლოცვას შეუძლია ენთუზიაზმი დაგვიბრუნოს საქმეები 4:23—31). გარდა ამისა, ლოცვას შეუძლია „ეშმაკის მზაკვრობისგან“ დაგვიცვას (ეფესელთა 6:11, 17, 18). ცხოვრებისეული განსაცდელებისას განუწყვეტლივ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, განგვამტკიცოს. როგორც იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშიდან ვხედავთ, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ, ‘გვიხსნას ბოროტისგან’ ანუ სატანა ეშმაკისაგან (მათე 6:13).
და განგვამტკიცოს, როდესაც ხალხის გულგრილობა ან წინააღმდეგობა ქადაგების ხალისს გვიკარგავს (14 ლოცვაში თუ ჩვენი ცოდვილი მიდრეკილებების დასაძლევადაც ვთხოვთ ღმერთს დახმარებას, ის აუცილებლად დაგვიჭერს მხარს. „[ღმერთი] არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელთა 10:13). პავლე მოციქულმა სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას მხარდაჭერა. „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“, — დაწერა მან (ფილიპელთა 4:13; 2 კორინთელთა 11:23—29).
განაგრძეთ ლოცვა შეცდომების მიუხედავად
15. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ღვთის ნორმებს დავარღვევთ?
15 ღმერთმა რომ ჩვენი ლოცვები შეისმინოს, არ უნდა უგულებელვყოთ ის, რასაც ღვთის სიტყვა გვეუბნება. „რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს“, — დაწერა იოანე მოციქულმა (1 იოანე 3:22). რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ღვთის ნორმებს დავარღვევთ? ადამი და ევა დაიმალნენ, როდესაც ედემის ბაღში ღმერთს შესცოდეს. ჩვენც შეიძლება დაგვეუფლოს სურვილი, „დავემალოთ“ იეჰოვას და ლოცვა შევწყვიტოთ (დაბადება 3:8). „როგორც გამოცდილებამ დამანახვა, იმ ქრისტიანების შემთხვევაში, რომლებმაც გზას გადაუხვიეს და იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ჩამოშორდნენ, პირველი მცდარი ნაბიჯი თითქმის ყოველთვის ის იყო, რომ მათ ლოცვა შეწყვიტეს“, — ამბობს კლაუსი, გამოცდილი მიმომსვლელი ზედამხედველი (ებრაელთა 2:1). სწორედ ასე მოხდა ხოსე ანხელის შემთხვევაშიც: „დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იშვიათად ვლოცულობდი. თავს იეჰოვასთან ლაპარაკის ღირსად არ მივიჩნევდი, თუმცა მას კვლავაც ჩემს ზეციერ მამად ვთვლიდი“.
16, 17. მოიყვანეთ მაგალითები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება რეგულარულად ლოცვა სულიერად გამოჯანსაღებაში დაგვეხმაროს.
16 სულიერი სისუსტის ან ჩადენილი ცოდვის გამო ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ღირსი არაა, ილოცოს. მაგრამ ეს სწორედ ის დროა, როდესაც განსაკუთრებულად გვჭირდება ლოცვა. წინასწარმეტყველმა იონამ არ შეასრულა დავალება, რომელიც ღმერთმა მისცა. მაგრამ ‘ჭირში მყოფმა შეჰღაღადა უფალს და მან ხმა გასცა. შავეთის მუცლიდან შველა ითხოვა და ღმერთმა ისმინა მისი ვედრება’ (იონა 2:3). იონამ ილოცა და ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, რასაც იონას სულიერად გამოჯანსაღება მოჰყვა.
17 ხოსე ანხელმაც გადაწყვიტა, მხურვალედ ელოცა და ღვთისთვის დახმარება ეთხოვა. ის იხსენებს: „ღმერთს გული გადავუშალე და პატიება ვთხოვე. ის ნამდვილად დამეხმარა. ვფიქრობ, ლოცვის გარეშე ვერ შევძლებდი ჭეშმარიტებაში დაბრუნებას. ახლა რეგულარულად, ყოველდღე ვლოცულობ და მოუთმენლად ველი ამ წუთებს“. ღმერთს ყოველთვის თავისუფლად უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შეცდომებზე და თავმდაბლურად უნდა ვთხოვოთ პატიება. როდესაც მეფე დავითმა ცოდვები აღიარა, იეჰოვამ მიუტევა მას დანაშაული (ფსალმუნები 31:3—5). იეჰოვას ჩვენი დახმარება სურს და არა მსჯავრის დადება (1 იოანე 3:19, 20). პირად ლოცვებთან ერთად, სულიერად გამოჯანსაღებაში კრების უხუცესთა ლოცვებიც დაგვეხმარება, რადგან მათ ვედრებას „ბევრი რამ შეუძლია“ (იაკობი 5:13—16).
18. რაში უნდა იყვნენ დარწმუნებულები ღვთის მსახურები, თუნდაც რომელიმე მათგანი გზას ასცდეს?
18 განა მამა ხელს ჰკრავს შვილს, რომელიც შეცდომის დაშვების შემდეგ თავმდაბლურად სთხოვს დახმარებას და მზად არის მისგან რჩევის მისაღებად? გზასაცდენილი შვილის შესახებ იგავიდან ვხედავთ, რომ, როგორც უნდა ავცდეთ გზას, ჩვენი ზეციერი მამა ხარობს, როდესაც მას ვუბრუნდებით (ლუკა 15:21, 22, 32). იეჰოვა თითოეულ შემცოდველს მოუწოდებს, მოუხმონ მას, რადგან „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:6, 7). დავითმა რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ კვლავ მოუხმო იეჰოვას: „ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას“. დავითმა აგრეთვე თქვა: „საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და შევტირებ და მოისმენს [იეჰოვა] ჩემს ხმას“ (ფსალმუნები 54:2, 18). რა მანუგეშებელი სიტყვებია!
19. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ღმერთი არ არის ჩვენდამი კეთილგანწყობილი, თუ მაშინვე არ გვპასუხობს ლოცვებზე?
19 შესაძლოა, ჩვენს ვედრებაზე ღმერთი დაუყოვნებლივ არ გვცემს პასუხს. იეჰოვამ რომ შეისმინოს, ჩვენი სათხოვარი მის ნებასთან უნდა იყოს შეთანხმებული და იესოს სახელით უნდა ვლოცულობდეთ (იოანე 16:23; 1 იოანე 5:14). მოწაფე იაკობმა მოიხსენია ქრისტიანები, რომელთა ლოცვებიც უპასუხოდ რჩებოდა, რადგან ‘ბოროტს ითხოვდნენ’ (იაკობი 4:3). მეორე მხრივ, ნაჩქარევად არ უნდა დავასკვნათ, რომ, ღმერთი თუ დაუყოვნებლივ არ გვპასუხობს ლოცვებზე, ჩვენდამი კეთილგანწყობილი არ არის. ზოგჯერ იეჰოვა უშვებს, რომ მისმა ერთგულმა თაყვანისმცემლებმა კონკრეტულ საკითხებზე გარკვეული დროის განმავლობაში ილოცონ, ვიდრე მისი პასუხი ნათელი გახდება. „ითხოვეთ და მოგეცემათ“, — თქვა იესომ (მათე 7:7). ასე რომ, საჭიროა ლოცვაში „მდგრადნი“ ვიყოთ (რომაელთა 12:12).
ილოცეთ რეგულარულად
20, 21. ა) რატომ არის საჭირო განუწყვეტლივ ლოცვა ამ „უკანასკნელ დღეებში“? ბ) რას მივიღებთ ღვთისგან, თუ ყოველდღიურად მივუახლოვდებით მისი მადლის ტახტს?
20 ამ „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამია“ და პრობლემები თანდათანობით გვემატება (2 ტიმოთე 3:1). ჩვენი აზროვნება შეიძლება მთლიანად წუთისოფლისეულმა საზრუნავმა მოიცვას. სწორედ რეგულარული ლოცვა დაგვეხმარება იმაში, რომ გამუდმებული პრობლემების, ცდუნებებისა და იმედგაცრუების მიუხედავად, სულიერება შევინარჩუნოთ და გზიდან არ გადავუხვიოთ. იეჰოვასადმი ყოველდღიურად ლოცვა ისეთ დახმარებას გაგვიწევს, როგორიც დღეს ნამდვილად გვჭირდება.
21 იეჰოვა ‘ისმენს ლოცვას’. ის არასდროს არის იმდენად დაკავებული, რომ ჩვენი ლოცვა არ მოისმინოს (ფსალმუნები 64:3). ჩვენც ნუ ვიქნებით იმდენად დაკავებულები, რომ მასთან სალაპარაკოდ დრო ვერ გამოვნახოთ. ღმერთთან მეგობრობა ყველაფერზე ძვირფასია, რაც კი შეიძლება გაგვაჩნდეს. დაე, ეს არასდროს დაგვავიწყდეს. „აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“ (ებრაელთა 4:16).
როგორ უპასუხებდით?
• რას გვასწავლის წინასწარმეტყველ დანიელის მაგალითი ლოცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით?
• როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ღმერთთან ჩვენი მეგობრობა?
• რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ?
• რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი ლოცვისგან მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ იეჰოვასთან ლაპარაკის ღირსი არა ვართ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 16 გვერდზე]
ნეემიამ თავისთვის მოკლედ ილოცა, ვიდრე მეფეს დაელაპარაკებოდა.
[სურათი 17 გვერდზე]
ხანა ‘დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე’.
[სურათები 18 გვერდზე]
იესომ 12 მოციქულის ამორჩევამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.
[სურათები 20 გვერდზე]
დღის განმავლობაში ხშირად გვეძლევა ლოცვის საშუალება.