როდესაც ყველა დანაპირები შესრულდება
როდესაც ყველა დანაპირები შესრულდება
მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანთა არაერთი დაპირება დარჩენილა შეუსრულებელი. ქვეყნები ხშირად არღვევენ მათ მიერვე დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებს, რის შედეგადაც მათი მოქალაქეები საზარელ ომებში ებმებიან. ერთხელ ნაპოლეონმა აღნიშნა: „ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ ასრულებენ პირობას, როცა აიძულებენ ამის გაკეთებას ან როცა პირად გამორჩენას ნახულობენ“.
რისი თქმა შეიძლება ცალკეულ ადამიანთა დაპირებებზე? გულსატკენია, როცა ვინმე არ ასრულებს თავის სიტყვას, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცნობთ მას და ენდობით. დიახ, ადამიანებს ან არ შეუძლიათ, ან არ სურთ დაპირებების შესრულება.
რა დიდი სხვაობაა ადამიანისა და ღვთის დაპირებებს შორის! ღვთის დაპირებები სრულებით საიმედოა. იეჰოვა ღმერთის ნებისმიერი დაპირება სანდოა. ისინი აუცილებლად შესრულდება. ღვთის უტყუარ სიტყვებთან დაკავშირებით ესაიას 55:11-ში (სსგ) ნათქვამია: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“.
როგორ ვუყურებთ ღვთის დაპირებებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი? ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია მათ ვენდოთ. იოანე მოციქულმა დაწერა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). თქვენც შეძლებთ ამ კურთხევების მიღებას, თუ იესოს შემდეგი სიტყვების თანახმად მოიქცევით: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3, აქ).