სულიერ საკითხებზე საუბრები გამამხნევებელია
სულიერ საკითხებზე საუბრები გამამხნევებელია
„არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესელთა 4:29).
1, 2. ა) რამდენად დასაფასებელია ადამიანის მეტყველება? ბ) როგორ სურთ იეჰოვას მსახურებს მეტყველების უნარის გამოყენება?
„ადამიანის მეტყველება იდუმალებით არის მოცული; ეს უნარი ღვთის ძღვენი და ნამდვილი სასწაულია“, — დაწერა ლექსიკოგრაფმა ლუდვიგ კელერმა. შესაძლოა, ღვთის ამ ფასდაუდებელ საბოძვარს არც კი ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას (იაკობი 1:17). მაგრამ დავფიქრდეთ: რამდენ რამეს ვკარგავთ, როდესაც ინსულტი ჩვენს საყვარელ ადამიანს ნორმალური მეტყველების უნარს ართმევს. „ხშირად საინტერესოდ ვსაუბრობდით, რაც ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოებდა, — ამბობს ჯოანი, რომლის ქმარსაც არც ისე დიდი ხნის წინ დამბლა დაეცა. — მენატრება მასთან საუბარი!“
2 საუბრით შესაძლებელია მეგობრობის განმტკიცება, გაუგებრობის მოგვარება, გულგატეხილის გამხნევება, რწმენის გაძლიერება და ცხოვრების გამდიდრება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა“ (იგავები 12:18). იეჰოვას მსახურებს გვსურს, რომ ჩვენი სიტყვები სასიამოვნო და გამამხნევებელი იყოს და არა საწყენი ან გულის გამტეხი. აგრეთვე გვსურს, რომ ქადაგებისას და ყოველდღიური საუბრებისას ბაგეები იეჰოვას განსადიდებლად გამოვიყენოთ. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე“ (ფსალმუნები 43:9).
3, 4. ა) რა პრობლემა აქვს თითოეულ ჩვენგანს ენასთან დაკავშირებით? ბ) რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სიტყვებს?
3 „ენის მოთვინიერება . . . კაციშვილს არ შეუძლია“, — გვაფრთხილებს მოწაფე იაკობი. ის აგრეთვე შეგვახსენებს: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3:2, 8). დღეს არავინ არის სრულყოფილი. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ჩვენი სიტყვები ყოველთვის არ არის გამამხნევებელი და არც ქებას ასხამს შემოქმედს. ამიტომაც უნდა ვისწავლოთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რას ვლაპარაკობთ. იესომ თქვა: „ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“ (მათე 12:36, 37). დიახ, ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე პასუხს ვაგებთ ჩვენს სიტყვებზე.
4 საზიანო სიტყვებს რომ მოვერიდოთ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მივეჩვიოთ სულიერ თემებზე საუბარს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევძლებთ ამას, რა თემებზე შეგვიძლია ლაპარაკი და რა სარგებლობას მოგვიტანს გამამხნევებელი საუბრები.
ყურადღება მიაქციეთ გულს
5. რატომ არის მნიშვნელოვანი გულის მდგომარეობა იმისათვის, რომ გამამხნევებელ ლაპარაკს მივეჩვიოთ?
5 გამამხნევებელ ლაპარაკს რომ მივეჩვიოთ, უპირველესად უნდა გვესმოდეს შემდეგი: ჩვენს მათე 12:34). მარტივად რომ ვთქვათ, გვსიამოვნებს იმაზე ლაპარაკი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში მაქვს გული? ოჯახის წევრებთან ან თანამორწმუნეებთან ძირითადად სულიერ საკითხებზე ვსაუბრობ, თუ განუწყვეტლივ სპორტზე, ჩასაცმელზე, ფილმებზე, საკვებზე, უახლეს შენაძენზე ან სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე ვლაპარაკობ? შესაძლოა, უნებლიეთ, ჩვენმა ცხოვრებამ და ფიქრებმა მეორეხარისხოვანი საკითხების გარშემო დაიწყო ტრიალი. პრიორიტეტებში თუ შესწორებას შევიტანთ, ეს დადებითად აირეკლება როგორც მეტყველებაზე, ისე ცხოვრებაზე (ფილიპელთა 1:10).
სიტყვებში ის აირეკლება, რაც გულში გვაქვს. იესომ თქვა: „გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“ (6. რა გავლენას ახდენს ფიქრი ჩვენს საუბრებზე?
6 ჩვენს საუბრებზე დადებით გავლენას მოახდენს მიზანმიმართული ფიქრიც. თუ შეგნებულად შევეცდებით სულიერ საკითხებზე ფიქრს, დავინახავთ, რომ შესაბამის თემებზე საუბრის სურვილი გაგვიჩნდება. მეფე დავითი ხედავდა ფიქრსა და სიტყვებს შორის ამგვარ კავშირს. დავითი მღეროდა: „დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა“ (ფსალმუნები 18:15). ფსალმუნმომღერალმა ასაფმა კი დაწერა: „ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნები 76:13). გული და გონება თუ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებისკენ გვექნება მიმართული, შესაბამისად, ჩვენი მეტყველებაც საქებარი იქნება. იერემიას არ შეეძლო, არ ელაპარაკა იმაზე, რაც იეჰოვამ ასწავლა (იერემია 20:9). ასევე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც, თუ რეგულარულად ვიფიქრებთ სულიერ საკითხებზე (1 ტიმოთე 4:15).
7, 8. რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი საუბრები გამამხნევებელი იყოს?
7 გამამხნევებელი საუბრებისთვის მრავალი თემა გვექნება, თუ ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს დავუთმობთ სულიერ საკითხებს (ფილიპელთა 3:16). კონგრესები, კრების შეხვედრები, პუბლიკაციები, დღიური მუხლი და თანდართული კომენტარები სულიერად გვამდიდრებს. ეს სიმდიდრე კი შეგვიძლია სხვებსაც გავუზიაროთ (მათე 13:52). ხშირად სულიერად გამომაცოცხლებელია მსახურებაში მომხდარი შემთხვევების ერთმანეთისთვის გაზიარება.
8 მეფე სოლომონს ხიბლავდა ხეების, ცხოველების, ფრინველებისა და თევზების მრავალფეროვნება (3 მეფეთა 4:33). ის სიამოვნებით ლაპარაკობდა ღვთის შემოქმედებით საქმეებზე. ჩვენც შეგვიძლია ასე მოვიქცეთ. იეჰოვას მსახურები მრავალ თემაზე ლაპარაკობენ, მაგრამ სულიერი თემები ყოველთვის ალამაზებს ღვთის ერთგული მსახურების საუბრებს (1 კორინთელთა 2:13).
„იმაზე იფიქრეთ“
9. რა რჩევა მისცა პავლე მოციქულმა ფილიპელ ქრისტიანებს?
9 რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ჩვენი სიტყვები გამამხნევებელი იქნება, თუ პავლე მოციქულის მიერ ფილიპელთა კრებისთვის მიცემულ რჩევას გავითვალისწინებთ. მან დაწერა: «ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია [„სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს“, აქ], რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია [„მოსაწონია“, აქ], ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ» (ფილიპელთა 4:8). რაც პავლემ მოიხსენია, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უნდა ‘ვიფიქროთ’ მათზე. ისინი გულსა და გონებაში უნდა გვქონდეს. ვნახოთ, რა მხრივ დაგვეხმარება საუბრებისას პავლეს მიერ მოხსენიებული რვა საკითხისთვის ყურადღების მიქცევა.
10. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია?
10 ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, ზუსტ ინფორმაციაზე მეტს მოიცავს. ამაში შედის ყოველივე ის, რაც მართალი და სარწმუნოა, მაგალითად ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ბიბლიურ სწავლებებზე, რომლებმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აგრეთვე მოხსენებებზე, რომლებმაც გაგვამხნევა ან ბიბლიურ რჩევაზე, რომელიც დაგვეხმარა, ვფიქრობთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია. ამასთან, უარვყოფთ „ეგრეთწოდებულ მოძღვრებას“, რომელიც მოჩვენებითი ჭეშმარიტებაა (1 ტიმოთე 6:20). აგრეთვე, არ ვავრცელებთ ჭორებს და ისეთ ამბებს, რომელთა სიზუსტესაც ვერ შევამოწმებთ.
11. ჩამოთვალეთ საკითხები, რომლებიც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს და შეგვეძლო ჩვენს საუბრებში ჩაგვერთო.
საქმეები 14:27; 2 ტიმოთე 3:1—5).
11 სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს მნიშვნელოვანი — და არა წვრილმანი — საკითხები. ეს შეიძლება იყოს ქრისტიანული მსახურების საყურადღებო მხარეები, საზარელი ჟამი, რომელშიც ვცხოვრობთ და ღვთისმოსაწონი საქციელის შენარჩუნება. როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხებზე ვმსჯელობთ, უფრო მტკიცდება ჩვენი გადაწყვეტილება, რომ სულიერად ვიფხიზლოთ, ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ და განვაგრძოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ცხადია, მსახურებაში მომხდარი საინტერესო შემთხვევები და მიმდინარე მოვლენები, რომლებიც შეგვახსენებს, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, გამამხნევებელი საუბრებისთვის შესანიშნავი მასალაა (12. რას უნდა მოვერიდოთ, თუ გავითვალისწინებთ პავლეს რჩევას, რომ იმაზე ვიფიქროთ, რაც მართალი და წმიდაა?
12 პავლეს მიერ მოხსენიებულ სიტყვა „მართალში“ იგულისხმება ის, რომ ღვთის თვალში იყო მართალი, ანუ მის ნორმებს შეესაბამებოდე. სიტყვა „წმიდა“ კი როგორც აზროვნების, ისე ქცევის სიწმინდეს ეფესელთა 5:3; კოლასელთა 3:8). ქრისტიანები გონივრულად იქცევიან და არ ჩერდებიან თანამშრომლების ან თანაკლასელების გვერდით, როდესაც მათი საუბრები ასეთ ხასიათს იძენს.
მოიცავს. ცილისწამება, უხამსი ხუმრობები და სექსთან დაკავშირებული ქარაგმული ლაპარაკი მიუღებელია ჩვენთვის (13. მოიყვანეთ ისეთი სასაუბრო თემების მაგალითები, რომლებიც მოიცავს იმას, რაც საყვარელი და მოსაწონია.
13 პავლე მოციქულის რჩევა, ვიფიქროთ იმაზე, რაც საყვარელია, ეხება სასიამოვნო საკითხებს, რომლებიც სიყვარულს აღვივებს და არა სიძულვილს, სიბრაზეს ან უთანხმოებას. ის კი, რაც მოსაწონია, მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ვინმეს ან რაიმეს მიმართ პატივისცემით განგვაწყობს. ამაში შედის ერთგული და-ძმების ბიოგრაფიები, რომლებიც რეგულარულად იბეჭდება „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში. კარგი იქნება, ასეთი რწმენის განმამტკიცებელი სტატიების წაკითხვის შემდეგ სხვებსაც გაუზიაროთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. მართლაც რომ გამამხნევებელია თანამორწმუნეების სულიერი წარმატებების გაგება. ასეთი საუბრები ხელს შეუწყობს სიყვარულსა და ერთობას კრებაში.
14. ა) რა უნდა გავაკეთოთ სათნოების გამოსავლენად? ბ) რა გვაძლევს იმაზე ლაპარაკის შესაძლებლობას, რაც ქებულია?
14 პავლე მოციქული იმასაც იხსენიებს, რაც „სათნოა“. სათნოება კარგ თვისებებსა და ზნეობრიობასთან არის დაკავშირებული. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საუბრისას ყოველთვის ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ და არ გადავუხვიოთ იმას, რაც მართალი, წმინდა და სათნოა. ქებულში ანუ სანაქებოში იგულისხმება ის, რაც შექებას იმსახურებს. თუ კარგი მოხსენება მოისმინეთ ან კრების რომელიმე წევრის მიერ გამოვლენილი ერთგულების მაგალითი შენიშნეთ, შეგიძლიათ შეაქოთ თანაქრისტიანი და ამაზე სხვებთანაც ილაპარაკოთ. პავლე მოციქული ხშირად აქებდა თანამორწმუნეებს, რომლებიც კარგ თვისებებს ავლენდნენ (რომაელთა 16:12; ფილიპელთა 2:19—22; ფილიმონი 4—7). და რაღა თქმა უნდა, სანაქებოა ის, რაც იეჰოვამ შექმნა. შემოქმედებაში უამრავ თემას ვიპოვით გამამხნევებელი საუბრებისთვის (იგავები 6:6—8; 20:12; 26:2).
ისაუბრეთ გამამხნევებლად
15. რომელი ბიბლიური მცნების მიხედვით მოეთხოვებათ მშობლებს შვილებთან სულიერ საკითხებზე ლაპარაკი?
15 მეორე რჯულის 6:6, 7-ში ნათქვამია: „იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“. აქედან ნათლად ჩანს, რომ მშობლებს მოეთხოვებათ შვილებთან სულიერ საკითხებზე ლაპარაკი.
16, 17. რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასა და აბრაამის მაგალითებიდან?
16 იესოს, ალბათ, დიდხანს ესაუბრებოდა ზეციერი მამა დედამიწაზე მსახურებასთან დაკავშირებით. „მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (იოანე 12:49; მეორე რჯული 18:18). პატრიარქი აბრაამიც, ალბათ, დიდ დროს უთმობდა თავის ვაჟთან, ისააკთან, საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ მათი ოჯახი და წინაპრები. ასეთი საუბრები უეჭველად დაეხმარებოდა როგორც იესოს, ისე ისააკს ღვთის ნების თავმდაბლურად შესრულებაში (დაბადება 22:7—9; მათე 26:39).
17 ჩვენს შვილებსაც სჭირდებათ გამამხნევებელი საუბრები. მშობლებმა უნდა გამოვნახოთ დრო შვილებთან სალაპარაკოდ. იქნებ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც შევძლოთ მაგიდასთან მთელი ოჯახის ერთად შეკრება? ერთად საუზმობისას, სადილობისას ან ვახშმობისას საუბრისა და შვილების გამხნევების შესაძლებლობა მოგვეცემა. ეს კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ოჯახის სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
18. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის საუბარი.
18 ალიხანდრო, რომელიც ამჟამად 25 წლამდეა და პიონერად მსახურობს, იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში ეჭვები გაუჩნდა რწმენასთან დაკავშირებით: „თანაკლასელებისა და მასწავლებლების ზეგავლენის გამო ეჭვი მეპარებოდა ღვთის არსებობასა და ბიბლიის სანდოობაში. ჩემი მშობლები მოთმინებას ავლენდნენ და საათობით მსჯელობდნენ ჩემთან ერთად. გარდა იმისა, რომ იმ მძიმე პერიოდში ეჭვები გამიფანტა, ეს საუბრები იმაშიც დამეხმარა, რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მიმეღო“. ალიხანდრო განაგრძობს: „დღესაც მშობლებთან ვცხოვრობ. მიუხედავად ამისა, მე და მამაჩემი იშვიათად ვახერხებთ ხოლმე პირისპირ საუბარს, რადგან ორივე ძალიან დაკავებულები ვართ. ამიტომაც, ჩვეულებად გვაქვს კვირაში ერთხელ მის სამსახურში ერთად სადილობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან საუბრები“.
19. რატომ არის თითოეული ჩვენგანისთვის საჭირო სულიერ საკითხებზე საუბრები?
19 განა ასევე მნიშვნელოვანი არ არის ჩვენთვის თანამორწმუნეებთან სულიერ საკითხებზე საუბრებიც? ასეთი საუბრების შესაძლებლობები გვეძლევა როგორც კრებებზე და სამქადაგებლო მსახურებაში, ისე მეგობრულ შეხვედრებზე და თანამორწმუნეებთან ერთად მგზავრობისას. პავლე მოციქული მოუთმენლად ელოდა რომაელ ქრისტიანებთან საუბარს. „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა . . . თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც“, — დაწერა პავლემ (რომაელთა 1:11, 12). „თანაქრისტიანებთან სულიერ საკითხებზე საუბრები დიდ როლს ასრულებს, — წერს იოჰანესი, რომელიც უხუცესად მსახურობს. — ასეთი საუბრები გულს გვითბობს და ყოველდღიურ ცხოვრებას გვიადვილებს. ხშირად ვთხოვ ხანში შესულ და-ძმებს, მიამბონ თავიანთ ცხოვრებაზე. აგრეთვე ვეკითხები ხოლმე, რამ შეაძლებინათ ერთგულების შენარჩუნება. წლების განმავლობაში ბევრთან მისაუბრია. თითოეულის გამოცდილებიდან რაღაცას ვსწავლობ, რაც ცხოვრებას მიმდიდრებს“.
20. როგორ უნდა მოვიქცეთ მორცხვ თანაქრისტიანთან საუბრისას?
20 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სხვებს არ სურთ სულიერ საკითხებზე საუბარი? გული არ უნდა გავიტეხოთ. შესაძლოა, სხვა დროს მოგვეცეს უკეთესი შესაძლებლობა. „მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“, — დაწერა სოლომონმა (იგავები 25:11, აქ). არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბუნებით მორცხვია. „ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას“ * (იგავები 20:5). რაც ყველაზე მთავარია, სხვების თვალსაზრისის გამო თავი არ უნდა შევიკავოთ იმაზე ლაპარაკისგან, რაც ჩვენს გულს ეხება.
სულიერ საკითხებზე საუბრებს კურთხევები მოაქვს
21, 22. რა სარგებლობა მოაქვს სულიერ საკითხებზე საუბრებს?
21 „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“, — გვირჩია ეფესელთა 4:29; რომაელთა 10:10). მონდომებაა საჭირო იმისათვის, რომ საუბარი სწორად წარიმართოს, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად, რადგან ასეთ საუბრებს მრავალი კურთხევა მოჰყვება. სულიერ საკითხებზე საუბრები რწმენის გამოვლენისა და თანაქრისტიანების გამხნევების საშუალებას გვაძლევს.
პავლე მოციქულმა (22 მაშ, შევეცადოთ, საკუთარი მეტყველება ერთმანეთის მხარდასაჭერად და ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში, საუბრები კმაყოფილებას მოგვანიჭებს და ჩვენს მოსაუბრეებსაც გაამხნევებს. რაც ყველაზე მთავარია, გულს გავუხარებთ იეჰოვას. ის ყურადღებას აქცევს ჩვენს საუბრებს და ხარობს, როდესაც მეტყველების უნარს სათანადოდ ვიყენებთ (ფსალმუნები 138:4; იგავები 27:11). სულიერ საკითხებზე ლაპარაკი თუ გვეყვარება, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს დაგვივიწყებს. მათ შესახებ, ვინც ჩვენს დროში იეჰოვას ემსახურება, ბიბლიაში ნათქვამია: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16, 23). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საუბრები სულიერად გამამხნევებელი იყოს!
[სქოლიოები]
^ აბზ. 20 ისრაელში ზოგი ჭა ძალიან ღრმა იყო. გაბაონში არქეოლოგებმა დაახლოებით 25 მეტრი სიღრმის ჭა აღმოაჩინეს. მას საფეხურები ჰქონდა გაკეთებული, რომელთა დახმარებითაც წყლის ამოსატანად ჭაში ჩადიოდნენ.
როგორ უპასუხებდით?
• რას ცხადყოფს ჩვენი საუბრები ჩვენ შესახებ?
• რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი სიტყვები გამამხნევებელი იყოს?
• რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრების წევრებთან და თანაქრისტიანებთან საუბრები?
• რა სარგებლობა მოაქვს გამამხნევებელ საუბრებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 12 გვერდზე]
გამამხნევებელი საუბრები დაფუძნებულია იმაზე . . .
„რაც ჭეშმარიტია“
„რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს“
„რაც ქებულია“
„რაც მოსაწონია“
[საავტორო უფლებები]
Video cover, Stalin: U.S. Army photo; Creator book cover, Eagle Nebula: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA
[სურათი 13 გვერდზე]
მაგიდასთან სულიერ საკითხებზე ლაპარაკის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა.