არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე დამნაშავეობა აღარ იარსებებს

მალე დამნაშავეობა აღარ იარსებებს

მალე დამნაშავეობა აღარ იარსებებს

თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც არ არსებობს დამნაშავეობა. საჭირო არ არის პოლიცია, ციხეები ან სისხლის სამართლის ორგანოები, რომლებზეც დიდი თანხები იხარჯება. ასეთ გარემოში თითოეული ადამიანი დააფასებდა სიცოცხლეს და არ ხელყოფდა სხვების საკუთრებას. დაუჯერებლად გეჩვენებათ ასეთი რამ? შეიძლება, მაგრამ ბიბლიაში მოცემული დანაპირების თანახმად, სწორედ ასეთი სასწაულებრივი ცვლილება მოხდება. რატომ არ დავფიქრებულიყავით, რას წინასწარმეტყველებს საღვთო წერილი დედამიწაზე ფართოდ გავრცელებულ დამნაშავეობასა და სხვა სახის ბოროტმოქმედებებზე?

„ფსალმუნებში“ ვკითხულობთ: „ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან . . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:1, 2, 11). მართლაც, ხელს ვერავინ შეუშლის ღმერთს ამ და ყველა სხვა იმედის მომცემი დანაპირებების შესრულებაში.

ღმერთი ამ კურთხევებს თავისი სამეფოს მეშვეობით მოუტანს კაცობრიობას. იესო ქრისტემ „უფლის ლოცვის“ წარმოთქმისას თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ სწორედ ამ სამეფოს დამყარებაზე და ღვთის ნების შესრულებაზე „ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). მალე, ამ სამეფოს მმართველობის დროს, არავინ ჩაიდენს დანაშაულს სიღარიბის, ჩაგვრის ან ეგოიზმის გამო. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, ლიბანივით ამაღლდეს ნაყოფი მისი; და აყვავილდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე“ (ფსალმუნები 71:16). იეჰოვა ღმერთი დედამიწის მოსახლეობას უხვად უზრუნველყოფს ყოველივე კარგით. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება ღვთისა და მოყვასის სიყვარულით იმოქმედებს და დამნაშავეობა მეტად არასდროს დაურღვევს კაცობრიობას მყუდროებას.