არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზად არიან ყოველგვარი კეთილი საქმისათვის

მზად არიან ყოველგვარი კეთილი საქმისათვის

მზად არიან ყოველგვარი კეთილი საქმისათვის

„შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის“ (ტიტე 3:1). რა კეთილ საქმეებს გულისხმობდა მოციქული პავლე, როდესაც თანაქრისტიანებს ამ სიტყვებს სწერდა? ბიბლეისტმა ე. სკოტმა ერთ-ერთ კეთილ საქმეზე გაამახვილა ყურადღება: „ქრისტიანები არა მარტო უნდა დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას, არამედ მზად უნდა ყოფილიყვნენ ყოველი კეთილი საქმისთვისაც . . . საჭიროების შემთხვევაში, პირველები უნდა ყოფილიყვნენ მათ შორის, ვინც საზოგადოების სასარგებლოდ ამოქმედდებოდა. ხანძრის, სტიქიური უბედურებისა თუ სხვა გასაჭირის დროს ნებისმიერ კეთილსინდისიერ მოქალაქეს ექნებოდა სურვილი, თავის მოყვასს დახმარებოდა“.

ქრისტიანები მონაწილეობენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ისეთ საქმეებში, რომლებიც ღვთის კანონებს არ უპირისპირდება (საქმეები 5:29). მაგალითად, იაპონიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი (რომელიც ქალაქ ებინაში მდებარეობს) თანამშრომლობს ადგილობრივ სახანძრო სამსახურთან და ყოველწლიურად გადის ინსტრუქტაჟს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩააქრონ ხანძარი და მოახდინონ ადამიანთა ევაკუაცია. ინსტრუქტორის, ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, მოსასმენად ბეთელის ოჯახის ყველა წევრი იყრის თავს.

გარდა ამისა, ეს ფილიალი ათ წელზე მეტია, რაც მონაწილეობს სახანძრო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ გამოფენებზე, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება აწყობს. გამოფენაზე ქალაქის კომპანიები და ფირმები აჩვენებენ, თუ რამდენად არიან მზად ცეცხლის ჩასაქრობად და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის. ფილიალს ხშირად აჯილდოებენ ამ საქმის დიდი ოსტატობითა და შეთანხმებულად შესრულებისთვის. 2001 წელს ფილიალმა პირველი ადგილიც კი აიღო. ფილიალის თანამშრომლები მზად არიან კეთილი საქმისათვის — ხანძრის დროს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.

მნიშვნელოვანი საქმე

იეჰოვას მოწმეები დაინტერესებულნი არიან უფრო მნიშვნელოვანი კეთილი საქმითაც, რომელიც აგრეთვე ადამიანთა სიცოცხლის ხნას ემსახურება. ისინი რეგულარულად აკითხავენ ხალხს ოჯახებში, რათა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა გაუზიარონ (მათე 24:14). მოწმეები ყველას მოუწოდებენ ისწავლონ და, შემდეგ, ცხოვრებაში გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. ამგვარად მოქმედება სასიკეთო გავლენას იქონიებს მათ ცხოვრებაზე დღეს, ხოლო მომავალში მარადიულ ცხოვრებას მოუტანს ქვეყნიერებაში, სადაც ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება იქნება.

ზოგი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს იეჰოვას მოწმეთა მსახურებას და მათ აბეზარ ადამიანებად მიიჩნევდეს. თუმცა, კვებეკის (კანადა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ჟან კრეპოს, მოწმეებზე სულ სხვა წარმოდგენა აქვს. იეჰოვას მოწმეებმა გაასაჩივრეს ბლენვილში (კვებეკი) ქალაქის თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც კარდაკარ ქადაგებისთვის სპეციალური ნებართვის აღება იყო საჭირო. სასამართლოს დადგენილებაში მოსამართლე კრეპომ აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეთა ვიზიტები, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება, მათი ქრისტიანული მსახურების ნაწილია . . . მოწმეების ლიტერატურა, რომელსაც ისინი დაინტერესებულ მოქალაქეებს სთავაზობენ, სერიოზული ლიტერატურაა. მათში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: რელიგია, ბიბლია, ნარკოტიკები, ალკოჰოლიზმი, ახალგაზრდების განათლება, ოჯახური პრობლემები და განქორწინება“. იმავე დადგენილებაში ნათქვამია: „სასამართლოს მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეუძლია, რომ იეჰოვას მოწმეების წვრილმანი საქონლით მოვაჭრეებთან შედარება მათი შეურაცხყოფა, დამცირება და დისკრედიტაციაა“.

იეჰოვას მოწმეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საზოგადოების კეთილდღეობაში იმით, რომ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში ეხმარებიან და მომავლის იმედს უნერგავენ. ამას კი ბიბლიის დახმარებით აკეთებენ. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

გსურთ გაიგოთ, როგორ ხდებიან იეჰოვას მოწმეები ‘ყოველგვარი კეთილი საქმისთვის გამზადებულნი’? თუ გსურთ, გამოეხმაურეთ მათ და უფრო კარგად შეისწავლეთ ბიბლია. ამგვარი მოქმედებით თქვენც მიიღებთ სარგებლობას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობიდან, რომელსაც ისინი საზოგადოების საკეთილდღეოდ თქვენს სამეზობლოსა და მთელ მსოფლიოში ეწევიან.

[სურათები 30, 31 გვერდებზე]

იეჰოვას მოწმეები თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან.

[სურათები 31 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ ხალხს ეხმარებიან.