არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სატელევიზიო გადაცემამ ის ღვთის განსადიდებლად აღძრა

სატელევიზიო გადაცემამ ის ღვთის განსადიდებლად აღძრა

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

სატელევიზიო გადაცემამ ის ღვთის განსადიდებლად აღძრა

პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ „ზოგიერთნი შურით და ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს, ზოგნი კი კეთილი ზრახვით“ (ფილიპელთა 1:15). ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც იეჰოვას ხალხის რეპუტაციის შელახვას ცდილობენ, უნებურად ეხმარებიან გულმართალ ადამიანებს ჭეშმარიტების პოვნაში.

1998 წლის ნოემბერში საფრანგეთის ტელევიზიით ლუვიეში (საფრანგეთი) არსებული ბეთელის, იეჰოვას მოწმეთა ფილიალის, შესახებ დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, სრულიად მოულოდნელად, დადებითი შედეგებიც გამოიღო.

ამ ფილმის ერთ-ერთი მაყურებელი, ანა-პაულა, ბეთელიდან სულ რაღაც 60 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. ანა-პაულა, რომელიც ქმართან გაყრილია და მარტო ზრდის ორ შვილს, იმ პერიოდში სამუშაოს ეძებდა. ამიტომ, ფილმის ყურებიდან მეორე დილითვე დარეკა ბეთელში, რათა გაეგო, შეეძლო თუ არა იქ სამუშაოს შოვნა. „ამ ფილმის ყურების შედეგად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იეჰოვას მოწმეთა ფილიალი კარგი ადგილი იყო და იქ სასარგებლო სამუშაოს ასრულებდნენ“, — აღნიშნა ანა-პაულამ. ის ძალიან გააოცა იმის გაგებამ, რომ ბეთელში მომსახურეები ნებაყოფლობით უძღვნიან თავიანთ დროს იქ მსახურებას. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესახებ მოკლე საუბრის შემდეგ, ანა-პაულა მოწმეებს მონახულებაზე დათანხმდა.

ის ადგილობრივი კრების წევრმა, სრული დროით მსახურმა, ლანამ, მოინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს, რის შემდეგაც ანა-პაულამ ლანას გამოართვა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ *. მომდევნო მონახულებისთვის ანა-პაულას წიგნი თავიდან ბოლომდე ჰქონდა წაკითხული, რის შედეგადაც ბევრი კითხვა წამოეჭრა და სიამოვნებით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. იგი ამბობს: „ღვთის სიტყვასთან გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. აქამდე არასდროს მჭერია ხელში ბიბლია“.

1999 წლის იანვარში ანა-პაულა ბეთელს ეწვია და მომდევნო კვირას პირველად დაესწრო ქრისტიანული კრების შეხვედრას. ცოტა ხნის შემდეგ მან შვილებთან ბიბლიის შესწავლა და მეგობრებთან ქადაგება დაიწყო. „არ შემეძლო, სხვებისთვის არ გამეზიარებინა ნასწავლი, — ამბობს ის. — მსურდა, ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ხალხთან მესაუბრა და მენუგეშებინა ისინი“. მას შემდეგ, რაც ზოგიერთ პირად პრობლემას გაუმკლავდა, შეხვედრებს რეგულარულად ესწრებოდა. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და 2002 წლის 5 მაისს მოინათლა.

ანა-პაულას შესანიშნავი მაგალითისა და გულმოდგინე ქადაგების წყალობით, დედამისმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მალევე მოინათლა. „სიტყვები არ მყოფნის იმ სიხარულის გამოსახატავად, რომელსაც ახლა ვგრძნობ, — ამბობს ანა-პაულა. — ყოველდღე მადლობას ვუხდი იეჰოვას იმისათვის, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. აგრეთვე მადლობელი ვარ ყველა კურთხევისთვის, რომლებსაც მისგან ვღებულობ“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 8 გვერდზე]

ზემოთ: ანა-პაულა

ქვემოთ: იეჰოვას მოწმეთა საფრანგეთის ფილიალის შესასვლელი.