არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭები, რომლებიც ვერ აკავებენ წყალს

ჭები, რომლებიც ვერ აკავებენ წყალს

ჭები, რომლებიც ვერ აკავებენ წყალს

ბიბლიურ დროში ხშირად ჭებს იმ მიზნით თხრიდნენ, რომ წყალი დაეგროვებინათ. აღთქმულ მიწაზე, ზოგჯერ, მხოლოდ ასეთ ჭებში იყო სიცოცხლისთვის აუცილებელი წყლის მარაგი.

წინასწარმეტყველმა იერემიამ, როდესაც ღვთის განაჩენის შესახებ წერდა, ჭები გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენია: „ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს“ (იერემია 2:13).

ისრაელებმა ზურგი აქციეს თავიანთ ღმერთს, იეჰოვას — „ცოცხალი წყლის წყაროს“; მათ არასაიმედო სამხედრო ხელშეკრულება დადეს წარმართ ერებთან და უმწეო ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ასეთი, ერთი შეხედვით, საიმედო თავშესაფრები, იერემიას მიერ მოყვანილი შედარების თანახმად, აღმოჩნდა დაბზარული ჭები, რომლებსაც არანაირი დამცავი ან გადამრჩენი ძალა არ ჰქონდა (მეორე რჯული 28:20).

რისი სწავლა შეგვიძლია ძველ დროში მომხდარი ამ შემთხვევიდან? როგორც იერემიას დღეებში, ისე დღესაც სიცოცხლის მომცემი ერთადერთი წყარო მარადისობის ღმერთი, იეჰოვაა (ფსალმუნები 35:10; გამოცხადება 4:11). მხოლოდ ღმერთს შეუძლია თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ადამიანებს მარადიული სიცოცხლე მისცეს (იოანე 4:14; 17:3). მაგრამ დღეს, იერემიას თანამედროვეების მსგავსად, უმრავლესობა უარყოფს და ეჭვქვეშაც კი აყენებს ბიბლიაში მოცემულ ღვთის სიტყვებს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი პრობლემები პოლიტიკური გზებით და უშინაარსო ადამიანური მსჯელობების, ღვთის შეურაცხმყოფელი ფუჭი იდეოლოგიებისა და ფილოსოფიების საშუალებით გადაიჭრება (1 კორინთელთა 3:18—20; კოლასელთა 2:8). ყოველივე ამის მხედველობაში მიღებით, თქვენ ვისზე დაამყარებთ იმედს? „ცოცხალი წყლის წყაროზე“ — იეჰოვაზე თუ „დაბზარულ ჭებზე, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს“?

[სურათი 32 გვერდზე]

ებრაელის სამარხში ნაპოვნი თიხისგან გაკეთებული ქალღმერთის გამოსახულება.

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum