არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვთ გაოცების უნარი?

გაქვთ გაოცების უნარი?

გაქვთ გაოცების უნარი?

შეგინიშნავთ, რომ ღვთის საქმეებსა და თვისებებზე დაფიქრების შემდეგ ბიბლიის დამწერებს არაერთხელ გამოუხატავთ თავიანთი აღტაცება და გაოცება? „საოცრებით შემქმენი“, — განაცხადა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 138:14). „უფალო, — წერდა ესაია წინასწარმეტყველი, — ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე“ (ესაია 25:1). ნახეთ, რა გაოცებით, აღტაცებითა და შიშნარევი მოწიწებით გამოთქვამს პავლე მოციქული სიტყვებს: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“ (რომაელთა 11:33).

„ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ სიტყვა „გაოცება“ განიმარტება, როგორც „განცდა, რომელიც გამოწვეულია რაიმე უცნაური, არაჩვეულებრივი, მოულოდნელი მოვლენით“.

განა სასიამოვნო არ არის, უცქირო პატარა ბავშვებს, რომლებსაც ახალი რამის დანახვისას, შეგრძნებისას ან მოსმენისას გაოცებისგან თვალები უფართოვდებათ? სამწუხაროდ, გაოცების უნარი, რომელიც ცნობისმოყვარეობასთან ან სიახლესთანაა დაკავშირებული, ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანს თანდათანობით უქვეითდება.

ბიბლიის დამწერები კი, რომელთა სიტყვებიც ახლახან წავიკითხეთ, გამოხატავდნენ აღტაცებას. დრო ვერაფერს აკლებდა ამ გრძნობას. რატომ? ბიბლიის დამწერები არ კარგავდნენ გაოცების უნარს, რადგან ყოველთვის მადლიერებით ფიქრობდნენ ღვთის საქმეებზე. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: «ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ [„შენს საოცარ ქმნილებებზე ვფიქრობ“, „ახალი ინგლისური ბიბლია“]» (ფსალმუნები 142:5).

რა სასიამოვნო და საქებარია, რომ გაოცების უნარი ღვთის დღევანდელ თაყვანისმცემლებსაც აქვთ! თქვენც გაქვთ ეს უნარი? ავითარებთ თუ არა მას?