ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
გამძიმებთ ემოციურად ოჯახთან, ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები თუ სხვა სერიოზული პასუხისმგებლობები? დღეს ბევრია ასეთ მდგომარეობაში. გარდა ამისა, ვინ იტყვის, რომ მასზე არავითარ გავლენას არ ახდენს უსამართლობა, დამნაშავეობა და ძალადობა? მართლაც, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). გასაკვირი არ არის, რომ ბევრს წამოეჭრება კითხვა: აღელვებს ღმერთს ეს ყოველივე და გააკეთებს რამეს ჩვენს დასახმარებლად?
ბრძენმა მეფე სოლომონმა ლოცვაში ღმერთს უთხრა: „მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული“. სოლომონი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი არა მარტო იცნობდა თითოეულ ადამიანს, არამედ ზრუნავდა კიდეც მათზე. მას შეეძლო ღვთისთვის ეთხოვა, ‘ესმინა ციდან’ და პასუხი გაეცა ლოცვებზე, როცა ღვთისმოშიში ადამიანები ‘თავიანთ უბედურებას’ გაუმხელდნენ (2 ნეშტთა 6:29, 30).
იეჰოვა დღესაც ზრუნავს ჩვენზე და გვიწვევს, ლოცვით მივმართოთ (ფსალმუნები 49:15). ის გვპირდება, რომ შეისმენს გულწრფელ ლოცვებს, რომლებიც მის ნებასთან იქნება შეთანხმებული (ფსალმუნები 54:17, 23; ლუკა 11:5—13; 2 კორინთელთა 4:7). დიახ, იეჰოვა ისმენს ‘ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას ადამიანისაგან და მთელი თავისი ერისაგან’. ამიტომაც, თუ ნდობას დავამყარებთ ღმერთზე, დახმარებას ვთხოვთ ლოცვაში და დავუახლოვდებით, საკუთარ თავზე გამოვცდით მის სიყვარულს, მზრუნველობასა და ხელმძღვანელობას (იგავები 3:5, 6). ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი, მოწაფე იაკობი, გვარწმუნებს: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8).