არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს’

‘ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს’

‘ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს’

მოციქულმა პავლემ იცოდა ათენას ტაძრების შესახებ, რადგან მისიონერული მოგზაურობების დროს მრავალ ქალაქში ნახავდა მათ. ენციკლოპედია „ბრიტანიკის“ თანახმად, ათენა ცნობილი იყო არა მარტო ომისა და სიბრძნის, არამედ „ხელოსნობისა და მშვიდობიანი შრომის“ ქალღმერთადაც.

ათენას სახელობის ტაძრებიდან ყველაზე ცნობილია პართენონი, რომელიც მდებარეობდა ათენში (ეს სახელი ქალაქს ქალღმერთ ათენას პატივსაცემად ეწოდა). ძველ მსოფლიოში პართენონი ერთ-ერთ უდიდეს ნაგებობად ითვლებოდა. მასში იდგა ოქროსა და სპილოს ძვლისგან გაკეთებული ათენას 12-მეტრიანი ქანდაკება. ათენში პავლეს ჩასვლისას ეს თეთრი მარმარილოს ტაძარი უკვე დაახლოებით 500 წელი იყო, რაც ქალაქის მშვენებად ითვლებოდა.

პართენონი ჩანდა იმ ადგილიდან, სადაც პავლე ათენელებს უქადაგებდა ღვთის შესახებ, რომელიც ‘ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს’ (საქმეები 17:23, 24). როგორც ჩანს, ათენას ტაძრის დიდებულება ან მისი კერპების გრანდიოზულობა პავლეს ზოგ მსმენელზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე უხილავი ღმერთი, რომელსაც ისინი არ იცნობდნენ. მაგრამ პავლეს სიტყვებისამებრ, მათ არ უნდა ეფიქრათ, რომ კაცობრიობის შემოქმედი „ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის . . . წარმოსახვით გამოხატულს“ (საქმეები 17:29).

ათენას მსგავსი ღვთაებები და ქალღმერთები, რომელთა დიდებაც ტაძრებსა და ქანდაკებებზეა დამოკიდებული, როგორც ჩნდებიან, ისევე ქრებიან. ათენას ქანდაკება ახ. წ. V საუკუნეში გაქრა, ხოლო მისი ტაძრებიდან მხოლოდ ზოგიერთის ნაშთები დარჩა. ვინღა მიმართავს დღეს ათენას სიბრძნისა და ხელმძღვანელობისთვის?!

რამდენად განსხვავებულია იეჰოვა, „მარადიული ღმერთი“, რომელიც ადამიანებს არასოდეს უხილავთ! (რომაელთა 16:26, სსგ; 1 იოანე 4:12). კორახის ძეებმა დაწერეს: „ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ“ (ფსალმუნები 47:15). იეჰოვას ხელმძღვანელობის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება.