არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სუფთა სინდისი

სუფთა სინდისი

სუფთა სინდისი

ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებისას ჩარლზმა, კენიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის თანამშრომელმა, მობილური ტელეფონი დაკარგა. კენიაში მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლება.

„არ მეგონა, თუ ვინმე დამიბრუნებდა მას“, — ამბობს ჩარლზი. მისდა გასაოცრად, რამდენიმე დღეში იეჰოვას მოწმეთა კენიის ფილიალიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ტელეფონის წაღება შეეძლო. როგორც გაირკვა, ჩარლზთან ერთად სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმე მგზავრობდა და მან იპოვა ტელეფონი. პატრონის მოსაძებნად მოწმემ ტელეფონი ფილიალში მიიტანა და ჩარლზი საკუთარი ტელეფონის ნომრით იპოვეს.

„ძალიან ვაფასებ, რომ სირთულეების მიუხედავად ჩემთან დაკავშირებას ეცადეთ, — მისწერა ჩარლზმა ფილიალს. — გულწრფელ მადლობას ვუხდი თქვენი ორგანიზაციის წევრს, რომელმაც ტელეფონი იპოვა, გაარკვია, რომ მე მეკუთვნოდა და დამიბრუნა. დღეს იშვიათად თუ შეხვდები პატიოსან ადამიანს. სასიხარულოა, რომ არსებობენ იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტი მოწმეები, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან“.

იეჰოვას მოწმეები ყველგან ცნობილი არიან პატიოსნებით. ისინი ბაძავენ პავლე მოციქულს, რომელმაც დაწერა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18; 1 კორინთელთა 11:1). მოწმეებს ესმით, რომ მათი საქციელი იეჰოვა ღმერთს განადიდებს, რაც იესომაც თქვა: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16).